↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

*** "აღარ მსურს ნაკადულის"

გიორგი ლეონიძე 1899–1966

2015-05-131 წთ საკითხავი20333 ნახვა

—
აღარ მსურს ნაკადულისმყუდროული ცხოვრება;ვაშლის ფერფლი მათოვდეს,მეცემოდეს გვირილა;აღარც ერთი ძველი ხმააღარ მემახსოვრება,როცა გული გაგლიჯანიაღვარის ყვირილმა.მე მიყვარს ლაჟვარდებისდარაია შრიალა,ზედ ღრუბელი ნაფანტიჯეირანის ჯოგებად,მირჩევნია ვიაროთავშიშველა-მშიერმა,ვიდრე მე ცხოვრებასთანმომიხდეს დაჩოქება!
გიორგი ლეონიძე

ავტორი

გიორგი ლეონიძე 1899–1966

გიორგი ლეონიძე დაიბადა 1899 წ. სოფელ პატარძეულში (საგარეჯოს რაიონი). 1918 წ. დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია, სწავლობდა თბილისის ახალგაზრდულ ქართულ უნივერსიტეტში.

ყველა ნაწარმოები (303) →

გიორგი ლეონიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი