↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * დამნებდა ისე - სიტყვა არ უთქვამს (მთარგმნელი: ნინო სვანიძე)

ბალმონტი კონსტანტინ

2011-08-121 წთ საკითხავი191 ნახვა

—
დამნებდა ისე - სიტყვა არ უთქვამს,ნაზად და უხმოდ ნაამბორევი,თითქოს ღრუბლების ვისმენდი სუნთქვასდა რა ღრმა იყო იმ ზღვის მორევი.
არ უხვეწნია - "კმარა, არ გინდა",ჩემგან არც აღთქმას ელოდებოდა,და რა საამოდ მერე აგრილდა -ღამე სარკმელს რომ ეთხოვებოდა.
არ აშინებდა არც საზღაური,არც უფიქრია - ისე მომენდო.ცაზე კი ზღაპრულ ღამის დასტური -მარადიული ვარსკვლავი ენთო.

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი