პოეზია · ლირიკა
ფსალმუნი (მთარგმნელი: ასმათ ფიცხელაურ-ფარჯიანი)
1გაიზიარეთ ჩემი დუმილი, როგორც ზარებმა გაიზიარეს!
ძრწოლის მომყოლშიბრბო დაეძებს ახალ საკბილოს.წითელ პარასკევს ცის გუმბათზე გამოკრთებასამთითა ხელი, რომელიც ვეღარ დაიფიცავს,რომ არაფერი არ ყოფილა დაარც იქნება. მეწამულ ღრუბლებს მიეფარება,ახალ მკვლელებს იცილებს გზიდან,და მიიქცევა თავისუფალი.
შემოღამებულ დედამიწაზემივცვივდეთ ფანჯრებს, ტილოები ჩამოვაფლითოთ,რომ ავადმყოფთა საიდუმლო უცებ გაცხადდეს:წყლული, საზრდოთი ამოვსებული და უსასრულო ტკივილებიყველასათვის, ვინც რას ინებებს.უნდო ჯალათებს ჩაუცვიათ ხელთათმანებიდა მხილებულთა სუნთქვას ახშობენ,კარს მომდგარი იატაკზე ემხობა მთვარე,შეატოვე, ნამსხვრევები, კარის სახელურს...
უკანასკნელი მირონცხებისთვის განკითხული იყო ყოველი(ზიარებას კი აღსრულება არ უწერია).
2რა ამაოა ყველაფერი.ტალღასავით წამოგრაგნე სადმე ქალაქი,ზე-აღსდექი ქალაქის თავს ავარდნილ მტვრიდან,აღასრულე მსახურებადა ითვალთმაქცე,რომ გაარიდო თავი მხილებას.
აუსრულე, რაც შეუთქვი,დაბრმავებულ სარკეს ჰაერში,დახშულ კარს ქარში.
მიუვალია გზები ზეცის ციცაბო კედლის.
3ჰოი, თვალებო, ამოშანთულნო მზით გაჯერებულ დედამიწაზე,უამრავ თვალის ნაწვიმარით ჩამობინდულნო,ამობლანდულნო, ამოქსელილნოაწმყოს მწუხარეობობათაგან...
4ჩემი დუმილის ღრმა ტაფობშიჩამარხე სიტყვადა შეუკარი პირი უდაბურ ტყეთა ნაპირებს,რომ ბაგე ჩემიჩრდილმა დაფაროს.