პოეზია · ლირიკა
* * * მოულოდნელად ვგრძნობ (მთარგმნელი: ლელა სამნიაშვილი)
მოულოდნელად ვგრძნობ: ჩემში ვიღაც ჩაკარგულადა მე დაგეძებდა გდევნი, გდევნივიდრე არ შეწყვეტ - მშიერო, ჩემი თვალების დევნას.მე უდაბნოში მომესმა შენი ფეხის ტყაპუნი,შენი ჩრდილი დავინახე მკვდარ ქალაქებში,შენი სიცილი წკრიალებდა ცოცხალ ქუჩებში,მაგრამ ვერსად ვერ მოგიხელთე.და ახლა, ჩემთვის ფოთოლიც არ იშლება ტყეში,მთებზე აღარ დავეხეტები,ქალაქებში კარს ვერ ვპოულობ;მხოლოდ შიგნით, ჩემს არსებაში,ჩემს სულში რომ კონტინენტია,იქ მივაგენი დაკარგულ ენას,დაკარგული ქვეყნის კარიბჭეს,რომელშიც შესვლაც შემიძლია,უცნაური მუსიკით ტკბობაც...და იქაც ისევ, იმ სამყაროს ლაბირინთებშიცშენ გდევნი, გდევნი მოჩვენებავვიდრე - ო, ვიდრე...ჩემი აჩრდილი ნუთუ შენ ხარ,ბენ?პასუხი ნუთუ ეს არის?