↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

*** "რამდენი წვიმა ჩამოიცალა"

გიორგი ლეონიძე 1899–1966

2017-05-131 წთ საკითხავი20076 ნახვა

—
რამდენი წვიმა ჩამოიცალა,რამდენი წვეთი, რამდენი ცვარი...მაგრამ გული არ გამოიცვალადა სიყვარული არი...არც არი...ხან შეივსება, ვით ჯამში ღვინო,ხან იფანტება, როგორც ნაცარი,ხან აყვავდება, როგორც ღიღილო,ხან ჩამოდნება, როგორც ანჩხარი,ხან ჩუმად არი... თითქოს არც არი...მაგრამ გვსურს იგი კვალად ვიხილოთ,თუმც გვახსოვს მისი ნაავკაცარი.ხან კი ჩაგვივლის ველურ კივილით,როგორც დამლეწი სალმანასარი!მაშ, ვთქვათ სახსრების ყველა ტკივილით,ამწვარ ლოყაზე ცრემლის ნაცვარით;“ერთხელ ვიხილოთ”დავიღიღინოთ,ჰეი, არი და...ვგონებ, არც არის!...
გიორგი ლეონიძე

ავტორი

გიორგი ლეონიძე 1899–1966

გიორგი ლეონიძე დაიბადა 1899 წ. სოფელ პატარძეულში (საგარეჯოს რაიონი). 1918 წ. დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია, სწავლობდა თბილისის ახალგაზრდულ ქართულ უნივერსიტეტში.

ყველა ნაწარმოები (303) →

გიორგი ლეონიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი