პოეზია · ლირიკა
გამრავლების ტაბულა (მთარგმნელი: შოთა იათაშვილი)
საშობაო ნაძვისხე როკფელერ-ცენტრშიმილიონჯერ დიდი რომ იყოს დასიბნელეში წამოაქციო,ღმერთის წელამდე სიმაღლისა და კლდოვანი მთების სიმძიმის მქონესაგორავი გადაატარო, და გაათხელო ქაღალდივით, ოღონდ ისე, რომამ წყეული ფერად-ფერადი ნათურებიდან ერთიც არ გატყდესდა ისინი ყიამეთში კვლავაც ბრწყინავდნენ,მაშინ იქნება ზუსტი სურათი, თუმც
შუქებს მიღმა წყვდიადია, ზამთრის ღამეს კიკონი-აილენდში მე ვიდექი პირსის ბოლოს, იმ დროს, როდესაცფუტურო წკვარამი ნაგაზივით გაყმუოდა (არ იყო ქარი)და შორს, ქვემოთ დაძრწოდა სინათლე,რომელიც გავდა პოლისმენის ჯიბის ფარნის შუქსდა ანათებდა - ასე ჩანდა - დაკეტილი მაღაზიების ფასადებს დამერე ჩაქრა მოულოდნელად. ვარსკვლავები კი ქათქათა და მომცრო იყოდა მე მესმოდა, ზღვა მალულად როგორ წოვდა ნაჭდევებს პირსის,თითქოსდა ვინმე ბებრუხუნა იწუწნიდა ძილის წინ ღრძილებს.
DC-8 ყვინთავს და იმ წამსვეჩემს გვერდით მჯდომი ადამიანი მკაფიოდ იწყებსგამრავლების ტაბულის კაკვლას.ხოლო შორს, ქვემოთნერვიული დაბოლოებებივით პულსირებენ ცალკეული სინათლეები.იქ, დაბლა, მე მყავს მეგობრები - თითოეული მათგანის ცხოვრებაუცნაური ფორმისაა -ისინი გვანან კვერცხებს, გათხაპნილს სამზარეულოს იატაკზე, ისინი ბზინავენვით მუქ წყალში ზეთის ლაქები. და მე ვფიქრობ, რომ ისინი მიყვარს.ტელეფონი ხომ სადღაც, ოთახში, წკრიალებს ჯერაც.