პოეზია · ლირიკა
* * * სისხლიან ქუჩებს მივანდე თავი
გიორგი ლეონიძე 1899–1966
სისხლიან ქუჩებს მივანდე თავიდა შევიყვარე ბარიკადები.მე სიჭაბუკე ცეცხლში დავჰყავიდა მხიბლავს მხოლოდ ცეცხლის ვარდები.ზეცის ეტრატზე როცა იელვებს,შავი ღრუბლები აიშლებიან,ო, ჩემი ქუჩაც მაშინ იელვებს,ბაირაღები გაიშლებიან.
მე მაშინ მიყვარს ქუჩის ხმაური,ბარიკადებზე ყოფნა მზადება,შურის ძიება, სისხლის აღება.ცხოვრება მშვიდი მე აღარ მინდაყოფნა ალერსით, ფიქრი ბაღებში,მე ყველაფერი ბრძოლისთვის მინდა,მსურს მოვკვდე წითელ ბაირაღებში.სისხლიან ქუჩებს მივანდე თავიდა შევიყვარე ბარიკადებიდა სიჭაბუკე ცეცხლში დავჰყავიდა მხიბლავს მხოლოდ ცეცხლის ვარდები.
1922