პოეზია · ლირიკა
ნაწნავი (მთარგმნელი: მიხეილ ქვლივიძე)
და როცა ღამით მატარებლით მოყვანილ ქალებსთმა გადაპარსესგამოცხადდა ოთხი მსახურიმათ იატაკი გამოგავეს ცაცხვის ცოცხებითდა ქალის თმები დაახვავეს კუთხეში ზვინად.გაკრიალებულ ვიტრინებში სუფთად გარეცხილმინების იქით ასვენია აწ სამუდამოდგაბრტყელებული დალალები და კულულებიმხრჩოლავ აირით გაგუდულთაამ თმებში ახლაცგარჭობილია ალაგ-ალაგ რკინის სარჭებიდა სავარცხლებიმზის გამჭოლი სხივი ოქროსფრადარ გაანათებს ამ დალალებსანცი ნიავიარ აუწეწავს ვარცხნილობასშხაპუნა წვიმაარ დაასველებს არასოდესდა მამაკაცისუხეში ხელი საალერსოდ არ შეეხება.უზარმაზარი ვიტრინები გატენილიაკვამლში დამხრჩვალთა კვამლისფერი თმების ბოლქვებითდა ამ ბოლქვებში მოჩანს ერთი ქერა ნაწნავიკოხტად დაწნულიალისფერი ბაბთით შეკრულითაგვის კუდივით პაწაწინა სწორედ ისეთირომლის წვალებასკოლაში ასე სიამოვნებთ ონავარ ბიჭებს.(ოსვენციმი, 1948).