↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

საკლასო დაფა (მთარგმნელი: ჯემალ მჭედლიშვილი)

ტაკამი ძიუნ

2012-08-121 წთ საკითხავი1186 ნახვა

—
ქათქათა ფარდებსსაავადმყოფოს პალატის ფანჯრებზესაღამოს მზე ელამუნება.პალატა კლასს ჰგავს.მახსენდება, როცა სკოლაში ვსწავლობდი,ჩემმა საყვარელმა მასწავლებელმა(იგი ინგლისურს გვასწავლიდა),აკურატულად გაწმინდა დაფადა იღლიაში წიგნამოჩრილმაგვითხრა: "ნახვამდის, მეგობრებო!"როცა ის კლასიდან გადიოდასაღამოს მზის სხივებიმხრებზე ეფერებოდნენ.ძალიან მინდა ისე წავიდე ამ ცხოვრებიდან,რომ წასაშლელი წავშალო და ვთქვა: "ნახვამდის, მეგობრებო" -ზუსტად ისე, როგორც ოდესღაც ჩემმა მასწავლებელმა,რომელიც გაკვეთილის შემდეგ კლასიდან გავიდა.
ტაკამი ძიუნ

ტაკამი ძიუნ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი