↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ფერადი სონეტი

იაშვილი პაოლო

2026-07-181 წთ საკითხავი6669 ნახვა

—
მომდურავ თავადს მე ვიგონებ ნაზი ზმანებით.წაიღო კოცნა და ნაწილი ჩემი პერანგის;ყველას გიყვარდათ,- სიყვარული მეც დამანებეთ...მე მოვიტანე ელვარება ფერადი ჰანგის.და ჩემ ცელქ ფეხებს ენატრება რკალი უზანგის,არავის კოცნას არ ვიგონებ მე დანანებით;მე გამეხარდა გაღიმება ბავშვური ზანგის,ყვითელ ქაირში რომ ვაჭრობდა მკრთალ ბანანებით.მე ერთი ვნახე და ვეღარ ვსთქვი თამამი ,,არა”.და მომეწონა რომ მფარავდა მე ოქროს ბადე...მე მიხარია ბნელ თვალებით რომ დავიბადე,რომ ბედდში ვცხოვრობ და ტრფობისთვის მაინც არ კმარა...თეთრი თავადის დაბრუნება მე თრთოლვით ვცადე,ავტირდი ჩუმად, როცა რაში ტყეს მოეფარა.
იაშვილი პაოლო

იაშვილი პაოლო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი