↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მარტოობა (მთარგმნელი: შოთა იათაშვილი)

ლევერტოვი დენის

2012-08-122 წთ საკითხავი145 ნახვა

—
უსინათლო. მე შემიძლია მას ვუმზირომორიდებით, ანდა უტიფრად, გრძნობს ის ამას?არა, იგი ჩაძირულა განუზომელ მარტოობაში.
უცნაური გართობაა,დაჟინებით მიაშტერდე უცნობის სახეს.მაგრამ რაც უფრო დიდხანს უყურებ, გწყურია მეტი.
ის კი, საკუთარ სამყაროში ჩაძირული, ლაპარაკობსთითქმის ხმამაღლა. ტუჩები უთრთის.ზედ შეშფოთების ატყვია კვალი. ნერვულ ღიმილში
უცებ რაღაც სიხარულის მსგავსი უკრთება.ნელი სიო (მას მე ვერა ვგრძნობ)სროგორც წყალს, ისე უჭავლებს სახეს.
მატარებელი ცენტრისკენ მიდის. სადგურებზე ჩერდება დაცოტა ხანში ისევე იძვრის. ამ მოჟღრიალე და მორაჩხუნემოუსვენრობის გულმუცელში კი სიმყუდროვე გამეფებულა -სიმყუდროვე მდუმარე ხალხის.უსინათლოს უყურებს ზოგი,ოღონდაც ჩვენგან განსხვავებით, შიგადაშიგ და სხვათაშორის.
ამ სიმყუდროვის შიგნით კი მისიუჩვეულო სიმყუდროვეა - სავსე მშფოთვარეწარმოსახვებით, მაგრამ ვინ იცის, როგორია
უსინათლოს წარმოსახვები? მას არ ადარდებსუცნაური გარეგნობა - ის, რომ მის სახეს,ისე, როოგრც წყალს ათინათი.
ამჩნევია ფიქრების კვალი. მან ხომ არ იცის,თუ რა არის გარეგნობა.დაბადებიდან ბრმაა იგი, მე ამას ვხედავ.
და ის ახლა ფეხზე დგება და კართან მიდის,იცის, რომ შემდეგ გაჩერებაზე უნდა ჩავიდეს, ითვლიდა ვითომ?არა, თვლა სულაც არ სჭირდება მას ამისათვის.
ის ჩადის და მეც ჩამოვდივარ."ნება მიბოძეთ, გაგიყვანოთ გასასვლელისკენ"."გმადლობთ" - მპასუხობს რაღაცნაირი განურჩევლობით.
მაგრამ იმ წამსვე, როგორც კი მისიეს ხმა მესმის, ჩემსკენ იშვერსიგი ხელს და მელოდება,
და აი ჩვენ უკვე ბავშვებივით ერთიმეორეს ჩავკიდეთ ხელი.ხელი თბილი და მშრალი აქვს დაღონივრად მიჭერს - შეგრძნებაა სასიამოვნო.
და როდესაც ტურნიკეტის გავლით გავდივართ(ის წინ მიდის), მისი ხელი, ჩემსას წამით დაშორებული,მაშინათვე კვლავ მას დაეძებს.
"აქედან უკვე საფეხურები იწყება, ფრთხილად...ახლა მარჯვნისკენ მოუხვიეთ. აქ კი ისევ კიბეებია".და მზის გულზე გავედით უკვე. ის გრძნობს ამას,
გრძნობს სუფთა ჰაერს. "კარგი დღეა, არა?"ამბობს უსინათლო და მარტოობამოაბიჯებს ჩემთან ერთად, მოაბიჯებს
ჩემს გვერდით, ოღონდ არა ჩემში - მარტოდაგრძელებს ის თავის ფიქრებს, თუმც კი მისი და ჩემი ხელიშეერწყნენ ერთურთს,
ისე, თითქოს ჩემი ხელი მომშორდა დასაკუთარი გზა აქვს. მე ვხედავ,ის კვეთს ქუჩას, და უსინათლო
მეუბნება, რომ აწი უკვე შეუძლია გზის გაგნება. მან იცისსაით მიეშურება: გაურკვეველი არსებებითდასახლებული არსაითისკენ. ის ამბობს: "მე ვარ".

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი