↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

*** "მითხარ, მაია"

გიორგი ლეონიძე 1899–1966

2016-05-131 წთ საკითხავი20223 ნახვა

—
მითხარ, მაია,მითხარ, მანანა,დღეს სადღა არითქვენი მშვენება?ან უთქვენობით რა გვეშველება?მითხარი, ნინა,ეკატერინა,შვიდი ნაწნავი რომ გერტყა,მართა, ―ნუთუ აღარ ხართამქვეყნად მართლა?და ან უთქვენოდრაღა ფასი აქვსთბილისის დილას,ქართლის ალიონს ?ვინ ამოსწიოს ხმალი კვლავ თქვენთვის,ან ყანწი თქვენთვის ვიღამ დალიოს?სტუმრები-ღა ხართ ჩემი სარკმელის ―როცა მოსკდება მთვარის ნამქერი...მე თვითეული ზოლი მთვარისათქვენი დალალის ჩქერი მგონია...და მეხარბება მე მათი ბედი,ვისიც იყავით შარავანდედი,ვისაც თქვენი ხმა გაუგონია...თქვენი საყურის ჩრდილის ქვეშ ტუჩივინც ერთხელ ჩუმად, გინდაც ფარულადციურ სიტკბოთი ჩაიტკბარუნა.მე მას მოვკლავდი! მაგრამ რა ვუყო,უკვე ამ კოცნით ქცეულა მტვრადა...ახლა ვის გინდათ გული გაუყოთ,მე რათ მიღიმით, მითხარით, რათა?თქვენს აბრეშუმთა ზვირთში ვიხრჩვები,ვაჰ, თქვენი ზღვიდან ვერ გამოველი!არ ვიცი, როგორ გადაგირჩებით,და დაღუპვასაც თქვენგან მოველი!მანანა, ნინა, ეკატერინა,შვიდი ნაწნავი რომ გერტყა, მართა,ნუთუ აღარ ხართ ამ ქვეყნად მართლა?
გიორგი ლეონიძე

ავტორი

გიორგი ლეონიძე 1899–1966

გიორგი ლეონიძე დაიბადა 1899 წ. სოფელ პატარძეულში (საგარეჯოს რაიონი). 1918 წ. დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია, სწავლობდა თბილისის ახალგაზრდულ ქართულ უნივერსიტეტში.

ყველა ნაწარმოები (303) →

გიორგი ლეონიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი