↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * ბიჭს არ უყვარდა დედამისი (მთარგმნელი: გიორგი ლობჟანიძე)

ლვოვსკი სტანისლავ

2012-08-121 წთ საკითხავი365 ნახვა

—
ბიჭს არ უყვარდა დედამისი, სადწავიდა ბიჭი ღამის გასათევად?ჩვენ ველაპარაკებოდით მას როგორც არარაობასდა მან ისე გვიან გაიგო ყველაფერი.უფროსები ომში წავიდნენ. თავისგამოსაშვებ თხზულებაში მან დაწერა:"ადამიანებსა და მხეცებს ახლა ევალებათ,ერთობლივად იყურონ ომის სიბნელეშიდა აუსტერლიცთან ჩამომდგარ ძველ ზაფხულში,სადაც იშვიათად ხან ფუტკარი გაიზუზუნებს,ხანაც პეპელა ჩამოჯდება მკვდარ ქუთუთოზე.ისინი მუდამ ვალდებულნი არიან ახლაერთად უცქირონ გამურულ ცას აუშვიცემთან"მოგვიანებით ის წავიდა ემიგრაციაში. რამდენიმე წლისწინ კი სრულიად შემთხვევით გადავაწყდი.ის, როგორც ყოველთვის, უჩიოდა უფულობას,მარტოობას, უიღბლო ქორწინებას. გამომშვიდობებისასჩვენ დავპირდით ერთმანეთს - არ დავკარგულიყავით,დაგვერეკა და ა. შ. თითოეული ჩვენგანი კიმეორის ზურგსუკანმდგომ ქალს უღიმოდა...

ლვოვსკი სტანისლავ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი