↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

აფხაზური დაკრძალვა (მთარგმნელი: ვასილ გულეური)

ახმადულინა ბელა

2011-08-121 წთ საკითხავი313 ნახვა

—
ორი გოგო გეორგინებს ყრიდა გზაზე,შიგადაშიგ, გამოზოგვით ერთობ,და ქალები საუბრობდნენ დაბალ ხმაზე:- ყვავილები რა ძვირია - ღმერთო...
დაძაბული, ძრწოლით, შიშით სავსე ქუჩაწინ მიმავალ ორ გოგონას უმზერს,რა საზარლად ფერმკრთალი და თეთრი მოჩანსორი ხელი, დაკრეფილი გულზე.
თან მოჰქონდათ გვირგვინები მძიმე ტვირთად,მოხუცებს კი გამყოლები ახლდათ.ყველაფერი, აგროვებდნენ რასაც მზითვად,გვირგვინებად გადაიქცა ახლა.
გაიმართა ქელეხი და მხოლოდ მაშინგამოცოცხლდა, ახმაურდა ხალხი,ხოლო ქალებს ცრემლი ედგათ ისევ თვალშიდა ღაწვებზე დაჰფენოდათ თალხი.
მაგრამ სვამდნენ, სვამდნენ ჭიქით, ფინჯნით, თასით -მწუხარებას იქარვებდნენ ოდნავ,მერე დიდხანს ჭაჭის სუნი იდგა გზაზე,სიხალისე ხმებსაც შერეოდა.
ჭირ-ვარამის ჯიბრით უკვე მაღალ ხმაზესურდათ სულ სხვა სიმღერები ეთქვათ...დიდი ხნის წინ, მიაბარეს მიწას ასეერთი გოგო, გიული რომ ერქვა.

ახმადულინა ბელა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი