↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

წვიმიანი დღე (მთარგმნელი: ვასილ გულეური)

ლონგფელო ჰენრი უოდსუორთ

2012-08-121 წთ საკითხავი174 ნახვა

—
დღე არის ცივი, მოქუფრული და ღრუბლიანი;წვიმს, ხოლო ქარი არ იღლება ქროლვით, გრიალით;სუროს ყლორტები სახლის კედელს მჭიდროდ ეხვევა,ფოთოლთა ტევრი ქარის ქროლვით შემოეხევა,და დღეა ცივი, მოქუფრული და ღრუბლიანი.
ჩემი სიცოცხლეც პირქუში და მოქუფრულია;ისევ წვიმს, ქარი არ დაღლილა ჯერაც სრულიად;ჩემი ფიქრები არ შორდება შორეულ წარსულსდა ყრმობის იმედს დამარცხება ამ ქართან არ სურს,დღე კი კვლავ ცივი, პირქუში და მოქუფრულია.
არ დაემონო, გულო ჩემო, ფიქრებს ტიალებს;მზე ღრუბლებს მიღმა ძველებურად ისევ ციალებს;ყველა სიცოცხლე ერთმანეთს ჰგავს, შექმნილი ღმერთის,ყოველ სიცოცხლეს წვიმიანი დღეებიც ერთვის,ზოგიერთი დღე უნდა იყოს პირქუში ჩვენთვის.

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი