პოეზია · ლირიკა
ნეკროლოგი (მთარგმნელი: გიორგი ლობჟანიძე)
ჩემს ყოფილ მეგობარს ზამთარი არ უყვარდარიგიანად საუბრობდა ფრანგულად სკოლაშიუყვარდა ჩემი ყოფილი კლასელი,შემდგომში ასევე განსვენებული პოეტისვლადიმირ ნიკოლაევიჩ ერემენკოს ასული
მოგვიანებით მათ უკვე მთელი სამიენა ჰქონდათ. თუმცა ორივესთვის ეს იყო ძალიან ცოტა.ქალს ჩვეულებრივ ეძინა მანქანის უკანასავარძელზე და, მხოლოდ იშვიათად გამოღვიძებული,საქმეში რთავდა თავის ქალურ ეშხსა და ღიმილს.
ჩემს ყოფილ მეგობარსაც ალბათ მოეწონებოდა გინზბურგი,პატარა სიმღერა შავი ტრომბონისთვის და ჟე თ'აიმე, ასევე,ბონი პარკერი და კლაიდბეროუ. თუმცა, ჩემს ყოფილ მეგობარსსაერთოდაც არ უყვარდა მუსიკა და მას ზედმეტ,უსარგებლო ტვირთად მიიჩნევდა,რომელიც გვწყვეტდა სხვა, მაშინ ორივესთვისგაცილებით მთავარ რაღაცას.
გულწრფელად რომ ვთქვა, მოვახერხე არცთუ ბევრის დამახსოვრება,კერძოდ, ვთქვათ, იმის, თუ ტირილი როგორ იცოდაკედლისაკენ ზურგშექცეულმა.თუმცა არ ღირს დაწვრილმანება,მთავარია, ახლა რას ვშვრებით,თორემ... მაშინ ხომ ორივენი სხვანი ვიყავით,ჯერაც სრულიად - შეიძლება ითქვას - ბავშვები...
ანდა აი, რა: მე გადავცემ წერილს მისგან -ჩირქოვანი ანგინისგან გაწამებულ კავალერისგანგაგზავნილ მცირე ჩანაწერს გოგონა ანას,ორი კვირის წინ რომელთანაცმეც ვიკოცნავე თითქმის პირველადჩემს სიცოცხლეში. ანტრაქტისას,ჩვენ ორის მიერ გაკეთებული საღამოს დროს,ვისოცკის რომ ეძღვნებოდა, ასევე განსვენებულსორი კვირის წინ სკოლის სააქტო დარბაზისბნელ კულისებს მიღმა, ხავერდის მტვრიან,გრძელ ფარდაში გახვეულებმა.
ჩემს განსვენებულ მეგობარს უყვარდა მოგზაურობა,ისე უყვარდა, მთელი ცხრა თვე ცხოვრობდაპარიზში იმ დროისათვის უკვე სასიკვდილოდ გადადებულიმოხუცი მიტერანის ანუ საფრანგეთის რესპუბლიკისმთავრობის ხარჯზე,თუმცა არ მინდა გარდაცვლილზე ცუდად იფიქროთ,რადგან სათავე ბოროტისა მუდამ ფიქრია,ამიტომ უნდა მოგახსენოთ, რომ მე პირადად,თითქმის არასდროს ეს არ მიქნია.
მხოლოდ და მხოლოდ იშვიათად ვფიქრობდი და ვლაპარაკობდიურიგოდ და უმართებულოდ, მაგრამ ახლა სულერთია, რადგანროგორც ცნობილია, მკვდრებთან ყველაფერი კარგადააან სულაც არაფერია, იმიტომ, რომ მათზე ან კარგიანდა არაფერია ცნობილი, არ შეიძლება აუგის თქმა -ვფიქრობ მე და მორიგ ქინძისთავსვურჭობ ცვილის გამხდარ თოჯინას,რომელიც მას ისე ჰგავს, როგორც წყლის ორი წვეთი,თუნდაც იმით, რომმკვდრებს არ სტკივათ.