↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სახვითი ხელოვნების მუზეუმში (მთარგმნელი: ზვიად რატიანი)

ოდენი უისტან ჰიუ

2012-08-121 წთ საკითხავი155 ნახვა

—
რა კარგად იცნობდნენ ტანჯვასისინი, ძველი ოსტატები; როგორ ესმოდათმისი, ვინც უკვე იტანჯება, როცა ირგვლივ უმეტესობამშვიდად სეირნობს, ან სადილობს, ან ფანჯრიდან იხედება და ასე ხარჯავსდროს... ხოლო როცა მოხუცები დგანან, ელიანბრწყინვალე შობას, მათ ესმოდათ, რომ იქვე უნდაჩანდეს ტყისპირი და ბავშვები, რომლებიც გუნდადმოყინულ ტბორზე სრიალებენ.ახსოვდათ მუდამ,რომ ტანჯვა მთელი სისაძაგლით იქ აღწევს ზენიტს,სადაც ვერავის ააღელვებს: ძაღლები კვლავაცძაღლურ ცხოვრებას განაგრძობენ, ჯალათის ცხენიცხეს უხახუნებს ჩამომხმარ გავას.
ავიღოთ თუნდაც ბრეიგელის "იკაროსი": ვერ ამჩნევს ვითომუბედურებას ვერაფერი. ვერც ის მხვნელი, რომელსაც თვითონმკვეთრად ჩაესმა კივილის ხმა სადღაც უკნიდანდა მაინც, ვითომც არაფერი, არც გაუკვირდა.მზეც კვლავ აბრწყინებს მწვანე ტალღას, რომელმაც შთანთქათეთრი წვივები. ხალხი მოჩანს გემბანზეც, მათგანროგორ იქნება, რომ ვერავის მოეკრა თვალიციდან მომწყდარი ბიჭისათვის? მაინც გულგრილადმიცურავს გემი, ლივლივებს წყალი.

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი