პოეზია · ლირიკა
ვარსკვლავები, სიმღერები, სახეები
შეაგროვე ვარსკვლავები, თუკი ეს გინდა,შეაგროვე სიმღერები, დაიჭი ხელში.შეაგროვე სახეები ქალბატონების.შეაგროვე, რათა წლიდან წლამდე გეკავოს.
შემდეგ კი...შემდეგ გაშალე ხელები, გაუშვი და უთხარ:"მშვიდობით!"დაე წავიდნენ სიმღერები და ვარსკვლავები.დაე წავიდნენ სახეები და წელიწადები.გაშალე ხელები და თქვი: "მშვიდობით!"