პოეზია · ლირიკა
ხეები ღამით (მთარგმნელი: ჯემალ მჭედლიშვილი)
გვიან ღამითხეები გზად ემზადებიან,საიდუმლოდ პირშეკრულნიდიდხანს-დიდხანს ემზადებიან,თითქმის ყოველღამე ემზადებიან გზად,მიწაში ფესვებით ღრმად ჩაფლულნი.
საით წავლენ?არც იციან და არცა სურთ ამისი ცოდნა.მთავარია, წასვლა მათი ცხოვრების მიზანია!და აი, ამ ღამითაცხეები კვლავ ემზადებიან,საიდუმლოდ, რტოთა კანკალით, წასასვლელად ემზადებიან.