პოეზია · ლირიკა
ერთი ხელოვნება (მთარგმნელი: ლელა სამნიაშვილი)
ფლობდე დაკარგვის ხელოვნებას, - არ მეგულებართულ საქმედ, რადგან თავად ფლობა არის შემცველიდაკარგვის ცნების; ეს არ არის უბედურება.ყოველდღიურად კარგე რამე, ნელა, უვნებლად -უბრალოდ - დრო, ან გასაღები; ნუ მიეცემიწუხილს; ამაზე მარტივი რამ არ მეგულება.განაგრძე კარგვა უფრო სწრაფად, მოხერხებულად:ადგილების და სახელების, მათი შემცვლელიოცნებებისაც. ეს არ არის უბედურება.დედის საათი დამეკარგა, ნახე, თუ გნებავს -ძვირფასი სახლის დაკარგვაც რა მშვიდად შევძელი!უფრო მარტივი ხელოვნება არ მეგულება.ორი ქალაქი დამეკარგა და დაბრუნებაარ უწერია ერთ კონტინენტს, ვეღარ შევცქერიჩემს ორ მდინარეს. არც ეს არის უბედურება.შენც რომ დაგკარგო (ეგ ღიმილი, ასე რომ მიყვარს!)ვერ მოგატყუებ, პირფერივით ვერ მოგექცევი;უფრო მარტივი ხელოვნება არ მეგულება,თუმცა... (ამოვთქვამ!) ეს იქნება უბედურება.