↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

წყლის ფეხის ჩქამი (მთარგმნელი:

სეფეჰრი სოჰრაბ

2012-08-1219 წთ საკითხავი345 ნახვა

—
ქაშანელი1 ვარ,მშვიდად ვცხოვრობ, ბედს არ ვუჩივი,მაქვს ცოტა ჭკუა, გემოვნება, პურის ნატეხი,დედა მყავს მჯობი ხის ფოთლისადა მეგობრებიც,მყავს მეგობრები - მედინ წყალზე უკეთესები.
ღმერთიც, რომელიც ახლოსაა:ჭოტთა ღამის ქვეშ,იმ სრა-სასახლის საძირკველში,წყლის გონის ზემოთდა მცენარის კანონის ზემოთ.
მე მუსლიმი ვარ,ჩემი ყიბლა2 ერთი ვარდია,ნაკადული მაქვს - ჯანამაზად3,მოჰრად4 - სინათლე,ხოლო სეჯადე5 ჩემი - ვრცელი ველ-მინდორია.
მე ნამაზის6 წინსარკმელთა თრთოლვაში განვიბანებიდა ჩემს ლოცვაში მოძრაობენ მთვარე და სპექტრი;ქვა-ღორღი მოჩანს მუდამ ჩემი ნამაზის მიღმადა ცივად ბრწყინავს ამ ნამაზის ყოველი წიბო,მე ლოცვას მაშინ აღვასრულებ,როდესაც ქარი საროს წვერიდან მეტყვის აზანს7და ლოცვას ვიწყებბალახთა ნათქვამ "დიდ არს წმინდა უფლის" მერე დატალღათა ნათქვამ "აღიმართა ალაჰის" შემდგომ.
ჩემი ქააბა8 სალოცავი - წყლის პირასაა,ჩემი ქააბა აკაციის ხის ძირასაა,ჩემი ქააბა, ნიავივით, ბაღდაბაღ დაჰქრისდა ქალაქიდანქალაქში ქრის ასე, უცვლელად.ჩემი "მრუმე ქვა"9ბაღნარების სინათლე გახლავთ.
ქაშანელი ვარ,მხატვრობაა ჩემი ხელობა,ხანდახან ვხატავ ფერად გალიას და თქვენ მოგყიდით,რომ გალიაში დატყვევებულ ყვავილთა მღერამგული გაგიხსნათ და გუნება გამოგიკეთოთ.რა ოცნებაა,რა ოცნება...მე კარგად ვიცი -უსიცოცხლოა ჩემი ფარდადა ისიც ვიცი,რომ უთევზოა ჩემი მხატვრობის დიდი აუზი.
ქაშანელი ვარ,ნათესავად ვერგები, ალბათ,ინდოეთში ამოსულ ბალახს,ჩინეთის მიწის კერამიკასდა შეიძლება,ნათესავი ვარბუხარელი ბოზი ქალისა.
მამაჩემიიმის მიღმა, ვიდრე მერცხლები დაბრუნდებოდნენ,ორი თოვლის მიღმა,მამაჩემიმთვარის ნათელში ორი ძილის მიღმა,მამაჩემიდროთა მიღმა მოკვდა.და როცა მამაჩემი მოკვდა, ცა ცისფერი იყო,დედაჩემმა უგონოდ გაიღვიძა,ჩემი და გალამაზდა;მამაჩემი იმ დროს მოკვდა,როცა ყველა ყარაული პოეტი იყო.მემწვანილემ მკითხა:- რამდენი კილო საზამთრო გინდა?მე ვუპასუხე:- დალოცვილო,ჯერ ის მითხარ,გრამს რას აფასებ?!
ჩვენი ბაღი ცოდნის ჩრდილის მხარეს იყო,ჩვენი ბაღი გრძნობისა და მცენარის გადაკვეთის ადგილას,ჩვენი ბაღი მზესუმზირის, გალიისა და სარკის შეხვედრის ადგილას იყო.ჩვენი ბაღი, შეიძლება,რკალი იყო ბედნიერების მწვანე წრეწირისა.მაშინ, ძილში, ღვთის მკვახე, უმწიფარ ნაყოფს ვღეჭავდი,წყალს ფილოსოფიის გარეშე ვსვამდი,თუთას ცოდნის გარეშე ვკრეფდი,ვიდრე ბროწეული ბწკალს იღებდა,ხელი ვედრების შადრევნად იფრქვეოდა;ვიდრე ბრინჯის გამყიდველი მღეროდა,გული მოსმენის წადილით იდაღვოდა.ხანდახან მარტოობა სახით ფანჯარას აეკვროდა ხოლმე,მოდიოდა სურვილი, გრძნობას ყელზე შემოაჭდობდა ხელს,ფიქრი თამაშობდაცხოვრება იყო რაღაც -დღესასწაულის ფრქვევის მსგავსი,შაშვებით დახუნძლული ჩინარივით,ცხოვრება იმ დროს დაწმენდილი იყონათლით და თოჯინებით,ერთი იღლია თავისუფლება იყო,ცხოვრება მაშინ იყომუსიკის აუზი.
ბავშვი ფეხაკრეფით თანდათან შორს წავიდაქინძისთავების ქუჩაზე.ბარგი შევკარი, მსუბუქი ოცნებების ქალაქიდან გავედი;გული მქონდა სავსე მარტოობის ქინძისთავებით.მე სამყაროს წვეულებაზე წავედი,მე სევდის ველზე,მე მისტიკის ბაღში,მე ცოდნის განათებულ აივანზე წავედი.მაღლა-მაღლა გავეშურე სარწმუნოების კიბით -ექვის ქუჩის სიღრმემდე,სულერთიაობის შეგრძნების სუფთა ჰაერამდე,სიყვარულის სველ ღამემდე მივედი.სიყვარულის იქითა მხარეს კივიღაცის შესახვედრად გავეჩქარე;და ვიარე, ვიარე ქალამდე,სიამოვნების ჩირაღდნამდე,თხოვნის დუმილამდე,მარტოობის სავსე ხმამდე.
რაღაცეები დავინახე მიწის ზედაპირზე.ბავშვი დავინახე, მთვარესა ყნოსავდა,უკარო გალია დავინახე, რომელშიაც სინათლე ფართხალებდა,კიბე, რომლითაც სიყვარული სასუფევლის სახურავისაკენ მიეშურებოდა.ქალი დავინახე, სინათლეს რომ წყავდა ფილთაქვაში.შუადღისას იმათ სუფრაზე პური იდო,ცვრიანი მწვანილიდა სიყვარულის ცხელი ბარძიმი.გლახაკი დავინახე, კარდაკარ, ტოროლების წკრიალს მათხოვრობდამეეზოვე, რომელიც საზამთროს ერთ ქერქად ასრულებდა ნამაზს.ბატკანი დავინახე, ფრანს შეექცეოდა.სახედარი დავინახე, ბალახის ესმოდა.რჩევა-დარიგების საძოვარზე ხარი დავინახე, მწვანე ფერის.
პოეტი დავინახე, სოსნებს და ყვავილებს თქვენობით მიმართავდა.
წიგნი დავინახე, რომლის ყველა სიტყვა ბროლისა იყო.ქაღალდი დავინახე, გაზაფხულის მასალისაგან.მუზეუმი დავინახე, მწვანეს მოცილებული,მეჩეთი დავინახე, წყალს მოცილებული,სასოწართმეული მუსლიმი კანონმდებლის სასთუმალთანშეკითხვებით პირთამდე ავსებული თასი დავინახე.
სახედარი დავინახე, რომლის ტვირთი იყო "თხზულება",აქლემი დავინახე, რომელსაც საპალნედ ჰქონდა ანდაზებისა დახატოვანი სიტყვა-თქმების ცარიელი კალათი.დერვიში10 დავინახე, რომელსაც ტვირთად ჰქონდა"ია ჰუვას"11 იდუმალი, ძველი მოძახილი.
მატარებელი დავინახე, სინათლე მიჰქონდა,მატარებელი დავინახე, მუსლიმური სამართალი მიჰქონდა(და მძიმედ მიდიოდა).მატარებელი დავინახე, პოლიტიკა მიჰქონდა (და მსუბუქად მიდიოდა).მატარებელი დავინახე, ლოტოსის თესლი და კანარის ჩიტისგალობა მიჰქონდა.
და თვითმფრინავი, რომლის ფანჯრებიდანაც ჩანდა მიწისათასი ფეხის მწვერვალი;ფრინველის გვირგვინი,პეპლის ფრთის წინწკლები,ხოჭოს ანარეკლი აუზში,ბუზის გადაფრენა მარტოობის ქუჩაზე,ერთი ბეღურის ნათელი სურვილი,როცა იგი ჩინარის ტოტიდანმიწაზე ეშვება.მზის სისავსედა ერთმანეთს ჩახვეული მშვენება თოჯინისა და გარიჟრაჟი.
კიბე, რომელიც ვნების ბაღისაკენ მიდიოდა;კიბე, რომელიც ალკოჰოლის სარდაფისკენ მიდიოდა;კიბე, რომელიც ვარდის ჭკნობის კანონისათუ ცხოვრების ასკეტური შემეცნებისკენ,კიბეები, რომელიც გასხივოსნების სახურავისაკენ;კიბეები, რომელიც ღვთის გაცხადების კვარცხლბეკისკენ მიდიოდა.
ხოლო დედაჩემი იქ, ქვემოთ,ჭიქებს რეცხავდა მდინარის ხსოვნაში.
ქალაქი მოჩანდა.გარს მავთულხლართების, რკინისა და ღორღის არქიტექტურა ერტყა.ასობით ავტობუსის უმტრედებო ჭერი;საყვავილე დუქანი თავის ყვავილებს ბითუმად იძლეოდა.იასამნის ორ ხეს შორის კი პოეტი იდგა - უსაზღვროებამდე,ბავშვი გარგარისფერ კურკას მამის გაცრეცილ სეჯადეზე აფურთხებდა,თხა გეოგრაფიულ რუკაზე გამოსახული კასპიის ზღვისტალღებიდან რწყულდებოდა.
ხის ფესვი მოჩანდა. უსიცოცხლო სალტე.
მეურმის ურემი - ცხენის დავარდნის ნატვრაში,ცხენი - მეურმის ჩაძინების ნატვრაში;მეურმე - სიკვდილის ნატვრასა და წადილში.
დღესასწაული ჩანდა, ტალღა ჩანდა,თოვლი ჩანდა, მეგობრობა ჩანდა.სიტყვა ჩანდა,წყალი ჩანდა და საგნების გამოსახულებანი - წყალში.ხუნაგით დახუთულთა ჩრდილები -სისხლის ამორწყვაში;სიცოცხლის ნესტიანი მხარე,ადამიანური საწყისის მწუხარების აღმოსავლეთი,ქალის ქუჩაზე წანწალის სეზონი.სეზონის ქუჩაზე კი მარტოობის სურნელი.
ჩანდა ზაფხულის ვენტილატორის ხელი.
მარცვლის მოგზაურობა ყვავილისაკენ,ჩახვეული გზის მოგზაურობა ზღურბლიდან ზღურბლამდე,მთვარის მოგზაურობა აუზამდე,ენძელების ამოშადრევნება დედამიწის გულიდან,ახალშეფეთქილი კედლიდან ბათქაშის ჩამოვარდნა.სიზმრის ხიდზე ნამის ცვენა,სიხარულის გაფრენა სიკვდილის თხრილიდან.მოვლენის ჩავლა სიტყვასა და სათქმელის მიღმა.
ომი ღრიჭოსა და სინათლის წყურვილისა,ომი ხილისა და მზის მაღალი ფეხისა,ომი მარტოობისა და ხმით შერხეული სიჩუმისაომი მსხლების სილამაზისა და ერთი კალათის სიცარიელისა,სისხლიანი ომი ბროწეულისა და კბილებისა,ომი ფაშისტებისა და სინატიფის ღეროსი,ომი თუთიყუშისა და მჭევრმეტყველებისა,ომი შუბლისა და დაბღის სიცივისა.
შეტევა მეჩეთის იატაკის ფილებისა და თაყვანისცემისა.შეტევა ქარიშხლისა და საპნის ბურთებისა.შეტევა პეპლების ლაშქრისა და მღრღნელებთან ბრძოლისსახელმწიფო პროგრამისა,შეტევა ქინძისთავებისა და საკანალიზაციო სისტემის მუშებისა.შეტევა ლერწმის კალმის შავი ზრახვისა და ასოების ტყვიისფერობისა.შეტევა სიტყვისა და პოეტის საფუძვლისა.
პოეზიის მიერ ეპოქის დაპყრობა,შაშვის მიერ ბაღნარის დაპყრობა,ორი სალმის მიერ ერთი ქუჩის დაპყრობა.სამი-ოთხი ხის ცხენის მიერ ერთი ქალაქის დაპყრობა.ერთი ბურთისა და ორი თოჯინის მიერ დღესასწაულის დაპყრობა.
თვლემის მოკვლა ლეიბზე, შუადღისას.ზღაპრის მოკვლა ჩაძინების ქუჩაზე.დარდის მოკვლა ღიღინის ხელით,მთვარის შუქის მოკვლა ნეონის ბრძანებით,ტირიფის ხის მოკვლა მთავრობის ხელით,გულამღვრეული პოეტის მოკვლა ვარდის ხელით,ყველაფერი ჩანდა მიწის ზედაპირზე:წესრიგი საბერძნეთის ქუჩით მიდიოდა,ჭოტი გალობდა "დაკიდულ ბაღებში";ქარი, ხეიბარის12 უღელტეხილით,ისტორიის ყვავილოვანი კომბოსტოს ხელეურსაღმოსავლეთისაკენ მიერეკებოდა.ნაგინის13 მშვიდი ტბის ზედაპირზენავს ყვავილი გადაჰქონდა,ქალაქ ბენარესში ყოველი ქუჩისთავში მარადიული ჩირაღდანი ჩახჩახებდა.
ხალხები ვნახე და ქალაქები ვნახე,ველ-მინდვრები ვნახე და მთები ვნახე,წყალი ვნახე და ხმელი ვნახე,შუქი ვნახე და უკუნეთი ვნახე,მცენარეები - შუქში და მცენარეები - უკუნეთში ვნახე,ცხოველები - შუქში და ცხოველები - უკუნში ვნახე,ადამიანი - შუქში და ადამიანი - უკუნში ვნახე.
ქაშანელი ვარ,მაგრამ ჩემი ქალაქი არ არის ქაშანი,ჩემი ქალაქი დაკარგულია,მე, ხალისითა და მონდომებით,სახლი ღამის იქითა მხარეს ავიშენე.
მე ამ სახლში ახლოსა ვარ ბალახის ნამიან უსახელობასთან.ბაღჩის სუნთქვა მესმისდა ფოთლიდან ჩამოწყვეტილი სიბნელის ხმა,მკაფიო ხველა მესმის ხეების იქიდან,წყლის ცხვირის ცემინება ქვის ყოველი ნახეთქიდან,მერცხლის ჭიკჭიკი - გაზაფხულის ჭერიდან.ხმა მარტოობის ფანჯრის გაღება-დახურვისა.და წმინდა ხმა, ხმა სიყვარულის პერანგის დაგდებისა,კანის გაურკვეველი გამოცვლისა.ფრენის წადილის ფრთებში კონცენტრირებისა.და სულის შეჭმისაგან თავშეკავების თავდანებებისა.მესმის სურვილის ფეხის ხმა დახმა ძარღვში სისხლის კანონიერი მოძრაობისა.რიჟრაჟის კაკუნი მტრედების ცაზე,გულისცემა პარასკევ ღამისა,მიხაკის ყვავილის მოძრაობა ფიქრში,ჭეშმარიტების წმინდა ჭიხვინი - შორიდანმესმის ნივთიერების ქროლვის ხმა დარწმენის ფეხსაცმლის ხმაური ვნებათაღელვის ქუჩაზე,წვიმის წკაპუნი სიყვარულის სველ ქუთუთოზე,სრულყოფილების სევდიანი მუსიკის ზედაპირსადა ბროწეულების ბაღის სიმღერაზე.ხმა სიხარულის ფანჯრის ღამეში ჩამსხვრევისა,მშვენიერების ქაღალდის ნაკუწებად ქცევისა.სიყარიბის, უცხოობაში ყოფნის თასის ქარისაგან დაცლის და აღვსებისა.
მე ახლოსა ვარ მიწის დასაწყისთან.ყვავილების მაჯა მიჭირავსდა კარგად ვიცნობ -წყლის სველ ბედისწერას,ხის მწვანე ტრადიციას.
ჩემი სული საგნების ახალი მხარისკენ მიედინება გამუდმებით,ჩემი სული უწლოვანია.ჩემს სულს ზოგჯერ ვნებისაგან ხველა აიტანს.ჩემი სული უსაქმურია.იგი წვიმის წვეთებს და აგურებს შორის დატოვებულ ხანებს ითვლის.ჩემ სულს ზოგჯერ, გზის დასაწყისში დადებული ქვასავით,ჭეშმარიტების მოხელთების უნარი გააჩნია.
მე არ მინახავს ერთმანეთზე გადამტერებული ფიჭვის ორი ხე,მე არ მინახავს ტირიფი, ჩრდილი რომ მიწისთვის მიეყიდოს,უსასყიდლოდ ჩუქნის თელა თავის ტოტებს ყორნებს,სადაც კი ფოთოლია, ჩემი ვნება იქ იფურჩქნება,ყოფნის წყალდიდობაში მე გამბანეს ხაშხაშის ყვავილებმა.
როგორც მწერის ფრთები, ისე ვიცი რიჟრაჟის წონა,მცენარის ზრდის მუსიკას ყურს ვუგდებ ყვავილის ქოთანივით,სავსე კალათივით ვერა ვმალავ მწიფობის მისწრაფებას.სამიკიტნოსავით მოთენთილობის სამანზე ვაგდივარ,ზღვის პირას მდგარი შენობასავით მაფორიაქებსსაწვიმარი ღრუბლების ჯახაჯუხი.
თუ გინდა მზე, თუ გინდა კავშირი, თუ გინდა გამრავლება.
მე კმაყოფილი ვარ ერთი ვაშლითაც,გვირილების თაიგულის დაყნოსვითაც,მე სარკესთან მაქვს აუმღვრეველი და კმაყოფილი დამოკიდებულება,არ ვიცინი, როცა ფრანი სკდება,არ ვიცინი, როცა ფილოსოფია მთვარეს ორად ჰყოფს.მე ვიცი მწყრის სავსე, კმაყოფილი ჭუკჭუკი,მოლაღურის გულის ფერები, ფანჯრის ნაფეხური.კარგად ვიცი, სად ხარობს რევანდი,შაშვი როდის მოდის, გნოლი როდის მღერის,როდის კვდება შევარდენი.რას ნიშნავს მთვარე უდაბნოს სიზმარში,სიკვდილი სურვილის ღეროზე დასიამოვნების მაყვალი ჩახუტების კბილებქვეშ.
სიცოცხლე ნათესაობის ადათია.სიცოცხლეს სიკვდილისხელა ფრთები აქვს,სიყვარულისოდენა საფრენი ასპარეზი;სიცოცხლე ნივთი როდია, რომ მე და შენტრადიციის თაროზე შემოვდოთ და მიგვავიწყდეს;სიცოცხლე იმ ხელის მიზიდულობაა, რომელიც კრეფს,სიცოცხლე ახლადმოწეული შავი ლეღვია -ზაფხულის მომწარო პირში;სიცოცხლე მწერის თვალით დანახულიხის განზომილებაა.სიცოცხლე ღამურის გამოცდილებაა -უკუნ სიბნელეშისიცოცხლე უცხოობის ის შეგრძნებაა,გადამფრენ ჩიტს რომ დარევს ხოლმე ხელს,სიცოცხლე მატარებლის კივილია,ხიდის სიზმარში რომ იკლაკნება.სიცოცხლე თვითმფრინავის ფანჯრიდან დანახულიპატარა წალკოტია,რაკეტის კოსმოსში გაფრენის ცნობაა.მთვარის მარტოობისა და უკაცრიელობის შეგრძნებაა,სხვა პლანეტაზე ყვავილების გაფურჩქვნის ფიქრია.
სიცოცხლე ერთი ჭუჭყიანი ღრმა თეფშის გარეცხვაა.
სიცოცხლე ქუჩაში ათშაურიანი მონეტის პოვნაა.სიცოცხლე სარკის მეორე ხარისხია.სიცოცხლე მარადიულობის კვადრატში აყვანილი ყვავილია.სიცოცხლე დედამიწის გამრავლებაა გულისცემაზე,სიცოცხლე სუნთქვათა მარტივი და მონოტონური გეომეტრიაა.
სადაც ვიმყოფები, ვარ -ცა ჩემია,ფანჯარა, ფიქრი, ჰაერი, სიყვარული და დედამიწა ჩემია.რა მნიშვნელობა აქვს,თუკი ხანდახან გაუცხოების სოკოებიც ამოდიან ხოლმე.
მე არ ვიცი,რატომ ამბობენ, რომ ცხენი კეთილშობილი ცხოველია,მტრედი ლამაზიადა არავისა ჰყავს სვავი გალიაში.სამყურა ბალახი რითია ნაკლები ალისფერ ტიტაზე?!თვალები უნდა გაახილო, სხვაგვარად უნდა დაინახო,სიტყვა უნდა გარეცხო.სიტყვა თვითონვე უნდა იყოს ქარი, სიტყვა თვითონვე უნდა იყოს წვიმა,კარავი უნდა აკეცო,წვიმაში უნდა იარო.ფიქრი, მეხსიერება წვიმაში უნდა დაგქონდეს.მთელი ქალაქის ხალხთან ერთად წვიმაში უნდა წახვიდე.წვიმაში უნდა იწვე დედაკაცთან,წვიმაში უნდა ითამაშო,წვიმაში უნდა დაწერო რამე, ილაპარაკო და დათესო ლოტოსი.ცხოვრება თანდათანობით დასველებაა,ცხოვრება არის "ახლას" აუზში ბანაობა.
გავიძროთ ტანსაცმელი:წყალი ერთ ნაბიჯზეა!
სინათლეს ჭაშნიკი გავუსინჯოთ,ერთი სოფლის ღამე ავწონოთ დაერთი შვლის ნუკრის სიზმარი,წეროს ბუდის სითბო შევიმეცნოთ,მდელოს კანონი ფეხქვეშ არ გავთელოთ.თმების ქვეყანაში გამოვხსნათ გემოვნების ნასკვი,პირი დავაღოთ, მთვარე თუ ამოვიდა,არა ვთქვათ, რომ ღამე ცუდი რამაადა არც ისა ვთქვათ, რომცხელ ღამეს ბაღის თვალსაწიერისა არაფერი გაეგება!
მოვრთოთ კალათიდა წავიღოთ ამდენი სიწითლე,ამდენი სიმწვანე.
დილაობით პური და ყველი მივირთვათ ხოლმე.თითო ნერგი დავრგოთ ყოველი სიტყვისმოსახვევის თავში,დუმილის თესლი ჩათესოთ ორ ცინიზმს შორისდა ნუ მოვინდომებთ წიგნს, რომელშიაც არა ქრის ქარი.წიგნს, რომელშიაც ნამის კანი სველი არ არის,წიგნს, რომელშიაც კვადრატები უგანზომილებოა.ნუ მოვინდომებთ აფრინდეს ბუზი ბუნების თითის წვერიდან,ნუ მოვინდომებთ გავიდეს ავაზა შესაქმის კარიდან;და ვიცოდეთ, ჭია რომ არ ყოფილიყო,სიცოცხლე იქნებოდა რაღაცით ნაკლული,გამორჩენა რომ არ ყოფილიყო, იზარალებდა ხის კანონი და წესი.სიკვდილი რომ არ ყოფილიყო, რაღაცისაკენ გვექნებოდა ხელიმოფათურე,და ვიცოდეთ - სიწითლე რომ არა, სხვანაირი გახდებოდაფრენის მარადცოცხალი ლოგიკა.ვიცოდეთ, რომ მარჯანზე უწინ სიცარიელე სუფევდაზღვათა ოცნებაში.
ნუ ვიკითხავთ, საიდანა ვართ.დავყნოსოთ საავადმყოფოს ახალი ატლასი;ნუ ვიკითხავთ, სად არის ბედისწერისა და ყისმათის შადრევანი,ნუ ვიკითხავთ, მამათა მამებს რა ღამეები უთევიათ დარა სიოები ელამუნებოდათ.წარსულში ცოცხალი სივრცე აღარაა.წასულში ჩიტი აღარ გალობს,წარსულში ქარი აღარა ქრის.წარსულში დაგმანულია ფიჭვის მწვანე ფანჯარა,წარსულში ყველა ჩიკორი მიწაში ჩარჭობილა,წარსულში ისტორიის დაქანცულობაა.წარსულში ხსოვნის ტალღა ყოფნის ცივი სადაფის ნაპირებს ემსხვრევა.
ზღვის პირას წავიდეთ,ბადე წყალში ჩავაგოთ,და წყალში სიგრილე და სიცინცხალე დავიჭიროთ.
დედამიწას ძარღვი ავაგლიჯოთ,ყოფნის წონა ვიგრძნოთ დათუ სიცხე გვაქვს, მთვარის ნათელზე აუგი არ წამოგვცდეს(მინახავს: ზოგჯერ, სიცხეში,მთვარე ქვემოთ ეშვება დახელს აწვდენს სამოთხის მოხატულ ჭერამდე,მინახავს: ჩიტბატონა უკეთ გალობს.ზოგჯერ, ნაჭრილობევს, ფეხზე რომ მქონდა,ჩემთვის უსწავლებია დედამიწის აღმართ-დაღმართები.ზოგჯერ, ჩემი სნეულების სარეცელზერამდენიმეჯერ იზრდებოდა ყვავილის მოცულობა,უფრო სავსე ხდებოდა ნარინჯის წვეთიდა ფარანის ნათელი.).ნუ შეგვეშინდება სიკვდილისა,სიკვდილი არ არის მტრედის დასასრული.სიკვდილი ციცინათელას ამოყირავება არ არის,სიკვდილი მოძრაობს აკაციის გონებაში,სიკვდილი ცხოვრობს კეთილი ზრახვის წყალსა და ჰაერში,სიკვდილი სოფლის ღამის გულისგულში დილაზე ლაპარაკობს,სიკვდილი ყურძნის მტევანთან ერთად მიდის პირისაკენ,სიკვდილი მღერის ყივანახველას ხანჯალში,სიკვდილი ხანდახან რეჰანსა კრეფს,სიკვდილი ხანდახან არაყსა სვამს,ხანდახან ჩრდილში ზის და ჩვენკენ იყურება.და ყველამ ვიცით, რომსიამოვნების ფილტვები სიკვდილის მჟავითა და ტუტითაა დატენილი.
კარს ნუ მივუხურავთ ბედისწერის ცოცხალ სიტყვას, ხმისგალავანს იქიდან რომ ჩაგვესმის.
ფარდა გადავწიოთ.დაე, გრძნობამ თამამად ისუნთქოს,დაე, სრულქმნილება, რომელი ბუჩქის ძირასაც ნებავს იქ დასახლდეს,დაე, ვნება სათამაშოდ აიღეროს,ფეხსაცმელი გაიძროს და ყვავილთა თავიდანწელიწადის დროთა კვალდაკვალ აფრინდეს,დაე, მარტოობამ იმღეროს.რაღაცა დაწეროსდა ქუჩაში გავიდეს.უბრალონი ვიყოთ,სადანი ვიყოთ თუნდ ბანკის განყოფილებაში,თუნდ ხის ქვეშ მსხდომარენი.
ჩვენი საქმე ვარდის საიდუმლოს ამოხსნა არ არის.ჩვენი საქმე ის შეიძლება იყოს, რომვარდის ხიბლში შევცუროთდა ცოდნათა მიღმა დავცეთ კარავი.ხელი ერთი ფოთლის მშვენიერებაში დავიბანოთდა სიმღერით წავიდეთ.დილით, მზე რომ ამოდის, დავიბადოთ,აღტაცებები ავაფრინოთ;დავნამოთ შემეცნების სივრცე, ფერი, ხმა თუ ყვავილის სარკმელი.ზეცა ჩავიფინოთ ყოფიერების ორ მხარეს შორის.ფილტვები ავივსოთ და დავიცალოთ მარადიულობით,მერცხალს მხრებიდან ჩამოვხსნათ და მიწაზე დავდოთ შემეცნების ტვირთი,ღრუბლიდან, ჩინარიდან, კოღოდან, ზაფხულიდანდავიბრუნოთ დაკარგული სახელი,წვიმის სველ ფეხებზე შემდგარნისიყვარულის სიმაღლისაკენ გავეშუროთ,კარი გავუღოთ ადამიანს, სინათლეს, მცენარესა დამწერს.ჩვენი საქმე შეიძლება ისაა,რომ საუკუნესა და ლოტოსისყვავილს შორისჭეშმარიტების ხმის კვალდაკვალ ვირბინოთ.
ქაშანი, სოფელი ჩინარი,ზაფხული, ჰიჯრის წ. აღ. 1343 წ./1964 წ.
კომენტარები
1. ქაშანი - ისტორიული ქალაქი ირანის სამხრეთში.2. ყიბლა - მექის მხარე, საითკენაც ლოცვისას პირით დგებიან მუსლიმები.3. ჯანამაზი - ერთგვარი პატარა ხალიჩა, რომელსაც ლოცვისას ფეხქვეშ იგებენ მუსლიმები, სალოცავი ნოხი.4. მოჰრი - ქალაქ ქერბელიდან წამოღებული თიხისაგან დამზადებული მცირე ზომის ფირფიტა, რომელსაც ლოცვისას შუბლით ეხებიან შიიტური აღმსარებლობის მუსლიმები.5. სეჯადე - სალოცავი ხალიჩა თაყვანისცემის რიტუალისათვის.6. ნამაზი - მუსლიმური ლოცვის რიტუალი.7. აზანი - ლოცვის დაწყების დრო, რომელსაც მუსლიმებს, ჩვეულებისამებრ, მინარეთიდან გადმომდგარი მუაზინი, მუეძინი აცნობებს ხოლმე.8. ქააბა - მუსლიმების მთავარი ტაძარი.9. მრუმე ქვა - მუსლიმთა მთავარ ტაძარ ქააბას კედელში დატანებული მეტეორიტული წარმოშობის შავი ქვის ნატეხი, რომელსაც სასწაულმოქმედ ძალას მიაწერენ და თაყვანს სცემენ როგორც სუნიტური, ასევე შიიტური აღმსარებლობის მუსლიმები.10. დერვიში - პირვანდელი მნიშვნელობით, მისტიკურ-ფილოსოფიური სექტის წევრი, შემდგომში - ზოგადად, მოხეტიალე ყარიბი, გლახა.11. ია ჰუვა, ია ჰუ - დერვიშთა ტრადიციული ამოძახილი; არაბულად ნიშნავს "ო, იგი; ო, ის!" (იგულისხმება ალაჰი).12. ხეიბარი - შიიტების პირველი იმამის ალი იბნ აბუ-ტალიბის ეპითეტი. სიტყვა-სიტყვით ნიშნავს "სიკეთის მომტანს".13. ნაგინის ტბა - ტბა ქალაქ ქაშანის ახლოს.

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი