პოეზია · ლირიკა
ლუქსი (მთარგმნელი: შოთა იათაშვილი)
მივემგზავრები ექსპრეს-ლუქსით, ერთ-ერთი იმ მატარებლით, ჩვენსეროვნულ სიამაყეს რომ წარმოადგენს.ცისფერ ნისლში, შებინდებულზე, პრერიას კვეთს თხუთმეტი ფოლადითშეჯავშნული ვაგონი, რომლებშიც შეყუჟულა ათასი მგზავრი(ყველა ვაგონი ჯართადა და ჟანგად იქცევა და ყველა კაცი და ყველაქალი, მოცინარი კუპეებსა თუ რესტორანში, იქცევა ფერფლად)მე ვეკითხები ჩემს მეზობელს, თუ საითკენ გაუწევია, და ისმპასუხობს: "ომაჰასაკენ".