პოეზია · ლირიკა
ვინმეს რომ ენახა (მთარგმნელი: მიხეილ ქვლივიძე)
ვინმეს რომ ენახა დედაჩემიცისფერ ხალათში თეთრ პალატაშიხან აკანკალებულიხან გაშეშებულიროცა ბაგეზე შეყინული ღიმილითგათეთრებულ ღრძილებს აჩენს.ნახევარი საუკუნე ღმერთს ლოცულობდაახლა კი ტირის და ჩურჩულებს:- არ ვიცი... არ ვიცი...მისი სახე ამღვრეული ცრემლის წვეთიაგაყვითლებული ხელები მკერდზე დაუკრეფიაშეშინებული ბავშვივითტუჩები კი ლურჯი აქვს.ვინმეს რომ ენახა დედაჩემიდევნით გულამომჯდარი პატარა ტყიურიგადმოკარკლული თვალებითმაშინეჰ, რომ შემეძლოსსულ ხელით ვატარებდიდა ნებიერ ბავშვივითტკბილეულს არ მოვაკლებდი.