პოეზია · ლირიკა
უფროსი ედა
ძველი ისლანდიურისიმღერები ღმერთებსადაგმირებზე
I სიმღერა ღმერთებზე
ვოლვას წინასწარმეტყველება
(Völuspa)
1. ისმენდით ნათქვამთაჩემთა, უწმინდესნო,დიდნო და მცირენო,შვილნო ჰაიმდალის.მამავ ომებისა,შენა გსურს - ვიამბოარსთა და სულდგმულთაწარსულზე, რაც მახოვს.
2. მახსოვს მე თაობაპირველ გოლიათთა,შორეულ წარსულშივარ მათგან შექმნილი;ვიცი ცხრა ქვეყანა,ცხრა ფესვი გადგმულიხისა ზღვარმდებისა -დიდი იგდრასილის.
3. პირველი არრა იყო,კიდეგან იმირის, -არც ქვიშა, არცა ზღვაცივ ტალღით მრხეველი,
არც ზეცა, არც მიწა,არც მწვანე ბალახი -იყო საოცარიბნელი რამ უფსკრული.
4. სანამ ნიადაგიღვთისშვილთ არ აზიდესდა შექმნეს მიდგარდიმძლავრი, მშვენიერი;და მზემ სამხრეთიდანუწყო ქვებს ნათება,გაღვივდა მიწა დაზრდა იწყო ბალახმა.
5. მზე - მთვარის შეგირდი -შორეულ ცის კიდესშორი სამხრეთიდანუწვდენდა მარჯვენას.მზემან არ უწყოდა,სად ჰქონდა სადგომი,ვარსკვლავთ არ უწყოდნენ,სად ხამდა ნათება,მთვარემ არ უწყოდაძალა საკუთარი.
6. მაშინ ძლიერებისტახტებზე ღმერთებიდასხდნენ და გამართესბჭობა უწმინდესთა.ბნელს ღამე უწოდესდა ღამის ნაშიერთსაღამო, დილა დაშუადღე შეარქევეს -ჟამთა აღსათვლელად,დროთა აღსარიცხად.
7. იდავლის მინდორზეშემოკრბნენ ასებიდა იწყეს შენებადიდთა მათ ბომონთა,ძალას არ ზოგავდნენჭედვად საუნჯეთა,კერავდნენ მარწუხებს,აწრთობდნენ იარაღს.
8. უყვარდათ გართობა,თამაში კოჭისა,ჰქონდათ ყოველივეოქროსგან ნაკეთი,სანამ სამეულიგოლიათ ქალწულთამათ არ მოევლინათოტუნჰაიმიდან.
9. მაშინ ძლიერებისტახტზე ღმერთებიდასხდნენ და გამართესბჭობა უწმინდეთა,თუ ვინ ვით წარმოქმნასმოდგმა ჯუჯაკაცთა,სისხლით ბრიმირისა,ძვლებით ბლიანის.
10. მოსტოგნირს ჯუჯათაპირველი უფროსიდა დურინს მეორე -უწოდეს ღმერთებმა.ჯუჯებმა თიხისგანიწყეს გამოძერწვაკაცთა მსგავსს არსთა მათ,ვით ბრძანა დურინმა.
11. ნიი და ნიადი,ნორდრი და სუდრი,აუსტრი და ვესტრი,ალთიოფრ, დვალინ,ნარი და ნაინ.ნიჰინგრი, დაინ,ბივურ და ბავურ,ბომბურ და ნორი,აან და ანარ,აი, მიდვიტნირ.
12. განდალვ და ვეიგ.ვინდალვ და თრაინ,თეკრი და თორინ,თროორ, ვიტი, ლიტი,ნარი და ნურადრ,რეგინ და რაბსვიდრ -აჰა, მათ ჯუჯათასახელნი ესე.
13. ფილი და კილი,ფუნდინი, ნალი,ჰეფტი და ვილი.ჰანარ და სვიორ,ბილინგრი, ბრუნი,ბილდრი და ბური,ჰორნბორი, ფრარი,ფრეგრი და ლონი,აურვანგრ, იარი,ეიკინსკიალდი.
14. დვალინის ჯილაგისჯუჯათა სახელნიკვლავადმცა თაობებსვამცნობთ ლოვარამდე;თუ ვით წამოიშვნენშორს, კლდოვან მხარეშიდა ჭაობების გზითმოვიდნენ ქვიშნარში.
15. ეს იყო დრაუპნირ,თან ახლდნენ დოლგთრაზირ,ჰარ და ჰაუგსპორი,გლოი და ჰლევანგრი,სკირვირ და ვირვირ,სკაფიდრ და აი,ალვი და ინგვი,ეიკინსკიალდი.
16. ფიალარ, ფროსტი,ფინრი და გინარ,ჰოგსტარი, ჰერი,ჰლინდოლფრ და მოინ.ლოარის წინაპართიქნება ხსენება,სანამ იარსებებსკაცთა ნაშიერი.
17. სამნი ამ ტომიდან,ასების მოდგმიდან,სათნო და ძლიერიმოვიდნენ ზღვის პირას,სადაც მათ იხილესასკი უსუსურიდა ემბლა უწმეო,უძლურ-უბედური.
18. სული მათ არ ედგათ,სუნთქვა არ შეეძლოთ,არცა მოძრაობა,არ ჰქონდათ ფერ-სისხლი.და მისცა ოდინმასუნთქვა და ჰორირმასული, და ლოდურმასისხლი და ელფერი.
19. ვიცი მე იფნის ხე -დიდი იგდრასილი, -თეთრი წყლით ნაბანი,მარად ტენიანი,ცვარ-ნამს რომ აპკურებსმუდამ დედამიწას -დგას ურდის წყაროზეიგი, მარადმწვანე.
20. იქ სამი ჩქერელიჩუხჩუხებს ხის ძირასდა ბრძენი ქალწულნიიქიდან წარმოსდგნენ:ურდი და ვერდანდი,მჭრელნი რუნებისა,სკულდი დავიხსომოთ -მესამის სახელი.განსჯის კაცთა ბედს,ადგენენ სიცოცხლესდა ყველას საკუთარწილხვედრს უმზადბენ.
21. და ახსოვს ამქვეყნადმას ომი პირველი:შუბით განგმირულიდაეცა გულვეიგ,ოდინის დარბაზშიიწვოდა დაჭრილი,ის სამჯერ ნაშობიდა სამჯერ დამწვარი,სამჯერვე აღმდგარადა დღემდე კვლავცოცხლობს.
22. ჰეიდს უწოდებდნენქალსა მას ჯადოქარს,კვერთხით ჯადოსნურითსადაც მივიდოდა,მისნობას იმისასყველა მორჩილებდა,მეტად კი ხარობდნენცოლნი ბიწიერნი.
23. მაშინ ძლიერებისტახტზე ღმერთებიდასხდნენ და გამართესბჭობა უწმინდესთა:ასნი აიტანენამ შეუარცხყოფას,თუ სისხლის სასყიდელსმოსთხოვდნენ სანაცვლოდ.
24. ოდინმა ლაშქარშიგასტყორცნა ისარი,მოხდა ეს ჟამსა მასპირველი ომისა;ასების ციხეთადაინგრა კედლები,სრავდნენ, იმარჯვებდნენბრძოლაში ვანები.
25. მაშინ ძლიერებისტახტებზე ღმერთებიდასხდნენ და გამართესბჭობა უწმინდესთა:ვის სურს, გოლიათებსვინ ანგრევს ცადაქნილს,დაუთმოს ღმერთქალიმეუღლე ოდისა.
26. და თორმა მრისხანემაღმართა მახვილი,ოდეს მოისმინამან ესე ამბავი -ფეხქვეშ გაუთელავთფიცი და პირობა,მტკიცე, უწმინდესი,მანადემ დაცული.
27. იცის მან, გრძნეულმა -სმენა ჰაიმდალისმარხია ზეცამდეამართულ ხის ძირას,ხედავს, რომ მეუფისწმინდა საიწნდარადდის მღვრიე ჩქერალი,გესმით, თქვენ, თუ არა?
28. მას, ერთხელ იდუმალმარტომ მჯდომს, მოხუცმაასების მთავარმაჩახედა თვალებში,"ნეტავ რად მიყიურებ?რას მკითხავ, რადა მცდი?ვიცი, სად დამალე,ოდინ, შენი თვალი.ვხედავ მას მიმირისდიდებულ წყაროში!"იქ ყოველ ცისმარეწმინდა საწინდრიდანმიმირი თაფლსა სვამს,გესმით, თქვენ თუ არა?
29. ოდინმა მას უძღვნაშიბი და ბეჭედი,და გრძნეულისაგანმიიღო სანაცვლოხედვა საოცარი -ჭვრეტდა მთელ სამყაროს.
30. მან, ვალკირიებიშორეულ მხარიდან,ნახა, ისწრაფოდნენგოთების ტომისკენ;სკულდი ფაროსანი,ჰუნი და სკიოგული,ჰილდი და გონდული,გერისკ იოგული -ქალნი ნიავქარნიმის ღვთისა ოდინის,ყველგან რომ დაჰქრიანმხნე ვალკირიები
31. მე ბალდრი ვიხილე,ვაჟი ოდინისა,სისხლში შეღებილი,მკვდარი რომ დაეცა.მინდვრად აზიდულიიდგა მშვენიერი,წვრილი, ტანკენარიყლორტი რამ ფითრისა.
32. იქცა იგი ყლორტი,ნორჩი, ტანკენარი,სასტიკ იარაღად,ჰოდმა რომ გასტყორცნა.მალე ძმა ბალდრისაიშვა ქვეყანაზე,იყო ერთი ღამის -ბრძოლაში ჩაება,
33. ხელებს არ იბანდა,თმას არ ივარცხნიდა,სანამდის ბალდრის მკვლელსიგი არ მოკლავდა;ფრიგმა დაიტირანათელ ფენსალირშიდარდი ვალჰალისა,გესმით, თქვენ, თუ არა?
34. ვალიმ საშინელიდაბლანდა ბორკილი,ნაწლავებისაგანდაწნა უმტკიცესი.
35. იხილა ტყვე ვინმემან ხვერალიუნდთან,სახით მინამსგავსიმუხანათ ლოკისა.იქა ზის სიგუნი.დარდით დასეტყვილიდა ქმარზე მწუხარე,გესმით, თქვენ, თუ არა?
36. დის ცივი ნაკადიაღმოსავლეთიდან -მახვილებს აელვებსსილდრი საშინელი,
37. იდგა ჩრდილოეთში,შორს, ნიდაველირში,ოქროს რომ დარბაზი -ჯუჯათა სასახლე,დარბაზი მეორეიდგა ოკოლნირსი,სახლსა გოლიათთაუხმობენ ბრიმირად.
38. იხილა სასახლემზისგან დაშორებით,მკვდართა სანაპიროსდგას ჩრდილო-კარებით;და წვიმდა წვეთ-წვეთადშხამი საკვამურშიგველებით მოწნულიიყო ის სასახლე.
39. ნახა მან - მრისხანენაკადებს მოჰქონდათფიცის გამტეხელნი,მკვლელნი მუხანათნი,ვინც სხვათა ცოლებსამუხთლად აცდუნებდნენ;იქ ხრავდა ნიდჰოგრიმკვდართა ძვლებს უწყალოდდა გვამებს სძიძგნიდა,გესმით, თქვენ, თუ არა?
40. ბებერი დიაციიჯდა რკინის ტყეშიდა იგი ჰკვებავდამოდგმას ფენრირისა;ფენრირის მოდგმიდანტროლი გაიზრდება,ბილწი, მუხანათი,მზის მომტაცებელი.
41. დაღრღნის ის კაცთა ძვლებსდა გვამებს დასძიძგნის,ის სისხლით წალეკავსღმერთების სამყოფელს.ჟამს ზაფხულისასამზე ჩამობნელდება,ატყდება ქარბუქი,გესმით, თქვენ, თუ არა?
42. იჯდა და უკრავდაჩანგს ბორცვზე ეგდერი -გოლიათ ქალისამწყემსი მხიარული;მაღლით დაჰყიოდამამალი წითელი -მის ზემოთ, ხის ტოტზემჯდომი ფიალარი.
43. ვალჰალას დაჰყივისასებს გულინკამბიდა გმირებს აღვიძებს -ოდინის ლაშქარსა;მამალი მეორე,ფერად შავწითელა,დგას ჰელის დარაზთანდა პირველს ხმას აწვდენს.44. გარემი ჰყეფს, ირყევაბჭე გნიპაჰელირის,დაწყვეტს არტახებსა,აიწყვეტს უძღები.ვარ მაცნე გრძნეული,წინასწარმხილველიღმერთთა მათ ძლიერთაავი ბედისწერის.
45. ატყდება ძმებს შორისშუღლი და ბრძოლები,ნათესავ-თვისტომნიდახოცენ ერთურთსა;ძნელია უგვანოსიძვა და მრუშობა,დრო მახვილთ ქნევისა;დასკდება ფარები,ჟამია მგლების დაქარიშხლის თარეშის,ქვეყნის დაღუპვისა. . .ძმა ძმას არ დაზოგავს.
46. თამაში დაიწყესმიმირის შვილებმა,აღსასრულს აუწყებსხმა გიალარჰორნის,ძლიერად ჩაჰბერაბუკში ჰაიმდალმა,მიმირის ქალასთანსაუბრობს ოდინი.
47. თრთის ხე იგდრასილი -მაღალი იფანი,გუგუნებს ბერი ხე,თურსი ხელთ უსხლტება.რისხვა დაატყდებათქვესკნელის ბინადართჟამსა, როს აიწყვეტსსურთრის მეგობარი.
48. რა მოსდით ასებსა?რა ხდება ალფებთან?დუღს ოტუნჰაიმი,გუგუნებს და თინგზეგასულან ასები;აკვნესდნენ ჯუჯებიქვის მაღალ ბჭეებთან,გესმით, თქვენ, თუ არა?
49. გრამი ჰყეფს, ირყევაბჭე გნიპაჰელირის,დაწყვეტს არტახებსა,აიწყვეტს უძღები.ვარ მაცნე გრძნეული,წინასწარმხილველიღმერთთა მათ ძლიერთაავი ბედისწერის.
50. ჰრიმრი აღმოსავლეთითმოდის, ფარს იფარებსმრისხანედ მობრუნდაგველი ორმუნგანდრი;აღელვებს ზღვის ტალღებს,ყიპყიპებს არწივი,სძიძგნის დაცემულებს,მიცურავს ნაფლფარი.
51. მაშრიყით მოცურავსჯარი მუსპელისა,ზღვასა ნავი მოაპობს,ლოკი დგას მესაჭედ;მგლითურთ მოცურავენშვილნი გოლიათთა,ძმა ბულეიტსისამოცურავს მათთანვე.
52. სურთრი სამხრეთიდანცეცხლით ეშურებადა მახვილს აელვებსმზისგან უნათლესსა.მთანი ინგრევიან,ზეცა გაიბზარა,შფოთვენ გოლიათნი,ხალხსა ნთქავს ჰელვეგი.
53. ჰლინს დარდი ახალიგულს შემოსწოლია,მგელთან ფიცხელ ომშიჩაება ოდინი;აქ მკვლელი ბელისასურთრს ებრძვის მრისხანეს,ფრიგის სიხარულისდგება აღსასრული.
54. გარმი ჰყეფს, ირყევაბჭე გნიპაჰელირის,დაწყეტს არტახებსა,აიწყვეტს უძღები;ვარ მაცნე გრძნეული,წინასწარმეტყველიღმერთთა მათ ძლიერთაავი ბედისწერის.
55. ვაჟი ოდინისა -ვიდარი - მოვიდა,ბრძოლა გაუმართამხეცს, ლეშის მოყვარულს;მახვილი აძგერა,სისხლს იღებს მამისას,შიგ გულში დაკოდამან შვილი ხვედრუნგის.
56. მოდის მშვენიერიმოდგმა ჰლოდუნისა,გველთან საბრძოლველადმოდის ძე ოდინის,მრისხანემ დაკოდაგუშაგი მიდგრადის,უნდა დაიღუპოსკაცთა ნაშიერი;შედგა, უკან იხევსშვილი ფორგიუნის,გველისგან მოკლულიღირსია დიდების.
57. მზეს ბინდი გადეკრა,ზღვაი ნთქავს ხმელეთსა,ზეცას სხივოსანნივარსკვლავნი სწყდებიან,ალმური მძვინვარებსსიცოცხლის მკვებავსი,ორთქლის შემხუთველიზეცამდე ავიდა.
58. გრამი ჰყეფს, ირყევაბჭე გნიპაჰელირის,დაწყვეტს არტახებსა,აიწყვეტს უძღები;ვარ მაცნე გრძნეული,წინასწარ მხილველიღმერთთა მათ ძლიერთაავი ბედისწერის.
59. ხედავს ის, რომ ზღვიდანკვლავ ამოიზიდა,გამოჩნდა, ვით უწინ,მწვანე დედამიწა;მოჰქუხს წყალვარდნილი,მიფრინას არწივი,ტალღებს დაჰფარფატებს,სურს თევზის დაჭერა.
60. იდავლის მინდორზეშემოკრბნენ ასები,ქვეყნის მძლავრ სარტყელზეიწყეს საუბარი,გარდასულ ამბავთაიწყეს მოგონება,ძველთა მათ ამბავთაღვთის უზენაესის.
61. კვლავ უნდა იპოვონოქროსგან ნაკეთიკოჭი, დაკარგულიიდავლის მინდორზე.რომ ისევ, ვით უწინ,ჰფლობდნენ მას ასები.
62. ათავთავდებიანუთესი ყანები,ბოროტს სძლევს კეთილი,ბალდრი დაბრუნდება,ის ჰოდთან იცხოვრებსჰროფტის დიდ დარბაზში,ღმერთების ოჯახში,გესმით, თქვენ თუ არა?
63. ჰონირმა აიღოჩხირი წილსაყარიხვედრთა ორთა ძმათა;ორნივე ცხოვრობენქართა სასახლეში,გესმით, თქევნ, თუ არა?
64. ხედავს ის დიდ დარბაზს,თვით მზეზე უნათლესს,გიმლსზედან აღმართულს,ოქროსფრად ელვარეს.იქ მარად იცხოვრებსღირსეულთ კრებული,მარად ნეტარებახვედრია მართალთა.
65. ჩამოვა მიწაზესამართლის მიგებადსამყაროს მეუფე,ღმერთი უძლეველი.
66. შავი მწვერვალიდანმოფრინავს ურჩხული,შავად მოელვარეგველი საშინელი;მინდორს გადაუფრენსდა მიაქვს კლანჭებითლეში გაუმაძღარს -გაჰქრეს აწ, დრო არის.
სიტყვანი უზენაესისა
(Hovamal )
I
1. სახლსა სადგომელსასანამ შეხვიდოდე,ნახე და გასინჯეყველა შესასვლელი,რამეთუ, ვინ უწყის,იქ, სადმე, ფარულადმტერი ჩაგისაფრდა.
2. მშვიდობა გულუხვებს!სტუმარი მოვიდა!ადგილს სად მონახავს?იჩქარის ის, ვისაცკერასთან სასწრაფოდგათბობა ეწადა.
3. სითბო ძვირფასიასახსრებგაყინულინამგზავრი კაცისათვის;საზრდო და სამოსისჭირდებათ ყარიბებსკლდოვან მხარეებში.
4. სტუმარს ზრუნვა უნდა:წყალი, ხელსახოცი,შინ შეპატიჟება;შენი მხიარულისიტყვა უნდა უთხრა,მასაც მოუსმინო.
5. ჭკუა ეჭირვებაშინიდან შორს გასულს -შინ ყოვლის მცოდნე ხარ;უვიცს ბრძენთა შორისაუგად შეხედავსმხილველი ყოველი.
6. ვაჟკაცს არ შეჰფერისჭკუიტ თავის ქება -ხამს მალვა ჭკუისა;ბრძენი თუ იყუჩებს -ბევრ ხიფათს ასცდება,რამეთუ უმჯობესყოველთა მეგობართაარს სიბრძნე ცხოვრების,
7. სტუმარი ჭკვიანიდუმილით მოისმენსნათქვამს ყოველივეს -ფხიზელი ყური დათვალი გამჭრიახი -ბრძენთა თვისებაა.
8. ბედნიერ არიან,ვინც დაიმსაუხრესქება, სიყარული;უფრო საძნელოარჩევა სასიკეთოსხვის გულში იპოვო.
9. ბენიერ არიან, -ვინც კეთილ გონებითგანთქმულან საქვეყნოდ;რჩევა უკეთურიხშირად შეგიძლიასხვისგან მიიღო.
10. ტვირთი არ არსებობსმგზავრთათვის უმჯობესცხოვრების სიბრძნისა:სჯობს ძვირფასსაგანძურს -ის უცხო მხარეშიღატაკთ სიმდიდრეა.
11. ტვირთი არ არსებობსმგზავრთათვის უმჯობესცხოვრების სიბრძნისა;ყველაზე ცუდია,სამგზავროდ გასული,ლუდის სმით დამძიმდე.
12. ლუდს უფრო მცირედიმოაქვს სარგებლობა,ვიდრე ბევრს ჰგონია;რაც უფრო ბევრსა სვამ,მით უფრო გონებასნაკლებ იმორცილებ.
13. ყანჩა დავიწყებისდაფრინავს ამქვეყნადდა განსჯას იპარავს;იმა ფრინველისაფრთებმა მიმაჯაჭვესმე სახლსა გუნლოდის.
14. მე მთვრალი ვიყავი,ლუდის სმით დამათრობრძენმა ფიალარმა;ლუდის სმა კარგია,თუ სიმთვრალისაგანჭკუას არ დაჰკარგავ.
15. სიფრთხილე მართებს დაომში სიმამაცეკონუნგის ნაშიერს;დე, ყველამ იხაროსდა სთესოს სიკეთესიკვდილის პირამდე.
16. ლაჩარს იმედი აქვსსიკვდილს არ შეხვდება,თუ ომს გაექცევა;დადგება სიბერედა სიკვდილს ვერავინვერ დაემალება.
17. უგუნური ან ლაყბობს,ან დუმს უადგილოდ,სტუმრად თუ გეწვევა;ყლუპს როგორც კი შესვამს,მყისვე გაამჟღავნებს,რა მცირე სიბრძნეს ფლობს.
18. მხოლოდ მან, მრავალივინც მოვლო ქვეყანადა მიმოიხილა, -თუ გონიერია, -უწყის, ვინ რას ფიქრობს,ვის რა გაეგება.
19. შესვი ზომიერად,ჭკუით ისაუბრე,ანდა სულ გაჩუმდი;არვინ არ დაგძრახავს,ადრე თუ დავწვებიშენ დასაძინებლად.
20. ხარბი უხეიროდ,უზომოდ ბევრსა ჭამს,მით ღუპავს თავისთავს;ბრიყვი ღორმუცელაბრძენთა დასაცინიგამხდარა სუფრაზე.
21. ჯოგი პირუტყვისაჯერზე რომ გაძღება,დატოვებს საძოვრებს;უგნურს კი სჩვევიაუზომოდ ძღომა დამუცლის ამოყორვა.
22. უგუნურ სხვებს განსჯის,უზრდელად დასცინის,თავის ხინჯს ვერა გრძნობს:მას არ შეუძლიამიხვდეს და შეიგნოსნაკლი საკუთარი.
23. უგნური მთელ ღამესუქმ ფიქრებს ანდომებს,მშვიდად არ იძინებს;დადგება დილა დაისევ საზრუნავადრჩება საზრუნავი.
24. კაცი გულუბრყვილოყველას რაცხს მეგობრად,ვინც მას გაუღიმეს:ბრიყვი ვერ მიმხვდარა,ვერ გრძნობს ბრძენთა გვერდით,მას რომ დასცინიან.
25. კაცი გულუბრყვილოყველას რაცხს მეგობრად,ვინც მას გაუღიმებს;თინგზე კი, რომ ძებნოს,ძნელად თუ მონახავსის ერთგულ მომხრეებს.26. უგუნურს ჰგონია, -ის ყოვლის მცოდნეა,თუ სდუმს ან მარტოა:თუ ჰკითხე რაიმე,პასუხს ვერ მონახავს -სიტყას ვერ წარმართავს.
27. უგუნურს ურჩევნისხალხში მდუბარებდეს,ხმა არ ამოიღოს;მყისვე უმეცრებამისი გამოჩნდება,როგორც კი ილაყბებს.
28. ბრძენი სხვის ნათქვამშიშერჩევს ჭკვიანურს,საკუთარ სათქმელსა:კაცნი საუბარშიიმას ვერ ფარავენ,რაიც მათ შეემთხვათ.
29. ვინც ბევრს ლაპარაკობს,ის სიტყვას ვერასდროსვერ იყტვის ჭკვიანურს;ზედმეტსიტყვაობამას ხიფათს შეამთხვევს,ვინც ენას ვერ იჭერს.
30. გწამდეს, რომ არა ხამსდაცინვით შეხედვამოწვეულ სტუმრისა;გახსოვდეს, თავისთავსსხვაც ჭკვიანს უწოდებს,ზის დრომდე წყნარადა.
31. სტუმრის დამცინავისუფრიდან გაძვრებადა კმაყოფილია;იმას კი ვერა გრძნობს,რომ სხვისი გაქირდვითმტრები გაიჩინა.
32. ქეიფში ხანდახან,ნაფიც მეგობრებსაცმოსდით კინკლაობა;მიზეზი შფოთისამზადაა, თუ სტუმარსშეუბღვერს სტუმარი.
33. ადრე ისაუზმე,სტუმრად მიმავალიხამს კარგად დანაყრდე,თორემ იქ, სუფრაზე,თუ ჭამას მოჰყევი,ხმას ვერ ამოიღებ.
34. გზა ცუდ მეგობრამდეგრძელია სულ მუდამ,თუნდ ახლოს ცხოვრობდე;კარგი მეგობრისკენგზა მუდამ მოკლეა,თუნდ შორს ბინადრობდე.
35. სტუმარი არა ხამსგულგამწყალებელიდა დიდხანს დამრჩენი;კარგი მეგობარიცსტუმრად მოგბეზრდება,და დიდხანს დაყოვნდა.
36. დაე, შენი სახლიდიდი ნუ იქნება,იქ შენ ხარ ბატონი;ქოხი და წყვილი თხა,შენი, საკუთარიგიჯობს სხვის ნასუფრალს.
37. დაე, შენი სახლიდიდი ნუ იქნება,იქ შენ ხარ ბატონი;სისხლისგან იცლებაშიგ გულში დაჭრილი,ვინც სხვას სთხოვს ნასუფრალს.
38. ვაჟკაცმა იარაღსჟამსა მგზავრობისახელი არ გაუშვას;რამეთუ ვინ უწყის,როდის დასჭირდებახმარება მახვილის.
39. არ ვიცნობ მე ისეთსუხვსა და ხელგაშლილს,ხელი ჰკრას საჩუქარს;საჩუქრის სანაცვლოდსაჩუქრის მიღებაყველას ეამება.
40. ნუ გშურს მონახვეჭი,დახარჯვას, გაცემასდაკარგვად ნუ ჩათვლი;მოყვრისთვის შენახულსმტერი გაუჩნდება,მოვა და მოგტაცებს.
41. აჩუქე მეგობრებსიარაღ-სამოსი,თვალნი განუბრწყინე,ურთიერთსაჩუქრითძმობა განმტკიცდება,ბედი თუ დაგინდობს.
42. იყავი ერთგული,მეგობრის საჩუქარსსაჩუქრით მიაგე;სიცილზე სიცილით,ტყუილზე ტყუილით,ღირს, რომ უპასუხო.
43. მეგობრის ერთგულიიყავ და მეგობრესმისას ემეგობრე;მტერს კი მეგობრისას,გახსოვდეს, მეგობრადნურასოდროს გაიხდი.
44. თუ გყავს მეგობარი,ენდობი და მისგანსიკეთეს მოელი, -სულში ჩაიძვრინე,ავსე საჩუქრებით,ხშირად ინახულე.
45. მაგრამ, თუ ცუდს ვისმემიენდე შეცდომით,კარგის მომლოდინე -უთხარ ტკბილი სიტყვა,შენს ფიქრს ნუ გაანდობ.გიმტყუნოს - უმტყუნე.
46. ასევე მოექეცმასაც, ვინც გაეჭვებსმზაკვრობით ფარულით -გული არ გაანდო,გიცინის, პასუხადშენაც გაუცინე.
47. როს ვიყავ ჭაბუკი,ბევრს ვხეტიალობდიდა გზა ამერია;თავს ვგრძნობდი მდიდრადა,თუ მგზავრს შეგხვდებოდი -კაცი კაცს ახარებს.
48. უხვნი ბედნიერნი,მამაცნი არიან -დარდი არ იციან;ძუნწს სულ ეშინია, მსაჩუქრის გაცემამის გულს არ ახარებს.
49. მინდორში ორ ხის კაცს -ორ შიშველს უმწეოს -ჩავაცვი სამოსი;ორნივ დაემსგავსნენმყისვე ადამიანს:ცოდოა განძარცვილი
50. ცაცხვი იღუპება,გახმარბა სახლის წინ,კანს თუ შემოაცლი;კაციც დაიღუპოს,თუ არვის არ უყვარს,რად უნდა სიცოცხლე!
51. ხუთი დღით ანთიაცეცხლი მეგობრებისუგვან მეგობართა;დგება მეექვსე დღე,ნელდება სახმილი,ქრება მეგობრობა.
52. საჩუქარს სიდიდითროდი აფასებენ,შესწირვენ მცირედსაც;ნაკლულმა დოქმა დანატეხმა პურისამმოყვასი შემძინეს.
53. პატარა ქვიშას დაპატარა ზღვის ტალღებსპატარა სიბრძნე აქვთ;არ ყველა ბრძენია,ბევრია ამქვეყნადბრძენიც და უგნურიც.
54. კაცს ჭკუა-გონებაჰქონდეს ზომიერი,ზედმეტად არ ბრძნობდეს;რადგან ბედნიერადცხოვრობს ქვეყანაზემცოდნე ზომიერი.
55. კაცს ჭკუა-გონებაჰქონდეს ზომიერი -ზედმეტად არ ბრძნობდეს;გარნა სიხარულიგულისთვის უცხოა,თუ ჰმეტობს გონება.
56. კაცს ჭკუა-გონებაჰქონდეს ზომიერი -ზედმეტად არ ბრძნობდეს,ვინც ხვედრი თავისიწინასწარ არ უწყის,ის უზრუნველია.
57. მუგუზალს მუგუზლითანთებენ და ცეცხლიცეცხლითვე ღვივდება;მხოლოდ საუბარშიშეიცნობს კაცი კაცს,დუმილში ჩლუნგდება.
58. ხამს ადრე ადგომა,თუ გსუს მტერს სიმდიდრეან სული წაართვა;მგელს, მწოლარს - ნადავლიმტრის ძლევა - მძინარასროდი ეღირსებათ.
59. ხამს ადრე ადგომა,შრომასი დამხარეთუ არ გყავს არვინა;დიდხანს თუ იძინებ,დოვლათს ვერ შეიძენ,ფხიზელი მდიდრდება.
60. რამდენი ყავრისჭირდება სახურავს,ჰკითხეთ სახლის პატრონს,ან შეშა რამდენინახევარ წელიწადსმის კერას გაათბობს.
61. თინგს გამგზავრებისასტანს სუფთად ჩაიცვიდა კარგდ დანაყრდი;ღარიბულ ტანსაცმლის,დაე, ნუ შეგრცხვება,ნურც ცხენის, თუნდ იგითვალად არ ვარგოდეს.
62. ძველ ზღვას გადაუფრენსდა ზვერავს არწივიკისერწაგრძელებით;ასევე ვაჟკაციუცქერის უცხო ბრბოს,როს მომხრეს ვერ ხედავს.
63. ჰკითხე და მიუგე,ჭკვიანის სახელითუ გსურს დაიმკვიდრო:ერთს ენდე, ორს ერთადგული არ გაუხსნა -ქვეყანა გაიგებს.
64. კაცმა გონიერმახამს ძალა თავისიზომიერ გვაჩვენოს;შეხვდება მამაცსა -მიხვდება, რომ მასზეძლიერნიც არიან.
65. სიტყვასა, საქმისახამს მეგობართანაცკარგი დაკვირვება,ასედაც მოხდება;ზედმეტს წამოროშავდა მერმე ინანებ.
66. ყოფილა შემთვევა,მე სტუმრად ხან ადრე,ხან გვიან მივსულვარ:ლუდს ვერ მივუსწარი -ვინაც სძულთ, ის მუდამცხადდება უდროოდ.
67. უპურ-უმარილოდ,ვიცი, რომ მე სტუმრადყველგან მიმიწვევენ,ანდა მეგობრისას, -ერთ ბარკალს რომ შევჭამ,ორს თუ ვდებ სანაცვლოდ.
68. ცეცხლი ყველასათვისდიდი სიკეთეადა მზის ბრწყინვალება;საღი ხარ სხეულით -გწამდეს, გაქვს სიცოცხლეჯანსაღი, უხინჯო.
69. სნეულიც არ არისქვეყნად მთლად უბედო:ზოგს შვილი ახარებს,ზოგს ნათესავები,ზოგს საქმე კეთილიდა ზოგსაც სიმდიდრე.
70. მკვდრად დებას სიცოცხლესჯობია ყოველთვის,ცოცხალს ეშველება;ვნახე, ცეცხლს ანთებდნენმდიდრისთვის, ხოლო მასსიკვდილი ელოდა.
71. კოჭლს ძალუძს ცხენს ჯდომა,უხელოს მწყემსობა,ყრუს ჩაბმა ბრძოლაში;დამწვარს ბრმა სჯობია,ბრმა უქმად არ ივლის -მკვდარი ვის რას არგებს!
72. ვაჟი მამისათვისარს ბედნიერება,თუნდ მას ვერც მოესწროს;გზის პირას ქვას შენთვის,კიდეგან შვილისა,არ დადგამს არვინა.
73. ორნი - ერთს სიკვდილი:ენა სულ თავსა მტრობს,სადაც სახელია,იქ მუშტსაც ელოდე.
74. ღამე ვერ აშინებს,ვინც იჭერს თადარიგს.მზად აქვს გემსართავი:ავდრობს შემოდგომა -ხუთ დღეში გრიგალიმრავალგზის იცვლება,თვეში კი - ვინ მოთვლის.
75. უგუნური ვერა გრძნობს,რომ ზოგჯერ სიმდიდრეაბნელებს გონებას:ერთი მდიდარია,მეორე ღარიბი,ბრალს ვერც ერთს ვერ დავდებთ.
76. ჯოგი იღუპება,კვდება ნათესავი,ბოლოს შენც მოკვდები,უკვდავი ამქვეყნადარს მხოლოდ დიდებაღვაწლთა ღირსეულთა.
77. ჯოგი იღუპება,კვდება ნათესავი,ბოლოს შენც მოკვდები;ვუწყი მე ერთი რამ,რაიც უკვდავია -სახელი, დიდება.
78. მდიდრულად ცხოვრობდნენფიტუნგის შვილები,ნახეს სიღარიბეც;გწამდეს, წამიერადგაქრება სიმდიდრე -ყალბი მეგობარი.
79. უგუნურს ხვედრად თუერგუნა სიმდიდრე,ანდა სიყვარული,ჭკუას ვერ მოიხმარს;იწყებს ქედმაღლობას,გაამპარტავნდება.
80. თუ ღვთიურ რუნებზე,რაც შექმნეს ძლიერთა,და ბრძენმა ამოჭრა,გსურს რომ შემეკითხო,მე შენ გიპასუხებ:დუმილ არს სიკეთეყოვლთა სიკეთეთა.
81. დღე აქ დღის ბოლოს,ცოლი - დაწვის შემდეგ.შუბი - ომის შემდეგ,ქალწული ქორწილის,ყინული გაძლების,ლუდი შესმის შემდეგ.
82. ტყე ქარში მოჩეხე,ზღვას გაჰყევს ქარკეთილს,მიჯნურს ღამით შეხვდი,დღეს ბევრი თვალი აქვს:ნავი ცურვისათვის,ფარი დაცვისათვის,ქალწული კოცნისათვის.
83. ლუდის სმა კერასთან.სრიალი ყინულზე;ცხენს გამხდარს იყიდდე,მახვილს დაჟანგებულს;ცხენს შინ გამოჰკვებდე,ძაღლს სხვათა კარებზე.
II
84. გახსოვდეს, არ ენდოარც სიტყვას ქალწულის,არც ცოლის ნათქვამსა,თუნისა ბორბალზეძერწეს მათი გული.ტრიალეს, იცვლეა.
85. მშვილდ-ბზაკალს მანკიერსცეცხლსა მას მგზნებარეს,მგელს მშიერ-მწყურვალსა,ყვავსა მას ყრანტალას,ტახსა და ტრუხუნას,ხესა მას უფესვოს,ტალღას ქეჩოაშლილს,ქვაბსა მას მდუღარეს;
86. ისარს გამოფრენილს,ზვირთსა უკუქცეულს,ყინულს სიფრიფანას,გველსა მძორმს, მხოხავსა,ცოლსა მოფიცარსა,მახვილს წვერმოტეხილს,დათვსა მოალერსეს,შვილთა მეფისათა;
87. საქონელს სნეულსადა მონას თავნებას,სალამს ჯადოქრისას;მტერსა დამარცხებულს;
88. ძმის მკვლელს, გზად შემხვედრსა,სახლსა ცეცხლმოდებულს,ცხენს შმაგსა, ფიცხელსა,მალე ფეხს მოიტეხს,უფეხო რას გარგებს!ამას ყოველივესხამს კაცი არ ენდოს.
89. ადრე ამოწვერილჯეჯილს ნუ შეჰხრი,ნურც შვილს, ჯერ უმწიფარს:ჯეჯილს დარი უნდა,შვილს ჭკუა-გონება,მოვლა ორთავესა.
90. მაცდურ ქალისადმიტრფობა იგივეა -ყინულზე აჭენოხამი, უხედნელი,ქედფიცხი, უნალო,ორი წლის ულაყი,ან მიჰყვე ზღვის ზვირთებს,უსაჭო ხომალდით;გაფრენილ ისრისაკოჭლს გსურდეს დაჭერა.
91. ვიტყვი გულგახსნილადქმრებზე და ცოლებზე,რომ ქმრებიც ცრუობენ:ლამაზ საუბარშიმზაკვრობას მალავენ,თაფლავენ ჭკვიანთაც.
92. ლამაზსიტყვაობითდა კარგი საჩუქრითქალის გულს მოიგებ;ქალწულს სილამაზეუქე და უდიდე -ჰპოვებ წარმატებას.
93. დე, სიყარულისთვისნურსად და ნურასდროსსხვას ნურვინ ნუ განსჯის;ბრძენს ხშირად იმონებსძალა სიყვარულის,ბრიყვი მას ვერა გრძნობს.
94. კაცს მისთვის ნუ განსჯი,რაიც შეიძლებაყველას თავს გარდახდეს;ბრძენსაც ძლიერ ხშირადღელვანი ვნებათაგანსჯას უკარგავენ.
95. მხოლოდ სულმა შენმაუწყის, რაც შენს გულშიარის დამარხული;არს ყოვლთა სენთაგანსენი უარესი -სევდა სიყვარულის.
96. ეს მეთ ვით ვიწვნიე,როს სატრფოს ველოდიადგილს ლელიანსა;ის მიჩნდა უტკბესადსულის და ხორცისა,მაგრამ ვერ ვეღირსე.
97. მზე მანათობელი -ასული ბილინგისვპოვე სარეცელზე:ბედი მეუფისამე უიმქალწულოდმეჩვენა არარად.
98. "ოდინ, საღამო ხანსმოდი, რომ ქალწულმამიგიღოს თანხმობით;კიდეგან ჩვენ ორთაჩვენი საიდუმლოხამს არვინ უწყოდეს".
99. მე იგი დავტოვედა მყის მომეჩვენა -ამემღვრა გონება;გამომყვა იმედი,რომ იმის სიყვარულსღამით ვიგემებდი.
100. საღამოს მივედი,ვიხილე გუშაგნი,იქ ჯარად დამდგარნი;ენთო ჩირაღდნებიდა ხეთა ხერგებმაგზა გადამიღობეს.
101. ჟამს გამთენიისა,როს ყველას ეძინა,კვლავ უკან მივბრუნდი;ქალწულის საწოლზექოფაკი მიებათ,თვითონ კი არ ჩანდა.
102. ქალსა ცბიერება -თუ მას გამოიცნობ -სულ ხშირად სჩვევია;ეს მე თვით ვიწვნიე.ბილინგის ასულთანროს მსურდა ალერსი.სასტიკად დამცინა,დამამცრო ცბიერმა,ვერ მივწვდი საწადელს.
III
103. შინ იმხიარულე,სტუმარს მიეფერე,იყავ გონიერი;თუ გსურს ბრძნად გიხმობდნენ,სიტყვის ხელოვნებასუნდა დაეუფლო;ქვეყნად უბრიყვესისსახელს დაიმკვიდრებს,ვინც მუდამ მდუმარებს.
104. ვიყავ მოხუც თურსთან,მშვიდობით დავბრუნდი;რომ ვერრა მეთქვა-რა?სიტყვით მოხდენილითსაწადელს ვეწიესუთუნგის დარბაზში.
105. გუნლოდმა ძვირფასითაფლით მიმასპინძლაოქროს სავარძელში;მე ავი სასყიდლითმივაგე სანაცვლოქალწულის ალერსსა,სევდას და სიყვარულს.
106. მე კბილეს რატისასვუბრძანე კლდოვან მთისდაღრღნა და გაბურღვა;ოტუნთა კედლებიირგვლივ შემომერთყნენდაღუპვა მელოდა.
107. დავტკბი მოხერხებით;ქვეყნად ყოველივესშეძლებს გონიერი;ახლა ოდრორირიარის სასახლეშიხალხთა მფარველისა.
108. მე გოლიათებისადგილ-სამყოფელსათავს ვერ დავაღწევდი,რომ ჩემი მხვევნელიგუნლოდ მშვენიერიარ დამხმარებოდა.
109. ხვალისთვის ჰრიმთურსებსსურთ უზენაესისდარბაზებს ესტუმრონდა ჰკითხონ უმაღლესს:დაბრუნდა ბოლვერკიუკანვე ღმერთებთან,თუ მოკლა სუთუნგმა.
110. ოდინმა ბეჭედზეჰფიცა საფიცარი;ფასი აქვს ასეთ ფიცს?სუთუნგს გამოსტაცასასმელი გუნლოდისსაწუხ-სავალალოდ.
IV
111. აწ ურდის წყაროსთანმე თულის ტახტიდანვთქვი ჩემი სათქმელი;ვუცქერდი დუმილით,ვჭვრეტდი დაფირებით,მესმოდა სიტყვები;მრჩევლობდნენ რუნებით,რჩევას იძლეოდნენსახლთან უმაღლესის,სახლში უმაღლესისასე საუბრობდნენ:
112. ისმენდე აწ ჩემთარჩევათა, ლოდფაფნირ,გექმნან სასიკეთოდ,თუ სცნა და გაიგო:ღამით ხამს ადგომაან მოსასაქმებლად,ან მტერთან საომრად.
113. ისმენდე აწ ჩემთარჩევათა, ლოდფაფნირ,გექმნან სასიკეთოდ,თუ სცნა და გაიგო:დიაცთან გრძნეულთანშენ ნუ დაიძინებ,მის ხვევნას არ ენდო.
114. გრძნებით დაგიმონებს,თინგს გადაგავიწყებს,ხალხთა თავყრილობებს;ჭამას არ ისურვებს,მეგობრებს დაკარგავ,ძილი გამწარდება.
115. ისმენდე აწ ჩემთარჩევათა, ლოდფაფნირ,გექმნანს სასიკეთოდ,თუ სცნა და გაიგო:სხვის ცოლს ნუ აცდუნებიდუმალ ვნებათაშენთა დასაცხრომლად.
116. ისმენდე აწ ჩემთარჩევათა, ლოდფაფნირ,გექმნან სასიკეთოდ,თუ სცნა და გაიგო.მთებში, ფიორდებში,თუ მგზავრობ, თან გქონდესსაკმაო საგზალი.
117. ისმენდე აწ ჩემთარჩევათა, ლოდფაფნირ,გექმნან სასიკეთოდ,თუ სცნა და გაიგო:უღირსს და უკეთურსშენს უბედურებასნუ გაუზიარებ;ცუდი ნდობისათვისსანაცვლოს სიკეთითარ გადაგიხდიან,
118. ვიხილე ვაჟკაციბოროტი დიაცისსიტყვამ რომ დაღუპა:ის ენამ მუხთალმა,ცილისწამებელმა,მოკლა ვერაგულად.
119. ისმენდე აწ ჩემთარჩევათა, ლოდფაფნირ,გექმნან სასიკეთოდ,თუ სცნა და გაიგო:თუ გყავს მეგობარი,გულით, რომ ენდობი,ხშირად ინახულე;ხავსით და ბალახითარის დაფარულიბილიკი უვალი.
120. ისმენდე აწ ჩემთარჩევათა, ლოდფაფნირ,გექმნან სასიკეთოდ,თუ სცნა და გაიგო:მცოდნე მეგობრისგანმიიღე, ისწავლე,სიბრზნე რუნებისა.
121. ისმენდე აწ ჩემთარჩევათა, ლოდფაფნირ,გექმნან სასიკეთოდ,თუ სცნა და გაიგო:ემწყსე მეგობრობას,ეცადე პრიველმაის შენ რომ ჩაშალო;სევდა გულს დაგიწვავს,სატკივარს გულისასრომ ვერვის გაანდობ.
122. ისმენდე აწ ჩემთარჩევათა, ლოდფაფნირ,გექმნან სასიკეთოდ,თუ სცნა და გაიგო:სულელს არ ეურჩო,კაცთან უგუნურთანდავა არ გამართო;
123. რამეთუ ავსა კაცსარ ძალუძს სიკეთსსიკეთით მიაგოს,კარგი კი სიკეთისდა ქების სანაცვლოსსიკეთით გადიხდის.
124. ძმობა მაშინ გწამდეს,როს თქმა ყველაფრისაგულით შეიძლება;სიმართლე უთხარიმოყვასს და არა ის,რაც მას სიამოვნებს.
125. ისმენდე აწ ჩემთარჩევათა, ლოდფაფნირ,გექმნან სასიკეთოდ,თუ სცნა და გაიგო:შენ შენზე უღირსთანდავა არ გამართო,ხდება, რომ უღირსიჯანით სჯობს ღირსეულს.
126. ისმენდე აწ ჩემთარჩევათა, ლოდფაფნირ,გექმნან სასიკეთოდ,თუ სცნა და გაიგო:ხისგან ფეხსაცმელიფრთხილად გამოთალეშენთვის მარტოოდენ,თუ ცუდს გაამზადებ,თუ ხე გაგიმრუდდა,წყევლა არ აგცდება.
127. ისმენდე აწ ჩემთარჩევათა, ლოდფაფნირ,გექმნან სასიკეთოდ,თუ სცნა და გაიგო:ბოროტ მოქმედბასბოროტი უწოდე,ავს ავით მიაგე.
128. ისმენდე აწ ჩემთარჩევათა, ლოდფაფნირ,გექმნან სასიკეთოდ,თუ სცნა და გაიგო:ავით კმაყოფილიარასდროს არ დარცე,კეთილს გაუფრთხილდი.
129. ისმენდე აწ ჩემთარჩევათა, ლოდფაფნირ,გექმნან სასიკეთოდ,თუ სცნა და გაიგო:ბრძოლაში არასდროსაღმა არ იცქირო, -მტრებმა ვერ გაგთვალოს, -მეომართ სიშმაგესმოსდევს დამარცხება.
130. ისმენდე აწ ჩემთარჩევათა, ლოდფაფნირ,გექმნან სასიკეთოდ,თუ სცნა და გაიგო:ლამაზთან შეხვედრასდა მისი ალერსითდატკბობას თუ ეძებ, -დაჰპირდი საჩუქარსდა უხვად მიაგე!ის ყველას ახარებს.
131. ისმენდე აწ ჩემთარჩევათა, ლოდფაფნირ,გექმნან სასიკეთოდ,თუ სცნა და გაიგო:იყავი ფრთხილი დაარა გულმოშიში;ნურც ლუდს მიენდობი,ნურც ქურდს მოხერხებულს,გახსოვდეს ასევე,არც სხვის ცოლს მიენდო.
132. ისმენდე აწ ჩემთარჩევათა, ლოდფაფნირ,გექმნან სასიკეთოდ,თუ სცნა და გაიგო:მგზავრი შორეულიმასხრად არ აიგოდ,სტუმარს ნუ გაჰქირდავ.
133. ხშირად ვინაობამოსული მგზავრისაშინ მჯდომთ არ უწყიან;კარგ ადამიანშიავსაც აღმოაჩენ,ავში სიკეთესაც.
134. ისმენდე აწ ჩემთარჩევათა, ლოდფაფნირ,გექმნან სასიკეთოდ,თუ სცნა და გაიგო:არასდროს დასცინო,სიტყვა დაუფასე,სიბრძნე იწურებაძველი საბერვლიდან,გაშოლტილ ტყავებისგვერდით რომ ჰკიდიადანაოჭებული.
135. ისმენდე აწ ჩემთარჩევათა, ლოდფაფნირ,გექმნან სასიკეთოდ,თუ სცნა და გაიგო:სტუმარს არ დასცინო,გარეთ არ გაჰყარო,მწედ ეყავ უბედურს.
136. ურდული გაცვდება,ყველას განურჩევლადთუ შინ შემოუშვებ;აჩუქე ბეჭედი,რომ შენზე ავს და ცუდსარავინ ფიქრობდეს.
137. ისმენდე აწ ჩემთარჩევათა, ლოდფაფნირ,გექმნან სასიკეთოდ,თუ სცნა და გაიგო:მთვრალს მიწა მოარჩენს,უწყოდე, რომ მიწითსიმთვრალეს ჰკურნავენ;ცეცხლით სნეულებასდა მუხით ფაღარათს,ჯადოქნილს თავთავით,ბედნიერს მთვარითა,სიყვითლეს ანწლითა,ნაკბენებს ჭიებით,მუწუკებს რუნებით,ტენს მიწა შეიწოვს.
V
138. ვიცი, რომ ცხრა ღამევეკიდე ტოტებზე,ქარში მოქანავე,შუბით განგმირული,ოდინის ზვარაკადსაკუთარ თავისამსხვერპლად შემწირველი,ხეზე - შორს, იდუმალ,ღრმად ფესვებგადგმულზე.
139. არცა ვინ მაჭმევდა,არცა ვინ მასმევდა,მიწას დავცქეროდი;კვნესით ზე ავზიდემიწიდან რუნები,მიწას დავენარცხე.
140. ვცან მე ცხრა სიმღერაძისაგან ბოლთორნის,ბესთლას გავუსინჯემე თაფლსა ჩინებულს,ესხა ოდრორიში.
141. ვიწყე მომწიფება,ცოდნის გამრავლება,ზრდა-აღორძინება,სიტყვა სიტყვისაგანსიტყვასვე ჰბადებდა,საქმე საქმისაგანსაქმესვე ჰბადებდა.
142. შენ რუნებს იპოვი,გახსნი მათ ქარაგმებს,იდუმალ ნიშნებსა,უძლეველს, უმტკიცესს,ჰროფტმა რომ შეღება,ღმერთებმა რომ შექმნეს,ოდინმა ამოჭრა.
143. ოდინმა ასებთან,დაინმა ალფებთან,დვალინმა ჯუჯებთან,ალსვიდმა თურსებთან,მეც ბევრი ამოვჭერ.
144. იცი შენ ამოჭრა?იცი ამოცნობა?შეღებვა თუ იცი?იცი ამოკითხვა?ლოცვები თუ იციდა მსხვერპლთა შეწირვა?გაყოფა მსხვერპლისაან დაკვლა ზვარაკის?
145. უზომურ შეწირვასსჯობს სულ არ ილოცო,მსხვერპლს ჯილდო ეკუთვნის;დაკვლას უზომურადჯობს სულაც არ დაკლა.თუნდმა დასაბამითასე ამოკვეთა,ოდეს უკუიქცა,აღდგა და ამაღლდა.
VI
146. ვიცი შელოცვები -არვინ რომ არ იცის,არც ცოლმან კონუნგის;არის დ ა ხ მ ა რ ე ბ ასახელი პირველის -ის შველის სევდიანსფიქრის ჟამს, დარდის ჟამს.
147. ვიცი მე მეორე -იგი მკურნალთათვისარის სასარგებლო.
148. ვიცი მე მესამე -მებრძოლს რომ დაიცავსბრძოლის დროს მტერთაგან;ვუჩლუნგებ მახვილებს,ვადუნებ მათ მკლავეს,შუბებს უვნებელვყოფ.
149. ვიცი მე მეოთხე -მაგრამ რომ შემბოჭონ,შემკრან ბორკილებით,რაწამს შევულოცავ,მყისვე დაცვივდებახელთაგან, ფეხთაგან -ხელხუნდი, ბორკილი.
150. ვიცი მე მეხუთE-თუ მტერი ბრძოლის ჟამსისარს გამოსტყორცნის,მზერას შევაგებებ,მყისვე შეჩერდებაისარი ფრთიანი.
151. ვიცი მე მეექვსე -თუ მტერს სურს ფესვებითმე დამაზიანოს,თავად დაატყდებათავს უბედურებაჩემთვის ავისმზრახველს.
152. ვიცი მე მეშვიდე -თუ ცეცხლი გაუჩნდასახლს ხალხით ავსილსა.ვიტყვი იმ შელოცვასდა მყისვე დაცხრებახანძარი მძვინვარე.
153. არს მერვე შელოცვაყველასთვის საჭირო,ვინც მას დაიხსომებს;თუკი გულმამაცნიერთურთს წაეკიდნენ,ძალმიძს შერიგება.
154. არს მეცხრე შელოცვა -ოდეს ქარიშხალიხომალდს ემუქრება,ვუბრძანებ ქარიშხალსდა ტალღებს ბობოქარსდაცხრნენ და დაოკდნენ.
155. ვიცი მე მეათე -თუ ვცან, რომ გრძნეულნიჰაერში აფრინდნენ,გონებას ავუბნევ,რომ გარდასახულნივეღარ დაუბრუნდნენსახეებს პირვანდელს.
156. ხამს მეთერთმეტეთიომში გამხნევება,დაცვა მეგობართა;ფარში ჩავუმღერებ,მარჯვედ იომებენ,მტრისგან უვნებელნი,მტრის დამმარცხებელნიშინ დაბრუნდბიან.
157. ვიცი მეთორმეტე -თუ ხეზე ჩამომხრჩვალსვნხავ, დაკიდებულს,რუნებს ამოვკვეთავდა ისევ შევღებავ -მკვდარი გაცოცხლდება,საუბარს დამიწყებს.
158. ვიცი მეცამეტე -ყრმას ძუძუმწოვარასწყალს ისე ვასხურებ,მახვილი ვერ მოჰკლავს,მუდამ უვნებელიიქნება ომებში.
159. ვიცი მეთოთხმეტე -თოდრორირ მღეროდადელინგის კარებთან;ასებს ძალა მისცა,
ალფებს სიმამაცე,სიბრძნე უზენაესს.
161. ვიცი მეთექვსმეტე -ქალწულის გულისასიმების შემრხევი,ამაყი ასულისფიქრს დავიმორჩილებ,გონებას დავიპყრობ.
162. ვიცი მეჩვიდმეტე -თუ ვითარ შევბოჭოსული ქალწულისა;ესე შელოცვანი,ლოდფაფნირ, მარადისგექმნან უცნობელნი:გარნა ძვირფასია,თუ მათ სასიკეთოდშენდა შეიმეცნებ.
163. ვიცი მეთვრამეტე -არც ქალწულს, არც ქმრიანსმე იმას არ ვეტყვი -რჩება საიდუმლოდის, არც ერთმა უწყის;აქ წყდება სიმღერა -გავანდო ეგებისან დას, ან მეუღლესიგი საიდუმლო.
164. ჰა, ესე სიტყვანიუზენაესისა,კაცთა სასარგებლო,ოტუნთა ურგები.სიკეთე მთმელსა დასიკეთე მსმენელსა!ირგე, გაიხსენე!სიკეთე გამგებელს.
სიტყვანი ვაფთრუდნირისა
(Vafthrudnismal)
ო დ ი ნ მ ა თ ქ ვ ა:1. "ფრიგო, დარიგებამომეც, ბრძენ ვაფთრუდნირსმსურს სტუმრად ვეახლო!სიბრძნეში, ცოდნაშიმინდა გავეჯიბრობრძენაბრძენ გოლიათს".
ფ რ ი გ მ ა თ ქ ვ ა:2. "გირჩევთ აქ დარჩე,ღმერთთა დარბაზში,მამავ ომების!ოტუნთა მოდგმაშიმხცოვან ვაფთრუდნირისარვინ არს მძლეველი"
ო დ ი ნ მ ა თ ქ ვ ა:3. "ბევრს ვმოგზაურობდი,ბევრი რამ მინახავს,ღმერთებთან ვდაობდი;აწ მსურს ვაფთრუდნირითვისსა სახლსა შინავნახო ვითარ ცოხოვრობს".
ფ რ ი გ მ ა თ ქ ვ ა:4. "მშვიდობით წადი დამშვიდობით დაბრუნდი,გზა მშვიდობისა!მუნ შენმა სიბრძნემაგიხსნას, ჩვენო მამავ,თურსთან მოპაექრე".
5. მყისვე გაემართამამა ომებისათურსთან საპაექროდ,იგრი იმრის მამისსაუფლოს ეახლა,დარბაზში შევიდა.
ო დ ი ნ მ ა თ ქ ვ ა:6. "სალამი, ვაფთრუდნირ!მოველ შენს დარბაზშირომ თვალით გიხილო,ჩავსვდე შენს სიბრძნესადა ვსცნა ყოველივე,თურსო ბრძენთაბრძენო".
ვ ა ფ თ რ უ დ ნ ი რ მ ა თ ქ ვ ა:7. "ვინ არის, უეცრადშინ რომ შემომეჭრადა სიტყვა მესროლა?აქედან ვერ წახვალ,თუ ჩემთან შეჯიბრშიშედრკი და დამარცხდი".
ო დ ი ნ მ ა თ ქ ვ ა:8. "სახელმდევს გაგნრადი,გზაში დავიღალე,დამტანჯა წყურვილმა,ძნელი გზით ვიარე,ოტუნო, მიიღედაღლილი სტუმარი".
ვ ა ფ თ რ უ დ ნ ი რ მ ა თ ქ ვ ა:9. "გარეთ რად დამდგარხარ,გაგნრადო, ჩამოჯექაქ, ახლოს, ჩემს გვერდით!ვცნათ, ვინ ძლიერია -ჭაღარა თურსი თუყარიბი სტუმარი".
გ ა გ ნ რ ა დ მ ა თ ქ ვ ა:10 "ღაიბი მდიდართანხამს ან მდუმარებდეს,ან ბრძნულად უბნობდეს;კაცსა სტუმრად მყოფსაზედმეტსიტყვაობაკარგს არას შეამთხვევს".
ვ ა ფ თ რ უ დ ნ ი რ მ ა თ ქ ვ ა:11. "რადგან შენ ასე გსურს,გაგნრადო, დგომელამმომაგე პასუხი:რა ჰქვია ბედაურს,რომელსაც დილ-დილადღე მოაქვს კაცთათვის?
გ ა გ ნ რ ა დ მ ა თ ქ ვ ა:12. "სკინფაქსი ჰქვია ცხენს,რომელსაც დილ-დილადღე მოაქვს კაცთათვის;განთქმულა საქვეყნოდ,ფაფარი იმისიცეცხლისფრად ელვარებს".
ვ ა ფ თ რ უ დ ნ ი რ მ ა თ ქ ვ ა:13. "რადგან შენ ასე გსურს,გაგნრადო, დგომელამმომაგე პასუხი:რომელი ცხენიამაშრიყით ღმერთათვისწყვდიადის მომტანი?"
გ ა გ ნ რ ა დ მ ა თ ქ ვ ა:14. "ჰრიმფაქსი ჰქვია ცხენსმაშრიყით ღმერთათვისწყვდიადის მომტანსა;ლაგმიდან დორბლსა ჰყრის,დილით რომ ველ-მინდვრებსაჩნია თრთვილადა.
ვ ა ფ თ რ უ დ ნ ი რ მ ა თ ქ ვ ა:15. "რადგან შენ ასე გსურს,გაგნრადო, დგომელამმომაგე პასუხი:რა ჰქვია მდინარეს,ღმერთთა და თურსთ შორისსაზღვრად დადებულსა"?
გ ა გ ნ რ ა დ მ ა თ ქ ვ ა:16. "იფინგ არს მდინარე,ღმერთთა და თურსთ შორისსაზღვრად დადებული;სულ მუდამ თბილია,არასდროს ცივდება.და არ იყინება".
ვ ა ფ თ რ უ დ ნ ი რ მ ა თ ქ ვ ა:17. "რადგან შენ ასე გსურს,გაგნრადო, დგომელამმომაგე პასუხი:რა ჰქვია მინდორსა,სად სურთრი ღმერთებთანბრძოლაში ჩაებმის?"
გ ა გ ნ რ ა დ მ ა თ ქ ვ ა:18. "ვიგრიდ არს მინდორი,სად სურთრი ღმერთებთანბრძოლაში ჩაებმის;ას-ას ასპარეზზეოთხი მხრივ გაშლილიველი საომარი".
ვ ა ფ თ რ უ დ ნ ი რ მ ა თ ქ ვ ა:19. "ბრძენი ხარ, სტუმარო,ჩამოჯექ სკამზე დაისე ვისაუბროთ!დავა ვინც წააგოს,დასდოს სანაძლეოდთავი საკუთარი".
გ ა გ ნ რ ა დ მ ა თ ქ ვ ა:20. "პასუხი პირველიმომაგე, ვაფთრუდნირ,თუ ყოვლისმცოდნე ხარ:ცა და დედამიწაროგორ წარმოიშა,ბრძენო გოლიათო?"
ვ ა ფ თ რ უ დ ნ ი რ მ ა თ ქ ვ ა:21. "იმირის ხორცისგანმიწა წარმოიშვა,ძვლებისგან კლდეები:თურსის თავის ქალაზეცად გარდაიქმნა,სისხლი ოკეანედ".
გ ა გ ნ რ ა დ მ ა თ ქ ვ ა:22. "პასუხი მეორემომაგე, ვაფთრუდნირ,თუ ყოვლისმცოდნე ხარ;მთვარე ვით შეიქმნაწყვდიადში კაცთათვის,ან მზე როგორ გაჩნდა".
ვ ა ფ თ რ უ დ ნ ი რ მ ა თ ქ ვ ა:23. "ჰქვია მუნდილფორიმამას, წარმოშობსამზისა და მთვარისა,რომელნი მარადმჟამსცის თაღზე დადიან,წელთა დროს ზომავენ".
გ ა გ ნ რ ა დ მ ა თ ქ ვ ა:24. "პასუხი მესამემომაგე, ვაფთრუდნირ,თუ ყოვლისმცოდნე ხარ;ვინ მისცა დღე-ღამეს,ან მთვარეს, კაცთათვის,ქვეყნად დასაბამი?"
ვ ა ფ თ რ უ დ ნ ი რ მ ა თ ქ ვ ა:25. "დღის მამა დელინგრადარის წოდებული,ნორვი შობს ღამესა;მთვარის ცვლა ღმერთებმაქვეყნად მოიგონესდროის გასაზომად".
გ ა გ ნ რ ა დ მ ა თ ქ ვ ა:24. "პასუხი მეოთხემომაგე, ვაფთრუდნირ,თუ ყოვლისმცოდნე ხარ;ვინ შექმნა ზამთარიან თბილი ზაფხული,ღმერთთა საუფლოში?"
ვ ა ფ თ რ უ დ ნ ი რ მ ა თ ქ ვ ა:27. "ზამთარისა ვინდსვალრი,ზაფხულის სვასუდრიარიან მამები;ისინი მარადჟამსმოსდევენ ერთმანეთსღმერთთა დაღუპვამდე".
გ ა გ ნ რ ა დ მ ა თ ქ ვ ა:28. "პასუხი მეხუთემომაგე, ვაფთრუდნირ,თუ ყოვლისმცოდნე ხარ;ჟამთა დასაბამზევინ გაჩნდა პირველადთურსთა თუ ასთაგან?"
ვ ა ფ თ რ უ დ ნ ი რ მ ა თ ქ ვ ა:29. "იშვა უწინარსქვეყნის წარმოქმნისათურსი ბერგელმირი;თრუდგელმირ - სახელიმამისა მისისა,აურგელმირ - პაპისა".
გ ა გ ნ რ ა დ მ ა თ ქ ვ ა:30. "პასუხი მეექვსემომაგე, ვაფთრუდნირ,თუ ყოვლისმცოდნე ხარ;თურსთა წინაპარი -თურსი აურგელმირი -საიდან მოვიდა?"
ვ ა ფ თ რ უ დ ნ ი რ მ ა თ ქ ვ ა:31. "ელივაგარისანაწვეთი შხამისგანთურსი წარმოიშვა,მოდგმა გოლიათთა,მკაცრთა, სუსხიანთა -იმისგან იწყება"
გ ა გ ნ რ ა დ მ ა თ ქ ვ ა:32. "პასუხი მეშვიდემომაგე, ვაფთრუდნირ,თუ ყოვლისმცოდნე ხარ;ოტუნს ვით შეეძლოშვილების გაჩენა -მარტოხელს, უცოლოს?'
ვ ა ფ თ რ უ დ ნ ი რ მ ა თ ქ ვ ა:33. "ვაჟი და ასულიოტუნს იღლიიდან,თურმე, დაებადნენ;ფეხით ფეხს შეეხო -თურსს ექვსთავიანივაჟი შეეძინა".
გ ა გ ნ რ ა დ მ ა თ ქ ვ ა:34. "აწ მერვე პასუხიმომაგე, ვაფთრუდნირ,თუ ყოვლისმცოდნე ხარ:პირველ ვის იგონებ,ვინ გახსოვს ძველთაგან,თურსო ბრძენთაბრძენო?"
ვ ა ფ თ რ უ დ ნ ი რ მ ა თ ქ ვ ა:35. "იყო უწინარესქვეყნის წარმოქმნისათურსი ბერგელმირი:პირველად ეს მახსოვს -წარღვნას გადაურჩა,ნავში შეიხიზნა.
გ ა გ ნ რ ა დ მ ა თ ქ ვ ა:36. "მეცხრე მიპასუხეთურსო ბრძენთაბრძენო,თუ ყოვლისმცოდნე ხარ:ქარი უხილავისაიდან მოფრინავს,ტალღებს რომ აღელვებს?"
ვ ა ფ თ რ უ დ ნ ი რ მ ა თ ქ ვ ა:37. "ჰრესველგრს უწოდებენ,ზის შორს, ცის კიდესთან,არწივის სახითა,მის ფრთათა რხევისგანიქმნება ქარი დაუბერავს ქვეყანას".
გ ა გ ნ რ ა დ მ ა თ ქ ვ ა:38. "პასუხი მეათემომაგე, ვაფთრუდნირ,ღმერთთა ბედს თუ განსჭვრეტ:ნორდი ასებს შორისსაიდან აღმოჩნდა?ბომონებს უგებენ,ტაძრებს უშენებე,თვით ასი არ არის".
ვ ა ფ თ რ უ დ ნ ი რ მ ა თ ქ ვ ა:39. "ვანებშინ შობილი,ასებთან საწინდრადიქმნა წარგზავნილი;ქვეყნის დაღუპვის ჟამსვანებტან უკანვენორდი საბრუნდება".
გ ა გ ნ რ ა დ მ ა თ ქ ვ ა:40. "კითხვას მეთერთმეტესჩემსას უპასუხე,ღმერთთა ბედს თუ განსჭვრეტ:ის რა ადგილია,მსად ყოველ ცისმარეომია ფიცხელი?
ვ ა ფ თ რ უ დ ნ ი რ მ ა თ ქ ვ ა:41. "ეინჰერიებიებრძვიან ერთმანეთსოდინის დარბაზში;ბრძოლას ამთავრებენ,კლვავ ერთად სხდებიან,მშვიდად მოილხენენ".
გ ა გ ნ რ ა დ მ ა თ ქ ვ ა:42. "კითხვას მეთორმეტესჩემსას უპასუხე,ღმერთთა ბედს თუ განსჭვრეტ:ღმერთთა და ოტუნთაყველა საიდუმლოსროგორ დაეუფლე,თურსო ბრძენთაბრძენო?"
ვ ა ფ თ რ უ დ ნ ი რ მ ა თ ქ ვ ა:43. "ღმერთთა და ოტუნთაყველა საიდუმლოსიმართლით გიამბე:სრულად მომივლიამთელი ცხრა ქვეყანა,ვნახე ნიფლჰაიმიც -სიკვდილის სამეფო".
გ ა გ ნ რ ა დ მ ა თ ქ ვ ა:44. "ბევრს ვმოგზაურობდი,ბევრი რამ შევიცან,ბევრ რამეს ვეუფლე;საშინელ ზამთრისადასასრულს ცოცხალი,მარქვი, ვინ დარჩება?"
ვ ა ფ თ რ უ დ ნ ი რ მ ა თ ქ ვ ა:45. "ლიფი და ლიფთრასირტყესა ჰოდმიმირსათავს შეაფარებენ:ცის ნამი გამოჰკვებთ,შემდგომ კაცთა მოდგმამათგან შეიქმნება".
გ ა გ ნ რ ა დ მ ა თ ქ ვ ა:46. "ბევრს ვმოგზაურობდი,ბევრი რამ შევიცან,ბევრ რამეს ვეუფლე;მარქვი, ცის ტატნობზემზე ვითღა გაჩნდება,მგელი თუ ჩაყლაპავს?"
ვ ა ფ თ რ უ დ ნ ი რ მ ა თ ქ ვ ა:47. "ალფრედულ, სანამ მასმგელი ჩაყლაპავდეს,ქალიშვილს დაბადებს;ღმერთების აღსასრულსქალწული, დედის გზით,ზეცას გააბრწყინებს".
გ ა გ ნ რ ა დ მ ა თ ქ ვ ა:48. "ბევრს ვმოგზაურობდი,ძნელ პაექროქბაშიღმერთებს ვამარცხებდი;სამნი ვინ არიანქალწულნი გრძნეულნი.ზღვებს ზედან მფრინავნი?"
ვ ა ფ თ რ უ დ ნ ი რ მ ა თ ქ ვ ა:49. "სამნი - მოგთრასირისასულნი არიან,ზღვებს ზედან მფრინავნი;კაცთათვის კეთილნი,თუმცა თურსნი არიანმათი წინაპრები".
გ ა გ ნ რ ა დ მ ა თ ქ ვ ა:50. "ბევრს ვმოგზაურობდი,ბევრი რამ შევიცან,ბევრ რამეს ვეუფლე;ალი რომ ჩაქრება,ასების სამკვიდროსვინ დაეუფლება?"
ვ ა ფ თ რ უ დ ნ ი რ მ ა თ ქ ვ ა:51. "ალი რომ ჩაქება,ვალი და ვიდარიასგარდს დაიპყრობენ;მოდი და მაგნი მყისდაღუპულ თორისამოლნირს ხელთ იგდებენ".
გ ა გ ნ რ ა დ მ ა თ ქ ვ ა:52. "ბევრს ვმოგზაურობდი,ბევრი რამ შევიცან,ბევრ რამეს ვეუფლე;ღმერთთა დაღუპისასოდინის სიცოცხლეროგორ დასრულდება?"
ვ ა ფ თ რ უ დ ნ ი რ მ ა თ ქ ვ ა:53. "ფენრირი ჩაყლაპავსომების მეუფეს;შურს შვილი იძიებს -ვიდარი შეებმისმგელს, ხახას გაუგლეჯს,მოკლავს მხეცს მუხანათს".
გ ა გ ნ რ ა დ მ ა თ ქ ვ ა:54. "ბევრს ვმოგზაურობდი,ბევრი რამ შევიცან,ბევრ რამეს ვეუფლე;რა უთხრა ოდინმაიდუმალ თავის შვილს,კოცონზე მდებარეს?"
ვ ა ფ თ რ უ დ ნ ი რ მ ა თ ქ ვ ა:55. "ვერვინ ვერ ამოხსნას,რაიც შენ იდუმალმკვდარ შვისლ ჩასჩურჩულე!მე განწირული ვარ,ღმერთთა დაღუპაზეგითხარ თქმულებანი!ოდინს გავეჯიბრე:ბრძენთაგან ამქვეყნადშენა ხარ უბრძნესი".
სიტყვანი გრიმენირისა
(Grimnismâl)
მეფე ჰრაუდრუნგს ჰყავდა ორი ვაჟი: ერთს ერქვა აგნარი, მეორეს - გეიროდი. აგნარი ათი ზამთრისა იყო, გეიროდი - რვისა. ერთხელ ძმები სათევზაოდ გაემგზავრნენ ნავით. ქარმა ისინი შორს გაიტაცა, ღია ზღვაში. ღამის სიბნელეში მათი ნავი ნაპირს მიეჯახა და დაიმსხვრა. ძმები ხმელეთზე გადავიდნენ, იქ ერთ მოხუც მიწის მუშას შეხვდნენ და მასთან გამოიზამთრეს. დედაბერი აგნარას უვლიდა და ჭკუას არიგებდა, მოხუცი კი გეროდისათვის ზრუნავდა. გაზრფხულზე ძმები ზღვის ნაპირთან მიაცილეს. მოხუცმა მისცა მათ ნავი და გამგზავრების წინ გეიროდს საიდუმლოდ რაღაც უთხრა. ამოვარდნილმა ზურგის ქარმა მათი ნავი მალე მშობლიურ ნავმისადგომთან მიაცურა. გეიროდი წინ იდგა, ნავის ქიმზე. იგი ნაპირზე გადახტა, ნაპირიდან ნავს უკან უბიძგა და დაიძახა: "წადი, წაგიღონ ტროლებმა!" ნავი ზღვაში შეცურდა, ხოლო გეიროდი გაეშურა მამის სასახლისაკენ, სადაც იგი ჩინებულად მიიღეს. მამამისი გარდაცვლილიყო. გეიროდი გამეფდა და სახელგანთქმულ პიროვნებად იქცა.ერთხელ ოდინი* და ფრიგი** ისხდნენ ჰილდსკიალფზე*** და გასცქეროდნენ ქვეყნებს. ოდინმა თქვა: "ხედავ აგნარს, შენს გაზრდილს, რომელიც გოლიათ ქალთან გამოქვაბულში შვილებს ამრავლებს? ხოლო გეიროდი, ჩემი გაზრდილი, - მეფეა და ქვეყანას მართავს!"ფრიგმა თქვა: ეგ მეფე ისეთი ძუნწია, თუ ბევრი სტუმარი ეწვია, საჭმელს არ აღირსებს და შიმშილით ხოცავსო. ოდინმა თქვა, რომ ეს უდიდესი სიცრუეა. ამაზე მათ დადეს სანაძლეო.ფრიგმა გაგზავნა გეიროდთან თავისი პირფარეში ფულა და უბრძანა - განერიდებინა მეფე გრძნეულებთაგან მის ქვეყანაში მოვლენილი ჯადოქრისა, რომელიც ადვილად იცნობდა იმის მიხედვით, რომ მას არც ერთი ძაღლი არ შეუტევდა, რადგან ავიც არ უნდა ყოფილიყო. გეიროდის სიძუნწის ამბავი სიცრუე იყო. მაგრამ მან უბრძანა შეეპყროთ ადამიანი, რომელსაც ძაღლები არ უყეფდნენ. უცნობს ლურჯი ლაბადა ესხა და გრიმნირად* იწოდებოდა. მან თავისთავზე სხვა არაფერი არა თქვა, თუმცა ბევრს ეკითხებოდნენ. მეფემ ბრძანა ორ კოცონს შორის მოეთავსებინათ იგი, ეწამებინათ და ამ გზით მიეღოთ მისგან პასუხი. რვა ღამე გაატარა მან ამ მდგომარეობაშიმეფე გეიროდს ჰყავდა ვაჟი, დაბადებიდან ათი ზამთრისა, რომელსაც მამის ძმის პატივსაცემად, აგნარი ერქვა. აგნარი მივიდა გრიმნირთან, მიუტანა მას წყლით სავსე რქა, მიაწოდა და უთხრა, რომ მეფე ცუდად იქცევა, რადგან უდანაშაულოდ აწამებს მას. გრიმნირმა მოსვა სასმისი. ამ დროს მას ცეცხლი ისე მიუახლოვდა, რომ მის ლაბადას მისწვდა. მან თქვა:
1. ცხელი ხარ, ალმურო,მდაგავ და მედები,ცეცხლო, განმერიდე!განელებ - ღვივდები,იწვის ბეწვეული,ინთქმება ლაბადა.
2. რვა ღამე ვეწამეუჭმელი, უსმელი,არვინ არ მომხედა;აგნარს შევებრალე -წყალი მომაწოდა,გოთების ქვეყნისაიქმნას გამგებელადვაჟი გეიროდის.
3. აგნარ, გაიხარე -სიკეთეს მოგაგებსმხედართა მეუფე:ჯილდო უმჯობესიხვედრად ვის რგებიაყლუპი წყალისათვის!
4. ჩანს მხარე ნათელი,ასების, ალფებისმახლობლად მდებარე;შორს კი, თრუდჰაიმშითორი იბინადრებსღმერთთა დაღუპვამდე.
5. იდალირ სახელდევსადგილს, სად დარბაზნიულრმან აიშენა.ფრეირს ალფჰაიმიასებმა აჩუქესკბილის ამოსვლისას.
6. დარბაზი მესამევერცხლით მოუჭედავთღმერთთა მათ კეთილთა -არს ვალასკიალფი, -ოდესღაც, ძველ დროში,ოდინს აუგია.
7. მეოთხე - სოკვაბეკ,ცივ წყალთა ნაკადისცემს მუდამ მის კედლებს;საგა და ოდინიოქროს თასებიდანსვამენ მას დღემუდამ.
8. მეხუთე - გლადსჰაიმ,სად მოოქროვილიელვარებს ვალჰალა:იქ ჰროფტი აგროვებსდახოცილ მეომრებსშუბთაგან განგრმირულთ.
9. ადვილად იცნობაოდინის დარბაზი,ოდეს თვალს შეავლებ:ფართა - სახურავი,შუბთა - ნივნივები,მერხებზე ჯავშნები.
10. ადვილად იცნობაოდინის დარბაზი,ოდეს თვალს შეავლებ:იქ მგელი ჰკიდიადასავლეთ კარებთან,ზემოთ ზის არწივი.
11. თრიმჰაიმ - მეექვსე,ოდესღაც იქ თურსითიასი ცხოვრობდა;აწ სკადი ბინადრობს -ნათელი ღმერთქალი -მამის ძველ დარბაზში.
12. ბრეიდაბლიკ - მეშვიდე,ბალდრმა იქ ნათელისასახლე აღმართა:სად სრული სიკეთესუფევდა მარადჟამს,ავი ვერ ხარობდა.
13. მერვე - ჰიმინბორგი,სადაც ჰაიმდალიგანაგებს სასახლეს;სად ღმერთთა გუშაგითაფლსა სვამს საამოს,ეგზომ მხიარული.
14. მეცხრე არს ფოლკვანგი,იქ ადგენს ფრეია -დასასხდომ ადგილებს.დახოცილ მხედრობას,ოდინან თანაბრად,იგი ინაწილებს.
15. გლიტნირი - მეათე,ვერცხლის სახურავითდა ოქროს სვეტებით;იქა წყვეტს ფორსეტისასჯელ-სამართალსა,საქმეებს სადაოს.
16. ნორდმა აიშენანათელი ნოათუნშისასახლე მაღალი;ფლობს წმინდა სამყოფელსკაცთა მათ ყოველთაკეთილი მფარველი.
17. მხარე ვიდარისაბუჩქნარს დაუფარავს,ბალახს მობიბინეს;იქ გმირი მხედარიმზად არის მამისთვისშურის საძიებლად.
18. ანდრჰიმნირ სეჰრიმნირს -ტახსა გარეულსა -ხარშავს ელდრჰიმნირში;მცირედნი იცნობენეინჰერიებისსაზრდოს გერმიელსა.
19. მგელსა ორს უძღებსამამა ომებისალეშით ასაზრდოებს;თვით ღვინოს მიირთმევსდა მხოლოდ მით ცოცხლობსასგარდის თავადი.
20. ჰუგინ და მუნინიმუდამ თავს დაჰფრენენმიდგრადს მას ქვეყნისას;ვშიშობ, რომ ყორნებიშინისკენ ვერასდროსვერ დაბრუნდებიან.
21. ქაფსა ჰყრის თუნდირი,თევზი თოდვიტნირისთამაშობს ტალღებში;გმირეს ვალჰალისკენუჭირთ გადაცურვამრისხანე ნაკადის.
22. ვალგრინდ არს კარებიმინდვრად აგებული,წმინდა ალაყაფთან -არის ძველთაძველი,კაცთა არ უწყიანკართა გასაღები.
23. სულ ხუთას ორმოციკარი აქვს სასახლესნათელ ვალჰალაში;თითოდან რვაასიგამოვა მხედარიმგელთან საბრძოლველად.
24. სულ ხუთას ორმოცინათელი დარბაზიამშვენებს ბილსკილნირს;ფლობს დარბაზს უდიდეს,იმ დარბაზებიდან,ჩემი ვაჟიშვილი.
25. ოდინის დარბაზთანდგას თხა ჰეიდრუნი,ტკვერს ნეკერს ლერადრის;გეჯები ივსებაიმისი რძისაგანთაფლით ულეველით.
26. ოდინის დარბაზთანირები ეიქთირნირტკვერს ნეკერს ლერადრის;ჟონავს ჰვერგელმირშირქებიდან ტენი რამ -მდინარეთ სათავე:
27. სიდი და ვიდი.სოკინ და ეიკინ,სვილი და გუნთრო,ფიმბულთულ, ფორმ,რენანდი, რინი,გიპულ და გოპულ,გეირვიმულ, გომულ-ღმერთთა სამკვიდროში.(თინი და ვინი,თოლი და ჰოლი,გუნთორინ, გრადი).
28. ერთს ჰქვია ვინა,მეორეს - ვეგსვინ,ტონდუმა - შემდგომს,ნიტი და ნოტი,ნონი და ჰრონი,სილდი და ჰრიდი,სილგრი და ილგრი,ვიდი და ვანი,ვონდი და სტრონდი,გიოლ და ლეფტერ -კაცთა სამკვიდროდანჰელისკენ მიმსრბოლნი.
29. ორმტისა, კორმტისა,ორთავ კერლაუგისფონს თორი გადივლის.ოდეს იგდრასილთანასების სამსჯავრობჭობად იკრიბება;დუღს სხვა წმინდა წყლებიდა ხიდი ღმერთებისცეცხლმოდებულია.
30. გლადრი და გულირ,სკეიდბრიმირ, გლერი,ფალჰონირ, გისლი,ლეტფეტი, გულტოპ -სახელნი ცხენთა მათ,ასნი რომ გადაჰყავთადგილს მას სამსჯავროსიფან იგდრასილთან.
31. სულ სამი ფესვი აქვსსამ მხნარეს გაწვდილი,იფანს მას იგდრასილს:ერთი - ოტუნჰაიმს,მეორე - ჰელს ზემოთ,მესემა - მიდგარდზე.
32. ხტის ციყვი რატატოსკრტოტიდან ტოტებზეიფან იგდრასილის;ისმენს არწივისასიტყვებს ის ზემოდან,ქვე ნიდჰოგრს გადასცემს.
33. დგას ოთხი ირემიდაბლა რქებდახრილიდა ტკვერენ ნეკერსა:დაინი, დვალინი,დუნეირ, დურათრორ.
34. უვიცთ არ უწყიან,თუ გველი რამდენიდაცურავს იმ ხეზე:გოინ და მოინი -ძენი გრავიტნირის,გრაბაკრ და გლავოლუდრ,ოფნირ და სვაფნირი,დღემუდამ რომ ღრღნიანიფნის ხეს, იგდრასილს.
35. კაცთა არ უწყიანავნი ფათერაკნიიფან იგდრასილის:ყლორტსა ტკვერს ირემი,ფესვსა ხრავს ნიდჰოგრი,ქვესკნელის ურჩხული.
36. ჰრისტმა და მისტმა, დე,რქაი მომაწოდონ:სკეგოლდი, სკოგული,ჰილდრი და თუდრი,გოლი, გირლოული,რანდგრიდი, რადგრიდიდა რეგინლაიფი,ლუდის ჩამომსხმელნი.
37. არვაკრ და ალსვიდრი,დაღლილ-დაქანცულნი,მზეს მიაგორებენ:ღმერთებმა შეუდგესმხრებქვეშ საბერვლები,მათ ღონე შეჰმატეს.
38. სვალინი - მზის ფარი -მბრწყინავი ღმერთქალისსახეს ეფარება;ის თუ ჩამოვარდა,ზღვები და ხმელეთიცეცხლში გაეხვევა.
39. სკოლი საშინელიმზეს დასდევნებია,მისდეს რკინის ტყემდე;ჰატი კი - მეორეძეი ჰროდვიტნირის -წინ უძღვის ცის სასძლოს.
40. ხორცი იმირისამიწად გარდაიქმნა,სისხლი - ოკეანედ,ძვლები მთებად იქცა,თმა-წვერი - ტყეებად,ზეცად - თავის ქალა.
41. წამწამნი თურსისაკეთილმა ასებმამიდგრადად გარდაქმნეს;ტვინისგან შავბნელიღრუბლები წარმოსდგა,ღმერთთა ნებისამებრ.
42. ულრი და ღმერთებიჯილდოს მიაგებენმას, ვინც ალს ჩააქრობს;ასების ქვეყანასთვალწინ გადამიშლის,ვინც ქვაბებს ჩამოხსნის.
43. ივალდის შვილებმაააგეს ძველ დროშიხომალდის სკიდბლადნირ,მტკიცე და მაგარი,მამაც ფრეირისთვის -ძისათვის ნორდისა.
44. ხეებში პირველიარის იგდრასილი,ნავებში - სკიდბლადნირ,ასებში - ოდინი,ცხენებში - სლეპნირი,ხიდებში - ბილროსტი,სკალდებში - ბრაგი დაქორებში - ჰაბროკი,გარმი - ქოფაკებში.
45. გაიხსნა . . . ვუჩვენემე სახე ღმერებსა,მალე მეშველება;მალე მოსალხენადმოდგმა ასებისა,ეგირის დარბაზშიეგირს ესტუმრება.
46. მე გრიმრად მიხმობდნენ,მე მერქვა განგლერი,ჰამბლერი, ჰერიან,თეკრი და თრიდი,თუდრი და უდრი,ჰელბლინდი, ჰარი;
47. მერქვა სანგეტალისადრი და სვიპალი,ჰერტაიტ, ჰნიკარი,ბილვეიგრ, ბალვეიგრ,ბოლვერკი, ფოლნირი,გრიმრი და გრიმნირი,გლაფსვიდრი, ფოლსვიდრი;
48. სიტჰოტრი, სიდსკეგრი,ზიგფორდი, ჰნიკუდრი,ალფოდრი, ვალფოდრი,ატრიდრი, ფარმატირ;ბევრ სახელს ვატარებმის შემდეგ, რაც ქვეყნადმე ხალხში დავდივარ.
49. გრიმნირი სახელადმერქვა გეიროდთან,ასმუნდთან - იალკი;კიალარს მეძახდნენ,როს ხომალდს ვმართავდი;თინგებზე - თრორი დაბრძოლებში - ვიდური,ოსკი და ომი,იაფჰნარ, ბიფინდ,ჰარბარ და გონდლირ.
50. მერქვა სოკმიმირთანსვიდურ და სვიდრირი,ოდეს მოხერხებითმოხუც თურსს ვაჯობე -მოვკალ მიდვიტნირისძე უმამაცესი.
51. დამთვრალხარ, გეიროდ,უზომოდ შეგისვამს!მოგაკლდეს დღეიდანჩემი სიყვარული -ეინჰერიების დაოდინის წყალობა.
52. მე ბევრი გიამბე,შენ ქარს გაატანე;მოძმემ გიღალატა;მალე დავინახავმახვილს მეგორისასსისხლისგან შეღებილს.
53. იგრი მიგიბარებსმახვილით განგმირულს,კარს გადგას სიკვდილი;დისნი განგირისხდნენ,შენ წინ დგას ოდინი,მიცან, მომეახლე!
54. სახელმდევს ოდინი,წინათ იგრს მეძახდნენ,ფუნდრსაც მიწოდებდნენ,ვარკსაც და სკილფინგსაც,გაუტრს, ალკრს - ღმერთებთან,ოფნირს და სვაფნირსა -და ჩემგან წარმოდგაყველა ეს ასხელი.
მეფე გეიროდი იჯდა და ქარქაშიდან ნახევრად ამოწვეული მახვილი მუხლებზე ედო. როგორც კი მოისმინა, რომ ოდინი მის წინაა, წამოხტა, რათა იგი ცეცხლისაგან განერიდებინა. მახვილი, ტარით დაღმა, ხელიდან გაუსხლტა; მეფემ წაიფორხილა და წამოეგო მახვილზე. რომელმაც იგი სასიკვდილოდ განგმირა. მაშინ ოდინი გაქრა, აგნარი გამეფდა და დიდხანს მართავდა ქვეყანას.
სკირნირის გამგზავრება
(Fôr Skrinis)
ერთხელ ფრეირი, ძე ნორდისა*, იჯდა ჰილდსკიალფზე** და ათვალიერებდა ქვეყნიერებას. მან გაიხედა ოტუნჰაიმისაკენ*** და დაინახა მამის სახლიდან თავისი საწოლი ოთახისაკენ მიმავალი მშვენიერ ასული. ქალწულის ხილვამ ფრეირი ძალზე დააღონა. სკირნირი იყო მსახური ფრეირისა. ნორდმა სთხოვა მას გამოლაპარაკებოდა ფრეირს და გაეგო მიზეზი მისი ეგზომ დაღონებისა.მაშინ სკადიმ**** თქვა:
1. ადექი, სკირნირო,მიდი შენს ბატონთანდა ჩვენი ძისაგანშეიტყვე სიმართლე -რად დაღონებულაჭაბუკი ჭკვიანი.
ს კ ი რ ნ ი რ მ ა თ ქ ვ ა:2. ავ სიტყვას მომაგებსპასუხად ფრეირი,თუკი შევეცდებიშევიტყო სიმართლე -რად დაღონებულაჭაბუკი ჭკვიანი.
სკირნირი მივიდა ფრეირთანდა უთხრა მას:
3. ფრეირო, მისმინე,ღმერთთა მბრძანებელო,მამცნე, გევედრები:რატომ განმარტოვდიდარბაზში, მეუფევ,რას ნაღვლობ დღემუდამ?
ფ რ ე ი რ მ ა თ ქ ვ ა:4. ვით გამცნო, მოყვასო,ეგზომ ახალგაზრდავ,ნაღველი გულისა?ალფების მნათობიანათებს ყველას გულს,გულ ჩემსას კი - არა.
ს კ ი რ ნ ი რ მ ა თ ქ ვ ა:5. ვეჭვობ, სიყვარულიგტანჯავდეს იმგვარი,მასზე ვერ მიამბო;სიყრმიდან ყოველდღეჩვენ მუდამ ერთად ვართ,ვენდობით ერთმანეთს.
ფ რ ე ი რ მ ა თ ქ ვ ა:6. ბმირის ეზოშივიხილე ასული,სატრფო, საოცნებო;ქალწულის ხელთაგანსხივნი გამოკრთოდნენ,ცის და ზღვის მმოსავნი.
7. ვნებანი ჩემებრნიჯერ არვის ჰქონია,გარნა უიმედო:ასები, ალფებიმასთან შეუღლებისნებას არ დამრთავენ.
ს კ ი რ ნ ი რ მ ა თ ქ ვ ა:8. მომეცი მერანი -გავკვეთო, გავაპოალმური წყვდიადი,მომეცი მახვილისაკუთარ ძალითაოტუნთ განმგირავი.
ფ რ ე ი რ მ ა თ ქ ვ ა:9. ჰა, ჩემი მერანი,გაჰკვეთე, გააპეალმური წყვდიადი,ჰა, ჩემი მახვილი -ოტუნს თვით განგმირავს,როს ხელთ აქვს ჭკვიანსა.
ს კ ი რ ნ ი რ მ ა უ თ ხ რ ამ ე რ ა ნ ს:
10. ჩამოდგა ბინდბუნდი,დროა გამგზავრბისთურსთა ქვეყნისაკენ;დანამულ გზებითანეტავ დავბრუნდებითშინ, თუ ტყვედ ჩაგვიგდებსოტუნი ძლიერი?
სკირნირი ცხენდაცხენ შეიჭრა ოტუნჰაიმში. გმირის სასახლესთან შეჩერდა. იქ იყვნენ ავი ძაღლები, გერდის დარაზის კარებთან მიბმულნი. მან ბორცვზე მჯდომარე მწყემსი შენიშნა, მივიდა მასთან და ჰკითხა:
11. მწყემსო, მიპასუხე,მანდ, ბორცვზე მჯდომარევ,დარაჯო გზებისა, -გიმირის ასულთან,სიტყვა მაქვს სათქმელი,ქოფაკთ ვით გავუსხლტე?
მ წ ყ ე მ ს მ ა თ ქ ვ ა:12. ან სიკვდისლ დაეძებ,ან უკვე მკვდარი ხარ;გიმირის ასულთანსიტყვის თქმას ვერასდროსშენ ვერ ეღირსები.
ს კ ი რ ნ ი რ მ ა თ ქ ვ ა:13. სჯობს აწ სიმამაცესევდას უიმედოს,რაკი აქ მოვსულარ;გარნა სიცოცხლისაჩემის ხანგრძლივობანორნებს განუსაზღვავთ.
გ ე რ დ მ ა თ ქ ვ ა:14. ეს რა ხმაურია,მსგავსი ქუხილისა,აქ, ჩვენს დარბაზებში?! -იძვრის დედამიწა,გმირის სასახლეძაგძაგებს ირყევა.
მ ო ა ხ ლ ე მ თ ქ ვ ა:15. მხედარი ვინმეა,ჩამოხტა და ცხენისაძოვრად გაუშვა.
გ ე რ დ მ ა თ ქ ვ ა:16. სთხოვე, ჩვენს დარბაზშიმობრძანდეს სტუმარიდა თაფლი იგემოს!თუმც, ვშიშობ, უცნობი,აქ სტუმრად მოსული,ჩემი ძმის მკვლელია.
17. ვინა ხარ, ასების,ალფების მოდგმა ხარ,თუ ძე ხარ ვანების?ვით გამოიქროლეალმრუი წყვდიადიდა ჩვენთან მოხვედი?
ს კ ი რ ნ ი რ მ ა თ ქ ვ ა:18. არც მოდგმა ასების,არც მოდგმა ალფების,არც ძე ვარ ვანების,თუმცა გმოვიქროლეალმური წყვდიადიდა თქვენთან მოვედი.
19. თერთმეტი ვაშლი მაქვს,ყველანი ოქროსი,ყველას შენ მოგიძღვნი,თუ გერდი სანაცვლოდსიცოცხლის უტკბესადფრეირს შეიყვარებს.
გ ე რ დ მ ა თ ქ ვ ა:20. მე ოქროს ვაშლებზეარ გავცვლი არასდროსჩემს თას, ჩემს სიყვარულს:გერდი და ფრეირი.ცოლ-ქმრად ერთმანეთისვერ იქმნან ვეროდეს.
ს კ ი რ ნ ი რ მ ა თ ქ ვ ა:21. ბეჭედს გისახსოვრებ,ბალდრთან რომ იწვოდამგზნებარე კოცონზე!ყოველ მეცხრე ღამესის თავის თანაზომრვა ბეჭედს წარმოქმნის.
გ ე რ დ მ ა თ ქ ვ ა:22. არ მინდა ბეჭედი,ბალდრთან რომ იწვოდამგზნებარე კოცონზე!სასახლე გიმირისსავსეა ოქროთი,ვფლობ მამის ქონებას.
ს კ ი რ ნ ი რ მ ა თ ქ ვ ა:23. მახვილს ხომ უყურებ,მე რომ ხელთ მიპყრია,მოქარგ-მოკაზმული?მყის წაგაგდებინებამაყ თავს, ასულო,თუ გაჯიუტდები.
გ ე რ დ მ ა თ ქ ვ ა:24. ამაო მუქარითქმრად არვის შევირთავ,არ მივცემ თანხმობას:მაგრამ თუ გმირიგიხილავს, სტუმარო,ვეჭვობ, უბრძოლველადგახვიდე აქედან.
ს კ ი რ ნ ი რ მ ა თ ქ ვ ა:25. მახვილს ხომ უცქერიმე რომ ხელთ მიპყრიამოქარგ-მოკაზმული?ამ ბასრი მახვილითგავგმირავ მოხუც თურსსმე ორთაბრძოლაში.
26. დაგკრავ კვერთხს ჯადოსნურს,მყის დაემონებიჩემს ნებას ქალწულო;გაგგზავნი ადგილს მას,სად თვალნი კაცისავერასდროს გიხილვენ.
27. არწივს კლდესზედანმარად იჯდომებიჰელისკენ მზირალი:საზრდოს შეიძაგებ,ვითა სძაგს კაცთ მოდგმასგველის ნაშიერი.
28. ურჩხულად იქცევიმათთვის, ვინც გიხილავს;ჰრიმნირმა გიჭვრიტოს!დაგწყევლი - გახდებიცნობილი უმეტესღმერთთა გუშაგისა,ტყვე, საკნით მზირალი.
29. სევდა და ტკივილი,სიშლეგე, სიმხდალე,დაე, გაგიმრავლდეს!დაჯდე დასვენებად,კვლავ ისე დაგწყევლო,სასოწარგეკვეთოს,ჭირი გეორკეცოს.
30. ტროლნი გაშინებდნენ.გტანჯავდნენ დღედაღემოტუნთა მიწაზე;ჰრიმთურსთა ბინაშიშენ, სასომიხდილი,დაძრწოდე დღედაღამდა დახანხალებდე,სიხარულს განშორდე,ცრემლი მწუხარებისგდაღავდეს მარადჟამს.
31. ცოლად მისთხოვდებითურსსა სამთავიანს,ან უქმროდ დარჩები!გახმე ავხორცებით,სენმა დაგამჭლევოს!ნარსა შავს ემსგავსო,ბუხრის საკამურშიმკის შემდეგ შენახულს.
32. ჭალას გავემგზავრეჯადოსნურ სახრისასაპოვნ-საძებნელად;სახრე მოვიძიე.
33. გაგიწყრა ოდინი -ასების მთავარი,მტრად გექმნა ფრეირი:ქალწულო უგულო,ღმერთთა მათ კეთილთამოდგმა განარისხე.
34. ისმინეთ, ოტუნნო,ისმინეთ, ჰრიმთურსნო,სუთუნგის ოჯახო;ისმინეთ ასებო:შევკრავ გრძნეულებითქალწულის სიამეს,დავადებ ყადაღას -მამრთან ვერ იხაროს!
35. თურსი ჰრიმგრიმნირიმკვდართა სამეფოშიჩაგკეტავს, ჩაგამწყვდევს;ქვესკნელის ტროლებიმწყურვალს, სასომიხდილს, -თხის შარდს შეგასმევენ;სასმელს მის უკეთესსშენ ვერ ეღირსები,შენდა იძულებით,ჩემდა ნებისამებრ.
36. რუნებს ამოვკვეთავ"თურსსა" და კიდევ სამს:შეგყრი ავხორცობას,შავნაღვლიანობას,ავსა მას სიშმაგეს:მაგრამ თუ ვისურვებ,მყის მოვსპობ სამთავეს,ვითარ ამოვკვეთე.
გ ე რ დ მ ა თ ქ ვ ა:37. სკირნირო, შეჩერდი,მიიღე სალამიდა თასი თაფლისა!ვერ წარმომედგინა,ვანების ნაშიერსთუ შევიყვარებდი.
ს კ ი რ ნ ი რ მ ა თ ქ ვ ა:38. აწ მტკიცე პასუხისმსურს შენგან მიღებაშინ დაბრუნებამდე:მარქვი, სად, როდის გსურს -ნორდის ვაჟიშვილთანშეერთდე, ასულო?
გ ე რ დ მ ა თ ქ ვ ა:39. ბარის უწოდებენწყნარსა მას ჭალასა -ტყეს, ჩვენთვის ნაცნობსა,გაივლის ცხრა ღამე -იქ გერდი ნორდის ვაჟსალერსით დაატკბობს.
სკირნირი დაბრუნდა უკან. ფრეირი მას ეზოს გარეთ ელოდებოდა; მიესალმა და ჰკითხა:
40. სკირნირო, მაუწყე,სანამ ცხენს ზურგიდანმოხსნიდე უნაგირს:რა ცნობით დაბრუნდიოტუნჰაიმიდან,ჩვენს და შენს სალხინოდ?
ს კ ი რ ნ ი რ მ ა თ ქ ვ ა:41. ბარის უწოდებენწყნარსა მას ჭალასა -ტყეს, ჩვენთვის ნაცნობსა;გაივლის ცხრა ღამე -იქ გერდი ნორდის ვაჟსალერსით დაატკბობს.
ფ რ ე ი რ მ ა თ ქ ვ ა:42. გრძელი ხარ, ღამეო,ჰმეტობ, ორო ღამევ,სამსა ვით გავუძლო!თვეზე უგრძესიაერთი თეთრი ღამესატრფოს მოლოდინში.
სიმღერა ჰარბარდზე
(Harbardslijód )
თორი აღმოსავლეთიდან* ბრუნდებოდა და რომელიღაც სრუტეს მიადგა. სრუტის მეორე მხარეს იყო მენავე თავისი ნავით. თორმა გასძახა:
1. ვინ ხარ, ჭაბუკო,წყლის პირას რომ დგახარ?
მ ა ნ უ პ ა ს უ ხ ა:2. ვინა ხარ, მოხუცო,გაღმიდან მყვირალო?
თ ო რ მ ა თ ქ ვ ა:3. გამო, გამიყვანე!დღის საზრდოს გიბოძებ:გემრიელ კერძითასავსე მაქვს ზურგჩანთა!დილით, მგზავრობის წინ,დავნაყრდი ქაშაყითდა შვრიის ფაფითა,ვარ ახლაც მაძღარი.
მ ე ნ ა ვ ე მ თ ქ ვ ა:4. იქიდან ძღომასა,გარნა არა უწყი,ბედი რას გიმზადებს;ვეჭვ, დედა-მშობელიდაგვხდეს შინ ცოცხალი.
თ ო რ მ ა თ ქ ვ ა:5. მძიმეა ყველასთვისცნობა საშინელი -გულს მიკლას ამბავიდედის სიკვდილისა!
მ ე ნ ა ვ ე მ თ ქ ვ ა:6. შენ სამი სახლ-კარისარ ჩანხარ მფლობელი,დგახარ ფეხშიშველა,მთხოარას ტანსაცმელით,განძარცვილი, უშარვლო.
თ ო რ მ ა თ ქ ვ ა:7. აქეთ მოაცურე,გიჩვენებ ნავსადგომს,ეგ ნავი ვისია -ნაპირთან რომ გიდგას?
მ ე ნ ა ვ ე მ თ ქ ვ ა:8. ჰილდოლფმა მომანდომართვა ამ ნავისა,რადსეიარსუნდრშირომ ცხოვრობს რაინდი;ყაჩაღს არ გადვიყვან,არ უბრძანებია;ნაცნობთა კეთილთამსახური გახლავარ,მამცნე ვინაობა -მყისვე გადაგიყვან.
თ ო რ მ ა თ ქ ვ ა:9. გამცნობ ჩემს სახელსა,თუმც ირგვლივ მტრებია,ჩემს გვარს არ დავმალავ:შვილი ვარ ოდინის,ძმაი ვარ მაილის,მამა ვარ მაგნისა;შენ თორთან საუბრობ -ღმერთების მთავართან!აწ მინდა შევიტყო,შენ თვითონ ვინა ხარ?
მ ე ნ ა ვ ე მ თ ქ ვ ა:10. ჰარბარდს მიწოდებენ,არ ვმალავ ჩემს სახელს.
თ ო რ მ ა თ ქ ვ ა:11. რად უნდა დამალო,თუ არვინ არა გმტრობს?
ჰ ა რ ბ ა რ დ მ ა თ ქ ვ ა:12. თუნდ მმტრობდფე კიდევაც,შენ ვერას დამაკლებ,თუკი სასიკვდილოდბედს არ ვემეტები.
თ ო რ მ ა თ ქ ვ ა:13. არა მსურს ფეხდაფეხფონი გადმოვლახო,ტვირთი დავასველო;თორე ბრიყვს, ცინგლიანს,ჭკუას გასწავლიდი -მყის შეგანანებდიდაცინვას თავხედურს.
ჰ ა რ ბ ა რ დ მ ა თ ქ ვ ა:14. აქ დაგელოდები,ჩანს, მამაცს, გამბედავს,შემდგომ ჰრუნგნირისაარვის შეხვედრიხარ.
თ ო რ მ ა თ ქ ვ ა:15. ახლა გამახენემე ქვისთავიანიჰრუნგნირ გოლიათი -ძნელსა მას ბრძოლაშიოდეს დავამარცხე.შენ რასა იქმოდიჟამსა მას, ჰარბარდ?
ჰ ა რ ბ ა რ დ მ ა თ ქ ვ ა:16. მე ხუთი ზამთარიდავყავ ფიოლვართანკუნძულზე, რომელსაუხმობენ ალგრუნად:მტრებს ვეომებოდით,ვძლევდით და ვმუსრავდით,ასედაც ვიქმოდით -ქალწულთ ვაცდუნებდით.
თ ო რ მ ა თ ქ ვ ა:17. ვითარ აცდუნებდით?
ჰ ა რ ბ ა რ დ მ ა თ ქ ვ ა:18. იყვნენ ძვირფასები,ოდეს გვმორჩილებდნენ,იყვნენ გონიერნი,ოდეს გვერთგულობდნენ;გრეხდნენ ქვიშისაგანქალწულნი ბაწარსა,თხრიდნენ ღრმა ღარტაფებს,იღებდნენ ორმოებს:ვჯობდი მოხერხებით -შვიდი დის სარეცელსმე ვინაწილებდი,ვუყვარდი შვიდივეს.შენ რასა იქმოდიჟამსა მას, თორო?
თ ო რ მ ა თ ქ ვ ა:19. მე მოვკალ თიასი -თურსი ძალოვანი.ზეცაში გავტყორცნეთვალნი გოლიათის,ძისა ალვალდისა:აი, სახსოვარითორის გმირობათა,დღემდე რომ კიაფობს.შენ რასა იქმოდი.ჟამსა მას, ჰარბარდ?
ჰ ა რ ბ ა რ დ მ ა თ ქ ვ ა:20. მარჯვედ ვაცდუნებდიღამის ქალმხედართა,ქმრებს განვაშორებდი;კვერთხი ჯადოსნურიმიბოძა ჰლებარდმა -თურსმა ძალოვანმა,მას ჭკუა წავართვი.
თ ო რ მ ა თ ქ ვ ა:21. საჩუქარს კეთილსაშენ ავით მიაგე.
ჰ ა რ ბ ა რ დ მ ა თ ქ ვ ა:22. მუხას ტოტს შეაჭრი,ახალი ეზრდება;წუხს ყველა თავისთვის;შენ რასა იქმოდიჟამსა მას, თორო?
თ ო რ მ ა თ ქ ვ ა:23. ვიყავი აღმოსავლეთს,ვებრძოდი, ვმუსრავდითურსთა ბოროტ ცოლებს,მთებში შეხიზნულებს, -რომ არ გაზრდილიყომოდგმა გოლიათთამიდგრადს მას ქვეყანას,კაცთა საზიანოდ.შენ რასა იქმოდიჟამსა მას, ჰარბარდ?
ჰ ა რ ბ ა რ დ მ ა თ ქ ვ ა:24. ვალანდში ვიყავი,შუღლს, მტრობას ვთესავდი,მხედრებს ვაქეზებდი,ომებს ვაჩაღებდი;ოდინს - იარლები,ომში დახოცილნი,თორს - მონა ცხედრები.
თ ო რ მ ა თ ქ ვ ა:25. შენ ცუდად დაჰყოფდიკაცთ მოდგმას, ღმერთთათვის,უფლება რომ გქონდეს.
ჰ ა რ ბ ა რ დ მ ა თ ქ ვ ა:26. თორს ოდენს ღონე აქვს,არა სიმამაცე:შენ ერთხელ შიშისგანშეძვერ ხელთათმანში,თავი დაგავიწყდა;ვეღარც აცხიკვებდი,ვეღარც ახველებდი,სკირმირს არ სმენოდა.
თ ო რ მ ა თ ქ ვ ა:27. ჰარბარდო, მოგკლავდი,ბილწო და ბედასლო,სრუტე არ მიშლიდეს!
ჰ ა რ ბ ა რ დ მ ა თ ქ ვ ა:28. გადმოსვლას ნუ ჩქარობ,მე არ გეშუღლები.თქვი, რასა იქმოდიჟამსა მას, თორო?
თ ო რ მ ა თ ქ ვ ა:29. მაშრიყის მხარეშიმდინარეს ვიცავდისვარანგის შვილთაგან,მე რომ თავს მესხმოდნენ,მესროდნენ ლოდებსა,მაგრამ ვერ მაჯობეს -დადრკნენ და პირველთამთხოვეს დაზავება.შენ რასა იქმოდიჟამსა მას, ჰარბარდ?
ჰ ა რ ბ ა რ დ მ ა თ ქ ვ ა:30. მე აღმოსავლეთშითეთრ ასულს ვხვდებოდი,ოქროსტანსაცმლიანს.ვხიბლავდი საუბრით,ალერსით ვატკბობდი,ისიც მნებდებოდა,
თ ო რ მ ა თ ქ ვ ა:31. ხელთ შენ მშვენიერიგყოლია ასული.
ჰ ა რ ბ ა რ დ მ ა თ ქ ვ ა:32. შენც დამხმარებოდი! -ხელთ არ გამსხლტომოდა.
თ ო რ მ ა თ ქ ვ ა:33. დრო რომ მქონებოდა,დაგეხმარებოდი.
ჰ ა რ ბ ა რ დ მ ა თ ქ ვ ა:34. დაგერწმუნებოდი,გარნა, ვგრძნობ, იცრუებ.
თ ო რ მ ა თ ქ ვ ა:35. მე ტერფებს არა ვკბენ,როგორც გაზაფხულზეძველი ფეხსაცმელი.
ჰ ა რ ბ ა რ დ მ ა თ ქ ვ ა:36. შენ რასა იქმოდიჟამსა მას, თორო?
თ ო რ მ ა თ ქ ვ ა:37. მე ვჟლეტდი ბერსერკთაცოლებს ჰლესეიზე,ხალხს რომ ჯადოსნობიტტანჯავდნენ უწყალოდ.
ჰ ა რ ბ ა რ დ მ ა თ ქ ვ ა:38. ჟლეტა ქალებისა -საქმე სამარცხვინო.
თ ო რ მ ა თ ქ ვ ა:39. არა ქალნი იყვნენ,არამედ ძუ მგლები:ნავი დამიმსხვრიეს,ბიჯგებზე შედგმული,კვერთხებს მიღერებდნენ,განდევნეს თიალფი.შენ რასა იქმოდიჟამსა მას, ჰარბარდ?
ჰ ა რ ბ ა რ დ მ ა თ ქ ვ ა:40. ლაშქარს მოვყვებოდი, -მსურდა ამ მხარეშიფრიალი ალმისა,შეღებვა მახვილის.
თ ო რ მ ა თ ქ ვ ა:41. უბნობ მას, რაითაცგსურს მე გამაწბილო.
ჰ ა რ ბ ა რ დ მ ა თ ქ ვ ა:42. ბეჭედს ოქროისასმოგიზღავ სანაცვლოდ,თუ შუამავალთაშეძლეს - შეგვარიგეს.
თ ო რ მ ა თ ქ ვ ა:43. სად შეგისწავლიასიტყვა საქირდავი?ქირდვა უარესიარასდროს მსმენია.
ჰ ა რ ბ ა რ დ მ ა თ ქ ვ ა:44. მყუდრო ყორღანებისმკვიდრთა მათ ძველთაგანიგი შევისწავლე.
თ ო რ მ ა თ ქ ვ ა:45. კარგად გიფიქრია -წინაპართ საფლავებსყორღანებს უწოდებ.
ჰ ა რ ბ ა რ დ მ ა თ ქ ვ ა:46. მაქვს ამის უფლება -ვუწოდო, რაიც მსურს.
თ ო რ მ ა თ ქ ვ ა:47. ძვირად გაზღვევინებმახვილსიტყვაობას,ნაპირს თუ გადმოველ:მძლავრ უროს დაგარტყამ,მგელზე უარესადაიკვლ-აყმუვლდები.
ჰ ა რ ბ ა რ დ მ ა თ ქ ვ ა:48. გიჯობს შინ გასწიოდა სიფის კუროსთანსცადო ეგ საცდელი,ვიდრე მე მეომო.
თ ო რ მ ა თ ქ ვ ა:49. ლაყბობ, სულმდაბალო,ბოროტო, მშიშარავ,გსურს ენით დამკოდო!ვფიქრობ, ეგ სიცრუეცამად მოიგონე!
ჰ ა რ ბ ა რ დ მ ა თ ქ ვ ა:50. სიმათლე გითხარი,გზაში ბევრს აყოვნებ,ადრე მიხვიდოდი,ნავით რომ გემგზავრა.
თ ო რ მ ა თ ქ ვ ა:51. ჰარბარდ, უსირცხვილოვ,ნუღარ მაგვიანებ!
ჰ ა რ ბ ა რ დ მ ა თ ქ ვ ა:52. მე როდი მეგონა,ასათორს მენავეთუ დააბრკოლებდა.
თ ო რ მ ა თ ქ ვ ა:53. მისმინე თათბირი:თათხვას დავეთხოვოთ!გამო, გადიყვნე,მამაი მაგნისა!
ჰ ა რ ბ ა რ დ მ ა თ ქ ვ ა:54. ამაოდ ნუ იცდი,ამ სრუტეს გასცილდი!
თ ო რ მ ა თ ქ ვ ა:55. მაშ, რა გზა მოვნახო,თუ არ გადამიყან?
ჰ ა რ ბ ა რ დ მ ა თ ქ ვ ა:56. უარი მოკლეა,გზა გრძელი გექნება:ჯერ კუნძთან გაივლი,მიხვალ ქვაფორამდე,მარცხნივ გადაუხვევ,ვერლანდს მიადგები;თორს დედა - ფორგინი -იქ შემოეყრება,გზებზე წინაპართა,ოდინის ქვეყნისკენმისცემს მიმართეას.
თ ო რ მ ა თ ქ ვ ა:57. ნეტავ დღეს მივაღწევ?
ჰ ა რ ბ ა რ დ მ ა თ ქ ვ ა:58. ძლიერ თუ ეცდები,ვინძლო გარიჟრაჟზეადგილს მიაღწიო.
თ ო რ მ ა თ ქ ვ ა:59. შენს ქირდვა-დაცინვებსმოკლედ ვუპასუხებ:შეგხვდები ოდესმე,უარს შეგანანებ!
ჰ ა რ ბ ა რ დ მ ა თ ქ ვ ა:60. გასწი, დაიკარგე,წაგიღონ ტროლებმა!
სიმღერა ჰიმირზე
(Hymirskridha )
1. მორჩნენ ნადირობასმაღალი ღმერთები,ნადიმად შემოკრბნენ,ღრეობა გამართეს;დაიწყეს ჩხირთა ყრა,სისხლს დასჩერებოდნენ,ცნეს - ეგირ გოლიათსბლომად აქვს ქვაბები.
2. იჯდა ყრმის ღიმილითკლდეთა ბინადარი,ძესა მისკორბლინდისჰგავდა ის იერით,თვალებში ჩასცქერდამას ძეი იგრისა:"ღმერთთათვის ღრეობაშენ უნდა გამართო!"
3. ჩააგდო ჰლორიდიმთურსი საგონებელს;ეგირს დაეუფლაგრძნობა შურისგების;მოსთხოვა სიფის ქმარსმან შოვნა ქვებისა:"ღმერთთათვის რომ შევძლოლუდის მოდუღება".
4. გარნა არ უწყოდნენღმერთთა მათ ძლიერთა,თუ ვით მოეძიათქვაბი შესაფერი,სანამ სასიკეთოდთორსა მას მრისხანესთირმა მეგობრულიარ მისცა რჩევანი:
5. "ელივაგარისამხარეს აღმოსავლეთსცხოვრობს ცის კიდესთანოტუნი ჰიმირი,ბრძენსა მას მამაჩემსაქვს უზარმაზარიქვაბი საოცარი,სიღრმით ერთი ვერსი".
6. "ნეტავ ჩვენ თუ ძალგვიძსხელთგდება იმ ქვაბის?""მარჯვე მოხერხებითძალგვიძს, მეგობარო".
7. მთელი დღეE ვიდოდნენისინი ფეხმარდადნათელ ასგარდიდანეგილის სახლამდე,თხანი რქაგრეხილნიმან ბაკში შერეკა;ჰიმირის დარბაზშიშევიდნენ მგზავრები.
8. შეხვდა იქ ჭაბუკიდიდედას საძულველს,ქალსა მას ბუმბერაზს,ცხრაასთავიანსა;ქალმა კი მეორემ,ოქროთი მოსილმა,შვილს ლუდი მოართვანათელწარბიანმა.
9. "ჯილაგნო ოტუნთამსურს ქვაბქვეშ დაგმალოთერთად შეგიფაროთორივე მამაცი.მყავს ავი მეუღლე,ძუნწი, ღვარძლიანი,პურძვირს და მრისხანესარ უყვარს სტუმრები".
10. გვიან, საღამო ჟამსშინ ნადირობიდანდაბურნდა ჰიმირი -თურსი შფოთიანი;შემოაჩხრიალაცივი ლოლუები -ლოყებზე უღრანიტყე რომ შეჰინოდა.
11. "სალამი ჰიმირო,იყავ მხიარული! -შენს დარბაზს ეწვიაშენი ვაჟიშვილი,შორი მგზავრობიდანშინ რომ მოველოდით.თან მოჰყვა ხალხისაკეთილისმყოფელიდა მტერი ჰროდრისა -ვეორად უხმობენ.
12. გახედე, იქ სხედან,დარბაზის ბოლოში,დახრილ სახურავქვეშსვეტი ეფარებათ!"თურსმა გაიხედა,სვეტი გაიბზარა,თავხე გადებულიიქცა ნაფოტებად.
13. რვა ქვაბი დაცვივდა,შვიდი სულ დაიმსხვრა,ერთი კი გადარცა,ნაჭედი მტკიცედა.ღმერთნი გამოვიდნენ,მოხუცმა ოტუნმამათ მგრულად მიაპყრომზერა ჟინიანი.
14. გულმა ავი უთხრა,როს სტუმრად იხილაქალთა გოლიათთამტერი ულმობელი;გარნა მან უბრძანაჯოგიდან არჩევითდაკვლა სამი ხარის,გამრთვა სუფრისა.
15. მყისვე თითო თავითდამოკლდა სამთავე,სამნივე შესაწვავადჩააწყვეს ორმოში;და სიფის მეუღლემძილის წინ, მარტოკამ,თურსისა ჰიმირისშთანთქა ორი ხარი.
16. მასპინძელს ჭაღარას,ჰრუნგნირის მეგობარს -ჰლორიდის ვახშამიეჩვენა ზვიადად."ჯერ არს, ხვალ საღამოსვივახშმოთ სამთავემჩვენგან მონახვეჭნანადირევთა".
17. ვეორმა თანხმობაუთხრა ზღვად გასვლისა,თუ თევზის სატყუარსმისცემდა ოტუნი."ჯოგში შეიარეთევზის სატყუვრისთვის.თუ მხდალი არა ხარ,თურსების მრბეველო!
18. მჯერა, ხარის ჯოგში,ფრიად თავისუფლად,თევზთა მისატყუარსშენ თვითონ იშოვნი".ვეორმა ჭალისკენგასწია უმალვე,ჭალაში შემოხვდამას ხარი გიშერა.
19. მოგლიჯა ხარსა მასთურსების მმუსრავმამაღალი რქებისაკოშკი უმტიცესი.. . . . . . . . . . . . . . ."არის უმჯობესიშენი ზღვად გასვლისა -მშვიდობის სუფრაზეშინ იჯდა ნადიმად".
20. მან თხათა პატრონმამოდგმას მაიმუნისმოსთხოვა ნავისაზღვაში შორს გაყვანა;ოტუნმა მიუგო -ნაპირს არ მოსწყდება,ნავით ღია ზღვაშიშორს არ შეცურდება
21. მამაცი ჰიმირისერთ ანკესს ორკაპასერთად წამოეგომყის ორი ვეშაპი;კიჩოზე ნავისაოდინის ჯილაგი -ვეორი - იდგა დანემსკავს ამზადებდა.
22. ნემსკავს მას კაცთ მწემ,მან მკვლელმა გველისა,მარჯვედ წამოაგოშავი ხარისთავი;ნახა სატყუარიღმერთების მოშუღლემ,ხახა დააფჩინასარტყელმა მიწისა.
23. თორმა მძლემ ანაზდადკიჩოზე ნავისამყის ამოათრიაგველი შხამიანი,ურო დაუშინათხემსა ბალნისასაბილწსა, საძაგელსა,ნაშიერს მგლისასა.
24. აღმუვლდნენ ურჩხულნი,ატეხეს გუგუნიწყალქვეშა კლდეებმა,იძრა დედამიწა,კვლავ წყალში ჩაყვინთამან თევზმა მრისხანემ.
. . . . . . . . . . . . . . . . . .
25. თურსს შუბლი შეეკრაუკან მგზავრობისას;ყოჩობდა მრისხანედდა ნიჩბებს უსვამდა,საჭე შეაბრუნამან სხვა მიმართებით.
26. "აწ შუა გავიყოთჩვენი სამუშაო!ზიდე ვეშაპებიზურგით ჩემს ბინამდე,ან თხა ტალღებისამიაბი ნაპირზე!"
27. ცხვირში სწვდა ჰლორიდინავს და ნაპირისკენმყისე წაათრიაზღვის ცხენი, წყლით სავსე;ჩამჩა ნიჩბებითურთდა მათთან ორთავეტახნი ზღვის ტალღათატყე-ღრეზე ტარებითმარტომ მიათრიაოტუნის ბინამდე.
28. თურსი კი, ჯიუტიმაინც არ ცხრებოდა,კვლავ სურდა ძალაშითორთან გაჯიბრება;თქა: "მართვა ნავისათუმცა შეუძლია,არ ძალუძს დამსხვრევამას ჩემი თასისა".
29. ჰლორიდიმ აიღოხელთ თასი თურსისადა მთელი ძალ-ღონითქვის სვეტს მიანარცხა;ქვის სვეტი დაიმსხვრა,თასი, უვნებელიდა გაუბზარავი,ჰიმირს დაუბრუნდა.
30. მაშინ ბუმბერაზმაქალმა მშვენიერმარჩევა მეგობრულიმისცა თორს იდუმალ:"თავში დაუმიზნეთასი თურსს ჭაღარას!თასზე მაგარი აქვსჰიმირის თავისქალა".
31. ზეწამოიწიამან თხათა პატრონმა,მყისვე მოიკრიბაძალ-ღონე ღვთიური;უვნებლად გადარჩასაყრდენი ზუჩისა,მომტანი ლუდისაიქცა ნამსხვრევებად.
32. "დავკარგე ძვირასიგანძი საუკუნოდ,ნატეხ-ნამსხვრევებადიქცა ჩემი თასი", -წარმოთვა ოტუნმა, -"აწ წინანდებურადვერ ვთქვა მხიარულმა:ლუდო, აწ მზადა ხარ!
33. პირობად დაგიდებთ, -თქვენ თვითონ წაიღოთ,სხვადა აუხმარებლად,ხომალდი ლუდისა".ორჯერ შეეცადათირი და ვერც ერთჯერვერ შეძლო ქვაბისადაძვრა ადგილიდან.
34. მამაი მოდისასწვდა ნაპირს ქვაბისას,აზიდა, წაიღოდარბაზის კარისკენ;თავზე ჩამოიცაქვაბი სიფის ქმარმა,რგოლები ჟღარუნითდასწვდა მუხლებამდე.
35. მანძილი მცირედიოდეს გაიარეს,ძემან ოდინისაუკუ მიიხედა,ნახა, რომ მაშრიყითმიუძღვის ჰიმირიმძლავრსა მას ლაშქარსამრავალთაგიანთა.
36. მყის დაბლა ჩამოდგაქვაბი უმტკიცესი,მოლნირი აღმართამან მეხთამტყორცნელმანდა მუსრი გაავლოუდაბნოს ვეშაპთა.
37. ცოტა გიარეს,გზაზე ცოცხალმკვდარიდაეცა უეცრადთხაი ჰლორიდისა;ანაზედად დაკოჭლდარქოსანი მხტუნავიდა იყო ოინიეს ცბიერ ლოკისა.
38. მაგრამ ვით გსმენიათყოველსა, ვინც უწყისსიტყვანი ღმერთებზე,ძალუძს, რომ იამბოს -თორმა საზღაურადუდაბნოს მკვიდრისგანმსახურად მიიღოროსკვუ და თიალფი.
39. ღმერთთა თავყრილობასთორი დაუბრუნდა,გოლიათ ჰიმირისქვაბი მოიტანა,ასებს აწ შეეძლოთჟამს შემოდგომისაშეკრება ეგირთან,ლუდის სმა, ღრეობა.
ეგირის ნადიმი ანუ ლოკი თათხავს ღმერთებს
(Oegisdrekka eda Lokasena)
ეგირმა, რომელსაც სხვანაირად გმირს უწოდებენ, როგორც კი მიიღო უზარმაზარი ქვაბი, რის შესახებაც ახლახან იყო საუბარი1, მყისვე მოუდუღა ასებს ლუდი. ამ ნადიმზე მოვიდნენ ოდინი და მისი ცოლი - ფრიგი; თორი არ მოსულა, რადგან იგი იმ დროს აღმოსავლეთში იმყოფებოდა. იქ იყო სიფი -მეუღლემ თორისა; ბრაგი2 და მისი ცოლი - იდუნი3. იქ იყო ცალხელა თირი; მასხელი ფენრირმა მოსჭამა, როდესაც მგელს ბოჭავდნენ. იქ იყო ნორდი და მისი ცოლი - სკადი; ფრეირი და აგრეთვე ფრეია; ვიდრე - ძე ოდინისა; ლოკი და მსახური ფრეირისა - ბიგვირი და ეილა4. ბევრნი იყვნენ იქ ასები და ალფები. ეგირს ჰყავდა ორი მსახური - ფიმაფენგრი5 და ელდირი 6. ჩირაღდნების ნაცვლად, ბრწყინვალე ოქრო ანათებდა დარბაზს. ლუდი თავისთავად ისხმებოდა თასებში და ურიგდებოდა სტუმრებს. ყველას უნდა დაეცვა იქ მშვიდობა. სტუმრები ქებით იხსენიებდნენ ეგირის მსხურთ. ლოკიმ ვერ მოითმინა ეს და მოკლა ფიმაფენგრი. მაშინ ასებმა ატეხეს ფართა რხევა, ყვირილი დაუწყეს ლოკის და ტყეში გააგდეს იგი, თვითონ კი ნადიმად დასხდნენ. ლოკი მობრუნდა - შეხვდა ელდირს და მიმართა:
1. ელდირო, მითხარი,სანამ ადგილიდანნაბიჯს წინ წარსდგამდე:ღმერთნი ლუდისმსმენლი,ნადიმად დამსდარნი,რაზე საუბრობენ?
ე ლ დ ი რ მ ა თ ქ ვ ა:2. საგმირო საქმეებს,ომში სიმამაცესაქებენ ღმერთები;გარნა შენ ყველანიავად გიხსენებენ -ასები, ალფები.
ლ ო კ ი მ თ ქ ვ ა:
3. ეგირთან დარბაზშიშესვლა განვიზრახე,მსურს ლხინი ვიხილო;შუღლი შევიტანო,თაფლში ბოროტებისშხამი შევურიოთ.
ე ლ დ ი რ მ ა თ ქ ვ ა:4. თუ გსურს, რომ ეახლოდარბაზს ეგრისისადა ბილწი გინებითდათათხო ასები,გახსოვდეს, მიიღებმათგანაც სანაცვლოს.
ლ ო კ ი მ თ ქ ვ ა:5. ელდირო, შენ უწყი,ჩვენ თუ ერთმანეთისვიწყეთ აქ გინება,მე უფრო მდიდარივიქნები პასუხით,თუ ხმას არ ჩაიწყვეტ.
ამის შემდეგ ლოკი შევიდა დარბაზში, მაგრამ როდესაც იქ მყოფთ იხილეს, ვინც მოვიდა, ყველანი გაჩუმდნენ. ლოკიმ თქვა:
6. შორი გზით მოსული,ვესტუმრე თქვენს დარბაზსმე, ლოფტრი მწყურვალირომ ვთხოვო ასებსა -დამისხან, მომართვანთაფლი გერმიელი.
7. რად დადუმებულხართ,ძლიერო ღმერთებო,რატომ ხმას არ იღებთ?მიმიღეთ ნადიმზე,ან ბრძანეთ უარი -წავიდე აქედან!
ბ რ ა გ ი მ თ ქ ვ ა:8. ასები თავიანთნადიმზე არასდროსშენ არ მიგიღებენ;რამეთუ უწყიან,ვინ ღირს არს მათ ლხინშიპატივით მიღების.
ლ ო კ ი მ თ ქ ვ ა:9. ოდინ, სენ ხომ გახსოვს,ერთ დროს ჩვენ ურთიერთსსისხლი შევურიეთ? -შენ თქვი - არ შესვამდილუდს, თუ შენთან ერთადმეც არ მომართმევდნენ.
ო დ ი ნ მ ა თ ქ ვ ა:10. ადექ, შემოუშვი,ვიდარო, მგლის მამა,დაჯდეს ჩვენს სუფრასთან,რომ ლოკიმ უგვანოდარ გვიწყოს გიენბაეგირის დარბაზში.
მაშინ ვიდარი ადგა და აუვსო თასი ლოკის, მაგრამ მან, ვიდრე შესვამდა, მიმართა ასებს:
11. იდიდეთ, ღმერთნო, დაიდიდეთ ღმერთქალნო -ძლიერო ასებო!არ შევსვამ მე მხოლოდბრაგის სადღეგრძე4ლოს -აქ რომ ზის, თქვენს შორის.
ბ რ ა გ ი მ თ ქ ვ ა:12. ცხენს და შუბს გიბოძებ,გაჩუქებ ბეჭედსაც -საგანძურს ძვირფასსა;ოღონდ დაეთხოვედავას და ყაილას,ღმერთთ ნუ განარისხებ.
ლ ო კ ი მ თ ქ ვ ა:13. შენ ვერც ცხენს მიბოძებ,ვერც ბეჭედს მაჩუქებ,ვერც ერთდს ვერ იშოვი;ასებში, ალფებში,აქ რომ შეკრებილან,ყველაზე მხდალი ხარდა ომში მშიშარი.
ბ რ ა გ ი მ თ ქ ვ ა:14. ნეტავი ერთმანეთსეგირის დარბაზისგარეთ შეხვედროდით,საკუთარ ხელებითმაგ თავს წაგაგლეჯდისიცრუის თქმისათვის.
ლ ო კ ი მ თ ქ ვ ა:15. როს ზიხარ, ფიცხი ხარ,მხოლოდ სკამს ამშვენებ,ომში ხარ უმწეო;ადექ, შემებრძოლე!ვინც გამბედავია,იგი არ აყოვნებს.
ი დ უ ნ მ ა თ ქ ვ ა:16. ბრაგი, გთხოვ, ლოკისთან,ეგირის დარბაზშიშფოთს და შუღლს ნუ ასტეხ;არის უადგილო -შვილნი შვილობილებსშუღლით წაეკიდონ!
ლ ო კ ი მ თ ქ ვ ა:17. იდუნო, იყუჩე!შენ ყველა ქალს ჰმეტობხვევნა-მრუშობაში;შენ თეთრი მკლავებითიმას ეხვეოდი,ვინც ძმა მოგიკლა.
ი დ უ ნ მ ა თ ქ ვ ა:18. ეგირის დარბაზშისაწყენა ლოკისამე არა მითქვამს-რა.მე შეზარხოშებულბრაგის ვამშვიდებდი -შფოთს განვრიდებოდით.
გ ე ფ ი ო ნ მ ა თ ქ ვ ა:19. ასებო, ერთმანეთსთქვენ ორნი ამაოდგესლავთ აქ სიტყვებით;ლოკი გამქირდავადდა მტრად ღმერთებისაცნობილა ძველთაგან.
ლ ო კ ი მ თ ქ ვ ა:20. გეფიონ, იყუჩე!ვიგონებ ქერა ყმას,შენს გამხრწნელს,შემცდენსა:გიძღვნა საჩუქარი,საჩუქრის სანაცვლოდეწექ სარეცელზე.
ო დ ი ნ მ ა თ ქ ვ ა:21. ლოკი, ჩანს, გაგიჟდი -შენ უტიფრობითანრისხებ გეფიონს:მან ერთმა ჩემებრივუწყის საიდუმლოარსთა ბედისწერის.
ლ ო კ ი მ თ ქ ვ ა:22. ოდინო, იყუჩე!მებრძოლთ წარმატებებსშენ ცუდად მართავდი:მშიშართ და უღირსთა,მხდალთა ანიჭებდიხშირად გამარჯვებებს.
ო დ ი ნ მ ა თ ქ ვ ა:23. მე თუ გამარჯვებებსუღირსთ ვანიჭებდიდა არა გულმამაცთ,შენ მიწისქვეშეთშიდაჰყავ რვა ზამთარი,იქ ძროხებს წველავდი,შვილთ შობდი მდედრივით,მდედრად სახეცვლილი.
ლ ო კ ი მ თ ქ ვ ა:24. შენზე კი მსმენია,კულძულ სამსეიზერომ სცემდი დაფდაფასადა კუდიანივითხალხში ჯადოსნობდიმდედრად სახეცვლილი.
ფ რ ი გ მ ა თ ქ ვ ა:25. არ ღირს გახსენებად,ასებს - თქენ, ორთავეს,ოდესღაც წარსულშირაც ჩაგიდენიათ;აქ რა საჭიროამათი მოგონება!
ლ ო კ ი მ თ ქ ვ ა:26. ფრიგო, შენ იყუჩე!ქალს ფორგიუნისასგიცნობენ უზნეოდ:ქმრად გყავს ვიდრირი,ვესა და ვილისაცხვევნას სთავაზობდი.
ფ რ ი გ მ ა თ ქ ვ ა:27. მე რომ ამ დარბაზშიმახლდეს ძე, ბადალიძისა მის ბალდრისა,ნადიმს ასებისასმასთან შეუბმელადშენ ვერ დატოვებდი.
ლ ო კ ი მ თ ქ ვ ა:28. ფრიგო, ჩანს, ლოკისგანკვლავად გსურს ისმინოსიტყვა კადნიერი:ჩემ გამო არის, რომბალდრს, ამხედრებულსა,აწ ვეღარ იხილავ.
ფ რ ი გ მ ა თ ქ ვ ა:29. ლოკი, შენ შეშლილხარ! -შენს ავ საქმეებზესაქვეყნოდ გაჰყვირი:ფრიგმა უკეთესადუწყის ყელას ბედითუმც ფარავს იდუმალ.
ლ ო კ ი მ თ ქ ვ ა:30. ფრეია, იყუჩე!შენც გიცნობ, ვინცა ხარ,არც შენ ხარ უბიწო:ასებსაც, ალფებსაც,დარბაზში რომ სხედან,შენ ვნებით ატკბობდი.
ფ რ ე ი ა მ თ ქ ვ ა:31. ენა უწმაწური,სიცრუის მროშავი,ვფიქრობ, შენ დაღუპავს:ღმერთნი განარისხნე,ვინძლო, მხიარულიშინ ვერც შენ დაბრუნდე.
ლ ო კ ი მ თ ქ ვ ა:32. ფრეია, იყუჩე!ალქაჯო, უზნეო:თავსა ლაფდასხმულო;შენ ერთხელ ლოგინშიეწექ ძმას საკუთარსგნახეს და აკივლდი.
ნ ო რ დ მ ა თ ქ ვ ა:33. ქალი რომ მამაკაცსლოგინში ჩაუწვეს,ეგ არაფერია:მაკვირვებს - მამრი ხარ,მდედრივით შვილთ მშობიდა ჩვენს ლხინს სწვევიხარ.
ლ ო კ ი მ თ ქ ვ ა:34. ნორდო, ხმა გაკმინდე!მძევლად ხომ ღმერთებმამაშრიყს შენ წარგგზავნეს:შენს პირში, ვით როფში,გოლიათ ჰიმირისასულნი შარდავდნენ.
ნ ო რ დ მ ა თ ქ ვ ა:35. არ ვნანობ, რომ მძევლადვიყავ წარგზავნილი,აწ იგი მახარებს,რომ ვაჟი გავზარდე -ყველასთვის ძვირფასი,ასებში - პირველი.
ლ ო კ ი მ თ ქ ვ ა:36. ნორდო, ხმა გაკმინდე!ტრაბახს დაეთხოვე!გეტყვი, არ დავფარავ:ღვიძლ დასთან კავშირითვაჟი შეგეძინა -რა გაქვს საამაყო?!
თ ი რ მ ა თ ქ ვ ა:37. ფრეირი ყველას სჯობსღმერთთა დარბაზებშიმხედრობით, გმირობით:ქალწულთ არ აწბილებს,ცოლთ არ შეურაცხყოფს,ტყვეებს ააზატებს.
ლ ო კ ი მ თ ქ ვ ა:38. თირო, ხმა გაკმინდე!მოშუღლართ მომრიგედარ ვარგდი არასდროს:ხელსა მას მარჯვენასმე შენსას ვიგონებ,მგელმა რომ მოგგლიჯა.
თ ი რ მ ა თ ქ ვ ა:39. მე ხელი დავკარგე,შენ კი - ჰროდვიტნირი,ორნივ დავზარალდით;მგლისთვისაც ძნელია -იყოს მიჯაჭვულიღმერთთა დაღუპბამდე.
ლ ო კ ი მ თ ქ ვ ა:40. თირო, ხმა გაკმინდე!შენს ცოლს ვაჟიშვილიჩემგან შეეძინა;შენ კი ამ შერცხვენასშენსას შეურიგდი,სდუმხარ, გულლაჩარო.
ფ რ ე ი რ მ ა თ ქ ვ ა:41. წყალთა შესათავთანდარჩება ფენრირიღმერთთა დაღუპვამდე;შენც მასთან შეგბოჭავთ,თუ ხმას არ ჩაიწყვეტ,შფოთის წამომწყებო!
ლ ო კ ი მ თ ქ ვ ა:42. ოქროთი იყიდეგიმირის ასული,შუბიც ზედ დაურთე;რაღათი იომებ,თუ შვილნი მუსპელისშეიჭრნენ მირკვინდსა?
ბ ი გ ვ ი რ მ ა თ ქ ვ ა:43. ინგუნარ - ფრეირისმოდგმისა რომ ვიყო,ამ ტახტის მფლობელი,ფრთებს დაგილეწავდი,დავგლეჯდი, დაგფლეთდი,ყორანო ყრანტალავ.
ლ ო კ ი მ თ ქ ვ ა:44. ეს ვინღა წკმუტუნებსაქ კუდის ქიცინითძლიერთა წინაშე?ფრეირს შენ ნასუფრალსშესთხოვ და დღემუდამმონურად ჰმსახურებ.
ბ ი გ ვ ი რ მ ა თ ქ ვ ა:45. სახელმდევს ბიგვირი,სისწრაფით განთქმულვარღმერთთა და კაცთ შორის;დია, საამაყოდმიჩანს - ჰროფტის ძეთაგვერდით ვზი ნადიმად.
ლ ო კ ი მ თ ქ ვ ა:46. ბიგირო, იყუჩე!არ ღირს ხარ - იყოფდეტრაპეზს ღირსეულთა;შენ მალვე თივაში,ძრომა მაგიდებქვეშგჩვევია ბრძოლის ჟამს.
ჰ ა ი მ დ ა ლ მ ა თ ქ ვ ა:47. ლოკი, ჩანს, შეშლილხარ,ჭკუაზე შემცდარხარ,ლანძღვას რომ არ იშლი;არ ძალუძს ალაგმვაენის საკუთარისმას, ვინც სვამს უზომოდ.
ლ ო კ ი მ თ ქ ვ ა:48. ჩუმად ჰაიმდალო!შენ მძიმე წილხვედრიგრგებია ოდითგან:ქარსა და წვიმაშიდგომა ზურგსოველსაღმერთების გუშაგად.
ს კ ა დ ი მ თ ქ ვ ა:49. ლოკი, მხიარულობ,მაგრამ თვისუფლადბევრს ვერ იფარფაშებ:შენ ღმერთნი შენივეშვილის ნაწლაებითკლდეზე მიგაკრავენ.
ლ ო კ ი მ თ ქ ვ ა:50. თუ ღმერთნი ჩემივეშვილის ნაწლავებითკლდეზე მიმაკრავენ,მე ვიყავ პირველიდა უკანასკნელითიასის მკვლელებში.
ს კ ა დ ი მ თ ქ ვ ა:51. თიასის მკვლელებშითუ იყავ პირველიდა უკანასკნელი,გახსოვდეს, ჩემს სახლშიმუდამ იზრუნებენშენს დასაღუპავად.
ლ ო კ ი მ თ ქ ვ ა:52. შენ მეთი ალერსითიწვევდი ოდესღაცლოკის შენს ლოგინში:ესეც გავიხსენოთ,რახან ანგარიშისვიწყეთ გასწორება.
მაშინ წამოდგა წინ სიფი, ბროლის თასში დაუსხა თაფლი ლოკის და უთხრა:
53. ლოკი, გესალმები!ნიშნად მშვიდობისამიიღე ეს თასიდა ღმერთთა ნადიმზესახელს ნუ გამიტეხ,ლანძღვას ნუ მაკადრებ!
ლ ო კ ი მ მ ი ი ღ ო თ ა ს ი,შ ე ს ვ ა დ ა თ ქ ვ ა:
54. ლანძღვას ასცდებოდი,რომ დარჩენილიყავმუდამ ქმრის ერთგული;მაგრამ ერთ ვინმეშიგასცვალე ჰლორიდიდა იყო ის ერთითვით ლოკი ცბიერი.
ბ ე ი ლ მ ა თ ქ ვ ა:55. მთანი ირყევიან:თორი შინ ბრუნდებარისხვით და გრუხუნით;დააცხრობს იგი მას,ვინც ღმერთთა ძლიერთათათხავს აქ უგვანოდ.
ლ ო კ ი მ თ ქ ვ ა:56. ბეილა, იყუჩე!ბიგვირის ცოლი ხარ,სიბილწის ჭურჭელი;ჯერ შენზე მახინჯი,მონა უწმინდური,ღმერთებს არ უნახავთ.
ამ დროს (დარბაზში) შევიდა თორი და უთხრა (ლოკის):
57. ბილწო, ხმა გაკმინდე,თორემ დაგადუმებსშენ ჩემი მოლნირი!მხრებიდან წაგაცლიკლდეს შენი მხრებისას,დავლეწ და დავანგრევ,და მიგწევ აღსასრულს.
ლ ო კ ი მ თ ქ ვ ა:58. ჰა, ძეი ორდისათორიც აქ მოსულა,მლანძღავს, მემუქრება!ეგრე გაბედულიმგელთან ვერ იქნები,როს დაგლეჯს ფენრირიბრძოლების მამასა.
თ ო რ მ ა თ ქ ვ ა:59. ბილწო, ხმა გაკმინდე,თორემ დაგადუმებსშენ ჩემი მოლნირი!შორს მაშრიყსგაგტყორცნი,დაგკარგავ თვალთაგან,ვერვინ ვერ გიხილოს.
ლ ო კ ი მ თ ქ ვ ა:60. მოეშვი მაშრიყსა,შენმა ლაშქრობებმაიქ ვერ გასახელეს -შენ იქ ხელთათმანშიშიშით დაიმალე,თავიც დაგავიწყდა.
თ ო რ მ ა თ ქ ვ ა:61. ბილწო, ხმა გაკმინდე,თორემ დაგადუმებსშენ ჩემი მოლნირი!აღვმართავ მარჯვენას,თავს დაგთხლეშ უროსა -ჰრუნგნირის დამღუპველს.
ლ ო კ ი მ თ ქ ვ ა:62. მჯერა, მე ვიცოცხლებდიდხანს და მუქარაშენი არ მაშინებს;მაგარი აღმოჩნდასკირმირის ღვედები,ვერ მისწვდი საჭმელსა-შიმშილით კვდებოდი.
თ ო რ მ ა თ ქ ვ ა:63. ბილწო, ხმა გაკმინდე,თორემ დაგადუმებსშენ ჩემი მოლნირი!შთაგაგდებს ჰელსა ბნელს -მკვდართა სამეფოსა -ჰრუნგნირის მომსპობი.
ლ ო კ ი მ თ ქ ვ ა:64. ღმერთთა და მათ მოდგმასმე ჩემი სათქმელივუთხარი ყოველი,შენ კი გაგეცლები,მეომარს მრისხანესდაგითმობ ასპარეზს.
65. ეგირო, ლუდს ხარშავ,მაგრამ აწ ღმერთებთანვეღარ ინადიმო!დე, ავლადიდებაცეცხლში დაგეღუპოს,სახმილმა ძლიერმაზურგი დაგიდაგოს.
ამის შემდეგ ლოკიმ ორაგულის სახე მიიღო და ფრანანგრის ჩანჩქერში დაიმალა. ასებმა იქ იგი შეიპყრეს და მისივე შვილის ნარის ნაწლავებით შებოჭეს; ხოლო მისი მეორე ვაჟი ნარფი მგლად იქცა. სკადიმ ლოკის თავს ზემოთ შხამიანი გველი დაჰკიდა ისე, რომ შხამი მას სახეზე ეცემოდა. სიგუნი, ცოლი ლოკისა, იჯდა იქ და თასში აგროვებდა წყვეთ-წვეთად ჩამონადენ შხამს. ხოლო როდესაც თასი ივსებოდა, და მას იგი გადასაღვრელად გამოჰქონდა, შხამი ლოკის შიშველ სხეულს ეწვეთებოდა. მაშინ იგი ისე მწარედ იკრუნჩხებოდა, რომ დედამიწა ძაგძაგს იწყებდა. ახლა ამას მიწისძვრა ეწოდება.
სიმღერა თრიმზე(Thr ymskvidha)
1. ვინგ-თორს გაეღვიძა,გააფთდა, ოდეს სცნა,რომ ურო - მოლნირიმისი დაკარგულა;თმაი შეარხია,წვერი შეიბერტყა,იწყო ძემ ორდისამძებნა მის მოლნირის.
2. და სიტყვა პირველითქვა ესევითარი:"ლოკი, მომისმინე,გამცნო, რაც ჯერ არავინარ უწყის არც ქვეყნადარცა ცათაშინა,რომ უარო - მოლნირიჩემი დაიკარგა".
3. ეახლნენ ფრეიასსახლსა მას დიდებულსდა თორმა სიტყვანითქვა ესევითარნი:"მათხოვებ, ფრეია,ბუმბულის სამოსსა,რომ შევძლო მიგნება,მე ჩემი მოლნირის?"
ფ რ ე ი ა მ თ ქ ვ ა:
4. "გათხოვებ სამოსსა,ოქროსიც რომ იყოს,ვერცხლისაც რომ იყოს,მაშინაც გათხოვებ".
5. ლოკი მყის გაფრინდაფრთა-ბოლოს შრიალით,ასების სამკვიდროუკან მოიტოვა,ოტუნთა მხარეშიმიფრინდა სასწრაფოდ.
6. თრიმი ჯდა ყორღანზე -თურსების მთავარი,ოქროს საყელოებსუწნავდა ქოფაკებსცხენებს გულმოდგინედფაფრებს უვარცხნიდა.
თ რ ი მ მ ა თ ქ ვ ა:7. "თქვი, რა დაემართათასებსა, ალფებსა?მარქვი, ოტუნჰაიმსმარტო რად მოსულხარ?"
ლ ო კ ი მ თ ქ ვ ა:8. "ავად აქვთ საქმენი,ასებსა, ალფებსა!ურო ჰლორიდისაშენ ხომ არ დამალე?"
თ რ ი მ მ ა თ ქ ვ ა:9. "დია, მე, დავმალეურო ჰლორიდისა,რვასა ასპარეზსაღომად ჩავფალ მიწაში;ვერვინ ვერ წაიღებს,ვერვინ დაიბრუნებს,თუ ღმერთნი ფრეიასცოლად არ შემართვენ".
10. ლოკი კლვავ უკანვეოტუნჰაიმიდანბუმბულის შრიალითგაფრინდა უმალვე,სასწრაფოდ ეახლაასების სამკივდროს.თორა მას დარბაზისკარებთან დაუხვდადა სიტყვა პირველირქვა ესევითარი:
11. "მარქვი, თუ მიაგენმოლნირის წამღებსა,მიამბე საჩქაროდ,სანამ დაჯდებოდე!ხდება, რომ ვინც ჯდება,ამბის თქმას ივიწყებს,ვინც წვება - იოლადმოჰყვეა ტყუილებს.
ლ ო კ ი მ თ ქ ვ ა:12. "დიაღაც, მივაგენმოლნირის წამღებსა,თრიმს მოუტაცია -თურსების კონუნგსა;ვერვინ ვერ იპოვის,ვერვინ დაიბრუნებს,თუ ღმერთნი მას ცოლადფრეიას არ შერთვენ".
13. ორნივე ესტუმრნენმშვენიერ ფრეიასდა თორმას სიტყვანითქვა ესევითარნი:"ფრეია, მოირთემალე საქორწილოდ!ორნივ ოტუნჰაიმსუნდა გავემგზავროთ".
14. განრისხდა ფრეია,ისე დაიფრთხვინა -ასების დარბაზთაშეირყა კედლები,კისრიდან ჩამოწყდაბრისინგთა ამბარცა."უზნეო ქალისასახელს შემარქმევენ,ერთად ოტუნჰაიმსთუ გავემგზავრებით!"
15. თინგზე თავყრილობაგამართეს ასებმა,ბჭობდნენ შეიკრიბნენღმერთნი და ღმერთქალნი,ბჭობდნენ და მსჯელობდნენმსაჯულნი ძლიერნი -ვითარ დაიბრუნონურო ჰლორიდისა.
16. და თქვა ჰაიმდალმა,მან ღმერთმა ნათელმა -ის, მსგავსად ვანების,ჭვრეტდა ბედისწერას:"თორი საქორწილოსამოსით შევმოსოთ!ბრისინგთან ამბარჩაშევაბათ ყელზედა.
17. ქამარზე დავკიდოთჟღარუნა კლიტენი,კოჭამდე სწვდებოდესსამოსი დიაცის;გულ-მკერდი ძვირფასითვლებით დავუმშვენოთ,სახე დიდებულისაბურვლით შევუმკოთ!"
18. თორმა თქვა, მამაცმადა შემმართებელმა:"ღმერთნი მდედრის სახელსდია, შემაქრმევენ,პატარძლის სამოსითმორთულს თუ მნახავენ!"
19. ძემ ლაუფეისამლოკიმ თქვა პასუხად:"თორო, უთავბოლოდრად ხარჯავ სიტყვესა!თურსები უმალვეასგარდს დაიპყრობენ,თუ ურო - მოლნირიშენ ვერ დაიბრუნე".
20. თორი საქორწინოსამოსით შემოსეს,ბრისინგთან ამბარჩაშეაბეს ყელზედა,ქამარზე დაჰკიდესჟღარუნა კლიტენი,კოჭამდე სწვდებოდასამოსი დიაცის,გულ-მკერდი ძვირფასითვლებით დაუმშვენეს,თავი დიდებულისაბურვლით შეუმკეს.
21. ძემ ლაუფეისამლიკიმ თქვა: "ვიქნებიმე შენი მოახლე,სათნო და კეთილი,ერთად გავემგზავროთოტუნთა მხარეში!"
22. მინდვრიდან მორეკესმათ თხები უმალვე,შეაბეს სასწრაფოდ,შესხდნენ და გაქანდნენ.ხმელეთი იწვოდა,მთანი ინგრეოდნენ -თორი ოტუნჰაიმსმიჰქროდა გულდაგულ.
23. თრიმმა თქვა - ოტუნთაკონუნგმა ძლიერმა:"ოტუნნო, საჩქაროდსუფრა გამიშალეთ!აქ ნოატუნიდანმოჰყავთ ჩემს საცოლედლამაზი ფრეია -ასული ნორდისა.
24. ძროხები დადიანაქ ოქროსრქიანნი,თურსს ცოტა როდი ჰყასგიშერა ხარებიც;ვფლობ მდიდარ საუნჯეს,ამბარჩებს ძვირფასსა,არა ვფლობ მარტოდენმშვენიერ ფრეიას".
25. საღამოს მოვიდნენსტუმარნი ადრიან,ოტუნთა სუფრაზეგაჩაღდა ლუდის სმა.თორმა მყის შესანსლახარი და რვა ღლავი,ქალთათვის ნამზადიშთანთქა ტკბილეული,ზედაც სამი კასრითაფლი დააყოლა.
26. თრიმმა თქვა - ოტუნთაკონუნგმა ძლიერმა;"სად თქმულან ასულნიუძღებნი უმეტეს?ვინ ნახა საცოლეასეთი მჭამელი,ქალწული მყლაპავიამდენი თაფლისა!"
27. გვერდს ეჯა მოახლე,ქალი გონიერი,ოტუნს მან პასუხიმიუგო ასეთი:"რვა ღამეს ფრეიაარ ჭამდა არაფერს,თურსებთან შეხვედრასისე ესწრაფოდა".
28. აზიდა საბურველს,სურდა ეამბორნა,შეკრთა და უმალვეუკან დაიხია:"ასე რად ელავენფრეიას თვალები? -ალი მოგიზგიზებსმათგან აღგზნებული!"
29. გვერდს ეჯდა მოახლექალი გონიერი,ოტუნს მან პასუხიმიუგო ასეთი:"რვა ღამე ფრეიასარა სძინებია,თურსებთან შეხვედრასისე ესწრაფოდა".
30. დარბაზს შემოვიდათრიმის დაი, მოხუცი,თხოვნა საჩუქრებისუწყო საპატარძლოს:"მომეცი წითელიბეჭდები ოქროსი,ჩემთან მეგობრობას,თბილ სიტყვას თუ ეძებ -სიყვარულს მულისას,ალერსს და სიკეთეს".
31. თრიმმა თქვა - ოტუნთაკონუნგმა ძლიერმა:"ურო დამალულიჩქარა მომიტანეთ!მოლნირი პატარძლისმუხლებზე დადევით!ვარმა განამტკიცოსჩვენი შეუღლება".
32. ჰლორიდიმ უმალვეგულში ჩაიცინა,როს თვისი მოლნირიიხილა ანაზდად;თრიმი, თურსებიდან,დასცა ძირს პირელი,სრულად ამოწყვითამოდგმა გოლიათთა.
33. მოკლა მან ბებერი,დაი ოტუნისა,პატარძალს რომ სთხოვდასაჩუქრებს ძვირფასსა;სიკვდილი მიაგოსაჩუქრის სანაცვლოდ,ბეჭდების მაგიერურო უთავაზა.და თორმა მოლნირიასე დაიბრუნა.
სიტყვა ალვისისა(Alvismal )
ა ლ ვ ი ს მ ა თ ქ ვ ა:1. სკამებს ალაგებენდრო არის პატარძლისშინ გამგზავრებისა;უწყიან - ნიშნობასროგორ ვაჩქარებდი!აწ წასვლას ვიჩქარი.
თ ო რ მ ა თ ქ ვ ა:2. მარქვი, ვინ მოსულხარ?რად გაფითრებულხარ?მკვდრებთან თუ გეძინა?შენ ჩემი ასულისსაქმროდ არ ივარგებ -თურსს ჰგავხარ იერით!
ა ლ ვ ი ს მ ა თ ქ ვ ა:3. სახელმდევს ალვისი,ქვესკნელში ვბინადრობ,ქვებქეშ მაქვს დარბაზი;ვწევივარ მეეტლეს,დათქმული პირობისჯერ არს აღსრულება.
თ ო რ მ ა თ ქ ვ ა:4. დათქმულსა პირობასშენ ვერ აღასრულებ -მამა ჰყავს საცოლეს.მიცემა პირობისმე ძალმიძს - ერთადერთს,ვითარცა მამასა.
ა ლ ვ ი ს მ ა თ ქ ვ ა:5. ვინა ხარ, რაინდო,საცოლის წართმევასაქ რომ მემუქრები?რას ყბედობ, დაღლარავ?ემანდ ვინა გდიხარ,ვინა გყას მშობელი?
თ ო რ მ ა თ ქ ვ ა:6. სახელმდევს ვინგ-თორი,შორიდან მოვსულვარ,ვაჟი ვარ სიდგრანის.აწ ჩემსა თანხმობასამაოდ ნუ ელი,არ მოგცემ ასულსა.
ა ლ ვ ი ს მ ა თ ქ ვ ა:7. მინდა რომ მივიღომე შენგან თანხმობამხიარულ ქორიწილის;მივსწვდე მას საწადელს -რძისფერსა ქალწულსა, -ან არ მსურს სიცოცხლე,
თ ო რ მ ა თ ქ ვ ა:8. მიიღებ თანხმობას,შეგრთავ ჩემს ასულსა,შენ, ბრძენო სტუმარო,თუ ჩემს შეკითხვებზექვეყნების შესახებმაცნობებ, რაიც მსურს.
ა ლ ვ ი ს მ ა თ ქ ვ ა:9. ძალგიძს გამომცადო,ვინგ-თორო, თუ გწადისგამოცდა ცოდნისა!ერთობ ცხრა ქვეყანასრულად მომივლია,ვუწყი ყოველივე.
თ ო რ მ ა თ ქ ვ ა:10. თქვი, ალვის, ო, ჯუჯავ, -ვფიქრობ, კაცთ სიბრძნისახარ მცოდნე უბადლო -სახელსა მიწისასსხვადასხვა მხარეში,სად, როგორ იტყვიან?
ა ლ ვ ი ს მ ა თ ქ ვ ა:11. კაცები - მიწადა,ასები - მინდვრადა,ვანნი - გზად უხმობენ,ოტუნნი - მწვანედა,ალფნი - დამბადებლად,თიხად - უმაღლესნი.
თ ო რ მ ა თ ქ ვ ა:12. ალვისო, მითხარი, -მწამს, კაცთა სიბრძნისახარ მცოდნე უბადლო -სახელსა, ცისასასხვადასხვა მხარეში,სად, როგორ უხმობენ?
ა ლ ვ ი ს მ ა თ ქ ვ ა:13. კაცნი ცად უხმობენ,ღმერთები - ცის თაღად,ვანნი - ქართ მქსოველად,ოტუნნი - ზეცადა,ალფნი - სახურავად,სველ სახლად - ჯუჯები.
თ ო რ მ ა თ ქ ვ ა:14. ალვისო, მითხარი, -მწამს, კაცთა სიბრძნისახარ მცოდნე უბადლო -რა ჰქვია მთვარესა,მოკვდავნი რომ სჭვრეტენ,სხვადასხვა მხრეში?
ა ლ ვ ი ს მ ა თ ქ ვ ა:15. კაცთათვის მთვარეა, -ბადროა ღმერთთათვის,ჰელს - მსრბოლი ბორბალი,ჯუჯებთან - სინათლე,თურსებთან - ყარიობი,ალფებთან - ჟამთმზობი.
თ ო რ მ ა თ ქ ვ ა:16. ალვისო, მითხარი, -მწამს, კაცთა სიბრძნისახარ მცოდნე უბადლო -რა ჰქვია ნათელ მზეს,მოკვდავნი რომ ჭვრეტენსხვადასხვა მხრეში?ა ლ ვ ი ს მ ა თ ქ ვ ა:17. კაცნი მზედ უხმობენღმერთები - მნათობად,ჯუჯები დვალინისმეგობრად იტყვიან,ალფინი - ოქროს სალტედ,თურსნი - მოგიზგიზედ,ასნი - უნათლესად.
თ ო რ მ ა თ ქ ვ ა:18. ალვისო, მითხარი, -მწამს, კაცთა სიბრძნისახარ მცოდნე უბადლო -სახელს ღრუბელისასსხვასასხვა მხრეში,სად, როგორ იტყვიან.
ა ლ ვ ი ს მ ა თ ქ ვ ა:19. კაცები - ღრუბლადა,ღმერთნი - წვიმის სასოდ,ვანნი - ქართ სარბევლად,თურსნი - ტენიანად,ჰელს - ჩაჩქნად უჩინრად.
თ ო რ მ ა თ ქ ვ ა:20. ალვისო, მითხარი, -მწამს, კაცთა სიბრძნისახარ მცოდნე უბადლო -ქარსა მას შორმსბოლსასხვადასხვა მხარშივითარ სხელდებენ?
ა ლ ვ ი ს მ ა თ ქ ვ ა:21. კაცთათვის - ქარია,ღმერთათვის - მქროლავი,ასთათვის - ჭიხვინა,თურსთათვის - ზმუილა,ალფთათვის - ხმაურა,ჰელსა ბნელსა - მძვინვარე.
თ ო რ მ ა თ ქ ვ ა:22. ალვისო, მითხარი, -მწამს, კაცთა სიბრძნისახარ მცოდნე უბადლო -ჰაერს მას უძრავსასხვადასხვა მხარეშივითარ სახელდებენ?
ა ლ ვ ი ს მ ა თ ქ ვ ა:23. კაცები - სიწყნარედ,ღმერთნი - მყუდროებად,ვანნი - უქარობად,ოტუნნი - ხვატადა,ალფნი - დღის სიჩუმედ,ჯუჯები - დუმილად.
თ ო რ მ ა თ ქ ვ ა:24. ალვისო, მითხარი, -მწამს, კაცთა სიბრძნისახარ მცოდნე უბადლო -ზღვასა - ნავთა სარბიელს -სხვადასხვა მხარეშივითარ სახელდებენ?
ა ლ ვ ი ს მ ა თ ქ ვ ა:25. კაცნი ზღვად უხმობენ,ღმერთები - წყლებადა,ვანები - ტალღებად,ალფები - სისველედ,თურსნი - თევზთ სავანედ,ჯუჯები - სიღრმედა.
თ ო რ მ ა თ ქ ვ ა:26. ალვისო, მითხარი, -მწამს, კაცთა სიბრძნისახარ მცოდნე უბადლო, -ცეცხლსა მოგიზგიზესსხვადასხვა მხარეშივითარ სახელდებენ?
ა ლ ვ ი ს მ ა თ ქ ვ ა:27. კაცები - ცეცხლად,ასები - ალმურად,ვანები - მხურვალედ,თურსები - შთანთქმად,ჯუჯები - მცხუნვარედ,ჰელსა ბნელს - სწრაფმსრბოლად.
თ ო რ მ ა თ ქ ვ ა:28. ალვისო, მითხარი, -მწამს, კაცთა სიბრძნისახარ მცოდნე უბადლო, -ტყეს, მზარდსა, დაბურულს,სხვადასხვა მხარეშივითარ სახელდებენ?
ა ლ ვ ი ს მ ა თ ქ ვ ა:29. კაცნი ტყედ უხმობენ,ღმერთნი - ველთ ფაფარად.ჰელს - მთათა ნაზარდად.თურსები - შეშად,ალფები - რტოხშირად,ვანები - წკნელებად.
თ ო რ მ ა თ ქ ვ ა:30. ალვისო, მითხარი, -მწამს, კაცთა სიბრძნისახარ მცოდნე უბადლო, -რა ჰქვია ღამესა,ასულსა ნორისას,სხვადასხვა მხარეში?
ა ლ ვ ი ს მ ა თ ქ ვ ა:31. კაცებთან - ღამე დაღმერთებთან - ბურუსი,ასებთან - სიბნელე,თურსებთან - უსხივო.ალფებთან - ძილის მწე.ჯუჯებთან ოცნებისქალღმერთად იტყვიან.
თ ო რ მ ა თ ქ ვ ა:32. ალვისო, მითხარი, -მწამს, კაცთა სიბრძნისახარ მცოდნე უბადლო, -რა ჰქვია ყანასა,სხვადასხვა მხარეშისად, როგორ უხმობენ?
ა ლ ვ ი ს მ ა თ ქ ვ ა:33. კაცები - ყანადა,ღმერთები - მარცვლოვნად,ვანები - ჯეჯილად,ოტუნნი - ხორბალად,ალფები - ალაოდ,ჰელს ლელად უხმობენ.
თ ო რ მ ა თ ქ ვ ა:34.ალვისო, მითხარი, -მწამს, კაცთა სიბრძნისახარ მცოდნე უბადლო, -ლუდსა მას სასმელსასხვადასხვა მხარეშისად, როგორ უხმობენ?
ა ლ ვ ი ს მ ა თ ქ ვ ა:35. კაცები - ლუდადა,ასები - თაფლუჭად,ვანნი - მათრობელად,ჰელსა - თაფლად უხმობენ:თურსნი - წმინდა სითხედ,ძენი სუთუნგისასასმელად იტყვიან.
თ ო რ მ ა თ ქ ვ ა:36. ცოდნა ამოდენა,ერთად თავმოყრილი,მე ჯერ არ მსმენია!მაგრამ მოხერხებით,ჯუჯავ, მე გაჯობე:გათენდა, მზის სხივმამოგისწრო დარბაზში!
სიმღერა სვიპდაგრზე(Svipdagrmâl)
გროას გაღვიძება(Gróagâldr )
Iს ვ ი პ დ ა გ რ მ ა თ ქ ვ ა:1. გროავ, გაიღვიძე,კეთილო დედაო!სულეთის კარებთანვდგავარ და გეძახი!გახსოვს დანაბარი?! -ჟამსა განსაცდლისაშენთან მოვსულიყავ,შენსა სამარესთან.
გ რ ო ა მ თ ქ ვ ა:2. რა გაგჭირვებია,შვილო ერთადერთო?რა ტანჯვა შეგემთხვა,რა დარდი, ნაღველი?რად უხმობ დედასაგულს მიწადაყრილსა,ვინც ცოცხლებს განშორდა,დატოვა სოფელი?
ს ვ ი პ დ ა გ რ მ ა თ ქ ვ ა:3. ავსა, გულბოროტსა,ღჯუ დედინაცვალსა,სურს ჩემი დაღუპა -გაგზავნა შორეთსა,სად ცოცხალს ჯერ არვისფეხი არ დაუდგამს:საცოლის ჩემისაგზათა საძებნელად.
გ რ ო ა მ თ ქ ვ ა:4. ძნელია შენი გზა,შორი და საშიში,გარნა სიყვარულიდასძლევს ყოველივეს;სიმხნე-სიმამაცითსაწადელს მიაღწევ,თუ ბედი მწერელიმოგაგებს წყალობას.
ს ვ ი პ დ ა გ რ მ ა თ ქ ვ ა:5. გრძნებითა შენითა,კეთილო დედაო,გზასა ძნელსავალსაშვილი დაიფარე,დაღუპვა აშორე,ხიფათს განარიდე,ჯერ ახალგაზრდაადა გამოუცდელი.
გ რ ო ა მ თ ქ ვ ა:6. ისმენდე გრძნეულსასიმღერას პირველსა,რანმა რომ ისმინარინდისგან ოდესღაც:მხრებიდან გარდიგდეტვირთი მწუხარების,საკუთარ თავისათვით იქმენ მეშველად,
7. სიმღერას მეორესგიმღერი გრძნებიდა,ძნელსავ გზებზედაყარიბთა მფარველსა:ურდმა შემოგავლოსმტკიცე გალავანი,სადაც რომ შეჩერე,რა გზითაც იარო.
8. გიმღერი მესამეს -მძვინვარე ნაკადთაავსა მრისხანებასიგი აგარიდებს:დაღმა დაექანონ,ჰელსა ბნელს შთაინთქან,დაცხრნენ და დაოკდნენტალღები მძვინვარე.
9. ისმენდე მეოთხეს -ოდეს გულმამაცსაგზად მტერი შემოგხვდესდა გავიწროებდეს,დადრეკს, დაძაბუნდეს,ვერა დაგაკლოს-რა,მოყვრად გარდაგექმნას,კეთილის მსურველად.
10. სიმღერას მეხუთესგიმღერ დაიხსომე -გიხსნას ტყვეობიდან,ოდეს გაგიჭირდეს:გრძნებით დაღს დავასვამაწ შენთა სხეულთა,შევკრავ, შევულოცავ,რომ მყისვე მოგეხსნასხელთაგან, ფეხთაგანხელხუნდი, ბორკილი.
11. ისმენდე მეექვსეს -ოდეს ზღვაგადასულსარისხვად თავს დაგატყდესგრიგალი მძვინვარე,ქარნი და ტალღებიდაცხრნენ, დაგმორჩილდნენ,ნაპირს დაუბრუნდესაღი, უვნებელი.
12. ისმენდე მეშვიდეს -მთებში მგზავრობისასყინვამ და ავდარმავერ დაგაზიანოს:სუსხი და სიცივეშენს ტანს ვერ შეეხოს,ყინვამ ვერ შებოჭოს,ვერ შეჰკრას სხეული.
13. მერვეს შეგილოცავ -მგზავრობა ღამისაგზებსა და ძნელსავალსაგექმნას უვნებელი,დიაცმა ბოროტმაბნელი სამარიდანვნება ვერ მოგაგოს.დადრკეს, დაძაბუნდეს.
14. მეცხრეს შეგილოცავ -სიბრძნით და ცოდნითაოტუნს გაეჯიბრო.მარჯვედ ეპაექრო:შენს აზრს, შენს გონებას,ბაგეს მჭერმეტყველსასიტყვას ეშხიანსაძალა შეემატოს.
15. წადი აწ მშვიდობით,შვილო, ნუ გეშინის,ძალა სიყვარულისგმატებდეს მხნეობას!გრძნებით დაგიმღერე,გზები დაგილოცე,ქვაზედ საფლავისავიდექ შემლოცველი.
16. სიტყვანი დედისაგულში დაიმარხე.გექმნან სასიკეთოდ,მუდამ თან ატარე;ცხოვრების გზებზედამარად დაგიფარავსგრძნება ჩემმიერი,წმინდა სახსოვარი.
II
სიმღერა ფიოლსვიდრზე(Fiölsinsmâl)
1. ბორცვზე შეუპოვრადოტუნის სასახლესუცნობი ჭაბუკიუახლოვდებოდა.
ს ვ ი პ დ ა გ რ მ ა თ ქ ვ ა:ვინ არის ეს გონჯი,ეზოს რომ დარაჯობს,ცეცხლის გალავანითგარშემოვლებულსა?
ფ ი ო ლ ს ვ ი დ რ მ ა თ ქ ვ ა:2. ვინა ხარ? ვის ეძებ?ან რა დაგკარგვია?აქ რისთვის მოსულხარ?მითხარი, თავხედო!უკანვე გაბრუნდინესტიან გზებითა! -უწვევებს, უცნობებსაქ მტრულად ხვდებიან.
ს ვ ი პ დ ა გ რ მ ა თ ქ ვ ა:3. ვინ დგას ეს გონჯიაქ ეზოს დარაჯად,ლანძღვით და გინებითრომ ამკობს სტუმარსა?
ფ ი ო ლ ს ვ ი დ რ მ ა თ ქ ვ ა:4. აქ კეთილ მიღებასამაოდ ნუ ელი,გიჯობს შინისაკენგაბრუნდე უმალვე.სახელმდევს ფიოლსვიდრი,განთქმულვარ ჭკუითა,გარნა მასპინძლობაარა მწამს გულუხვი.დაუპატიჟებელსტუმარს არ ვღებულობ,წადი, გამეცალე,გასწი ჯანდაბისკენ!
ს ვ ი პ დ ა გ რ მ ა თ ქ ვ ა:5. ვინაც ეს სასახლეიხილა ძვრიფასი,საკუთარ სურვილითმას ვეღარ გასცილდეს.აქ ოქროს დარბაზთაელავენ სვეტები,აქა მსურს დავრჩე დავპოვო მოსვენება.
ფ ი ო ლ ს ვ ი დ რ მ ა თ ქ ვ ა:6. ჭაბუკო, მითხარი,ვინა გყავს მშობლები?ვისი მოდგმისა ხარდა ვისი ჯილაგის?
ს ვ ი პ დ ა გ რ მ ა თ ქ ვ ა:7. სახელმდევს ვინდკალდი,ვაჟი ვარ ვალკალდის,ფოლკალდი - სახელიპაპისა ჩემისა.ფიოლსვიდრო, პასუხიმომაგე კითხვებზე -მინდა აწ სიმართლითვუწყოდე ყოველი:ვისია ეს მხარედა ეს სასახლენი,ამა საუნჯეთავინ არის მფლობელი?
ფ ი ო ლ ს ვ ი დ რ მ ა თ ქ ვ ა:8. მენგლოდს სახელდებენქალწულს მას მშვენიერს,ძისაგან სვაფრთორნისშვა იგი დედამა.მისია ეს მხარედა ეს სასახლენი,ამა სუნჯისის არის მფლობელი.
ს ვ ი პ დ ა გ რ მ ა თ ქ ვ ა:9. ფიოლსვიდრო, პასუხიმომაგე კითხვაზე.მინდა აწ სიმართლითვუწყოდე ყოველი:რა ჰქვია ამ ჭიშკარს? -ღმერთთა საუფლოშიმსგავსი რამ კაცთაგანჯერ არივს უნახავს.
ფ ი ო ლ ს ვ ი დ რ მ ა თ ქ ვ ა:10. თრიმგოლს უწოდებენ;სამთა მათ ჯუჯათა,ის უშენებიათ.შეკრავენ, შებოჭენ,ვინც ანჯამებიდანმოხსნა-ჩამოღებასმისას შეეცდება.
ს ვ ი პ დ ა გ რ მ ა თ ქ ვ ა:11. ფიოლსვიდრო, პასუხიმომაგე კითხვაზე,მინდა აწ სიმართლითვუწყოდე ყოველი:რა ჰქვია ამ კედელს?ღმერთთა საუფლოშიმსგავსი რამ კაცთაგანჯერ არვის უნახავს.
ფ ი ო ლ ს ვ ი დ რ მ ა თ ქ ვ ა:12. ჰქვია გასტოპნირი,იგი ლებრიმირისმაგარ სხეულისგანმე თვით ავაშენე;დგას მკვიდრად ნაგებიდა კვლავ იდგომება,სანამ კაცთა მოდგმაიცოცხლებს ამქვეყნად.
ს ვ ი პ დ ა გ რ მ ა თ ქ ვ ა:13. ფიოლსვიდრო, პასუხიმომაგე კითხვაზე,მინდა აწ სიმართლითვუწყოდე ყოველი:რა ჰქვიათ ქოფაკებს,სასახლის მახლობლადხახადაფჩენილნირომ ღრენენ ჭიშკართან?
ფ ი ო ლ ს ვ ი დ რ მ ა თ ქ ვ ა:14. ავთა მათ ქოფაკთასახელებს თუ მკითხავ,ერთს - გიფრსა, მეორესგერის უწოდებენ,ავნი და ძლიერნისასახლეს იცავენ,ხამს ედგნენ დარაჯადღმერთთა დაუპვამდე.
ს ვ ი პ დ ა გ რ მ ა თ ქ ვ ა:15. ფიოლსვიდრო, პასუხიმომაგე კითხვაზე,მინდა აწ სიმართლითვუწყოდე ყოველი:ვაჟკაცს გულმამაცსათუ ძალუძს იდუმალდარბაზს შეიპაროს,როს სძინავს ქოფაკებს?
ფ ი ო ლ ს ვ ი დ რ მ ა თ ქ ვ ა:16. ოდენ რიგ-რიგობითსძინავთ მათ ქოფაკთაოდითგან, რაც კარებსუდგანან დარაჯად:ერთსა ღამღამობით,მეორეს დღისითა,დარბაზში შეპარვაარ ძალუძს არავის.
ს ვ ი პ დ ა გ რ მ ა თ ქ ვ ა:17. ფიოლსვიდრო, პასუხიმომაგე კითხვაზე,მინდა აწ სიმართლითვუწყოდე ყოველი:საკვებ-სატყუვრითათუ არის შესაძლოცთუნება ქოფაკთადა დარბაზს შეპარვა.
ფ ი ო ლ ს ვ ი დ რ მ ა თ ქ ვ ა:18. დია, არს შესაძლო,თუ ვიდოფნირისაშემწვარ ხორცს, ორ ნაჭერს,მიუგდებ ქოფაკთა:მაშინ შეიძლებაშეპარვა კარებში,როს ლუკმას გერმიელსმსწრაფლ მისცვივდებიან.
ს ვ ი პ დ ა გ რ მ ა თ ქ ვ ა:19. ფიოლსვიდრო, პასუხიმომაგე კითხვაზე,მინდა აწ სიმართლითვუწყოდე ყოველი:ხესა მას რტოგაშლილსვითარ სახელდებენ,ვრცელსა, თვალუწვდენელს,რომ ფარავს ქვეყანას?
ფ ი ო ლ ს ვ ი დ რ მ ა თ ქ ვ ა:20. სახელდევს მიმამედრ,კაცთა არ უწყიანფესვნი, რომლებზედაცხე იგი იზრდება.არც ცეცხლსა, არც მახვილსარ ძალუძს ხისა მისმოსპობა, გახმობადა განადგურება.
ს ვ ი პ დ ა გ რ მ ა თ ქ ვ ა:21. ფიოლსვიდრო, პასუხიმომაგე კითხვაზე,მინდა აწ სიმართლითვუწყოდე ყოველი:რა მოსპობს ხესა მას,თუკი არც მახვილსა,არც ცეცხლსა არ ძალუძსხისა მის დაღუპვა?
. . . . . . . . . . . . . . . . .
ფ ი ო ლ ს ვ ი დ რ მ ა თ ქ ვ ა:22. ნაყოფი ხისა მისცეცხლს ჩადონ მგზნებარეს,როს მშობიარობამისჭირდეთ დიაცთა;გვამშიგან შთენილიგამოსვლად ილტვოდეს -არს ხე სიცოცხლისასასწაულთმოქმედი.
ს ვ ი პ დ ა გ რ მ ა თ ქ ვ ა:23. ფიოლსვიდრო, პასუხიმომაგე კითხვაზე,მინდა აწ სიმართლითვუწყოდე ყოველი:რა ჰქვია მამალსა,ოქროსფრად ელვარს,მჯდომსა მის მაღალსახისა კენწეროზე?
ფ ი ო ლ ს ვ ი დ რ მ ა თ ქ ვ ა:24. ვიდოფნირ სახელდევსმამალს ოქროსფთიანს,მაღალ მიმამედრისრტოთა ბინადარსა;ბევრი საზრუნავისაქმე გაუჩინამამალმან ოქროსმანსურთსა და სინმარას.
ს ვ ი პ დ ა გ რ მ ა თ ქ ვ ა:25. ფიოლსვიდრო, პასუხიმომაგე კითხვაზე,მინდა აწ სიმართლითვუწყოდე ყოველი:სადმე იარაღითუ არის ისეთი,რომელიც ჰელსა ბნელსგაგზავნის ვიდოფნირს?
ფ ი ო ლ ს ვ ი დ რ მ ა თ ქ ვ ა:26. უხმობენ მახვილსამას ჰევატაინად,ლოპტრისგან ნაჭედსამკვდართა საუფლოში;ის რკინის ზანდუკშიჩაკეტა სინმარამ,ცხრა კლიტე დაადო,ძნელად გასაღები.
ს ვ ი პ დ ა გ რ მ ა თ ქ ვ ა:27. ფიოლსვიდრო, პასუხიმომაგე კითხვაზე,მინდა აწ სიმართლითვუწყოდე ყოველი:ძალუძსა ცოცხალიდაბრუნდეს უკანვე,მას, ვინც იმ მახვილისხელთგდებას ეცდება?
ფ ი ო ლ ს ვ ი დ რ მ ა თ ქ ვ ა:28. დია, კვლავ ცოცხალიძალუძს, უკუიქცესის, ვინც იმ მახვილისხელთგდებას ეცდება -თუ იგი საჩუქარს,ხვედრსა მას მცირედთა,ბეჭდებს ოქროისასქალღმერთს მიუბოძებს.
ს ვ ი პ დ ა გ რ მ ა თ ქ ვ ა:29. ფიოლსვიდრო, პასუხიმომაგე კითხვაზე,მინდა აწ სიმართლითვუწყოდე ყოველი:სადმე თუ არსებობსგანძი რამ ძვრიფასი -იმ შუბის სანაცვლოდმიიღოს სინმარამ?
ფ ი ო ლ ს ვ ი დ რ მ ა თ ქ ვ ა:30. ნამგალი ოქროსი -ფრთა ვიდოფნირისა -ძვირფას განძეულადმიართვა სინმარის;გოლიათ ქალისგანსაჩუქრის სანაცვლოდმიიღებ მახვილსა,ფხიანს, სისხლიანსა.
ს ვ ი პ დ ა გ რ მ ა თ ქ ვ ა:31. ფიოლსვიდრო, პასუხიმომაგე კითხვაზე,მინდა აწ სიმართლითვუწყოდე ყოველი:ამ ნათელ დარბაზსავითარ სახელდებენ,ცეცხლით ჯადოსნურითგარშემოვლებულსა?
ფ ი ო ლ ს ვ ი დ რ მ ა თ ქ ვ ა:32. ლირად სახელდებენსასახლეს ნათელსა,ტრიალებს დღედაღამ,ვით შუბის წვერზედა.ოდენ ყურმოკრულადსმენიათ მოკვდავთადიდთა მათ დარბაზთაგანცხრომა, სიმდიდრე.
ს ვ ი პ დ ა გ რ მ ა თ ქ ვ ა:33. ფიოლსვიდრო, პასუხიმომაგე კითხვაზე,მინდა აწ სიმართლითვუწყოდე ყოველი:ვინ მორთო ეს ეზო,ვინ მოავარაყა -ელვარე, ვითარცამზე-პაპანაქება?
ფ ი ო ლ ს ვ ი დ რ მ ა თ ქ ვ ა:34. უნიმ და ირიმ,ბარიმ და ორიმ,ვარმა, ვეგდრაზილმა,დორიმ და ურიმ,დელინგრმა, ატვარდმა,ლოკიმ და ლოდსკალფმამორთეს ეს მიდამოდა მოავარაყეს.
ს ვ ი პ დ ა გ რ მ ა თ ქ ვ ა:35. ფიოლსვიდრო, პასუხიმომაგე კითხვაზე,მინდა აწ სიმართლითვუწყოდე ყოველი:რა ჰქვია ამ მთასა,სადაც საპატარძლოსვხედავ მე საოცარსასულს მშვენიერსა?
ფ ი ო ლ ს ვ ი დ რ მ ა თ ქ ვ ა:36. ლიფაბერგ სახელდევსმთასა მას საკვირველს,ის კურნას სნეულთა,აშუშებს ჭრილობებს.მყის განიკურნებაყოველთა სენთაგან,ვინც იმ მთას აჰყვება,და მწვერვალს მიაღწევს.
ს ვ ი პ დ ა გ რ მ ა თ ქ ვ ა:37. ფიოლსვიდრო, პასუხიმომაგე კითხვაზე,მინდა აწ სიმართლითვუწყოდე ყოველი:რა ჰქვიათ ქალწულთა,რიგად რომ დამსხდარანმენგლოდ ქალბატონისფერხთა სიახლოვეს?
ფ ი ო ლ ს ვ ი დ რ მ ა თ ქ ვ ა:38. ერთს ჰქვია ჰლიფი,ჰლიფთურსა - მეორეს,მესამეს - დიტვართა,შემდგომს - აურბოდა,ფრიდი და ბორთი,ეირ და ბლიდრი -აჰა მათ ქალწულთასახელნი ესე.
ს ვ ი პ დ ა გ რ მ ა თ ქ ვ ა:39. ფიოლსვიდრო, პასუხიმომაგე კითხვაზე,მინდა აწ სიმართლითვუწყოდე ყოველი:ქალწულნი იგინიყველას თუ სწყალობენ -ზვარაკთა მიმტანსა,მსხვერპლთა შემწირველსა?
ფ ი ო ლ ს ვ ი დ რ მ ა თ ქ ვ ა:40. ქალწულნი იგინისწყალობენ ყოველსა -ზვარაკთა მიმტანსა,მსხვერპლთა შემწირველსა;ჰკურნავენ სნელთა,უძლურთ, დავრდომილთა,ჟამსა ავბედობისშველიან მამაცტა.
ს ვ ი პ დ ა გ რ მ ა თ ქ ვ ა:41. ფიოლსვიდრო, პასუხიმომაგე კითხვაზე,მინდა აწ სიმართლითვუწყოდე ყოველი:კაცთაგან ვის ძალუძს -მოკვდავს ბედნიერსამენგლოდის მკლავებზეძილი და განცხრომა?
ფ ი ო ლ ს ვ ი დ რ მ ა თ ქ ვ ა:42. კაცთაგან არასდროსარ ძალუძს არავისმენგლოდის მკლავებზეძილი და განცხრომა,კიდეგან სვიპდაგრის,მზეებრ მბრწყინავისა,ვინც საქმროდ მენგლოდისდათქმულა ოდითგან.
ს ვ ი პ დ ა გ რ მ ა თ ქ ვ ა:43. გააღე კარები,გახსენ ალაყაფი,ვინძლო შენს წინაშეიხილოს სვიპდაგრი;იჩქარე მენგლოდთან,ჰკითხე მშვენიერსა -სვიპდაგრის ცოლობისთუ არის მსურველი.
ფიოლსვიდრი შევიდა მენგლოდთან და თქვა:
44. მენგლოდ, მომისმინე!მოვიდა ჭაბუკი,გამო, მიეგებესტუმარს სასურველსა.ძაღლნი არ უღრენენ,კარნი თვით განიხვნენ,საფიქრებელია,სვიპდაგრი გვესტუმრა.
მ ე ნ გ ლ ო დ მ ა თ ქ ვ ა:45. მაღალსა როკზედათოკით დაკიდებულს,ყორნებმა თვალები,დაე, ამოგთხარონ,თუ სცრუობ, რომ ჩემთანდიდად სასურველი,დიდი ხნის ნანატრიმოვიდა სტუმარი.
მენგრლოდი გამოვიდა სვიპდაგრთან და თქვა:
46. მარქვი, სით მოსულხარ?სად იყავ აქამდე?სახელი რა გქვია?მითხარი სიმართლე!ვისი მოდგმისა ხარ,ვისი გვარ-ტომისა?გიცნო ჭეშმარიტად,თუ ჩემი საქმრო ხარ.
ს ვ ი პ დ ა გ რ მ ა თ ქ ვ ა:47. სახელმდევს სვიპდაგრი,ძე ვარ სოლბიარტრის,შორი გზით მოვედი.გზად მარტომ ვიარე.განაჩენს ურდისასეურჩის ვერავინ -აღსრულდეს, ბედისგანრაც არის დათქმული.
მ ე ნ გ ლ ო დ მ ა თ ქ ვ ა:48. სალამი, ჭაბუკო,დარბაზს შემობრძანდი,მიიღე საცოლისკოცნა სასურველი;სატრფოსთან შეყრის ჟამსზეიმბოს ყოველი,ვისაც ტრფიალებისცეცხლის სწვავს ძლიერი.
49. აქ დიდხანს ვიჯექი,ამ მაღალ მწვერლვაზე,დარდით დასეტყვილი,შენი მომლოდინე.სურვილი აღსრულდა,სევდა განიფანტა -შენ ჩემთან მოხვედი,ტკბილო მეგობარო.
50. ოდითგან მე შენიმწვავდა სიყვარული,შენც ჩემი სურვილი,გტანჯავდა ძლიერი.გათავდა ლოდინი.აღსრულდა დათქმული,აწ ერთად ვიქნებითმარად ბედნიერნი.
II. სიმღერა გმირებზე
სიმღერა ვოლუნდზე
(Völundarkvidha)
მეფე ნიდუდი ცხოვრობდა სვიტოდში. მას ჰყავდა ორი ვაჟი და ერთი ქალი სახელად ბოდვილდი.ცხოვრობდნენ სამნი ძმანი, ძენი ფინების მეფისა. ერთს ერქვა სლაგფიდი, მეორეს - ეგილი, მესამეს - ვოლუნდი. თხილამურებით დადიოდნენ სანადიროდ. მივიდნენ ულფდალირში* და აიშენეს სახლი. იქ არის ტბა, რომელსაც ულფზიარი** ეწოდება. ერთხელ, დილით ადრე, ძმებმა ტბის ნაპირას იხილეს სამი ქალი, რომლეიც სელს ართავდნენ. იქვე, მათ მახლობლად, გედისბუმბულიანი მათი ტანსაცმელი ეწყო. ეს ქალები ვალკირები იყვნენ. ორი მათგანი - ასული მეფე ჰლოდვერისა: ჰლადგურდი, გედივით თეთრი და ჰაროვანი, ყოვლისმცოდნე, ხოლო მესამე - ოლრუნი - ასული კაირ ვალანდელისა. ძმებმა ისინი შინ წაიყვანეს. ეგილმა ცოლად შეირთო ოლრუნი, სლაგფიდმა - სვანფიტი ***, ვოლუნდმა - ალფიტი ****. შვიდი ზამთარი გაატარეს მათ ერთად. შემდეგ კი ვალკირიები საომრად გაფრინდნე და უკან აღარ დაბრუნებულან. მაშინ ეგილი გაემართა ოლრუნის საძებრად, სლაგფიდი - სვანფიტისა, ხოლო ვლუნდი ულფდალირში დარჩა. იგი იყო უგონიერესი მამაკაცთა შორის, რომელთა შესახებაც ძველი თქმულებებიდან გვსმენია. მეფე ნიდულმა ბრძანა შეეპყროთ იგი, როგორც ამის შესახებ აქ არის მოთხრობილი:
1. ქალნი სამხრეთიდან -მხნე ვალკირიები -ტყე-ტყე მოფრინავდნენ,ომის მაძებარნი;გზაში შეისვენეს,დასხდნენ ტბის ნაპირას,სამთა მათ ქალწულთაიწყეს რთვა სელისა.
2. ქალწულმა პირველმა -ოლრუნ მშვენიერმა -ეგილს შემოხვიაბეჭებზე მკლავები;სვანფიტად უხმობდნენდასა მას მეორეს -სლაგფიდის ტრფიალსა;ხოლო დაი მესამევოლუნდს შემოეჭდოკისერზე ანაზდად.
3. დარჩნენ და ცხოვრობდნენმშვიდად და განცხრომითშვიდსა ცივ ზამთარსა,მერვეს - მოეწყინათ,მეცხრეს - კი - დაუდგათჟამი განშორების;უღრან ტყეებისკენგაფრინდნენ ასულნი -ომის მაძებარნიმხნე ვალკირიები.
4. შინ ნადირობიდანდაბრუნდნენ ვოლუნდი,სლაგფიდი, ეგილი -სახლსა ცარიელსა;შეშფოთდნენ, დაიწყესძებნა და წრიალი.ეგილ აღმოსავლეთსგაუდგა ოლრუნსა,სლაგფიდ სამხრეთისკენსვანფიტს დაედევნა.
5. დარჩა ულფდოლუმშივოლუნდი მარტოკა;თვალებით შეამკობდაწითელსა ოქროსა,გრეხსა და ძერწავდამშვენიერ ბეჭდებსა,შინ ელოდებოდაცოლს სახემზიანა,ფირობდა: ვინძლო კვლავდაბრუნდეს უკანვე.
6. შეიტყო ნიდუდმა -ნაირთა ბატონმა,რომ ვოლუნდ მარტოკადარჩა ულფდოლუმში;კაცნი ჩავშნოსანნიგაგზავნა ღამითა -ნამლევ მთვარის შუქზეელავდნენ ფარები.
7. უნაგირებიდანჩამოხტნენ მხედრები,შევიდნენ დარბაზში,გარს მიმოიხედეს,ხრალზე დაკიდულიიხილეს ბეჭდები -შვიდასი ბეჭედიდაეწნა ვოლუნდსა.
8. იწყეს მათ მოხსნა დაკვლავ აცმა ბეჭდების,ააცვეს ბეჭდები,ერთი გადამალეს.მოვიდა ვოლუნდი.მარჯვე მოისარი,შინ ნადირობიდანდაბრუნდა შორი გზით.
9. შეწვა მოესურვამას დათვის ხორცისა;ფიჩხივით აინთოფიჭი გამომხმარი.შეშა ვოლუნდისანიავს გამოეშრო.
10. დაჯდა დათვის ტყავზეალფების თავადი,დათვალა ბეჭდები,სცნა - ერთი აკლია,იფიქრა: დაბრუნდაჰლოდვერის ასული,ალფიტმა აიღობეჭედი იდუმალ.
11. დიდხანს ჯდა ფიქრებში,ბოლოს ჩაეძინა. . .და როს გაიღვიძა,მიხვდა, რომ მომხდარა.ხიფათს გადაჰყრია,საფრთხეს ჩავარდნილა -ხელნი გათოკილნი,ფეხებზე ბორკილი.
ვ ო ლ უ ნ დ მ ა თ ქ ვ ა:
12. "ნეტავ ვინ არიან,აქ რომ თავს დამესხნენ,წარმტაცეს განძი დაშემბოჭეს ხრალითა?"
13. შესძახა ნიდუდმა -ნიართა თავადმა:"მითხარი, ვოლუნდო,ალფების ბელადო,თუ ვით დაეუფლეჩვენს განძს ულფდოლუმში?"
ვ ო ლ უ ნ დ მ ა თ ქ ვ ა:14. "აქ შენ ვერ იხილავტვითსა გრანისასა;მთები რაინისშორს არის აქედან.მახსოვს, ჩვენ საუნჯეგვქონდა უმჯობესიჟამსა მას, როს ერთადვცხოვრობდით თვისტომნი:
15. ჰლადგუდრ და ჰერვორი -ასულნი ჰლოდვერის,კიარის ასული -ოლრუნ მშვენიერი" -
. . . . . . . . . . . . . . . . .
შევდინენ სახლსა მას,დარბაზს გაიარეს,დადგა ფიცარნაგზედა წართქა წყნარადა:"იგი, ვინც ტყით მოდის,ძმობას ვერ გაგიწევს".
მეფე ნიდუდმა თავის ასულს ბოდვილდს მისცა ბეჭედი, რომელიც ვოლუნდის მიერ გაბმულ ხრალის თოკიდან წააძრო, ხოლო თვითონ ვოლუნდის მახვილის ტარება იწყო. მაშინ დედოფალმა თქვა:
16. "კბილებს აღრჭიალებს,ოდეს ჭვრეტს მახვილსა,ოდეს თვის ბეჭედსაბოდვილდს დაუნახავს:თვალებს ურჩხულივითანთებს, აბრიალებს;ნუღარ დააყოვნებთ,მყესნი გადუჭერით,დატოვეთ, დე, იჯდესკუნძულ სევარსტადზე".
ასე მოიქცნენ: ვოლუნდს გადაუჭრეს მყესნი მუხლებქევმოთ და დატოვეს ნაპირთან ახლო მდებარე კუნძულზე, რომელიც სევარსტადად იწოდებოდა. იქ იგი მეფისთვის ჭედდა ყოველგვარ ძვირფას ნივთებს. არავის შეეძლო მისი ნახვა, გარდა მეფისა.
ვ ო ლ უ ნ დ მ ა თ ქ ვ ა:17. "ნიდუდის ქამარზეანათებს მახვილი,ჩემია, ჩემგანვენაჭედი, ფხიანი,მე მივეც სიმტკიცე,ვაწრთე და გავლესე;წარმიღეს, წარმტაცესბასრი და ელვარე,აწ ჩემს სამჭედლოშიის ვეღარ ვიხილო;
18. ბოდვილდი ატარებსაწ ჩემი მეუღლისმარჯნისფერ ბეჭედსა. . .შური ვით ვიძიო!~. . .ძილი არ ახსოვდა,გრდემლს სცემდა უროსა,ნიდუდს უმზადებდასაკადრის საზღაურს.
19. ორთა მათ ყმაწვილთა -ძეთა ნიდუდისა -განძთა სევარსტადისხილვა მოესურვათ.მივიდნენ ზანდუკთან,ითხოევს გაღება,იქ მათ ვერაგობაელოდათ ცბიერი.
20. იხილეს ძვირფასიბევრი განძეული,ბევრი სამკაულიდა ოქრო წითელი.
ვ ო ლ უ ნ დ მ ა თ ქ ვ ა:21. "წადის და ორთავესგელით ხვალ უკანვე,საჩუქრად მიიღებთოქროებს წითელსა!ოღონდ არ გაანდოთმსახურთ და შინაყმებს,არავინ შეიყტოს,რომ ჩემთან იყავით!"
22. მალე, კვლავ, ყმაწვილიძმა ძმას ეძრახა:"ძმაო, გავეშუროთ,ვნახოთ განძეული!"მივიდნენ ზანდუკთან,ითხოვეს გაღება,იქ მათ ვერაგობაელოდათ ცბიერი.
23. ვოლუნდმა თავებიმოჰკვეთა ორთავეს,ფეხნი საბერველქვეშშეჰყარა დაჭრილნი;თავის ქალებისგანთასები გამოჭრა,ვერცხლით შემოჭედა,ნიდუდს გაუგზავნა.
24. თვალთა იაგუნდნიძმათა მათ ყმაწვილთა -ჯილდოდ ნიდუდისაბრძენს დედოფალსა;კბილთაგან ელვარეღილნი გამოჰკვეთა -ბოდვილდს დაუმშვენებსკაბის გულისპირსა.
25. ბოდვილდი მოვიდა -ბზარი აქვს ბეჭედსა,უჩვენა და უთხრა:"მხოლოდ ერთს, შენ ძალგიძსჩემი დახმარეა".
ვ ო ლ უ ნ დ მ ა თ ქ ვ ა:26. "ისე გავამთელოოქრო გაბზარული,ვინძლო კმაყოფილიდარჩეს მამაშენი,მასზე უმეტესადეამოს დედაშენს,შენს გულსაც უსაზღვრომოჰხვდეს სიხარული".
27. ლუდი მოუტანა,ასვა მათრობელა,მერხზე დააწვინა,ბოდვილდს ჩაეძინა."აი, ყველაფრისთვისმე შური ვიძიე,გარდა მის ერთისამძიმე სადარდელის".
28. "ახლა ავფრინდები, -წარმოთქვა ვოლუნდმა, -ფრთებით, ნიდუდისმსახურთ რომ დამაჭრეს".ვოლუნდი სიცილითამაღლდა ჰაერში,ბოდვილმა ქვითინითდატოვა კუნძული:ნაღვლობდა სატრფოზე,მამის ეშინოდა.
29. დგას სახლთან ბოროტიცოლი ნიდუდისა,შევიდა სახლსა მას,დარბაზს გაიარა:ნახა - ის კედელთანისვენებს დამჯდარი:"გძინას, შენ, ნიდუდო,ნიართ მბრძანებელო?"
30. "არა, არა მძინავს,გულს მაწევს ნაღველი,ან რა დროს ძილია -ძენი დამეღუპნენ;დამღუპა მე შენმარჩევამ და თათბირმა!აწ მინდა ულმობელვოლუნდს შევეკითხო".
31."ვოლუნდ, მიპასუხე,ალფების თავადო,როგორ მოაკვდინეშენ ჩემი ვჟები?"
ვ ო ლ უ ნ დ მ ა თ ქ ვ ა:32. "პირველ შემომფიცემტკიცე საფიცარი:გარეწრე ფარისადა ქიმი ხომალდის,ფოლადი შუბისა,ქედი ბედაურის, -რომ არ დაგიღუპავსვოლუნდის მეუღლე,რომ მკვლელი არა ხარშენ ჩემი ცოლისა;ცოლსა მას მეორესჩემსას კარგად იცნობ,იგი შენს დარბაზშიჩემგან შვილს დაბადებს!
33. წადი სამჭედლოში,შენ თვით რომ აშენე,თავებზე გადამძვრალტყავს ნახავ სისხლიანს;თავები მოვკვეთეშენთა ვაჟიშვილთა,ფეხნი საბერველქვეშშევყარე დაჭრილნი.
34. თავის ქალებისგანთასები გამოვჭერ,ვერცხლით შემოვჭედე,ნიდუდს გავუგზავნე;თვალთა იაგუნდნიძმათა მათ ყმაწვილთა -ჯილდოდ ნიდუდისაბრძენსა დედოფალსა.
35. კბილთაგან ელვარეღილნი გამოვკვეთე, -ბოდვილდს გავუგზავნეკაბის შესამკობლად.ბოდვილდი ფეხმძიმედგიზით აწ დარბაზსა -იგი ერთადერთითქვენი ქალიშვილი".
ნ ი დ უ დ მ ა თ ქ ვ ა:36. "სიტყვას უარესსასხვას ვერას მეტყოდი,ვოლუნდ, ვით დაგსაჯო,შური ვით ვიძიო!ვინ არის, ძლიერო,აწ შენი მძლეველი!შენი განმგმირავი,როს მაღლა, ზეცაში,დაფრინავ ღრუბლებთან!"
37. ვოლუნდი სიცილითაფრინდა ჰაერში,ნიდუნდი მიწაზედარჩა დასეტყვილი.
ნ ი დ უ დ მ ა თ ქ ვ ა:38. "ადექი, თაკრადო,მონაო ერთგულო,ქერაწარბებიანბოდვილდს დაუძახე,მყისვე გამოცხადდესმამასთან საუბრად".
39. "სთქვი, თუ სიმართლეა,ბოდვილდ, რაც მიამბეს -თუ იყავ კუნძულზევოლუნდთან ერთადა?"
ბ ო დ ვ ი ლ დ მ ა თ ქ ვ ა:
40. "დია, სიმართლეა,ნიდუდ, რაც გიამბეს:ვიყავ მე კუნძულზევოლუნდთან ერთადა.ნეტამც არ მეწვნიამე იგი საათი!ვერ წინააღვუდექძალას მას ძლიერსა:ქალწულმან უძლურმანვერ შევძელ თავდაცვა.
პირველი სიმღერა ჰელგიზე, ჰუნდინგის მკვლელზე(Helgakvidha Hundingsbona Furri)
1. შორეულ წარსულშიცით ხმობდნენ არწივნი,წყალნი გადმოქუხდნენცადაწვდილ მთებიდან:ჟამსა მას ბრალუნდშიდაბადა ბორგჰილდმაჰელგი გულოვანიდა სულით მაღალი.
2. უკუნი სუფევდა,მოვიდნენ ნორნებიხილვად ყრმის ჩვილისა,დათქმად ბედისწერის:დაუთქვეს საქვეყნოდსახელის მოხვეჭა.გმირთა გმირობა დაკონუნგთა დიდება.
3. ართავდნენ ნორნებიძაფსა ბედისწერის,ბრალუნდში ციხეთაბჭენი ირყეოდნენ;დაგრიხეს გრძეულთადა ძაფი ოქროსიზეცას გამოაბეს,მთვარის დარბაზებსა.
4. მაშრიყს - ერთი ბოლო,მეორე - მაღრიბსა,ძაფით მოუზომესკონუნგს საბრძანისი;სტყორცნეს დამ ნერისმაძაფი ჩრდილოეთსადა ჩრდილო მიწებიცმისცა სამფლობელოდ.
5. გულს დარდი დააწვათდიდებულ ილფინგსადა მისსა მეუღლეს,ჰელგის დამბადებელს:ყორანმა მშიერმამაღალ ხის ტოტიდანგასძახა ყორანსა:"ამბავი შევიტყვე!
6. ძეი სიგმუნდისაჯავშანში ჩამჯდარა,ჯერ ერთი დღისაა,გარდნა მოწიფულა!თვალნი - გამჭრიახნი,მზერა - მეომფრისა,მგლებს ემეგობრება,გვექნება ღრეობა".
7. მსჯელობდა ლაშქარი -გვეზრდება კონუნგი!დრო-ჟამი დაუდგათმეომრებს დიადი:დატოვა ბრძოლა დამეფე თვით მობრძანდა,ხახვი რამ კეთილისძღვნა გმირსა ყმაწვილსა.
8. უწოდა ჰეგელი დამისცა საბრძანისი:ჰრინგსტადირ, სოლფოლი,სენფოლი, სიგარსფოლ,ჰრინგსტოდი, ჰატუნიდა ჰიმინვანგეთი,და გველი სისხლისაძმასა სინფოტლისა.
9. იწყო ზრდა, მოწიფვამოყვასთა სალხინოდხემ კეთილშობილმა,მახვილმა მამაცთა;უხვად მიაგებდაერთგულ მოლაშქრეთაოქროს მონახვეჭსა,ომში ნაშოვარსა.
10. ომს არ აყოვნებდამეფე გულოვანი;თხუთმეტი ზამთრისაშესრულდა თავადი,ოდეს მოაკვდინამამაცი ჰუნდინგი -ვრცელთა მათ მხარეთადა მხედართ მფლობელი.
11. იწყეს სასყიდლისამოთხოვნა სანაცვლოდძეთა ჰუნდინგისთაძისაგან სიგმუნდის;ზრახდნენ შურისგებას -ჯავრის ყრას კონუნგზე,მამის სიკვდილისთვის,ქვეყნის გაძარცვისთვის.
12. არ მისცა თავადმაჰუნდინგის ნაშიერთარცა სასყიდელი,არცა საზღაური;ოდენ თქვა: "ატყდებადიდი ქარიშხალირკინის შუბებისა -შუბლს შეჰკრავს ოდინი"
13. ჩქარობენ მხედარნიმახვილთა კრებაზე,შორს, ლოგაფოლუმში,რომ არის დათქმული;გათავდა, დასრულდამშვიდობა ფროდისა,კუნძულზე დაძრწიანვიდრირი ძაღლები.
14. ზის აარშტაინთან,ისვენებს თავადი,დახოცა ძლიერმაალფი, ეილოფი,ძენი ჰუნდინგისა -ჰორვარდ და ჰერვარდი;ზიმირის შუბებფისმოდგმა ამოწყვიტა.
15. სხივი რამ გამოკრთლოგაფოლუმიდან,ელვა გაიკლაკნა,შუქმა იგიზგიზა:ცას თავჩაჩქიანნიგაეკრნენ ქალწულნი -სისხლიან ჯავშნებით,ელვარე შუბებით,ელვა-მეხს სტყორდნიდნენცით ვალკირიები.
16. დილით, ადრიანად,ბრძოლის ველს გასული,კონუნგი ჰკითხავამამაც ვალკირიებს,თუ სურთ მათ ამაღამშინ გაჰყვნენ მხედრებსა -მათთან დრო ატარონ;ბრძოლა კი გრგვინავდა.
17. ცხენიდან გადმოწვაასული ჰოგნისადა კონუნგს მიმართა(ბრძოლა მყის მიწყნარდა):"ჩვენ სხა რამ მეტი გვაქვსსაქმე, საზრუნავი,ვიდრე უხვ კონუნგთანლუდის სმა, ღრეობა.
18. დათქმა აქვს მამაჩემს -ცოლად მიმათხოვოსმრისხანე მხედარსა -ძესა გრანმარისა;ჰელგი, მომისმინე!ჰოდბროდზე გიამბობ -ავსა მას კონუნგზე,კატათა მოდგმაზე.
19. ხვალ თუ ზეგ თავადიკარზე მოგვადგება,თუ მას შენ საომარადგილს არ უჩვენებ,ან თუ არ წაართმევჩემს თავს მას კონუნგსა"
20. "ისუნგის მკვლელისანურა ნუ გეშინის!მეხი ვარ მტერთათვის,სანამ ვარ ცოცხალი!"
21. მდევარნი აფრინამუნით მბრძანებელმა,ზღვათა და ხმელეთითუხმო საბრძოლველად,უხვი საზღაურიაღუთქვა მხედართა-ოქრო უთვალავიშვილთა და მამათა.
ჰ ე ლ ი გ ი მ თ ქ ვ ა:22. "უბრძანეთ, სასწრაფოდჩასხდნენ ხომალდებში,კუნძული ბრანდეიდატოვონ უმალვე!"იქ ჰედინსეიდანელოდა თავადილაშქართა მოდენას,მხედრობას ურიცხვსა.
23. მყის სანაპიროდანსტაფსნესის კონცხისაოქროთი ნაჭედიდაიძრნენ ნავები;მაშინ შეეკითხაჰელგი ჰორლაიფსა"გინახავს ლაშქართაზვავი უშიშარი?"
24. მიუგო პასუხადყრმამ მან კონუნგმა,რომ რიცხვი არა აქვთკონცხთან ტრონიერისურჩხულისთავიანნავთა უამრავთა,იქ ორვაზუნდიდანლაღად მომცურავთა.
25. "აქ ათას ორასიერთგული მხედარიდა ჰატუნს შეყრილიჯარი ორჯერ მეტი -თავადის ლაშქარი -იმედი ბრძოლისა".
26. შტურმანმა კარვისაკალთა ჩამოხია,რაზმი გამოფხიზლდაგმირთა მეომართა,იხილეს მხედრებმა,რომ გათენებულა,ვარინის უბეშიანძები დაჭიმეს,უცხოდ რამ ნაქარგიდადგეს იალქნები.
27. ნიჩბების ხმაურით,რკინების ჟღარუნით,ფარი-ფარს ძგერებითდაიძრნენ ვიკინგნი;სწრაფად მიცურავდაგუნდი ნავებისა,.ზვირთებს მიაპობდაკონუნგის ლაშქარი.
28. გრგვინვა რამ ისმოდა,როს დები კოლგასიხერხემალს ნავისასერთად აწყდებოდნენ,თითქოს ზვირთაცემისხმა იყო კლდეზედა.
29. ჰელგიმ მყის უბრძანააშვება აფრისა,გაშლა იალქნების;ტალღები უტევდნენმამაც მეზღვაურებს,ეგირის ასულიექადდა დაღუპვასზღვის ცხენთა ფეხმარდთა.
30. ლაშქარს მფარველობდასიგრუნ ვალკირია,ქალღმერთი მამაცი;ნავი ისწრაფოდარანისგან გასხლტომას.რანისა ხელთაგანზღვის ირემს თავდახსნასურდა გრიპალუნდთან
31. ჩამოწვა საღამო,ჰელგი უნაფავარსშეცურდა ბინდბუნდში,მოკაზმულ ნავებით;ძენი გრანმარისაზვერავდნენ მტოის ლაშქარსკლდოვან სვარინსჰაგისმაღალ ფერდობიდან.
32. იკითხა გუდმუნდმა,გმირმა ღირსეულმა;"ვინ არის ბელადი,ლაშქარს რომ მოუძღვის?ვისია ეს ფლოტი,ნაპირს რომ მოადგა?"
33. სინფოტლიმ ანძაზეფარი შეარხია -წითელი, გარს ოქრო,ქობად მოვლებული;იდგა იქ დარაჯადდა მარჯვედ უწყოდაგმირთადმი საკადრიპასუხის გაცემა:
34. "იტყვის საღამოჟამს,როს საზრდო-საკვებზემორეკავ ღორებსა დამოუხმობ ქოფაკთა;"ილფინგნი ომისაჟინით აღგზნებულნი,მაშრიყით მოსულანაქ გნიპალუნდიდან!"
35. იქ ნახავს ჰოდბროდიჰელგის მას კონუნგსა,ვინც ბრძოლის ველიდანარ იცის გაქცევა,ვინც ომში არწივებსაძღებდა ლეშითა.ოდეს შენ კერასთანმხევალთ ეხვეოდი".
გ უ დ მ უ ნ დ მ ა თ ქ ვ ა:36. "სულ დაგვიწყებიაშენ ძველი საგები,აქ გმირებს გინებითრომ ხვდები, თავადო!მგლების საწუწკარილეში რამ გიყლაპავს,გამხდარხარ ძმისმკვლელი,მგლად გადაქცეულხარ -და დაძუნძულებდიყველას საძულველი,შენ ქვათა ყრილებზელოკავდი ჭრილობებს!"
ს ი ნ ფ ო ტ ლ ი მ თ ქ ვ ა:37. "შენ ვარინსეიზეკუდიან ქალადაბოროტ სიცრუისაიყავი მჩხიბავი;ამბობდი: - ჯაშნოსანგმირთა მხედართაგანარ მსურს მამაკაცი,კიდეგან სინფოტლის.
38. იყავს საძულველი,ბოროტ ვალკირიად,ოდინს აუმხედრდიეგზომ გულზვიადი,ეინჰერიებიერთურთს წაეკიდნენშენს გამო, ცბიერო,ვერაგო დიაცო!
39. ცხრა მგელი გადავსხითსაგუნის კონცხზედადა იმა მგლებისამამა მე ვიყავის!"
გ უ დ მ უ ნ დ მ ა თ ქ ვ ა:40. "შენ მამა არ იყავფენრირის მგლებისა,არც მათი უფროსი;მახსოვს რამდენადაც,ადგილს გნიპალუნდსა,თორსნესის კონცხზედა,დაგასაჭურისესთურსების ასულთა.
41. ეგდე ტყეს უდაბურს,გერო სიგეირის,ყურში ჩაგესმოდაღმუილი მგლებისა;ათასი რისხვა დამეხი თავს დაგატყდა,ოდეს შენ ღვიძლ ძმასაგულს ჩაეც მახვილი,სახელი გაითქვიქვეყნად ბოროტებით!"
ს ი ნ ფ ო ტ ლ ი მ თ ქ ვ ა:42."შენ რომ ბრაველირშიეცოლე გრანისა -ჭაკი ალაგმული,რბოლად გამზადილი;მე ვმჯდარვარ შენზედა,დაღლილ-დამშეულზედა მიჭენებიხარკლდოვანი გზებითა".
გ უ დ მ უ ნ დ მ ა თ ქ ვ ა:43. "შენ მაშინ ყმაწვილიიყავ უტიფარი,გულნირ გოლიათისთხებისა მწველავი,შემდეგ კი გომბიოგოლიათებისა -კონკია-ჟღარუნა;პასუხს რას მომაგებ?"
ს ი ნ ფ ო ტ ლ ი მ თ ქ ვ ა:44. "უმალ ფრეკშტაინთანმე შენი ლეშითაყვავთა და ყორანთადავაძღებ მშიერთა,ვიდრე შენს ძუკნეს დაცხენებს გამოვკვებავ;გრისხავდნენ ღმერთები,წაგიღონ ტროლებმა!"
ჰ ე ლ გ ი მ თ ქ ვ ა:45. "უმჯობეს იქნება,მამაცო სინფოტლი,აწ ბრძოლა ფიცხელი,არწივთა სალხინო,ვიდრე უსარგებლოფანტვა სიტყვებისა,დია, სძულთ ერთურთიომებში ბელადებს
46. ცუდანი არიანძენი გრანმარისა,თუმც გმირთა შესახებხმას ითქვას სიმართლე,მოინსჰაიმართანგვიჩვენეს უნარიმათ გამბედაობისდა შუბთა ძგერების".
47. დეზი ჰკრეს ცხენებსა,სვიპუდრ და სვეგიოდრსოლჰაიმისაკენმათ მიაქროლებდნენდანამულ ველებზე,ნისლიან გზებითაცხენთა მათ რბოლისგანიძროდა ხმელეთი.
48. ციხის ალაყაფთანდაუხვდათ თავადი,აცნობეს - ახლოაბელადი მტრებისა,და იდგა ჰოდბროდიიქ თავჩაჩქნიანი,შეხედა მხედრებს დაგულში გაიფიქრა:"რად განრისხებულანჰნიფლუნგნი ნეტავი?"
გ უ დ მ უ ნ დ მ ა თ ქ ვ ა:49. "ნაპირს მოეახლნენ,მსწრაფლ მოაქროლებენნავებს ზღვის ირმებსა,გრძელი ქანდარებიდა გლუვი ნიჩბები,ფარნი - უთვალავნი,ურიცხვი ლაშქარიმხიარულ ილფინგთა.
50. გადმოსხდა ხმელეთზემყის რაზმი თხუთმეტიდა შვიდი ათასიზუნდსა დარჩა მათ გარდა;დადგნენ გნიპალუნდთან,ნავთა საყუდარში,ოქროთი მორთულნიმუქ-ლურჯი ნავები.სად იყო ამდენი!ჩანს, ჰელგი ფიცხელსაომს აღარ აყოვნებს".
ჰ ო დ ბ რ ო დ მ ა თ ქ ვ ა:51. გაჰკურცხლონ ქურანთადიდი თინგისაკენხოლო სპორვიტნირმა -სპაინჰაიდისკენ,მელნირმა, მილნირმამირკვინდს მიაშურონ;შინ არავინ არ დარჩეს,ლაშქარს არ ჩამორჩესკაცთაგან, ვინც იცისმოქნევა მახვილი!
52. უხმეთ მყის ჰოგნისა.ძეთა ჰრინგისათა,ატლისა, ინგვისა,ალფსა მას უფროსსა -სწყურთ ომი ფიცხელი,ბრძოლას ესწრაფვიან,ვოლსუნგთა მხედრობასჩვენ გავანადგურებთ!"
53. ერთად შეიყარნენ,ეჯახნენ ერთურთსაულფშტაინს დაჰკვესესელვარე მახვილთა:
ჰელგი გულოვანი,ჰუნდინგის მომკვლელი,ომსა მას ფიცხელსაიყო იქ პირველი,წინ-წინ მიიწევდაუდრეკ-უშიშარი,ჰქონდა მას კონუნგსაგული უმაგრესი.
54. ცით ვალკირიები,თავჩაჩქნიანები,თავადს მიეშველნენ,ბრძოლა გაძლიერდა;საზრდოს ყორნებისასმგელი იტაცებდა,დაჰქროდნენ ქალწულნიდა წართქვა სიგრუნმა:
55. "ბედნიერ იქნებიდა დიდხანს იმეფებ,შენ, ღირსო კონუნგო,მოდგმაო ინგვისა;შენ ხომ გულმამაციგანგმირე თავადი,მკვლელი მის თურსისა,შიშის დამბადებლის.
56. აწ, ღირსო კონუნგო,შენა ხარ პატრონიოქროს ბეჭდებისა დამდიდარ ქალწულისაც;ბედნიერ იქნები,კონუნგო მფლობელოჰოგნის ასულსიადა ჰრინგსტადირისადა სხვათა მხარეთა;აქ ომი დასრულდა!"
სიტყვანი სიგრდრიფასი
(Sigrdrifumâl)
სიგურდი ავიდა ჰიდარფიალის მთაზე და იქიდან სამხრეთისაკენ ფრაკლანდს გაემართა. მთაზე მან შენიშნა კაშკაშა სინათლე, თითქოს ცეცხლი ენთო და დაფიონი განფენილიყო ცამდე. როდესაც მიუახლოვდა, დაინახა ფართა გალავანი და მასზე - ალამი. სიგურდი შევიდა გალავანში და ნახა, რომ იქ იწვა ჯავშნოსანი ადამიანი და ეძინა. სიგურდმა ჩაფხუტი მოხადა და იხილა, რომ იგი ქალი იყო. ჯავშანი მტკიცეს შემოკვროდა ტანზე, თითქოსდა შეზრდოდა სხეულს. მაშინ მან გრამით* გაკვეთა ჯავშანი საყელოდან დაბლა, აგრეთვე გარდიგარდმო, სახელოებზე და მოხსნა იგი. ქალმა გაიღვიძა, წამოჯდა, შეხედა სიგურდს და თქვა:
1. "რამ გაჭრა ჯავშანი,რამ გამომაღვიძა?ვინ მომხსნა, ნეტავი,ბორკილი რკინისა?"
მ ა ნ უ პ ა ს უ ხ ა:"ძემან სიგმუნდისა;ახლახან კეპავდახორცს ყორანთ სალხინოდსიგურდის მახვილით".
ქ ა ლ მ ა თ ქ ვ ა:2. "ხანგრძლივ მძინებია,ხანგრძლივი ძილითა,გრძლად ჩანან ტანჯვანი!ბრალია ოდინის,რომ არა ძალმიძდამორევნა ძილისა".
სიგურდი დაბლა იჯდა და მას სახელი ჰკითხა. მაშინ ქალმა აიღო თაფლით სავსე რქა და მიაწოდა მას სასმელი მახსოვრობისა.
ქ ა ლ მ ა თ ქ ვ ა:3. "დიდება დღესა დადიდება დღის შვილრთა!ღამეს, ღამის ასულს!გვედრებთ, გადმოგვხედოთმოწყალე თვალითა,მოგვცეთ გამარჯვება!
4. იდიდეთ, ღმერთნო, დაიდიდეთ, ღმერთქალნო!მიწავ, მადლიანო!სიტყვა და გონება,ხელნიც მკურნალნიმოგვაგეთ ჯილდოდა!"
ქალმა თავისთავს სიგრდრიფა უწოდა, იგი ვალკირია იყო. ის მოჰყვა ამბავს, რომ ერთმანეთს ეომებოდა ორი კონუნგი: ერთს ერქვა ჰიალმგუნარი, იგი მაშინ მოხუცი იყო და დიდი მეომარი; ოდინმა აღუთქვა მას გამარჯვება; მეორეს აგნარი ერქვა; იგი იყო ძმა აუდასი და არავის სურდა მისთვის მფარველობა გაეწია. სიგრდრიფმა ჰიალმგუნარი დაღუპა ომში, ხოლო ოდინმა შური იძია სიგრდრიფაზე - საძილე ეკალი უჩხვლიტა მას და დაუთქვა, რომ იგი ომში ვერასოდეს ვეღარ გაიმარჯვებდა და უნდა გათხოვილიყო. * "მაგრამ მე მივუგე, რომ აღთქმა მაქვს დადებული - არ გავყვე ცოლად არც ერთ მამაკაცს, რომელმაც იცის, რა არის შიში".
სიგურდი სთხოვს სიგრდრიფას - ასწავლოს მას სიბრძნე, რამეთუ ვალკირიამ უწყის ყოველი - საქმეი ქვეყნისა.
ს ი გ რ დ რ ი ფ ა მ თ ქ ვ ა:5. "ჯავშანთა თინგისაიფანს მივაწოდებ.სასმელს, აღმავსებელსძალით და დიდებით;გრძნეულ სიმღერებით,კეთილ შელოცვებით,ხალისით, გზნებითა.
6. თუ გსურს გამარჯვება.გამარჯვებებისარუნებს ამოჰკვეთდემახვილის ტარზედა;ჭდედ ორგზის დაადესახელი თირისა.
7. რუნები ლუდისასცან - ვერას დაგაკლებსსიცრუე დიაცთა;რქაზე ამოჰკვეთე,ხელზე აიხაზე,"ნაუდ" ფრჩხილს გეხატოს.
8. დალოცე სასმისი,აავსე სასმელით,შიგ ხახვი ჩააგდე;სამსალას გრძნეულსა,შხამსა მას ჯადოსნურსვერ შეგატყუებენ.
9. რუნები შობისასცან, მშობიარეთაშველა თუ გეწადოს!ნებსა ამოჰკვეთე,მაჯას შემოიკარ -დისნი გემწყალობონ.
10. რუნებს ქარიშხლისაჩასწვდი, რომ ღელვის ჟამსმწედ იყო ხომალლდთა;ქიმზე ამოჰკაწრე,საჭეზე ამოსჭერ,ნიჩბებზე ამოსწვი,დაე, ზღვა ღელავდეს,ნაპირს დაუბრუნდესაღი, უვნებელი.
11. რუნებს სამკურნალოს,წყლულთ სააქმიმოს,ჩასწვდი, დაეუფლე;ხეზე ამოჰკვეთემხარეს აღმოსავლეთს,სად ტოტნი დახრილან.
12. ჩასწვდი სამართლისარუნებს, რომ ბოროტთაწყენა ვერ მოგაგონ;მათ მოიპოვებენ,თხზავენ და ხლართავენ,კრებენ და ადგენენთინგზე, სად სამართალსმართლმსაჯულებითაგანსჯის ჯამაათი.
13. ჩასწვდი, ამოიცანრუნები აზრისა,ჰროფტმა ამოიცნო,ჩასწვდა, ამოკვეთატენისგან, რომელიცჰრაიდრაუპნირისტვინიდან ოდესღაცდა ჰოდროფნირისარქიდან ჩამოდინდა.
ფ ა ფ ნ ი რ მ ა თ ქ ვ ა:
14. მთას იდგა მახვილით,თავზე მუზარადით,თავმან მიმირისმანთქვა სიტყვა პირველი,და იყო სიტყვა ისბრძნული და მართალი.
15. დაე, სინათლისაღვთის ფარს დაექარგონ,ალსვინის ქაჩაჩსა,არვაკის ყურებსა,როგნირის ეტლისაბორბალს ამშვენებდნენ.,სლეპნირის კბილებს დამარხილის ჩახსაკრავს.
16. თათსა ძუ დათვისადა ბრაგის ენასა,ბრჭყალსა მას მგლისასა,ნისკარტს არწივისა,ფრთებსა სისხლიანსა,ბოლოს ხიდისასა,ნებსა მეანისა,კვალსა მას მეშველსა.
17. ბროლმინას, ოქროსა,ბაზმანდ-ავგაროზსა,ღვინოს და ალაოს,სკამთა სალხინოთა,გუნგნირის რკინისა,გულმკერდს გრანისასა,ნორნების ფრჩხილებს დანისკარტს ბუკიოტის.
18. ყველა ამოფხიკეს,სასმელს შეურიეს -თაფლსა მას წმიდასა;დაჰყვეს, დაუგზავნეს:მოდგმას ასებისა,ალფების ჯილაგსა,ვანთა გამჭრიახთადა კაცთა გვარტომთა.
19. ესენი არიანრუნები წიგნისა,შობის, ძლიერებისდა ლუდის რუნები,იცან, ნუ აურევ,ნუ დააზიანებ,ცოდნით მოიხმარე,ღმერთთა მათ სიკვდიმდეგექმნან ავგაროზად.
20. ახლა რას აირჩევ,მახვილის პირისაჭადარო, ძლიერო,გაქვს რამე სათქმელი,თუ გიჯობს იყუჩო?ბედისგან დათქმულაჭირი ყოველგვარი".
ს ი გ უ რ დ მ ა თ ქ ვ ა:21."არსად ვარ გამქცევი,თუნდ სიკვდილს ვხედავდე,მხდალად არ ვშობილვარ,კეთილნი რჩევანიშენნი მეხსომებასიკვდილის პირამდე".
ს ი გ რ დ რ ი ფ ა მ თ ქ ვ ა:22. "გირჩევ, უპირველეს -ნათესავთ ნუ უმტრობშური არ მიაგო,თუნდ თვით წაგეკიდონ:ესე სიკვდილის ჟამსგექმნას სასიკეთოდ.
23. ისმენდე მეორეს -განზრახ ცრუ ფიცითაარავის შეჰფიცო:ისჯება სიმუხთლე,წყეულ არს დამდებიცრუთა მათ აღთქმათა.
24. ისმენდე მესამეს -თინგზე უგუნურთანდავა არ გამართო;გეტყვის ავ სიტყვებსა,ვითარცა სჩვევიათბრიყვთა, უმეცართა.
25. გარნა სულ დუმილიცპასუხად არ ვარგა,მხდალი ეგონებით,ცილსა დაგწამებენ;ცუდ სახელს უფრთხილდი,ერიდე მარადჟამს;ცრუ და მოღალატემოჰკალ, სახვალიოდმით მოსპობ სიცრუეს.
26. ისმენდე მეოთხეს -ავსა კუდიანსაგზად თუ შეეყარო,მყისვე განერიდე,ღამის გასათეავდმასთან ნუ დარჩები,
27. ხამს მზერა ფხიზელი,თვალნი გამჭრიახნიფიცხელსა ბრძოლაში;გზისპირა ავსულნიმხედართ უჩლუნგებენმახვილს და გონებას.
28. ისმენდე მეხუთეს -როს ქალთა ლამაზთაიხილავ, გახსოვდეს,ძილი არ გაგიკრთეს,ხვევნითა, კოცნითალამაზთ ნუ აცდუნებ.
29. ისმენდე მეექვსეს -ჟამსა ღრეობისთუ ატყდა ყაილა,მთვრალმა არ იჩხუბო,გახსოვდეს, სიმთვრალეგონების მტერია.
30. ლუდიც, სიმღერებიცბევრს უბედურებადექცა, სავალალოდ:ბევრნი დაიღუპნენ,ჩაცვივდნენ ფათერაკს,ურვა ხვდათ წილადა.
31. ისმენდე მეშვიდეს -მამაცთა დავა დამტრობა თუ აგიტყდა,გარეთ შეეჯახე,შენს ოჯახს ნუ გახდიბრძოლის სარბიელად.
32. ისმენდე მერვესა -ბოროტს განერიდედა რუნებს ცბიერსა;ნაკრძალ სიყვარულისქსელში ნუ გააბამქალწულთ, ნურც ქმრიანთა!
33. ისმენდე მეცხრესა -მკვდარს სადაც წააწყდე,მიწას მიაბარე,სენით დაცემული,ომში განგმირული,თუ წყალში დამხრჩვალი.
34. განბანე ცხედრისათავი და ხელები.თმები დაუვარცხნე:კუბოს ჩაასვენე,უსურვე სიმშვიდისძილი, განსვენება.
35. ისმენდე მეათეს -გახსოვდეს, არასდროსმგლის ფიცს არ ერწმუნო,მოუკალ ძმაი თუმამა განუგმირე:შვილი მგლად იქცევა,შეგხვდეს - არ დაგზოგავს.
36. წყენას, მრისხანებას,მტრობას არა სძინავთ,ჭკუა და მახვილისჭირდება კონუნგსა,რომ ხალხში ყოველთვისის იყო პირველი.
37. ისმენდე დასასრულს -უფრთხილდი მეგობრისშურსა და ღალატსა;ვეჭვ, კონუნგს ხანგრძლივიეწეროს სიცოცხლე -მრავლდება მზაკვრობა".
ნაწყვეტი სიმღერისა სიგურდზე
(Brot of Sigurdharkvidhu)
ჰ ო გ ნ ი მ თ ქ ვ ა:1. "მარქვი, ო, გუნარო,ძეო გიუკისა,ბოროტგანმზრახველთარიცხვში რად ერევი?რა სოდა სიგურდმადა რა დაგიშავა,რად გინდა მამაცსამოუსპო სიცოცხლე?"
გ უ ნ ა რ მ ა თ ქ ვ ა:2. "სიგურდმა დამიდოაღთქმა-საფიცარი,აღთქმა-სფიცარიყველა დაარღვია:მუხთლად მომაღორა,თუმც ედო ვალადაფიცის არგატეხა,აღთქმის ასრულება".
ჰ ო გ ნ ი მ თ ქ ვ ა:3. "ბრუნჰილდმა ბოროტმა,ბოროტგანმზრახველმა,რისხვა უკეთურიგულში ჩაგინერგა!შურს მას, რომ გუდრუნიშეირთე ცოლადა,არა სურს - გუდრუნთანიყო ბედნიერი".
4. ზოგნი მგელს ხრაკავდნენ,სხვანი კი - გველებსაჭრიდნენ და კეპავდნენ;ზოგი გულბოროტადიღებდა ყორნის ხორცსდა გოთორმს აწვდიდა,რომ მას ბრძენ კონუნგზეხელი აღემართა.
5. გარედგა გუდრუნი -გიუკის ასული -და წართქვა სიტყვანიმან ესევითარნი:"სად არის სიგრუდი -მხედართა ბელადი,წინ-წინ რად მოდიანჩემნი ნათესავნი?'
6. ჰოგნიმ უპასუხამართ ოდენ მარტომან:"მოვკალით, მახვილითავკუწეთ სიგურდი;'ცხედრის წინ თავს ხრიდაცხენი ნაცრისფერი".
7. მაშინ თქვა ბრუნჰილდმა,ასულმან ბუდლისა:"ქვეყნებს და იარაღსჰფლობდეთ აწ სვიანად,ქვეყნად მათ სიგურდიარვის დაუთმობდა,რომ მეტხანს დასცლოდასიცოცხლე კონუნგსა.
8. არა ეგებოდა -გიუკის სამკვიდროს,გოთების მხარეში,სიგურდს ებატონა,თუ ხუთი ვაჟკაციგაზარდა გიუკიმ-მხედარნი მცოდნენისამეფო საქმეთა".
9. თქვა და გულიანადისე გაიცინა,რომ მთელი სასახლისშეირყა კედლები:"დიდხანს ჰპატრონობდეთხმალსა და ქვეყნებსა, -რამეთუ ძლიერსასძლიეთ თქვენ თავადსა!"
10. მიუგო გუდრუნმა -გიუკის ასულმა:"ავსა უსამართლოდაუბნებ ენასა!წყეულ არს გუნარი -მკვლელი სიგურდისა!კონუნგის დამღუპველსმიჰხვდეს შურისგება!"
11. რაინის სამხრეთითდაღუპეს სიგურდი,მკვლელთ ხიდან ხმამაღლადასჩხავლა ყორანმა:"თქვენს სისხლში შეღებავსატლი ორლესულებს,ფიცვერცხლის გატეხადაგამხობთ მუხანათთ".
12. გვიან საღამომდესვამდნენ, ნადიმობდნენ,ღრეობდნენ, სალხინოსიტყვებს აკვესებდნენ;დაწვნენ, დაიძინესმშვიდად, უდარდელად,მათგან ერთს - გუნარსადიდხანს არ ეძინა.
13. ფეხს არ ასვენებდა,ბორგავდა, ფიქრობდა,ლაშქართა მრბეველი:ტყეში რა იუბნესარწივმა, ყორანმა, -როს ძმები შინისკენმშვიდად ბრუნდებოდნენ?!
14. ბრუნჰილდმა, ქალწულმა,ასულმა ბუდლისა,ასულმა კონუნგისადრე გაიღვიძა:"გინდათ თუ არ გინდათ -არ ძალმიძს ვიყუჩო,ან გამცნობთ ნაღველსა,ან დარდით მოვკვდები!"
15. სმენად გადაიქცნენუეცრად ყველანი -ვერ მიხვდნენ, რა მოხდა,ქალს რა დაემართა.რა მოსდის, ტირილითრად ამბობს იმაზე,რასაც ის სიცილითურჩევდა გმირებსა!
ბ რ უ ნ ჰ ი ლ დ მ ა თ ქ ვ ა:16. "ავი რამ სიზმარიმესიზმრა, გუნარო:ციოდა დარბაზში,საწოლშიც ციოდა,შენ კი მოწყენილიმიჰყავდით, თავადო,მტრის მხედრებს -ტყვედქმნილიდა ბორკილგაყრილი;ახდება სიზმარი -უნდა დაიღუპოსჯილაგი ნიფლუნგთა"ფიცის გამტეხელთა!
17. გუნარო, ხომ გახსოვს,თქვენ ნიშნად ძმობისასისხლი შეურიეთ -შეჰფიცეთ ერთმანეთს!შენ მას სიკეთისთვისბოროტი მიაგე -მეგობარს ერთგულსა,მოძმეს გულმამაცსა.
18. მან კი საფიცარიმტკიცედ აღასრულა,ოდეს დასანიშნადჩემთან ბრძანდებოდა,გმირმა არ გატეხააღთქმა მის მიერი,ფიცი მოცემულიშენდამი, კონუნგო.
19. დაასო მახვილიკონუნგმა ბრწყინვალემჩემსა და მას შუაჩვენსა სარეცელზე -ოქროთი ნაქარგიდა ცეცხლში ნაწრთობი,ბასრი, შხამიანი,შხამში გავლებული".
აქ, ამ სიმღერაში მოთხრობილია სიგურდის სიკვდილის შესახებ და ნათქვამია, რომ იგი გარეთ მოკლეს. მაგრამ ზოგნი ამბობენ - იგი საწოლში მოკლესო, მძინარე*. გემანელები კი ირწმუნებიან: ტყეში მოკლესო.** ხოლო "ძველ სიმღერაში გუდრუნზე" ნაამბოია: სიგურდი და გიუკის შვილები თინგზე მიემგზავრებოდნენ, როცა სიგურდი მოკლესო. მაგრამ ყველანი ერთხმად აღიარებენ, რომ მკვლელებმა უღალატეს მას და თავს დაესხნენ მწოლარეს, თავდაცვისათვის მოუმზადებელს.
პირველი სიმღერა გუდრუნზე
(Gudrunarhvidha fursta)
გუდრუნი იჯდა სიგურდის ცხედართან. იგი სხვა ქალებივით არ ტიროდა, თუმცა დარისაგან გული უსკდებოდა. ქალები და კაცები მიდიოდნენ, რათა ენუგეშებინათ იგი, მაგრამ ეს იოლი საქმე როდი იყო.ამბობდნენ, ვითომ, გუდრუნს ეგემნა ფაფნირის გული და ამის გამო ესმოდა ფრინველთა ენა.აი, კიდევ რა შეუთხზავთ გუდრუნზე:
1. სიკვდილს ნატრულობდაბედშავი გუდრუნი,სიგურდის ცხედართანრომ იჯდა მწუხარე;ხელებს არ იმტვრევდათავში არ იცემდა,მოთქმით არ ტიროდასხვათა დიაცთაებრ.
2. კრძალვით მოდიოდნენბრძენი იარლები -სევდა გუდრუნისასურდათ განეფანტათ;ცრემლი არ სდიოდაგუდრუნს გაოგნებულს,დარდით და ნაღველითგული უსკდებოდა.
3. გუდრუნის პირდაპიროქროთი ბურვილიიარლით ცოლებიისხდნენ მგლოვიარედ;მათგან თვითეულისევდას საკუთარსასიმწრით იხსენებდა,ამბად მოყვებოდა.
4. თქვა გიაფლაუგმა -დამან გიუკისმან:"ხუთი ქმრის უდროოდმიწაში დამმარხავს,მომიკვდა სამი და,სამი ვაჟიშვილი,დაა ორი ასული;რვა ძმა დამეხოცა,დავრჩი მარტოდმარტო!"
5. ცრემლი არ სდიოდაგუდრუნს გაოგნებულს -დაღუპვა ჭაბუკის,სიკვდილი კონუნგის,სევდა უმძიმესილოდად დასწოლოდა.
6. წარმოთქვა ჰერბორგმა,ჰუნთა დედოფალმა:"უფრორე მძიმეაჩემი სადარდელი -შვილნი დამეღუპნენ,შვიდნი ვაჟიშვილნი,სამხრეთის ბრძოლებში:ქმარიც იქ მომიკლეს.
7. დედა-მამა, ოთხი ძმაგრიგალმა იმსხვერპლა,ზღვამ შთანთქა მრისხანემ;ავმა ქარიშხალმა,ტალღამ მოთარეშემ -ჩაძირეს ხომალდი.
8. მე თვითონ დავმარხე,თვითონ მოვუარე,ტანთ თვითონ ჩავაცვიმკვდართა მათ ძვირფასთა;ნახევარწლეულშიდავკარგე ყველანი,არსაით, არვისგანარ მქონდა ნუგეში.
9. ჟამსა მას მე თვითონმტერს ტყვედ ჩავუვარდი,ექვსი თვის მანძილზევიწვნევდი მონობას;მე, მონა-მოახლე,კონუნგის მეუღლესდილით ტანს ვაცმევდი.ვაწვდიდი ფეხსაცმელს.
10. მეტად ეჭვიანიმყავდა ქალბატონი,ავად მეპყრობოდა,მცემდა მაგინებდა;ქალი უარესიარსად არ მინახავს,კონუნგს უკეთესსაარსად შევხვედრივარ!"
11. ცრემლი არ სდიოდაგუდრუნს გაოგნებულს:სიკვდილი ჭაბუკის,დაღუპვა კონუნგის,დარდი უმძიმესილოდად დასწოლოდა.
12. წარმოთქვა გულრანდმა -გაუკის ასულმა:"თუმცა, დედობილო,გიქებენ სიბრძნესა,ცოლსა ახალგაზრდასმით ვერ ანუგეშებ,დე, თვალით იხილოსმან მკვდარი კონუნგი!"
13. ადგა და სუდრააჰხადა ცხედარსა,საური გაშალაგუდრუნის ფეხებთან:"შეხე შენს სატრფოსა,მიდი, ეამბორე,შეხვდი, მოეხვიე,ვით ცოცხალს ჰხვდებოდი!"
14. შეხედე გუდრუნმამკვდარსა მას კონუნგსა,თმასა სისხლშემხმარსა,სისხლით შეღებილსა,თვალთა მათ ჩამქრალთა,შუქთა დაშრეტილთა,მახვილით გაპობილმკერდს - გულის ფიცარსა.
15. შეჰკივლა და მიწასდაემხო გუდრუნი:თმები გაეწეწა,ღაწვნი დაუწითლდნენ,თვალთაგან მუხლებზეცრემლმა ითქრიალა.
16. ატირდა გუდრუნი,გიუკის ასული,ცრემლისა ნაკადმაზღურბლი დაასველა,ეზოში ყიყინიატეხეს ბატებმა-გუდრუნის ფრთოსნებმაციგრძნეს განსაცდელი.
17. მაშინ თქვა გულრანდმა -გიუკის ასულმა:"დაო, სიყვარული,ტრფობა თქვენიმერისხვათა სიყვარულთაქვეყნად აღემატა!ვუწყი, ფრთეს კვეცავდაშენი აღტაცება,ოდეს შენს მახლობლადსიგურდს ვერ ხედავდი!"
18. წარმოთქვა გუდრუნმა -გიუკის ასულმა:"გიუკის ვაჟებშიეგრე ჩნდა სიგურდი,ვითარცა ლერწამი,შამბში ამართული,ვითარცა ელვარელალი რამ ძვირფასიმოჩანს ამბარჩაზე,სხვა ქვებში ჩამჯარი!
19. მე ისე მიცქერდნენკონუნგის მხედრები,ვითარცა ოდინისქალწულთა მამაცთა;დავჭკნი აწ, ვითარცაფოთოლი საბრალოდა ესე მომაგომე მისმა სიკვდილმა.
20. სკამზე ვერ ვიხილოაწ, ვერც სარეცელზედა ესე ბრალად სდევთგიუკის ვაჟებსა;ძენი გიუკისამექმნენ დამღუპველად.აწ ცხარე ცრემლსა ღვრისდაი მათი, ბედშავი!
21. დე, თქვენი ქვეყნებიისე განიძარცვოს,როგორც თქვენ გასტეხეთაღთქმა-საფიცარი;ოქრო არ მოგეგოსსიკეთე, გუნარო,ეგე სამკაულნიგექმნან დამღუპველად.შენ ხომ ერთგულებაშეჰფიცე სიგურდსა!
22. იდგა სიხარულიჩვენს ციხე-ქალაქშიჟამსა, როს სიგურდიკაზმავდა გრანისა,როს ბოროტ ბრუნჰილდთანმისსა დასანიშნადდღესა მას, დაწყევლილს,მიემგზავრებოდა!"
23. წარმოთქვა ბრუნჰილდმა -ასულმან ბუდლისა:"დაე, დაეხოცოს,გაუწყდეს ქმარ-შვილი,ვინაც შენ ცრემლებიმოგგვარა, გუდრუნო,და ჭავლი სიტყვისავინაც დაგიბრუნა!"
24. წარმოთქვა გულრანდმა -გიუკის ასულმა:"იყუჩე, მზაკვარო,კაცთა საძულველო!დაღუპვა გმირებისშენ გადევს ცოდვადა,დიაცო ბოროტო,ბედისგან დევნილო,შვიდთა მათ კონუნგთადარდო, სატკივარო,ქმართა ბედნიერთა(შხამო) დამღუპველო!"
25. მაშინ თქვა ბრუნჰილდმა -ასულმან ბუდლისა:"ატლიმ დაგვატეხათავს უბედურება -ბუდლისგან შობილმა,ძმამან ბრუნჰილდისმან,
26. ოდეს ჩვენ, ორთავემ,ჰუნთა სასახლეშივიხილეთ სიგურდი,ოქროში ჩამჯდარი;მას ძვირად დაუჯდაიგი მაჭანკლობა,მე კი საუკუნოდმექმნა დამღუპველად!"
27. სვეტთან აღიმართა,ძალ-ღონეს იკრებდა,იწვოდა ბრუნჰილდი -ასული ბუდლისა,თვალებს აელვებდა,შხამსა ისუნთქავდა,როს მკვდრისა სიგურდისუმზერდა ჭრილობებს.
გუდრუნი ტყეში გაიჭრა, იქიდან - უდაბნოში, დაბოლოს დანიას მიაღწია და იქ, თორასთან - ჰაკონის ასულთან - დაჰყო შვიდი ნახევარწლეული. ბრუნჰილდს სიგურდის სიკვდილის შემდეგ სიცოცხლე აღარ უნდოდა. მან უბრძანა, დაეხოცათ მისი რვა მონა და ხუთი მონა ქალი. შემდეგ თვითონაც მახვილი დაიცა და სასიკვდილოდ განიგმირა, როგორც ამის შესახებ მოთხრობილია მოკლე სიმღერაში სიგურდზე.
მესამე სიმღერა სიგურდზე, ფაფნირისმკვლელზე
(Sigurdhkvidha Fafnisbana Tridja)1. ოდესღაც სიგურდი,გმირი მეომარი,ჭაბუკი ვოლსუნგიესტუმრა გიუკის;მან ფიცი მიიღოძმათა ორთავეთა -მხედართა მამაცთააღთქმა-ერთგულების.
2. მისცეს მას განძი დასაცოლე ლამაზი -ქალწული გუდრუნი -გიუკის ასული;ლხინი და გართობაჰქონდათ იქ ხანგრძლივიგიუკის ვაჟებს დამზეჭაბუკ სიგურდსა,
3. სანამდე ბრუნჰილდთანმისსა დასანიშნადგაემგზავრებოდნენ;თან გაჰყვათ სიგრუდიც -ჭაბუკი ვოლსუნგი.გმირს რომ შეძლებოდა,თვითონ შეირთავდა,ქალწულს მას ცოლადა!
4. სიგურდ სამხრეთელმაქალსა და თვის შორისმახვილი შიშველიდადო სარეცელზე;არცა უკოცნიაქალისთვის ვაჟკაცსა,არცა მოხვევიაქალს ჰუნთა კონუნგი,გიუკის ძისათვისიცავდა ქალწულსა.
5. უმწიკვლო, უზადოჰქონდა გმირს, სიცოცხლე -სიგურდს არ ეწვნიადაცინვა ბედისა;შიში, შეჭირვება,დია, არ უწყოდა,გარნა გზა შეუკრესმრისხანე ნორნებმა!
6. იჯდა საღამო ხანსსახლის წინ ქალწული,ფიქრებს არ მალავდადა წარსთქვა შეხმობით:"ვინძლო ვეხვეოდეგმირსა მას ჭაბუკსა,თუ ჩემი არ გახდეს,ჩემგან განიწიროს.
7. ვთქვი ესე სიტყვანიდა შემდეგ ვინანებ:ის გუდრუნს შეირთავს,მე გუნარს გავყვები,ნორნებმა დაგვითქვესდარდი, განსაცდელი!"
8. ხშირად, საღამო ხანს,თოვლსა და ყინვაში,შხამგესლით აღსავსედადის ის მარტოკა,ოდეს სარეცელზეგუდრუნთან სიგურიწვება და ეხვევამეუღლეს საყვარელსდა ტკბება ალერსითჰუნების კონუნგი.
9. "მე არცა ქმარი მყავს,არც მაქვს სიხარული,რისხვითა ჩემითაშევქმნი ჩემს სიხარულს!"
10. შხამი ბოროტებისგულში ჩაეჭვეთა:"მალე, საუკუნოდ,დაჰკარგავ, გუნარო,ჩემს თავსა, ჩემს ქონებას,ჩემს მდიდარ სამკვიდროს,მე ბედნიერებავერ ვპოვო შენთანა!
11. წავალ, დავბრუნდები,საითაც მოვსულვარ -ჩემს ნათესავებთან,ადრე რომ ვცხოვრობდი;დან იქვე დავრჩები,მათთან, სიკვდილამდე,თუ შურს არ იძიებ -არ მოჰკლავ სიგურდსა,სიგურდის უმეტესთუ ვერ ამაღლდები!
12. შვილი მამის კვალზე,დაე, გაემგზავროს!ცოცხალს ნუ გაუშვებლეკვსა მას მგლისასა!მალე შერიგებახდება მოსისხართა,თუ შვილი ცოცხლებსიაღარა სწერია".
13. წაეღო გუნარიფიქრსა მას მწარესა,მთელი დღე მდუარედიჯდა ნაღვლიანი:ვერ გადაეწყვითა,თვისდა საკადრისადროგორ ემოქმედნა,რა გზას დასდგოოდა -ვით ხამდა ჩარევამისი ამ საქმეში, -რამეთუ უწყოდა -დაღუპვა ვოლსუნგისიყო საშინელიდა თავზარდამცემი.
14. და დიდხანს ფიქობდადარდით დასეტყვილი:სად, ვისგან სმენილა -დედოფალს სამეფოქმრისა მის კონუნგისმიეტოვებინოს.ჰოგნისთან იდუმალიწყო მან თათბირი,ის უერთგულესიჰყავდა მეგობარი.
გ უ ნ ა რ მ ა თ ქ ვ ა:15. "მიყვარს მე ბრუნჰილდი -ასული ბუდლისა -ქალთაგან ამქვეყნადუბადლო მშვენება;დია, აწ მირჩევნისდავთმო მე სიცოცხლე,ვიდრე დავკარგავდეცოლს და მის ქონებას!
16. მო, იგი კონუნგიმოვკლათ და საუნჯესმისსა დავეუფლოთ!რაი სჯობს - ხელთ ვიგდოთგანძი რაინისა,აღვივსოთნ სიმდიდრით,ვმართავდეთ ქვეყნებსა,ვიყოთ ბედნიერნი!"
17. და ჰოგნიმ პასუხიმიუგო ამაზე:"ჩვენგან არ ეგებისსიმუხთლე ამგვარი,გავტეხოთ, მახვილითგავაპოთ აღთქმანი,რაიცა ვიტვირთეთ,მტკიცე საფიცარი!
18. ჩვენზე ბედნიერიქვეყნად სხვა ვინ არის,სანამ ჩვენ ოთხნი ვართდა ვმართავთ ლაშქარსა,სანამ ცოცხალისაბალდრი ჰუნებისადა ნათესაობამსგავსი სად, ვინ პოვოს,თუ ხუთნივ ხანგრძლივადვიცხოვრებთ ამქვეყნად -ძეთა ღირსეულთააღვუზრდით მოდგმასა!
19. ვუწყი მე, ეგ გზებისაიდან მოდიან:მძიმე ბრუნჰილდისვნება-შურისგება".
გ უ ნ ა რ მ ა თ ქ ვ ა:
20. "გოთორმს წავაქეზებთ,იკისროს მკვლელობაძმამა უმრწემესმა,უწვრთნელ-უგუნურმა:მას არ წარმოუთქვამსიგი საფიცარი,რაიც ჩვენ ვიტვირთეთაღთქმად ერთგულების".
21. ადვილად დათანხმდაწინდაუხედავი:უგნურმა მახვილიგულს ჩასცა სიგურსა.
22. აღინთო კონუნგიშურისა ძიებად,მახვილი ესროლაყმასა უგუნურსა;რკინამ ორლესულმაგოთორმზე იელვა -გრამმა გატყორცნილმაძლიერი ხელითა.
23. მკვლელი მუხანათიორად განიკვეთა:ცალკერძ დაენარცხათავი მხრებიანად,ფეხნი გადაზნექითუკუ განიშხვართნენ.
24. გუდრუნს ჩაეძინატკბილად, უდარდელად,თვისსა სარეცელზე,სიგურდის გვერდითა,გარნა გაიღვიძასიმწრით და ძრწოლითაფრეირის მეგობრისსისხლშიგან მცურავმა.
25. და ისე შემოჰკრამან მძლავრად ხელი ხელს,რომ სულით ძლიერმაზეწამოიწია:"გუდრუნო, ნუ ტირი,მეუღლევ ძვირფასო,ჯერ ხომ კვლავ ცოცხალიგყვანან შენი ძმანი!
26. მრჩება მე მემკვიდრე,ჯერ ისევ ყმაწვილი,გარნა მტრის სახლიდანიგი ვინ დაიხსნას?ძმესა გუდრუნისაავი რამ ახალი,საშიში, მუხთალისაქმე განუზრახავთ.
27. დაი მათი ასეთსაქვეყნად სხვას ვერ გაზრდი,თუნდ, ერთის სანაცვლოდშვიდი სხვა დაბადო!უბედურებისავუწყი დასაბამი:ესე ყოველივებრალად დევს ბრუნჰილდსა!
28. ქალსა მას მამრთაგანმხოლოდ მე ვუყვარდი, 'გარნა გუნარისაფიცსა ვერ ვეცრუე.დავიცავ აღთქმანიდა ნათესაობა -არ ვიქმენ მეგობრადმე მისი ცოლისა".
29. ცოლს კვნესა აღმოხდა,ქმარს სული განშორდა;ქალმან კვლავ სიმწრისგანშემოჰკრა ხელი ხელს -კუთხეში, თაროზე,თასნი აწკრიალდნენ,ეზოდან ყიყინითხმა მისცეს ბატებმა.
30. მაშინ გაიცინაასულმან ბუდლისა,ერთხელ გულიანადბრუნჰილდს გაეცინა,ოდეს მას შორიდანჩაესმა საწოლშიგიუკის ასულისმოთქმა დ ქვითინი.
31. წარმოთქვა გუნარმა,ჭაბუკმა კონუნგმა:"შენ სიხარულისგანროდი გეცინება,ქალი, გულბოროტო,ავო, ღვარძლიანო!ავის შემოქმედო,ფერი რად გეცვალა.შენი აღსასრულიც,ვგრზნობ, მალე დადგება!
32. კარგი იქნებოდა,საკუთარ თვალითაგენახა ჩვენ მიერატლი განგმირული,გენახა ძმის ტანზეწყლული სისხლიანი,მძიმე ჭრილობებიმისთვის შეგეხვია!"
33. წარმოთქვა ბრუნჰილდმა -ასულმა ბუდლისა:"შენ მხდალი არა ხარ,მარჯვედაც იბრძოდი,გარნა სიმამაცითატლის ვერ ედრები,თქვენს შორის ორთაგანის მეტხანს იცოცხლებს,ძალით და დიდებითიგი აღემატოს.
34. თვით უწყი, გუნარო,რომ აჩქარებითათქვენ დანაშაულიდიდი ჩაიდინეთ!მე, თავისუფალი,ლაღი, უდარდელი,ვცხოვრობდი მდიდრულადსახლსა მას ძმისას.
35. გულში არ გამევლოფიქრად გათხოვება,სანამ გიუკუნგნი -თქვენ, სამი მხედარნი,სამი მძლე კონუნგი -ჩემთან მოხვიდოდით;ჯობდა, რომ არასდროსარ მოსულიყავით!
36. აღვუთქვი ცოლობაკონუნგს მას, რომელიც,ოქროთი შემკული,ზურგს აჯდა გრანისა;იგი თქვენ არაფრითარ გგავდათ არც ერთსა -არც თვალთა ცეცხლითა,არც სახის იერით,თუმცა დიდ კონუნგთათქვენც გქონდათ ილეთი.
37. მაშინ მე იდუმალმაცნობა ატილმა,რომ იგი არ გაჰყოფსქონებას შუაზე,არ მომცემს არც ოქროს,არც მიწას ჩემს წილსა,თუ არ გავთხოვდები,თუ ქმარს არ გავყვები,არ მომცემს სამკვიდროსწილსა მის ნახევარს.ჯერ ისევ ყრმობის ჟამსაღმითქვა რაიცა.
38. აღვინთე, აღვშფოთდი,სული ამეწეწა,ვერ გადამეწყვითა -ამესხა ჯავშანიხოცვად მოლაშქრეთა,ჩემი ძმის მიზეზით! -მაშინ ამ ამბავსაყველა შეიტყობდა,ბევრს დაატყდებოდადარდი და ნაღველი.
39. გადაწყდა, ბოლომდედაგვეცვა პირობა,მსურდა მე ხელთ მეგდოგანძი ოქროული -ძისა სიგმუნდისაბეჭდბი წითელი;საუნჯეს უკეთსსარცა ვისურვებდი;ერთი მყვარებოდადა არა სხვადასხვა -ეს იყო ქალწულისფიქრი უწმინდესი.
40. ატლი ჩემს სიმართლეს,დია, ერწმუნება,როს ჩემი სიკვდილისამბავს გაიგონებს, -რა მტკიცე ყოფილასურვილი ცოლისა,ვინც ცოცხლად სხვის ქმარსაჩაჰყვა სამარეშიდა იგი ჩემს გამოაღსდგა შურისგებად!"
41. წამოდგა გუნარიდა ღირსმა კონუნგმამხრებზე შემოხვიაქალს მძლავრი მკლავები,შემოკრბნენ სხვანიცა,ქალსა შეგონებაუწყეს - არ უშვებდნენ,უშლიდნენ წასვლასა.
42. ხელი ჰკრა სულყველას,ყველა მოიშორა,ვინც წინაღუდგაგრძელსა მის მგზავრობას.
43. მოუხმო ჰონგისადა უთხრა გუნარმა:"მინდა ეს დარბაზიერთად დაიკავონჩემმა მეომრებმა,შენმა მეომრებმა!სიკვდილის გზაზედაბრუნჰილდს ნუ გავუშვებთ,სანამ დაბრკოლებასხვა რამ არსადა ჩანს;გარნა თუ გამოჩნდეს,აღსრულდეს დათქმული!"
44. პასუხად ოდენ ესმიუგო ჰოგნიმა:"გრძელსა მის მგზავრობასხელს ნურვინ შეუშლის,უკან ნუღარასდროსნუღარ დაბრუნდება!ის, ვით ბოროტება,შვა ქვეყნად დედამაკაცთათვის მრავალთაუბედურებათა,ავთა მათ საქმეთა,ხიფათთა მომტანად!"
45. დარდით დასეტყვილიგავიდან გუნარი.ხემა სამკაულთაუწყო განძს გაყოფა.თვალი გადაავლოგანძსა მას ძვირფასსა.მონათა დახოცილთ,მკვდართა მოახლეთა,ელვარე აბჯარიაისხა მწუხარემ,სანამ მკერდს მახვილითშუა გაიპობდა.
46. სარეცლის კიდეზედაეცა ბრუნჰილდიდა გულგანგმირულმათქვა ეს სიტყვანი:
47. "დე, მომიახლოვდეს,ვისაც სურს მიიღოსჩემი ოქრო-ვერცხლი,განძი, სამკაული.ყვალას დავურიგებწითელ სამაჯურებს,ნაქარგ პირბადებს,ტანსაცმელს ელვარეს".
48. შეძრწუნდნენ ყველანი,იდგნენ გარინდებით,შემდეგ კი ერთობლივმიუგეს ბრუნჰილდსა:"კმა გვეყოს მკვლელობა!შენთა მოახლეთა,მონათა მშიერთაგვწყურის აწ სიცოცხლე".
49. ცოლმა ახალგაზრდამ,სელით შემოსილმა,ესე ყურად იღოდა წართქვა სიტყვანი:"მე სულაც არა მსურს,რომ ვინმეს ჩემ გამოდააკლდეს სიცოცხლე -ჰელსა ბნელს ჩავიდეს.
50. დაე, ნუ ამკობდესთქვენს ძვლებს სამკაული -სიმდიდრე, სიუხვე,განძი მენიასი -ოდეს ჩვენ იმქვეყნადშევხდებით ერთმანეთს.
51. დაჯექ და, გუნარო,სიტყვა მომისმინე:ჩაუქრა შენს ცოლსასიცოცხლის იმედი;გარნა თქვენს ხომალდსაცმარცხი ემუქრება,დაე, მე დავაკლდე,განვშორდე ქვეყანას!
52. აწ მალე გუდრუნსაშენ შეურიგდები,ის, გულდასეტყვილი,იცხოვრებს კონუნგთან -მკვდარი ქმრის მომგონე,მეუღლე ჭკვიანი.
53. შობს იგი ასულსა,დღისა უნათლესსა -ქალწულს მას მშვენიერს,თეთრსა, ულამაზესს -სვანჰილსდა, სინათლითმზის შუქის სადარსა.
54. გუდრუნსა მრავალთა,ვაჟკაცთა დამღუპველსგმირსა უმამაცესსშენ შერთავ ცოლადა;გარნა არ იქნებაქმართან ბედნიერი;მას ატლი შეირთავს,გმირი დიდებული,ბუდლისგან შობილიძმა ჩემი ძლიერი.
55. ბევრი რამ ავისძალმიძს მოგონება,თუ რარიგ მიმტუნეთ,მუხთლად მომაღორეთ;მე უსიხარულოდგანვვლე გზა ცხოვრების.
56. შენ ცოლად ოდრუნისშერთვას მოისურვებ,ატლი არ გაგიშვებს,არ დაგრთავს ნებასა;დაგტანჯავთ ნდომასასევდა იდუმალი:ის შენ შეგიყვარებს,ვითარ მე შემეძლო,დია, მყვარებოდი,ბედს რომ არ ემუხთლა!
57. ატლი დღენიადაგდაგიწყებს დევნასა,გაგწირავს, ჩაგაგდებსორმოს გველისასა.
58. მალე სხვა ამბავიმოჰყვება ამ ამბავსა:ატლი სიცოცხლესადატოვებს - მოკვდება,დაკარგავს ქონებასდა ბედნიერებას,რამეთუ გუდრუნი.ჟამსა მრისხანების,საწოლში განგმირავსმას ბასრი დანითა.
59. დია, აჯობებდა -დაი შენი - გუდრუნისაფლავს ჩაყოლოდაქმარსა მას პირველსა.ესმინა ვისნიმერჩევა სასიკეთო,ანდა გამბედავიჩემებრ ყოფილიყო.
60. ვურჩევ მომაკვდავი,თუმცა ჩემს არჩევასიგი არ მიიღებს,არ დასთმობს სიცოცხლეს:მალე ზღვის ტალღებიმას გაიტაცებენქვეყანას უცხოსა -იონაკრისასა ;ძენი იონაკრისბჭობენ, თათბირობენ.
61. სვანჰილდს სულ სხვა მხარესგაგზავნის გუდრუნი -ასულს, სიგურდისგანმის მიერ შობილსა.ქალწულს მას დაღუპავსთათბირი ბიკისა.ორმუნრეკს დაღუპვამოაქვს გარდუვალი, -ასე ამოწყდებამოდგმა სიგურდისა -რომ მეტი ცრემლებიდაღვაროს გუდრუნმა.
62. აწ მხოლოდ ერთი მაქვსშენთან სათხოვარი -თხოვნა საბოლოოიქმნას ჩემმიერინ :უბრძანე, აანთონმინდორში კოცონი,რომ მასზე ერთობლივდავიწვათ ყველანი.ვინაც აქ სიგურთანერთად დავიხოცნეთ.
63. ფარებით, ნოხებითშეამკეთ კოცონი,დაფინეთ ქსოვილი,ზედ დადეთ მონები;დე, ჩემთან, ჩემ გვერდითდაიწვას სიგურდი.
64. დაიწვან კონუნგთნჩემი მოახლენი,ყელსაბამ ძეწკვებითშემკული მდიდრულად,დაგვიდებთ თავებქვეშთითო ქორს ორთავეს,რამეთუ წესითააღსრულდეს ყოველი.
65. დე, იდოს ჩვენს შორისპირბასრი მახვილი,ოქროთი ნაჭედი,ვით იდო ოდესღაც,როს მე და სიგურდიერთსა სარეცელზევიწექით ერთადა,ცოლ-ქმრად წოდებული.
66. დაე, ტერფს ნუ წარჰკვეთსმას, დარბაზს შემავალს,კარი - ალაყაფი,ოქროსფრად ელვარე;და თუ მეც თან გავყვეკვალდაკვარ კონუნგსა,გვექმნას საქორწილომგზავრობა მდიდრული.
67. ხუთთა მონა ქალთა,ღირსეულ მოდგმათარვათა მათ მსახურთა,ჩვენ თან გავიყოლებთ.ჩემთა მოახლეთა,აღზრდილთ მამაჩემთანდა მამის ქონებას,ბუდლისგან ნაბოძარს.
68. მე ბევრი ვიუგნე,ბევრსაც კვლავ ვიტყოდი,ბედს რომ არ ემტყუნა -სიცოცხლე დამცლოდა!ყრუვდება ჩემი ხმადა წყლულნი მტკივიან,ვკვდები და სიმართლესვამბობ ყოველივეს!"
ჰელს გაემგზავრება ბრუნჰილდისა
(Helridh Brunhildar)
ბრუნჰილდის სიკვდილის შემდეგ ორი კოცონი გააჩაღეს: ერთი სიგურდისათვის, - და ეს კოცონი დაიწვა პირველად, ხოლო ბრუნჰილდი მეორე კოცონზე დაწვეს. იგი ესვენა ეტლზე, რომელსაც ჩამოფარებული ჰქონდა ძვირფასი ქსოვილი. ამბობენ, რომ ბრუნჰილდი (იმ) ეტლით გაემგზავრა ჰელს და გაიარა ერთ ციხესიმაგრესთან, რომელშიაც ცხოვრობდა ვიღაც გოლიათი ქალი.
გ ო ლ ი ა თ მ ა ქ ა ლ მ ათ ქ ვ ა:
1. "შენ ჩემს სასახლესთანგავლა არ გაბედო,მას ქვის გალავანიარტყია გარშემო!ქსლისა მბეჭველობაშეგფერის უფრორე,ვიდრე სამარისკენსხვის ქმარს აედევნო.
2. მარქვი, ვალანდიდანაქ რამ მოგიყვანა,ვერაგო, ჩემს დარბაზსვით შემოაღწიე?ვარო ოქროისა,ვინძლო ყურად იღო -ხელი კაცთა სისხლითგაქვს ცოდვილს დასვრილნი!"
ბ რ უ ნ ჰ ი ლ დ მ ა თ ქ ვ ა:3. "აწ მისთვის ნუ განმსჯი,ქვისა ბინადარო,თუ ფიცხელ ბრძოლებში,თან ვახლდი ლაშქართა!ჩვენ ორში უთუოდმე მომიწონედნენ,რომ კაცთა შეეძლოთჩასწვდნენ ჩემს ჯილაგსა".
გ ო ლ ი ა თ მ ა ქ ა ლ მ ათ ქ ვ ა:4. "შობილხარ, ბრუნჰილდო,ასულო ბუდლისა,ქვეყნად ფათერაკთაავთა მომავლენად,ძენი გიუკისაოდენ შენ დაღუპე,შენ გაანადგურემათნი სასახლენი".
ბ რ უ ნ ჰ ი ლ დ მ ა თ ქ ვ ა:5. "ეტლიდან პასუხსამოგაგებ გონივრულს,თუ გწადს, უგუნურო,უწყოდე სიმართლე -ძენი გიუკისავით მაიძულებდნენ,მეტეხა აღთქმანი,მეთმო სიყვარული.
6. კონუნგმა მამაცმაჩვენი ტანსაცმელი -რვისა დის სამოსი -ხელთ იგდო მუხის ქვეშ;მაშინ მე თორმეტიზამთრისა ვიყავი,ოდეს ერთგულებააღვუთვი თავადსა.
7. მე იქ, ჰლიმდალირში,ჰილდად თოროსანადმიხმობდნენ ყველანი -კაცნი გონიერნი.
8. გოთების მოდგმიდანმე ჰაილმგუნარიჰელსა ბნელს გავგზვნე -დიახ, ხანდაზმული,ძმასა აუდასსამწედ ვეყავ ბრძოლაში,რაითაც ოდინიდიდად განვარისხე.
9. მან ჩემთვის ააგორაგვი - გალავანი,თეთრ-წითელ ფერებითგარშემოვლებული;დაუთვა, რომ ჩემს ძილსმხოლოდ ის დაარღვევს,ვინც შიში არ იცის,ამ ქვეყნად რა არის.
10. ბრძანა მან გალავნისჩემისა გარშემოენთოს და ინათოსხის მტერმა, მრისხანემ;ალსა მას მძვინვარესგავლა მან გაბედოს,ვინც ოქრო ხელთ იგდო,ფაფნირს რომ ებადა.
11. გმირმა აბჯროსანმაგრანი მოაჭენაგამზრდელის ჩემისასახლსა სამყოფელსა;იყო უმამაცესყოველთა მხედართაგანვიკინგი დანიის -ლაშქართა მშვენება.
12. ერთსა სარეცელზევწვებოდით ორთავე,ვით ღვიძლი და-ძმანი,ერთად ვიძინებდით;ასე გავატარეთერთად ჩვენ რვა ღამე,ერთმანეთს ხელითაცკი არ შევხებივართ!
13. მყვედრიდა გუდრუნი,გიუკის ასული,სიგურდთან წოლასა -ვითომც მის მკლავებზე;ვითარ მე შევიტყვე, -სჯობდა არც შემეტო! -რა საბედისწერომქონდა ქორწინება.
14. დე, იბადებოდნენქალნი, მამაკაცნიქვეყნად ვაებითა,დარდით, მწუხარებით,მე სიგურდისაგანაწ ვერვინ გამყაროს!ქალთა გოლიათთამოდგმავ, დაიღუპე!"
მეორე სიმღერა გუდრუნზე
(Gudrunarkvidha Őnnur )
ნიფლუნგთა დახოცვა
მაშინ გუნარი და ჰოგნი დაეუფლნენ მთელ ოქროს - ფაფნირის სამკვიდრო-საბადებელს. გიუკუნგებსა და ატლის შორის იმ დროს ჩამოვარდნილი იყო შუღლი და მტრობა. ატლი ბრუნჰილდის სიკვდილში გიუკუნგებს სდებდა ბრალს. შერიგდნენ და შეთანხმდნენ იმაზე, რომ გიუკუნგებს მისთვის უნდა მიეთხოვებინათ გუდრუნი. გიუკუნგებმა დავიწყების სასმელი დაალევინა გუნდრუნს, სანამ იგი მათ ატლის ცოლობაზე დათანხმდებოდა. ატლის ვაჟებს ერპი და ეიტილი ერქვათ, ხოლო სვანჰილდი იყო ასული სიგურდისა და გუდრუნისა.კონუნგმა ატლიმ თავისთან მიწვია გუნარი და ჰოგნი, ხოლო მაწვევრად მათთან წარგზავნა ვინგი, ანუ კნეფროდი. გუდრუნმა უწყოდა მზაკვრული განზრახვა ატლისა ა რუნებით მისწერა მათ, რომ არ წამოსულიყვნენ. ხოლო, მოსალოდნელი ფათერაკის ნიშნად, მან ჰოგნის გაუგზავნა ანდვარისული ბეჭედი, რომელსაც გარს მგლის ბალანი შემოაწნა.გუნარს სურდა ცოლად შეერთო და ატლისა ოდრუნი, მაგრამ არ მისცეს. მაშინ მან გლაუმვორი შეირთო. ხოლო ჰოგნის ცოლად გაჰყვა კოსტბერა და მათ ვაჟეს ერქვათ: სოლარი, სნევარი და გიუკი.ხოლო როდესაც გიუკუნგები ატლისთან მივიდნენ, გუდრუნმა უბრძანა თავის ვაჟიშვილებს - ეთხოვათ, რათა არ დაეხოცათ გიუკუნგები, მაგრამ მათ ეს არ ისურვეს. ჰოგნის გული ამოჰგლიჯეს, ხოლო გუნარი გველების ორმოში ჩააგდეს. იგი უკრავდა ქნარზე და აძინებდა გველებს, მაგრამ ერთმა ჭრელმა გესლიანმა გველმა შიგ ღვიძლში ჩაასო მას ნესტარი.კონუნგი თიოდრეკი იყო ატლისთან და იქ დაკარგა მან დიდი ნაწილი თავისი ამალისა. თიოდრეკი და გუდრუნი შესჩიოდნენ ერთმანეთს თავ-თავიანთ უბედურებას. გუდრუნმა უთხრა მას:
სიმღერა გუდრუნზე
1. "მე - ქალწულთ ქალწული -ბრწყინვალე დარბაზში,დამბადა დედამა;მიყვარდა მე ძმები,ვიდრემდე გიუკიოქროთი მომრთავდადა სიგურდს მიმცემდა.
2. გიუკის ვაჟებსიისე ჩნდა სიგურდი,ვით ღერო ხახვისაჩანს სხვა ბალახებში,ვით ჯიღა ირემიჩანს ტყის ცხოველებთან,ვით ცეცხლი ოქროსი -ნაცრისფერ ვერცხლთანა.
3. ძმები სიხარბემ დაშურმა გამიგიჟა -ბადალი არ ჰყავდაჩემს ქმარს მეომრებში,ვერცა იძინებდნენ,ვერც ბჭობდნენ საღადა,ვიდრემდე ღალატითმოკლავდნენ სიგურდსა.
4. გრანი მარტოდმარტომოიჭრა თინგიდან,სიგურდი ამჯერადზურგს ეჯდა აღარა;სისხლში ამოსვრილნიფრთხვინავდნენ ცხენები,მკვლელნი მუხანათნიმოჰყავდათ დაქნცულთ.
5. მივედი გრანისთან,ვუწყე საუბარი,ტირილით ვკითხავდისიგურდის ამბავსა;არ ჭამა ბალახი,თავი ძირს ჩაქინდრა -გრძნობდა, აღარ ჰყავდაპატრონი ცოცხალი.
6. ერთხანს ვერა ვთქვი რა,ვიყუჩე, ვიტანჯე,შემდეგ კი სიგურდზევკითხე მე გუნარსა.
7. გუნარმა დუმილითთავი ძირს დახარა,მკვლელობა მუხთალიმე მამცნო ჰოგინმა:"რაინის გადაღმაგდია განგმირულიმკვლელი გოთორმისა,მგლების საჯიჯგნელად.
8. გახედე სამხრეთით,იქა წევს სიგურდი,ყურში ხომ ჩაგესმისყორნების ყრანტალი!არწივნი ყივილითიყოფენ ნადავლსა,მგლები დაჰღმუიანშენს ქმარს განწირულსა".
9. "ჰოგნი, მე უბედურსგული არდ მატკინე,სევდა საშინელი,მარქვი, რად მომაგე?დე, შენს გულს ბოროტსა,სჯიჯგნიდნენ ყორნებიუცხო ქვეყანათა,მხარეს უდაბურსა".
10. პასუხად ოდენ ესწარმოთქვა ჰოგინმა,დარდით დასეტყვილმა,მოღრუბლ-მოღუშულმა:"მეტი სადარდელი,გექნება, გუდრუნო,თუ ჩემს გულს ყორნებისსაჯიჯგნად გახდიან!"
11. მოვრჩით საუბარსა,მყისვე ტყედ გავიჭერმგლისა ნადავლისაპოვნად, მოსავლელად:მოთქმით არ ვტიროდი,თავში არ ვიცემდი,სხვათა დიაცთაებრხელებს არ ვიმტვრევდი,სიგურდის ცხედართანვიჯექ გაოგნებით.
15. მიჩნდა უხილავადმთვარის შუქნათელი,ღამით მკვდარ სიგურდთანმჯომსა, ნაღვლიანსა;მგლები მის უკეთესსვერარას მიზამდნენ,ბედშავს თუ დამგლეჯდნენ,დამსხნიდნენ სატანჯველს!თუ არყის ხესავითმყისვე ნდავიწოდი!
13. ხუთ დღეს ვეშვებოდიკლდოვან ქარაფებზე,ვიდრე არ ვიხილედარბაზნი ჰალფისა;შვიდჯერ ნახევარიდავყავ წელიწადიდანიას, თორასთან -ჰაკონის ასულთან.
14. ქსოვდა ოქრომკედით,ჩემდა გასართობად.სამხრეთის დარბაზებს,დანიის გედებსა.
15. გემებში ჩავქარგეთბრძოლები ფიცხელი.საქმენი კონუნგისა,დია, საგმირონი;ფარნი მეწამული,ჰუნი მეომარნი,ჯავშანში ჩამჯდარიჯარი სიგურდისა.
16. ზვირთებს მიაპობდნენსიგმუნდის ნავებიოქროვან შტევნებით,ნაქარგი დინგებით;ვქარგავთ, ამოვქარგეთ,ვით, რარიგ იბრძოდნენსიგარ და სიგაირ,სამხრეთში, ფიონზე.
17. შეიყტო გრიმილდმა -გოთების ასულმა -ჩემი სამყოფელი;დააგდო ხელსაქმედა მყის მოუწოდაბჭობად, განსასჯელად,ძეთა მათ თვითრჯულთა -თუა ძმა თანხმა,დასა საზღაურადქმრისა სიკვდილისამისცეს სასყიდელი.
18. მზად იყვნენ ორნივე -ჰოგნი და გუნარი,ოქროს სასყიდლითაეზღოთ საზღაური.ჰკითხა მათ გრიმილდმა:ცხენებს ვინ შეკაზმავს,ეტლში ვინ შეაბამს,ვინ არის მსურველიცხენდაცხენ რბოლისა,ქორისა ამფრენი,ურთხმელის მშვილდიდანმტყორცნელი ისრისა?
19. ვალდარ დანიელი,იარიცლაიფი,ეიმოდრ მესამედა იარიცკარიდარბაზს შემოვიდნენ -ბადალნი კონუნგთა:ლანგბარდის მხედრებიწითელ ლაბადებში,ოქროს ჯავშნოსანნი,წვეტიან ზუჩებით,ბარძაყთან - მახვილი,თმაი - წაბლისფერი.
20. ლამობდნენ ყველანისაჩუქრის მორთმევას,საჩუქრის მორთმევას,ნუგეშის ცემასა,ვითომცდა, ჩემისასევდის განქარვებად,გარნა ერთგულებამათი არა მწამდა.
21. გრიმილდმა ავსილირქაი მომაწოდა -მწკლარტე რამ სასმელისიმწრის დავიწყების:ძალითა მიწისა,ცივწყალის შხეფებითდა ტახის სისხლითანაზავი უებრო.
22. რქა იყო ნაქარგიმეწამულ რუნებით -გარნა ვერ ამოვხსენ,ვერა გავუგე რა:თევზი მანანისა,ჰადინგის ქვეყნისათავთავი უმკალი,ხახა ნადირისა.
23. იყო ამ სასმელშიბევრი ფათერაკი,ფოთლები ყველა ხის,დამწვარი რკოს ფერფლი,კერიის ცვარ-ნამი,მსხვერპლთა შიგნეულიდა ღვიძლი ღორისა -მტრობის დამთრგუნველი.
24. შევსვით ის სასმელიდა გადვავიყწდასიტყვანი ყოველი.დარბაზს წარმოთქმული;ჩოქით მომეახლამე სამი თავადი,სანამდე გრიმილდიმეტყოდა სიტყვას:
25. "გიბოძებ, გუდრუნო,ოქროს უამრავსა,მამისა სამკვიდროს,განძსა დანატოვარს,მეწამულ ბეჭედებსა,ჰოლდვერის დარბაზებს,ხალიჩას ძვირფასსა,მკვდრისა ქმრის სანაცვლოდ.
26. მქსოველთა ამალას -ლამაზ ჰუნ გოგონებს,ქარგვის ოსტატებსა -შენდა გასართობად;ბუდლისა საუნჯისიქმნა შენ მფლობელი,ოქროთი მორთული,მისთხოვდე ატლისა".
გ უ დ რ უ ნ მ ა თ ქ ვ ა:27. "არ მსურს გათხოვება,არა, ვით ეგების -ძმასა ბრუნჰილდისაგავმყვე მე ცოლადა!არცა ვით შემფერისბუდლის ნაშიერთანგამრავლო მოდგმა დავპოვო სიხარული!~
გ რ ი მ ი ლ დ მ ა თ ქ ვ ა:28. "ნუ განურისხდები,ნუ უმტრობ გმირებსა,თუმცა დამნაშავენივართ შენთან ყველანი!ძენი თუ დაჰბადო,გჯეროდეს, ვითომც კვლავცოცხლობენ ამქვეყნადსიგურდ და სიგმუნდი".
გ უ დ რ უ ნ მ ა თ ქ ვ ა:29. "გრიმილდო, არ ძალმიძსლხენა და ღრეობა,არ ძალმიძს - იმედიმივცე რამ ატლისა".
გ რ ი მ ი ლ დ მ ა თ ქ ვ ა:30. "საქმროდ აგირჩიეგანთქმული კონუნგი,მხედარი უბადლოდა უპირველესი:ინდომო - იცხოვრებმასთან სიბერემდე,არადა - დარჩებიუქმროდ, უსახელოდ!"
გ უ დ რ უ ნ მ ა თ ქ ვ ა:31. "ნუ მთხოვ და ნუ მირჩევ,ნურცა მაიძულებ -ავთა მოშუღლართამოდგმას შევეთვისო!ატლი ბოროტებასშეამთხვევს გუნარსა,ჰოგნის გულს ამოგლეჯსმკერდიდან ავსული.მე ვით მოვისვენო,ვიდრემდის არ მოვკლავმახვილთა თამაშისამტეხს, შფოთიანსა".
32. ატირდა გრიმილდიდა წართქვა ქვითინით,შვილთა, ნათსავთაზედან ფათერაკთა,ავთა მათ ხიფათთა,დია, მომლოდინემ:
გ რ ი მ ი ლ დ მ ა თ ქ ვ ა:33. "გიბოძემ მიწებს დამსახურთა ამალას,ვინბორგს და ვალბორგსა,თუ გწადის, ასულო,ფლობდე მათ სიკვდილმდე,იყო ბედნიერი".
გ უ დ რ უ ნ მ ა თ ქ ვ ა:34. "რჩევას დავიჯერებ,გავყვები კონუნგსა,გარნა ნათესავთაჩემთა იძულებით:ქმართან სიხარულისარ ვარ მომლოდინე,სიკვდილი ძმებისავერ იხსნის ჩემს შვილებს".
35. მხედრები ანაზდადმოახტნენ ცხენებსა,ეტლებში ვალელნიჩასხდნენ ქალბატონნი:შვიდი დღე ვიმგზავრეთმოყინულ მიწებზე,შვიდი დღე ნიჩბებითზვირთებს მივაპობდით,შვიდი დღე კვლავ მშრალსავიდოდით ხმელეთსა.
36. შემდეგ მეკარეთამაღლსია ციხისაგახსნეს ალაყაფიდა შინ შეგვიყვანეს.
37. ატლიმ გამაღვიძაანაზდად შემკრთალი -ნათესავთ დაღუპვავიგრძენ მე წინასწარ.
ა ტ ლ ი მ თ ქ ვ ა38. "ნორნებს მოესურვათჩემი გაღვიძება,დია, თვალბედითიმამცნეს მათ ქარაგმა:მესიზმრა, გუდრუნო,გიუკის ასულო,ვითომ გულს მახვილიდამეც შხამიანი".
გ უ დ რ უ ნ მ ა თ ქ ვ ა:39. "რკინა დაგესიზმროს -ცეცხლის ნიშანია,რისხვა დიაცისა -მაცნე სიხარულის:წყლულთა განგიკურნავ,დაგხსნი ფათერაკთა,თუნდაც არ მიყვარდე,თუნდ მძაგდე გულითა".
ა ტ ლ ი მ თ ქ ვ ა40. "მესიზმრა - ჩემს ბაღშიდაეცნენ ნერგებიჩემგანვე დარგული,ნაზარგნი ზრუნვითა;სისხლით ნასხურები,ფესვებდაუჭრელნი,ჩემთვის, დასაღეჭადეყარნენ მერხებზე.
41. მესიზმრა - ავუშვი,აფრინდნენ ქორები,სიკვდილს შეეგებნენმშიერი ფრთოსნები;ამოვჭერ გულებისისხლით დაბერილი,თაფლში შევაზავე,ვჭამე მადიანად.
42. მესიზმრა - ავუშვილეკვები ძაღლისა -ორნი, ნაღვლიანადყეფენ, წკმუტუნებენ;უეცრად, ორნიველეშად გარდაიქმნენ,ჭამად მეძახიანდა მაიძულებენ".
გ უ დ რ უ ნ მ ა თ ქ ვ ა:43. "ბჭობად შეკრებილნი,ტახტებზე დამსხდარნი,მხედარნი თეთრ ხბორებსწაჰგლეჯენ თავებსა;ღამით დახოცავენდა განთიადის წინჭამად დასხდებიან,შთანთქავენ დილამდე".
44. მე არცა ვწვებოდი,არცა ვიძინებდი -შურისძიებისამწადდა აღრსულება. . ."
მესამე სიმღერა გუდრუნზე
(Gudrunarkvidha tridia )
ჰერკია ერქვა ატლის მოახლე ქალს, რომელიც მას ოდესღაც ხასად ესვა. მან უთხრა ატლის, რომ თიოდრეკი და გუდრუნი ერთად მყოფნი იხილა. ატლი დიდად განრისხდა. მაშინ გუდრუნმა თქვა:
1. "ატლი, მიპასუხე,მოდგმაო ბუდლისა,რად შეშფოთებულხარ,შუბლი რად შეგიკრავს?შენს ხალხს, შენს თავადესსიხარულს მოჰგვრიდაჩემდამი ნათელი შენიშემოხედვა!"
ა ტ ლ ი მ თ ქ ვ ა2. "მაშფოთებს, გუდრუნო,გიუკის ასულო,იგი, რაც დარბაზშიმამცნო დღეს ჰერკიამ:ერთსა სარეცელზე,ერთურთის ხვევნაში,განცხრომით წოლილხართშენ და თიოდრეკი!"
გ უ დ რ უ ნ მ ა თ ქ ვ ა:3. "მზად ვარ შემოგფიცოფიცი უმტკიცესიწმიდისა თეთრისაქვისა საფიცარით:მამრისა, მდედრისაუღირსთა საქმეთაძესთან თიოდმარისარ ვიყო ჩამდენი!
4. არ მოვხვეოდეღირსსა მას კონუნგსა,მხედართა გამგებელს -არსად და აროდეს.დია, თუმც ვხვდებოდითერთურს სასაუბროდ,სიმწრითა აღვსილიგვქონდა საუბარი.
5. დაკარგა შენს კარზემან მთელი ამალა -ოცდაათ მხედრიდანარ დარჩა არავინ!მეც მოვწყდი თვისტომსა -ჩემთა ნათესავთა,ძმები დამეღუპნენდა გმირნი მხედარნი.
6. გაგზავნე საქსისთან -სამხრეთელთ კონუნგთან,მას ძალუძს კურთხევა\მდუღარე ქვაბისა!
7. შვიდასი მხედარიშევიდა დარბაზში,ვიდრემდის გუდრუნიქვაბთან მივიდოდა.
გ უ დ რ უ ნ მ ა თ ქ ვ ა:8. "აღარ მყავს გუნარი,ვერც ვუხმობ ჰოგნისა,ძმათა ღირსეულთააწ ვეღარ ვიხილავ;ჰოგნი მახვილითაიქმდა შურისგებას,ლაქა სირცხვილისააწ თვით მოვირეცხო".
9. ჩაჰყო მან ფსკერამდეხელი მდუღარეში,ქვაბიდან ძვირფასიქვები ამოიღო:"აჰა, დაინახეთწმინდა სამართალი! -ქვაბი დუღს - მიშველამე ჩემმა სიმართლემ!"
10. ატლიმ გაიხარა,გული აუთრთოლდა,როს ხელნი გუდრუნისნახა უვნებელნი:"დაე, აწ ჰერკიამივიდეს ქვაბთანა -ის, ვისაც გუდრუნისდაღუპვა ეწადა!
11. საცქერლად საბრალოიქმნა მყის ჰერკია,მდუღარე წყალითახელებდაფუფქული.ყურსა, ბნელ ჭაობსაგაგზავნეს მსახური,ლაქა სამარცხვინოგუდრუნს ჩამოსცილდა.
ოდრუნის ტირილი(Odrúnargrátr)
კონუნგსა ვინმეს ჰაიდრეკად სახელდებდნენ. ასულსა მისსა ბორგნიუს სატრფოს ვილმუნდი ერქვა. მისჭირდა ქალს მშობიარობა და საშინელი ტკივილები სატანჯავდა, ვიდრემდის დაი ატლისა ოდრუნი მიუსწრებდა. ოდრუნი ადრე გიუკის ძის გუნარის სატრფო იყო. ამაზე არის აქ ნაამბობი.
1. გვაუწყებს საგებიდროთგა გარდასულთა,თუ როგორ მოვიდამორგენლანდს ქალწული,ვისი დახმარებადვერ შეძლო ვერავინ,ვერვინ უსალბუნაჰაიდრეკის ასულსა.
2. ესე რა ისმენდაატლის დამ ოდრუნმა -ქალს მშობიარობისტანჯავს ტკივილები -თავლიდან აუშვააღვირის დამჯერე,ზურგზე უნაგირიშეადგა შავრასა.
3. მიუშვა ქურანიქვიშანი გზებზედა,სანამ სასახლეთაბჭეებს მიაღწევდა:დაღლილ ცხენს ზურგიდანმოხსნა უნაგირი,შევიდა ნათელსა,გრძელსა მას დარბაზსადა წართქვა სიტყვანიმან ესევითარი:
4. "ეს რა ამბავიააქ, ჰუნით მიწაზე?მითხარით, ახალირა ხდება ჰუნლანდში?"
მ ო ა ხ ლ ე ქ ა ლ მ ა თ ქ ვ ა:"აქა წევს ბორგნიუმტანჯველ ტკივილებით,ვინძლო უსალბუნომეგობარს, ოდრუნო!"
ო დ რ ნ მ ა თ ქ ვ ა:5. "რომელმა თავადმადაასხა თავსლაფი,ვისგან აქვს ბორგნიუსეგე ტკივილები?'
მ ო ა ხ ლ ე ქ ა ლ მ ა თ ქ ვ ა:6. "ვილმუნდმა - მხედარმა,ვინც თვისსა საწოლშიხუთ ზამთარს იდუმალიწვენდა ასულსა,ქალი კი ამ ამბავსმამას არ უმხელდა".
7. დადუმდნენ ორნივე,სიტყვა თქვეს აღარა;ოდრუნი მუხლებთანმიუჯდა ასულსა,ამღერდა ხმამაღლა,ამღერდა ძლიერად -ბორგნიუს უმღერდათილისმებს გრძნებითა.
8. ტყუპნი დაებადნენ -ვაჟი და ასული,ორივ მშვენიერი,ჰოგნის დამღუპველსა.ენა ამოიდგაქალმა მომაკვდავმა,ვინც მანამ დუმდა დასიტყვას არა ძრავდა:
9. "მწედ გეყონ ღმერთქალნი -ფრიგი და ფრეიადა ღმერთნი კეთილნისხვანიც მრავალი,ვითა მე დამხსენიხელთაგან სიკვდილსა!"
ო დ რ ნ მ ა თ ქ ვ ა:10. "მე არა იმიტომმოველ შენს საშველად,რომ დასტურ ღირს იყავჭირთაგან დახსნისა,სიტყვა არ გავტეხე,რაც დავდე აღთქმადა,როს ღირსნი თავადნისამკვიდროს იყოფდნენ.მარად მწედ ვყოლოდიყველა გაჭირვებულს".
ბ ო რ გ ნ ი უ მ თ ქ ვ ა:11. "შეშლილხარ, ოდრუნო,ჭკუა აგრევია:ეგრე რად მრისხანებ,რად განმსჯი ავადა?მე კი მიძნელდება -მოგწყდე, მიგატოვო.თითქოს თანშეზრდილივართ ძმათა შვილები!"
ო დ რ ნ მ ა თ ქ ვ ა:12. "მახსოვს რა სიტყვებიცმითხარ იმ საღამოს,ოდეს წვეულებასვუწყობდი გუნარსა;რომ ჩემებრ ვერავინსხვა ქალწულთაგანივერ იქმდა საქმესა,რაც მე ჩავიდინე".
13. დაჯდა ნაღვლიანი.დაღლილ-დასეტყვილიდა თვისსა ვარამზეიწყო საუბარი.
ო დ რ ნ მ ა თ ქ ვ ა:14. "ღირსთა მათ დარბაზთაშინა აღვიზარდეყოველთა ნათესავთალხენად, სიხარულად.მამისა სამკვიდროსვფლობდი ბედნიერი,ოდენ ხუთ ზამთარსა -სიკვდიმდე მამისა.
15. და ოდეს კვდებოდა,მამაცმა კონუნგმასიტყვა სახსოვარიესე დაგვიტოვა:მე, ოქრობურვილითმორთულ-მოკაზმული,ძესა გრიმილდისაცოლად გავყოლოდი.
16. რომ ქვეყნად ქალწულისხვა, ჩემი ბადალი,არვინ იქნებოდა,თუ რომ ვიცოცხლებდი.
17. იჯდა შინ ბრუნჰილდი,ქსოვდა გარსაბურველს,გარს ერტყა ამალადა ფლობდა მიწებსა;იძრა დედამიწა,იგრგვინა ზეცამა,როს მკვლელი ფაფნირისდარბაზს მიეახლა.
18. აღმართა მხედარმამახვილი ვალური,დარბაზი ბრუნჰილდისდაემხო, დაიმსხვრა;მალე ყოველივეიწვნია ქალწულმა,რაიცა მიაგეს -ცთუნება მზაკვრული.
19. სასტიკად მიუზღოქალმა ცთუნებისთვის,ჩვენ ყელამ ვიხილეთიგი საზღაური:ქვეყნებს მოედებაამბად - საოცრებად,თუ როგორ დააკვდაბრუნჰილდი სიგურდსა.
20. მე ისე მიყვარდაგუნარი, ვითარცაჯერ იყო - კონუნგიბრუნჰილდს ჰყვარებოდა;ვისაც მან უბრძანააღება ჩაჩქანისა,ამცნო გარდასახვაგრძნეულ ვალკირიად.
21. ძმასა შესთავაზესბეჭდები წითელი,განძი რამ ძვირფასი,ვითა სასყიდელი.მე - კომლი თხუთმეტიდა ტვირთი გრანისააღმითქვა ბოძებად,თუ რომ ვისურვებდი.
22. გარნა თქვა ატლიმა,რომ იგი არასდროს,გიუკის ძეთაგანურვათს არ აიღებს.ჩვენ კი ერთურთისატრფობა ვერ დავძლიეთ,კონუნგს (სასოებით)მივეკარ მკერდზედა.
23. იწყეს მითქმა-მოთქმაჩემთა ნათესავთა,თუ როგორ გვიხილესჩვენ, ორნი, ერთადა;ატლიმ თქვა ამაყმა,არა ეგებოდამეკადრა მე საქმეარა საკადრისი.
24. გარნა სიყვარულსახელი ჰკრას ვერავინ.რა ერთხელ დაიპყრომან გული კაცისა.
25. ატლიმ საიდუმლოდ,ჩემსა დასაზვერვად,ტყესა დაბურულსამზირი გამოგზავნა -მოვიდნენ, თუმც მოსვლამათი არა ხამდა,ოდეს საბურვლისაგაშლა დავაპირეთ.
26. აღვუთქვით, საჩუქრადბეჭდები წითელი, -არ ემცნოთ ატლისთვის,რაც ცნეს, რაც იხილეს,გარნა უკუიქცნენშინისკენ მსტოვარნი,მყისვე ყოველივეუამბეს ატლისა.
27. გუდრუნს არა უთხრეს,არ ამცნეს ნახული,რაიცა ორმაგადხამდა მას სცოდნოდა,
28. გვესტუმრნენ ოქროთინაჭედი ცხენებითღირსნი მემკვიდრენი -ძენი გიუკისა;ჰოგნი მყის შეიპყრეს,გული ამოჰგლიჯეს,გველების ორმოშიჩააგდეს გუნარი.
29. მაშინ გეირმუნდთანვიყავ მე შემთხვევით,ლხინისთვის სასმელსარასმე ვამზადებდი;ანაზდად გუნარმაქნარი ააჟღერა -გულში თუ გაივლო,მან, ღირსმა კონუნგმა,რომ მისდა საშველადგავეშურებოდი.
30. მესამე ჰლესეიდანგულისა შემძღვრალიმძლავრი ხმა ქნარისასიმთა ნაღვლიანთა;სამგზავროდ მზადებავბრძანებ მოახლეთა,მსურდა სიკვდილისგანდამეხსნა თავადი.
31. სრუტეზე სასწრაფოდნავი გასრიალდა,მალე მივადექითატლის დარბაზებსა.
32. გარნა გამოცოცდადედაი ატლისა, -დე, დალპეს, გაიხრწნას,დამიწდეს წყეული! -შხამიან ნესტრითადაგესლა გუნარი,ვერღა-რა ვუშველეკონუნგს სახელოვანს.
33. აწ ხშირად მაოცებს,ვით ვათრევ დღეესა,ილაჯგაწყვეტილი,ვით ვცოცხლობ დიაცი,თუ ღირსი კონუნგი,მახვილთა მიმნდობი,მებრძოლი უებრომიჩნდა მე სიცოცხლედ!
34. იჯეგ და სევდიანსისმენდა ამბავსაჩემსა და უბედურჩემთა ნათესავთა.ყველას საკუთარიაცოცხლებს სურვილი".გათავდა, დასრულდატირილი ოდრუნის.
სიმღერა ატლიზე
(Atlakvidha )
გუდრუნმა, გიუკის ასულმა, ძმებისათვის შური იძია, რის შესახებაც უკვე იყო ნათქვამი. მან ჯერ ატლის ვაჟიშვილები დახოცა, შემდეგ მოკლა თვით ატლი და გადაწვა სასახლენი და მთელი ამალა მისი. ამის შესახებაა ეს სიმღერა.
1. გაგზავნა ოდესღაცგუნართან ატლიმაკაცი მაღვალაკი,სახელად კნეფროდი;ეახლა გუნარსაგიუკის მამულში,მრგვალსა მაგიდასთანსაამო ლუდზედა.
2. სვამდნენ მოლაშქრენიღვინოს ვალჰალაში,ჰუნთა მრისხანების,დია, მოშიშარნი;შესძახა კნეფროდმახმითა მით ცივითა -სკამსა მას მაღალსამჯდომმა სამხრეთელმა:
3. ”ატილიმ გამომგზავნათქვენთან დავალებით,ცხენდაცხენ გამოვვლემირკვინდის უღრანი,ატლი გთხოვთ, ერთობლივ -გუნართან ერთადა,ესტუმროთ მის დარბაზს,გმირონო ჩაჩქნოსანნო!
4. გპირდებათ საჩუქრადელვარე ფარ-შუბებს,ოქროს მუზარადებს,ჯეჯიმეს ნაქარგსა,წითელსა პერანგებსდა ჰუნთ მრავალთაშუბებზე - ალმასებსა,ცხენებს ქედფიცხელსა,
5. გნიტაჰაიდისაველს ფართოდ გაშლილსა,შუბებს ხმაწკრიალას,ნავთა ოქროვანთა,ძვირფას საგანძურებსდა დანპის ქვეყნებსა,ჭალას მას განთქმულსა,წოდებულს მირკვინდად!’
6. ჰოგნის მიუბრუნდადა ჰკითხა გუნარმა:”რას გვირჩევ, უმცროსოძმაო გულმამაცო?ოქრო არ მეგულვისგნიტაჰაიდზედა,რომლისაც ძველთაგანარ ვიყოთ მფლობელნი!
7. ვფლობთ შვიდსა დარბაზსა,შუბებით სავსესა,ტარნი მათ მახვილთაშვენით ოქროვანი,მყავს ცხენი ყოველთაცხენთა უფიცხესი,ვფლობ ბასრსა მახვილსა,მახვილთ უბასრესსა;მუზარადს კიარისდარბაზისეულსა,მშვილდსა უმჯობესსაჰუნთა მათ მშვილდებზე!”
ჰ ო გ ი ნ მ ა თ ქ ვ ა:8. ”ბეჭედს რად გვიგზავნის,ნეტავ რას გვანიშნებსცოლი, მგლის ბალანშიშეხვეულ ბეჭდითა?ბეჭედში მგლის ბეწვიჩაუწნავს იდუმალ,ჩანს, მგლის ბილიკებითმოგვიწევს მგზავრობა!”
9. წასვლას არ ურჩევნდნენგუნარს ნათესავნი,ყოჩობდნენ მრჩეველნი,გმირნი გულოვანნი;მაშინ თქვა გუნარმა,ვითა შეჰფეროდათავადთა სუფრაზეკონუნგს გულმამაცსა:
10. ”ადექით, ფორნირო,დე, ოქროს თასებიხელიხელ სასწრაფოდირგვლივ ჩამოტარდეს!
11. დე, მგლებმა სამკვიდროწარსტაცონ ნიფლუნგებს,თუ დავრჩე, თუ მყისვეგზად არ გავემგზავრო!დე, თეთრმა დათვებმაჩვენზე ითარეშონ,მწვავს მას წასვლაზეთუ ვუთხრა უარი!”
12. ტირილით დასცილდნენთვისტომნი კონუნგსა,ჰუნების სასახლესოდეს განეშორა;მაშინ თქვა ჰოგნიმა -მემკვიდრემ ჭაბუკმა:”წარმართეთ გზა ისე,ვით გირჩევთ გონება!”
13. ჩორთით გააჭენესფიცხელი ცხენებიმთათა ფერდობებზე,მირკვინდის ჭალასა,ცხენთა თქარათქურითიძროდა ჰუნმარკი,მწვანე ველ-მინდვრებზემიჰქროდნენ ცხენები.
14. იხილეს ქვეყანა,ატლის საბრძანისი,ციხისა კედლებზე -მხედარნი ბიკისა;სკამნი ამშვენებდნენსამხრეთელ დარბაზსა,დარბაზის კედლებზე -ფარნი და ჯავშანნი,შუბებზე - ალმები;ატლი ვალჰალაშიღვინოს მიირთმევდა,გარე დგნენ გუშაგნიდა გუნარს ელოდნენ,მზად იყვნენ მხედრებიმასთან შესახვედრად,თუ იგი კონუნგთანშებმას გაბედავდა.
15. დამ ძმები პირველმადარბაზის კარებტანდალანდა, შემკრთალმა,დარბაზს შემავალნი:”ჰუნთა მუხანათთაგაგწირეს, გუნარო,გასწი, თავს უშველე,დაგძლევენ მუხთალნი!
16. გერჩია ოქროთიშემკობილ ჩაჩქანსააბჯარი აგესხა,ჯაჭვი საომარი,ცხენზე შეხვედროდიდღეთა მათ ნათელთა,ნორნების სატირლადგახდიდი მტრის გვამებს,ჰუნთა მათ ქალწულთა -განთქმულ მეომართა -ფარცხში შეაბამდი;გველისა ორმოშიატლის ჩააგდებდი,აწ თვითონ ცაცვივდეთბნელსა მას ორმოსა!”
გ უ ნ ა რ მ ა თ ქ ვ ა:17. ”დაო, გვიანღაა,ვერ შევკრებ ნიფლუნგებს,შორიდან მეშველადვერ ვუხმობ ლაშქარსა,დევგმირებს რაინისმეწამულ მთებიდან”.
18. შეიპყრეს გუნარი,შეკრეს და შებოჭეს,ხუნდები დაადესბურგუნდთა მეგობარს.
19. შვიდი დააწვინამახვილთა ჰოგნიმა,ხელი ჰკრა მერვესა,კოცონს გადუძახა.მამაცის წესია -თავს ასე იცავდეს.
20. ჰოგნიმ მყის გაუხსნახელები გუნარსადა ჰკითხეს გოთებისმბრძანებელს გულმამაცს -ოქროთი თუ ფიქრობსთავდახსნას კონუნგი.
გ უ ნ ა რ მ ა თ ქ ვ ა:21. ”დე, გული ჰოგნისაჩემს ხელზე ვიხილო -კონუნგის ვაჟისაგული სისხლიანი,მკერდიდან პირბასრიდანით ამოჭრილი”.
22. გული ამოგლიჯესმკერდიდან ჰაილის,ლანგარზე დადეს დაგუნარს გაუწოდეს.
23. შესძახა გუნარმა,მხედართმბრძანებელმა:”ლანგარზე გული დევსმშიშარა ჰიალისდა არა ჰოგნისა -გმირის უშიშარის.ლანგარზეც ცახცახებსიგი საცოდავად,ვით ცოცხალ ჰაილისმკერდში ცახცახებდა”.
24. ჰოგნი იცინოდაშიშის უმეცარი,ოდეს მკერდს უპობდნენ,გულს გლეჯდნენ მკერდიდან;გული ლანგარითაგუნარს გაუწოდეს.
25. მაშინ თქვა გუნარმა -განთქმულმა ნიფლუნგმა:”ლანგარზე გული დევსგულმამაც ჰოგნისადა არა გულმხდალიმონისა - ჰიალის;იგი არ ცახცახებს,ვით უწინ გულმამაცგმირისა მკერდშიგანარა ცახცახებდა!26. ატლი, შენ სიხარულსვეღარ ეღირსები,ვერღარცა იხილავსგანძსა გადამალულს,ჰოგნი აღარ არის,აწ მხოლოდ მე ვუწყისად ძევს, სად მარხიასიმდიდრე ნიფლუნგთა.
27. სანამ ის ცოცხლობდა,იჭვი მაწამებდა,ის ახლა მკვდარია.იჭვიც განიფანტა:რაინში დარჩებაასების სიმდიდრე -შფოთის ამტეხელილითონი ძვირფასი!დე, წყალში იბრწყინოსვალურმა ბეჭდებმადა არა თითებზეჰუნთა ნაშიერთა!’
ა ტ ლ ი მ თ ქ ვ ა:28. ”ეტლი გაამზადეთ! –ტყვე შებორკილია”
29. ამხედრდა გლაუმზეატლი ძალოვანი,ჯავშანში ჩამჯდარიგარს ერტყა ამალა.შეიტყო გუდრუნმაღმერთთა მათ წამება,ცრემლი არ დაღვარადარბაზს შემავალმა.
გ უ დ რ უ ნ მ ა თ ქ ვ ა:
30. ”დაე, შენ დაგსაჯონშენთა საფიცართა,რომელთაც დღემუდამგუნარს აღუთქვამდი,ჰფიცავდი მზის ნათელს,ცხენს სარეცლისასა,ქვასა ღვთისა ოდინისდა ულრის ბეჭედსა!’და განძის გუშაგიღმერთთა ომებისაცხენმა დასაღუპადმყიშვე გააქანა.
31. მყისვე მიიყვანესმხედრებმა ორმოსთან,გველების ორმოშიჩააგდეს კონუნგი.გუნარმა, მრისხანემ,მარტოკა შთენილმა,ქნარს ხელი შეახოჩამოჰკრა გრძნებითა -აჟღერდნენ სიმები;ხამს ასე დაიცვასკონუნგმა მამაცმაოქრო მონახვეჭი.
32. აღსრულდა მკვლელობა,ატლი გულბოროტიცხენდაცხენ დაბრუნდათვისსა საბრძანისსა.ეზოში ხმაურიისმოდა მხედართა.ვრცელ ტრამალებიდანშინ დაბრუნებულთა.
33. გამოჩნდა გუდრუნიხელთ ოქროს თასითა,ატლის მიეგება,ვითარცა ჯერ იყო:”მიიღე, კონუნგო,გუდრუნის ხელითალეკვინი ნადირისა,ბნელეთს წარგზავნილნი!”
34. დამძიმდა ლუდითათასები წკრიალა,როს დარბაზს შემოკრბა.ატლის მხედრიონი -ჰუნნი გულმამაცნი,გრძელულვაშოსანნი.
35. შევიდა სასმისით,სახითა მბრწყინავი -ცოლი საშინელი,მიტანდა საჭმლისა;მიართვა და ჰკადრასიტყვა სალანძღავი:
36. ”შენთა ვაჟიშვილთაგულნი სისხლიანიშენ თაფლს შეატანე,მახვილთ მბოძებელო!ვინძლო მოინელოკერძი შემზარავი,ან ლუდთან ერთიანზეამოანთხიო!
37. აწ ვეღარ მოუხმობერპსა და ეიტილს,მუხლზე ვერ დაისვამშენთა საალერსოდ;ვეღარ იხილავძეთა ხელგამრჯეთა,ტარებს რომ აგებდნენხელშუბებს, მამაცნიცხენთ ჰკრეჭდნენ ფაფრებსა,დაქროდნენ ცხენდაცხენ!”
38. ისმოდა ქვითინიმორთულსა დარბაზში -ჰუნნი დასტიროდნენყრმათა დაღუპულთა,მარტოდენ გუდრუნიდუმდა, არ ტიროდაარც ძმათა ძლიერთა,არც ძეთა ძვირფასთა,ყრმათა მათ, ატლისგანმის მიერ შობილთა.
39. აბნედა ოქროებსგედივით თეთრყელა,მსახურთ ურიგებდამეწამულ ბეჭდებსა;გასცემდა საუნჯესბედისა მიმყოლი,ბომონთ არ ზოგავდაუხვი, ხელგაშლილი.
40. ატლის გონდაკარგულსლუდი მორეოდა -ვერ წინააღუდგამახვილით გუდრუნსა:უწინ მათ სხვაგვარიჰქონდათ შეხვედრები -ხვევნა, უნაზესი,სხვათა სამზერელი.
41. გუდრუნმა მახვილითსისხლ ასვა საწოლსა,ჰელსა წარმგზავნელმა -აუშვა ძაღლები,აშალა მსახურნი,კარები ჩარაზა,ცეცხლს მისცა ყოველი -მით შური იძია.
42. ცეცხლს მისცა ყველანი,ვინც მირკჰაიმიდანგუნარის მკვლელობისშემდეგ შინ დაბრუნდა;ცვიოდნენ თავხენი,ბოლავდნენ ბომონნიიწვოდა სახლ-კარი,სიმდიდრე ბუდლუნგთა,ცეცხლში ინთქმებოდნენქალნი ფაროსანნი.
43. კმარა, რაც ვიამბეთ!ასცილდეთ სხვა ცოლებსძმათათვის აბჯრისაასხმა- შურისხება!გუდრუნმა სამ კონუნგსსიკვდილი მიაგო,სანამ თვით არ მისწვდამას ხელი სიკვდილის.
ამის შესახებ კიდევ უფრო დაწვრილებით არის ნაამბობი სიმღერაში - ”გრენლანდიური სიტყვანი ატლისა”.
სიტყვანი ატლისა
(Atlamâl)
1. იტყვიან მხედართაბჭობა-თავყრილობას.თათბირს საიდუმლოს,ბევრთა დამღუპველსა:ფარულ თავყრილობებსთან სდევთ ფათერაკი, -ძენი გიუკისადაღუპა ღალატმა.
2. სიკვდილს უმზადებდაგმირებს ბედისწერა,ატლიც კი მოტყუვდა,თუმც იყო ჭკვიანი! –თით გამოაცალათავისთავს საყრდენი,ოდეს მან ცოლისძმებსუხმო საწვეულოდ.
3. ბრძნულად მოისაზრაგუდრუნ გონიერმა -უწყოდა შეთმქულთამტრობა იდუმალი,თუმცა მან ვერ შეძლოძმათა გაფრთხილება -ზღვათა გადაცურვა,დროით მიშველება.
4. რუნები ამოჭრა,გარნა გულბოროტმავინგიმ აუბნია,ვიდღე მიაწვდენდა;გეზი ლიმფორდისკენ,გმირთა საცხოვრისზე,აიღეს შათირთა,ატლის წარგზავნილთა.
5. მოყვრულად დაუხვდნენ,ცეცხლი გააჩაღეს! –ვერ მიხვდნენ მუხთალთაგანზრახვას მზაკვრულსა;გულღიად მიიღესატლის საჩუქრები,სიკეთედ იწამეს,ბოძზე ჩამოკიდეს.
6.კოსტბერა მოვიდა -მეუღლე ჰოგნისა,სტუმრებს მიესალმაფრთხილი ქალბატონი:გაუჩნდა გლაუმვორს -გუნარის მეუღლეს -სტუმრებზე ახალიფიქრი, საზრუნავი.
7.ჰოგნის მოუხმობდნენწასვლას მოციქულნი -ხაფანგს შეამჩნევდაჭკუა გამჭრიახი!გუნარი ჰოგნისგანუცდიდა თანხმობას,ჰოგნი კი ელოდა,რას იტყვის გუნარი!
8.დიოდა თაფლი დამოჰქონდათ ხორაგი,ბევრი სვეს თასებით,ვიდრე არ დაითვრნენ.
9.მოხდენილ ადგილზეგაშალეს ლოგინი,კოსტბერამ იცოდაამოხსნა რუნების:ღამით, ცეცხლის შუქზეიწყო ამოკითხვა:ენას არა ძრავდა,ფრთხილად კითხულობდა -აზრი ვერ გაუგოაბნეულ რუნებსა.
10. დაწვა ის ჰოგნისთანერთად სარეცელზე,ესიზმრა სიზმარიდა როს გაიღვიძეს,სიზმარში ნანახიუამბო კონუნგსა:
11. ”გზად გამზადებულხარ,გონს მოდი, დაფიქრდი!ცოტანი არიანმცოდნენი რუნების:დია, ამოვიცან,რაც გუდრუნს უჭრია,ელოდე ბოროტსა,გზა ხიფათს გიმზადებს!
12. მე მხოლოდ ერთი რამმაოცებს, მაკვირვებს -ბრძენს ესე რუნებირად აურევია:ძლივს შევძელ ამოხსნა,რომ გელით სიკვდილი,თუ შინ არ დარჩებით,წასვლას არ დაიშლით;არ ეყო რუნები,თუ სხვა ოინია?”
ჰ ო გ ნ ი მ თ ქ ვ ა:13. ”ცოლნი სულ ფრთხილობენ,მე სულ სხვა ზნისა ვარ,ღალატით არვისგანარ ველი მტრობასა!ოქროებს გვაჩუქებს,აგვავსებს თავადი;არ ვუფრთხი იჭვნეულხმათა შფოთიანთა!”
კ ო ს ტ ბ ე რ ა მ თ ქ ვ ა:14. ”წასვლა, არდარჩენა 0შეგყრით ფათერაკსა!კეთილ მასპინძლობასთქვენ მისგან ნუ ელით!ჰოგნი, მე სიზმარივნახე, ვერ დავმალავ -ნეტავ, მარცხს მანიშნებს,თუ ვშიშობ ამაოდ!
15. მესიზმრა, შენს საბანსცეცხლი წაეკიდა,ალმა ავარდნილმაამივსო დარბაზი!”
ჰ ო გ ნ ი მ თ ქ ვ ა:16. ”საბნები ბევრი გვაქვს,რისი გეშინია,დაიწვას ცხადადა -ახდება სიზმარი”.
კ ო ს ტ ბ ე რ მ ა თ ქ ვ ა:17. მესიზმრა, დარბაზშიდათვი შემობობღდა,ამტვრევდა თავხეეს,იქნებდა თათებსა;ბევრი ჩაუვარდახახაში დაწყევლილს,ვრძწოდით, ვცახცახებდით,იდგა ღრიანცელი!”
ჰ ო გ ნ ი მ თ ქ ვ ა:18. ”გრიგალს მოასწავებს,მაშრიყით მოვარდნილს,სიზმარში ანაზდადხილვა თეთრი დათვის!”
კ ო ს ტ ბ ე რ მ ა თ ქ ვ ა:19. ”მესიზმრა, არწივმაჩვენს სახლს ჩაუქროლა -ავს რასმე გვანიშნებს! –გვასხურა სისხლითა,ატლის ორეულივიცან მე მის ხმაში!”
ჰ ო გ ნ ი მ თ ქ ვ ა:20. ”დავხოცავთ ხვასტაგსა -სისხლი დაიღვრება;არწივი სიზმარშიხარს ნიშნავს ცხადადა!ატლი არ გვიმუხთლებს,სიზმრის ნუ გეშინის!”და ასე დასრულდამათი საუბარი.
21. ღირსთა გაიღვიძესდა სიზმრად ნახულზეახლა გლაუმვრომაიწყო საუბარი -ცოლი არ ურჩევდაგუნარს გამგზავრებას.
გ ლ ა უ მ ვ ო რ მ ა თ ქ ვ ა:22. ”მესიზმრა, მიჰავდითშენ ჩამოსახრჩობად,ცოცხალს, განაწამებსხორცს გგლეჯდნენ გველები,ქრებოდა სიცოცხლე;ვით ახსნი სიზმარსა?
23. მესიზმრა, იღებდნენშენი ტანსაცმლიდანმახვილს სისხლიანსა, -ვითა ვძრავ ენასა! –ვიხილე, შიგ გულშიჩაგესო ლახვარი,ირგვლივ გაისმოდაღმუილი მგლებისა”.
გ უ ნ ა რ მა თ ქ ვ ა:24. ”ძაღლები დარბიან,ყეფენ გაცხარებით -ჰოროლთა ფრენისაარს ცხადი ნიშანი”!
გ ლ ა უ მ ვ ო რ მ ა თ ქ ვ ა:25. ”მესიზმრა, დიოდამძლავრი რამ ნაკადი,მიქუხდა მერხებზესასახლის გვერდითა,წაქცევად გეძგერათძმათა ორთავეთა,ვერ უმაგრდებოდით -ავს ნიშნავს ხიფათსა!
26. მესიზმრა, მოვიდნენცოლნი გარდაცვლილნი,მსუბუქად მოსილნი,შენს წასაყვანადა,გიხმობდნენ, ჩქარობდნენუკუგამგზავრებას:დისნი მფარველობასვეღარ გაგიწევენ!”
გ უ ნ ა რ მ ა თ ქ ვ ა:27. ”ახლა გვიანღააშეცვლა განზრახვისა,გზად გავმზადებულვარ,ბედს ვერვინ ედაოს;ჩანს, გვიხმობს მსახვრალიხელი სიკვდილისა”.
28. რიჟრაჟზე წამოდგნენ,წასვლად აიშალნენ,დარჩენას ურჩევდნენკაცნი შინაურნი.ხუთნი გაემგზავრნენ,შინ კი ორჯერ მეტიდატოვეს მსახურნი -უგნურად მოიქცნენ!გაჰყვათ მარტოოდენსამი გულმამაცი;სნევარ და სოლარი -ვაჟები ჰოგნისადა გმირის ცოლისძმა -ორკნინგი გულლაღი.
29. ცოლნი გზად მიმავალთმიჰყვნენ ფიორდამდე;ამაოდ ურჩევდნენუკან დაბრუნებას.
30. გზაში გლაუმვორმა -გუნარის მეუღლემ -ანაზდად ვინგისთანიწყო საუბარი:”ნეტავ, რას გვიმზადებთ?არის ბოროტება -იწვევდე სტუმარს დაგულში ღვარძლს მალავდე!’
31. ვინგიმ დაიფიცამტკიცე საფიცარი:”დე, გოლიათებმაშეიპყრონ, დაახრჩონ,თუ ცრუობს, თუ გულშიმტრობა აქვს ფარული!”
32. ბერამ ბედკეთილიუსურვათ მგზავრობა:”ზღვა მშვიდად გაგევლოთ,მოგცეთ გამარჯვება!გემგზავროთ, ვითა მსურს,აგცდეთ ფათერაკი!”
33. ჰოგნიმ უპასუხა -ნათესავთ იმედმა:”ნუ დარდობთ, კეთილნო,მოხდეს მოსახდენი!ოდენ სურვილებითსაქმეს ვერ ვუშველით,შინით გაცილებავით იხსნის ყარიბთა!”
34. ჟამს განშორებისაშეხედეს ერთმანეთს;ბედმა გააწყვიტა -გზებით გაიყარნენ.
35. მოუსვეს ნიჩბებიმათ ისე ძლიერად,თითქმის გადუმსხვრიესხომალდს ხერხემალი;დაუწყდათ ღვედები,დატყდნენ პალოები;მიადგნენ ნაპირს დანავი არ მიაბეს.
36. მაღლობს მიეახლნენ,იხილეს სიმაგრე -ადგილ-სამყოფელი,საუფლო ბუდლისა;ჰოგნიმ ალაყაფზეატეხა რახუნი.
37. მაშინ თქვა ვინიგმა(სჯობდა სულ არ ეთქვა!):”გაბრუნდით უკანვე, -ჩქარა, თავს უშველეთ!დაგღუპვენ, დაგწვავენ,აგჩეხენ, აგკუწვენ -მოყვრულად გიწვევდით,მარჯვედ მოგატყუეთ;თქვენს თავგასაყოფადმე დავწნავ მარყუჟსა!”
38. ჰოგნიმ უპასუხა,გმირმა უშიშარმა,ჟამსა განსაცდლისაუკან არდამხევმა:”გინდა დაგვაშინო!თუ კვლავ კრინტს დასძრავ,თავად დაგატყდებარისხვა და თავზარი!”
39. მიუხდნენ ვინგისა,დასცხეს ჩუგლუგები,წარსტაცეს სიცოცხლე -ჰელსა ბნელს წარგზავნეს.
40. მოუხმო ატლიმამამაც მოლაშქრეებს,აბჯართა ჟღარუნითმოადგნენ გალავანს;მოსულთ აგინებდნენსალანძღავ სიტყვებით:”ჩვენ თქვენი დაღუპვაგვსურს დიდი ხანია!”
ჰ ო გ ი ნ ი მ თ ქ ვ ა:41. ”არ ჰგავს ეგ განზრახვადიდი ხნის სურვილსა,ჯერ მზადაც არა ხართ,მოგიკლათ მხედარი,ერთი გამოაკლდაუკვე თქვენს რიგებსა!’
42. გააფთრდნენ, რა ესმათმათ ეს სიტყვანი,მომართეს თითები,მოზიდეს ლარებსა,ფარსა იფარებდნენ,სტყორცნიდნენ ჰოროლთა.
43. შეიტყვეს შინ მყოფთა,გარეთ რაც ხდებოდა -დარბაზის კარებშიმსახურმა შესძახა.
44. გაშმაგდა გუდრუნიშემზარავ ამბითა,მოიხსნა გულქანდა,დაგლიჯა, დაყარა,ამტვრია ბეჭდები,მიწას დაანარცხა.
45. განახვნა კარნი დაგაიჭრა ეზოში,ხმით სალამს აწვდენდაძმათა მათ, წვეულთა,უშიშრად უხმობდა,ვითა შეჰფეროდაღირსთა მათ ნიფლუნგთადა წართქვა სიტყვანი.
46. ”არ მსურდა მენახეთშინით აქ მოსულნი,ბედმა მოგიყვანათ -ბედს ვერვინ ედაოს!”განსჯიდა ბრძნულადა,სთხოვდა დაზავებას,გარნა უკუაგდესთხოვნა გონივრული.
47. რა სცნა ღირსეულმაჭირი კარს მომდგარი,გულით გამამაცდა,გადიძრო ლაბადა,იშიშვლა მახვილიდაცვად ნათესავთა -ხელმარჯვედ ომობდა,საქმე ქმნა საგმირო.
48. ორნი მყის განგმირაგიუკის ასულმა,დაჭრა ძმა ატლისადა ფეხი მოჰკევთა -ბრძოლას განაშორესიგი ცოცხალ-მკვდარი.ეკვეთა მეორესპირბასრი მახვილით,ჰელსა ბნელს წარგზავნა,ხელი არ უთრთოდა.
49. საქვეყნოდ გავიდაიმ ბრძოლის ამბავი,რაიც თავს გადახდათგიუკის შვილებსა:იბრძოდნენ ნიფლუნგნისიკვდილის პირამდე,შვენოდათ შეტევა,მახვილთა ძგერება,ჯავშანთა ლეწვა დამსხვრევა მუზარადთა.
50. გავიდა მთელი დღეხელჩართულ ბრძოლაში -დილა და შუადღე;ჩამოდგა საღამო.სისხლით გაჟღენთილიმოჩანდა მინდორი,თვრამეტი მხედარიდაეცა მტრის მხარეს,აქეთ - ზმა ბერასიდა ძენი მამაცნი.
51. ატლიმ თქვა მრისხანემ,გარნა ნაღვლიანმა:”მზარავს ეს ამბავი,რაც ჩვენ გვდევს ბრალადა!ოცდაათ დარჩეულმხედრიდან თერთმეტნიგადავრჩით - მძიმეაჩვენი დანაკლისი!
52. ხუთი ძმა ვიყავით,როს ბუდლიმ დაგვტოვა:ორნი ჰელს ცხოვრობდნენ,ორნიც დღეს მომიკლეს.
53. ქვეყნად ნათესავიბევრი შევიძინე,მაგრამ მე ვერც ერთშივერ ვპოვე სიკეთე!შვება აღარა მაქვს,რაც ცოლად შეგირთე:თვისტომთ მინადგურებ,სახლი ამიწეწე,დაი მომიკალი,მაწვნიე სიმწარე!”
გ უ დ რ უ ნ მ ა თ ქ ვ ა:
54. ”ატლი, უსამართლოდმავსებ საყვედურით!დედა მომიკალი,ჰფლობ მისსა სიმდიდრეს:შიმშილით მომიკალდისშვილი ძვირფასი;აწ სასაწილოა,რომ შენვე ბრალს მდებდე!მადლობა ღმერთებსა,ეგზომ გაგამწარეს!
ა ტ ლ ი მ თ ქ ვ ა:55. ”ამაყი ცოლისავაებამ იმრავლოს!ესე მე ვიხილო -გიბრძანებთ, თავადნო!გამწარდეს გუდრუნი,უმძლავრდეს ვარამი,სიმწრისა მისისავიქმნე მე მხილველი!
56. ჰოგნი მოიყვანეთ,ცოცხლად შეპყრობილი,გაუპეთ მკერდი დაგული ამოგლიჯეთ!მაგარი თოკითაგათოკეთ გუნარი,გველების ორმოშიჩააგდეთ გულფიცხი!”
ჰ ო გ ნ ი მ თ ქ ვ ა:57. ”ჰქმენ, რაც გეწადოს!არ ვუფრთხი განსაცდელს,შევხვდები თამამად,ვუწყი უარესიც!ჩვენ, სანამ შეგვეძლო,თავს მედგრად ვიცავდით,ვიცლებით სისხლისგან,ვსუსტდებით, გნებდებით!’
58. წარმოთქვა ბეიტიმ,დამქაშმა ატლისა:”ჰაილი შევიპყროთ,ჰოგნი შევიბრალოთ!დაე, დაიღუპოსმხდალი, გარეწარი;ზარმაცსა, უქნარასეყოს, რაც იცოცხლა!”
59. შიშმა აიტანაქვაბების დარაჯი,მყისვე ადგილიდანმოწყდა და გაიქცა:მას არ ეთმობოდასაქმე საკუთარი -ხვედრი ხვდა საზარი;ნასუქალ ღორებსა,მსუყე სანოვაგესიყო მიჩვეული.
60. იშიშვლეს დანებიბუდლის მზარეულზე;აღმუვლდა საბრალოდმონა უბადრუკი:ჰფიცავდა - იქნებანაკელის მზიდავადდა არ ითაკილებსუმდაბლეს შრომასაც,ოღონდ შეიბრალონ,აჩუქონ სიცოცხლე.
61. ჰოგნიმ საოცარისაქმე ჩაიდინა:სთხოვა - არ მოეკლათ,გაეშვათ საბრალო:”სიკვდილთან შეხვედრამიჩანს მე თამაშად:რად გვინდა ვისმინოთწკმუტუნი მონისა?”
62. შეიპყრეს ვაჟკაცი,აღარ დააყოვნეს,მხედართ აღასრულესსაქმე შემზარავი:ჰოგნიმ გაიცინა -ნახეს და ისმინეს,ტანჯვას და ტკივილებსიჩნევდა ჩალადა.
63. გუნარმა უეცრადქნარი ააჟღერა,ჩამოჰკრა სიმებსა,ატირდნენ დიაცნი,დამწუხრდნენ მამაცნი -ხმა ესმათ გლოვისა;გუდრუნს უგზავნიდაძმა ავსა ამბავსა.
64. რიჟრაჟზე დახუჭესთვალნი გულმამაცთა,გმირული სიკვდილითგანშორდნენ სიცოცხლეს.
65. ატლი ამაყობდამათზე გამარჯვებით,გუდრუნს ნიშნისგებითამცნობდა მრისხანე:”გათენდა, გუდრუნო,აღარ გყავს თვისტომი!ნათესავთ დაღუპვაშენაც გდევს ბრალადა!’
გ უ დ რ უ ნ მ ა თ ქ ვ ა:66. ”ატლი, შენ ზეიმობ!მკვლელი ხარ მუხთალი!დრო დადგეს - ინანო,იწვნევდე უარესს,აწ მემკვიდრეობითჩემით გულს გაიძღებ,გარნა ვერ იხარო,ვიდრემდე ცოცხალ ვარ”.
ა ტ ლ ი მ თ ქ ვ ა:
67. ”ვიცი, რომ ბრალი მდევს,ვუწყი, რა ვიღონო,ვით გადაგავიწყოშფოთი და ვარამი:მოგგვრი მოახლეებს,მოგცემ სამკაულებს,თოვლისფერ ვერცხლითააგავსო, ვით გსურდეს!”
გ უ დ რ უ ნ მ ა თ ქ ვ ა:68. ”უარვყოფ ყოველსაშენგან ნაბოძებსა,ჩვენს შორის კავშირიგაწყდა მეგობრული;ვიყავ საშინელი,ვიქმნა უარესი!არად მიჩნს სიცოცხლემე ჰოგნის შემდეგა.
69. ვიყავით ორნივეერთ ჭერქვეშ გაზრდილი,ერთად ვთამაშობდით,დავრბოდით ჭალებში;ოქროს სამკაულით,ძვირფას ამბარჩებითგვამკობდა გრიმილდი.ვით გადავივიწყომკვლელობა ძმებისა,ვინ რა მანუგეშოს!
70. ცოლნი მორჩილებენქმართა ძლიერებას -ტანი იღუპება,თუ გახმა ტოტები;ფესვნი თუ დააჭერ,ხე კვდება, ეცემა:ატლი, აწ შენა ხარაქ ბატონ-პატრონი!”
71. ღალატს არ ელოდაატლი უგუნური,ვერ ცნო ცბიერებაწინდაუხედავმა.გუდრუნი იდუმალ,დია, თვალთმაქცობდა,მალავდა მზაკვრობას,ჩანდა მხიარული.
72. ძმებსა აღაპშილუდს ეზიდებოდა,ატლი თამადობდანათესავთ აღაპსა.
73. თავდება ამბავი:ლუდი მოადუღა,ავბედს აღუთქვამდაქელეხი, ღრეობა -სიკვდილს უმზადებდაბუდლის ნაშიერთაგუდრუნი, ძმათათვისავი შურისგებით. . .
74. მოუხმო პატარებს,ტახტზე დააწვინა,შეკრთნენ ბიჭუნები.გარნა არ ატირდნენ,გულზე მიეხუტნენ,ჰკითხეს - რა ეწადა.
გ უ დ რ უ ნ მ ა თ ქ ვ ა:75. ”ნუ მკითხავთ ნურარას!მინდა მოგაკვდინოთ -ჭაღარა სიბერესმსურს დაგხსნით ორთავე”.
ბ ა ლ ღ ე ბ მ ა თ ქ ვ ე ს:76. ”უმწეო ყმაწვილთადაკვლას ვინ დაგიშლის, -მაგრამ შურისგებითდიდხანს ვერ იხარო!”დახოცე ორნივეძენი ულმობელმა -ყელები დაღადრაპირბასრი დანითა.
77. იკითხა ატლიმა:ბალღნი სად არიან,საით შეირბინეს,ნეტავ, სათამაშოდ?
გ უ დ რ უ ნ მ ა თ ქ ვ ა:78. ”მოვალ და სიმართლითგეტყვი ყოველივეს,-გრიმილდის ასულიმოგაგებს პასუხსა.გარნა ამ სიმართლითმე ვერ გაგახარებ,ძმები დამიხოცე,ავ გზას დამაყენე!
79. ვიგლოვდი დაღუპულთ,ვეღარ ვიძინებდი,ვწნავდი შურისგებას -მიიღე სანაცვლოდ!მახსოვს, შენ დამსეტყვეადრიან დილითა,ახლა საღამოა -ამბავს სცნობ სხვაგვარსა!
80. დანით პირბასრითდაგიკალ შვილები,თასებად ვაქციემე მათი თავები,ძეთა მათ სისხლითალუდი შეგიზავე.
81. შამფურზე ავაგემე მათი გულები,შევწვი და მოგართვი,გითხარ - ხბოს გულია!შენ მარტომ შეჭამე,სხვას არვის გაუყავ,საძირე კბილებითდაღეჭე გულდაგულ.
82. აჰა, სცან სიმართლე -ბალღნი სად არიან!ვქმენ ჩემი საქმნელი -გაწვნიე სიმწარე.
ა ტ ლ ი მ თ ქ ვ ა:83. ”ავსული ყოფილხარ,გუდრუნო, თუ მართლაშვილების სისხლითალუდი შემიზავე -მოსპე და დაღუპეჩვენი ნაშიერნი,ძენი დამიხოცე,ჭირი გამიმრავლე!”
გ უ დ რ უ ნ მ ა თ ქ ვ ა:84. ”შენ უნდა მომეკალ -სხვას რას მივაგებდიუმჯობეს სასჯელადულმობელ თავადსა!შენ ადრეც მრავალთაუბედურებათა,ბოროტთა საქმეთახარ ქვეყნად ჩამდენი;აწ ქმენ ბოროტებაქვეყნად უმძიმესი, -აღაპი შენივეშენვე განიმზადე!”
ა ტ ლ ი მ თ ქ ვ ა:85. ”დაგწვავენ კოცონზე,ჩაგქოლენ ქვებითა!მიიღებ სანაცვლოს -საკადრის სასჯელსა!”
გ უ დ რ უ ნ მ ა თ ქ ვ ა:”დილისთვის სიმწარესელოდე უარესს!ლამაზი სიკვდილიჩემთვის განვიმზადე!”
86. ასე აღავსებდნენერთურთს საყვედურით,შინ მსხდომი, ერთურთისმრისხანედ მზირალი.
87. აღინთო ჰნიფლუნგი,აღსგა შემართბად,გუდრუნს განუცხადა,რომ მოკლავს ატლისა.
88. დაღუპულ ჰოგნისახვედრი გაიხსენა,გუდრუნმა აღუთქვაჰნიფლუნგს დახმარება,მალე მოახლოვდაატლის აღსასრული,გუდრუნის შეწევნითის მოკლა ჰნიფლუნგმა.
89. სიმწრით გაიღვიძადა წართქვა ძლიერმა -მძიმე ჭრილობათაბრძანა არ შეხვევა:”მარქვით, ვინ განგმირა,მოკლა ძე ბუდლისა?ვერ წინააღვუდგე,ვერ მკურნოს მკურნალმა!”
გ უ დ რ უ ნ მ ა თ ქ ვ ა:90. ”მართალს მოგახსენებსგრიმილდის ასული,რომ მისი სურვილითმოგისპეს სიცოცხლე!ჰოგნის ძემ, მამაცმა,დაგცა გულს მახვილი.
ა ტ ლ ი მ თ ქ ვ ა:91. ”იტვირთე მკვლელობა -სულმოკლედ მოიქეც:ერთგულსა მეგობარსექმენ მოღალატედ!მიყვარდი, არ გსურდი,შეგირთე ცოლადა;
92. მორჭმულად გიცნობდნენქვრივსა მბრძანებელსა,დიდთა მათ საქმეთაგრაცხდნენ შემოქმედად.დავბრუნდით ამალითმრავალრიცხოვანით,გზები ცხოვრებისაკარგ ბედს აღგვითქვამდა.
93. ზრუნვით გარს გვეხვივნენღირსნი დიდებულნი,გვყავდა საქონლისაჯოგი უთვალავი,ვიხვეჭდით, გავცემდითსიმდიდრეს უხვადა.
94. ურვათი მოგართვი,დია, საკადრისი:მონა ოცდაათი,შვიდი მოახლენი;ვერცხლი დავუმატესართად მშვენიერთა.
95. არარად მიგაჩნდაესე ყოველივე, -დამაკლდა ბევრი რამმზაკვრობით შენითა -სიმდიდრე მიწებისბუდლის ნაბოძარი.ცრემლები სდიოდაშენსა დედამთილსა,ნდობა ერთმანეთისდავკარგეთ ცოლ-ქმარმა!’
გ უ დ რ უ ნ მ ა თ ქ ვ ა:96. ”ატლი, შენ სიცრუითაბრუნებ ენასა!ბრალად მდებ ანჩხლობას,თვით ხარ უარესი:თქვენ, ძმანი ჭაბუკნი,ადრევე მტრობითაღუპავდით ერთმანეთს,ჰელსა წარგზავნიდით,დაღუპეთ სიმდიდრედა ბედნიერება.
97. ჩვენ, სამნი და-ძმანი,დია, უძლევენლი,ხმელეთს განვეშორეთ,ზღვად გავყეთ სიგურდსა.ჩვენგან თვითეული,საკუთარ ხომალდით,მაშრიყს მიეახლაომის მაძებარი.
98.მოვკალით კონუნგი,დავიპყრეთ ქვეყანა,მოვიდნენ თავადნირიდით და კრძალვითა,ურჩნი დავიმონეთ,მორჩილნი ვამართლეთ,ღატაკთ ვუწყალობეთგანძი საბოძარი.
99. მომიკვდა სიგურდი,ბედი დამეფერფლა,დამერქვა საბრალოსახელი ქვრივისა,ატლის სასახლეში,ქმარზე მგლოვიარე,ვიჯექ, არ ძალმიძდაგმირის დავიწყება.
100. ვგრძნობდით, უსამართლოდგანსჯიდი თინგზედადა სხვებს აბრალებდიშენს უსამართლობას;იყავი დამთმობიდა გაუბედავი,სდუმდი, თუმც დუმილიარ ჰფერობს კონუნგსა”.
ა ტ ლ ი მ თ ქ ვ ა:101. ”სცრუობ, შენ, გუდრონო,გარნა ჩვენს ტანჯვასა,ხვედრსა უმძიმესსაამით ვერ უშველო!წესი აღასრულეჩვენდა საკადრისად,როს შინით მხედარნი,შორს წამასვენებენ!”
გ უ დ რ უ ნ მ ა თ ქ ვ ა:102. ”ვიყიდი ნავსა დაკუბოს მოქარგულსა,გასანთლულ სუდარას,საბურველს მკვდრისასა,ვითომც გზა ცხოვრებისგაგვევლოს ერთადა”.103. ატლი გარდიცვალა,გლოვობდნენ თვისტომნი,თქმული აღასრულაღირსმა ქალბატონმა.სიკვდილი ეწადაბრძენსა მას გუდრუნსა,გარნა მან ამქვეყნადკვლავ დიდხანს იცოცხლა.
104. ბედნიერ არიან,ვინც შვილებს გმირებადაღზდიან ისე, ვითაღზარდა გიუკიმ.ქებით და დიდებით,ყველგან და მარადისიცოცხლებს საქმენიმათი საგმირონი.
გუდრუნის წამქეზებლობა
(Gudrunarhvot)
გუდრუნმა, ატლი რომ მოკლა, დაუყოვნებლივ ზღვას მიაშურა. შევიდა ზღვაში და უნდოდა თავის დახრჩობა, მაგრამ ზღვამ არ ჩაძირა. წყალმა ფიორდებზე გაიტაცა და კონუნგ იონაკრის მიწაზე გარიყა. იონაკრმა ცოლად შეირთო გუდრუნი.მათ აჟებს ერქვათ: სორლი, ერპი და ჰამდირი*. იქვე იზრდებოდა სვანჰილდი - ასული სიგურდისა. იგი ცოლად შერთეს ორმუნრეკ ძლიერს. ორმუნრეკს ჰყავდა მრჩეველი, სახელად ბიკი. ბიკიმ (მზაკვრულად) ურჩია რანდვერს, კონუნგის ძეს**, ხელთგდება სვანჰილდისა და ამის შესახებ ყველაფერი უამბო კონუნგს. კონუნგმა ბრძანა, ჩამოეხრჩოთ რანდვერი, ხოლო სვანჰილდი ცხენებისთვის გაეთლვინებინათ. გუდრუნმა, როცა ეს ამბავი შეიტყო, მყისვე თავის ვაჟებს მიმართა:
1. ვისმინე სიტყვანი -რისხვა-საყვედური:დარდით დასეტყვილიდა სულით ძლიერიკიცხავდა გუდრუნიძეთა მათ ყმაწვილთა,ბრძოლად მოუხმობდა,მტერზე შურისგებად:
2. ”რად სხედხართ? რად გძინავთუზრუნვ-უდარდელად?ვითღა შეგიძლიათიყოთ მხიარული,ოდეს ორმუნრეკმადაი თქვენი სვანჰილდიცხენებს ათელვინა -თეთრონს და შავრასა;ომების გზებზედამიუგო ფლოქვებქვეშნახედნსა, გოთურსანაცრისფერ ულაყებს!
3. არა, თქვენ არ ჰგავხართსიმხნით, სიმამაცით,არც გუნარს, გამბედავს,არც ჰოგნის, ძლიერსა,დია, აღგაგზნებდათცეცხლი შურისგების,რომ ჩემთა ძმათაებრიყოთ უშიშარი,ან ჰუნთა კონუნგებსბაძავდეთ გმირობით!”
4. მაშინ თქვა ჰამდირმა,მხნემ, სულით მაღალმა:”ვეჭვ, რომ შეაქებდიჰოგნის ვაჟკაცობას,ოდეს მათ სიგურდსაძილი დაურღვიეს,ოდეს თავსაბურნი,თეთრნი და ცისფერნი,მეუღლის სისხლითაწითლად შეგიღებეს.
5. შენ, შენთა ძმათათვისმწარე შურისგებად,შვილები დახოცეშენივე ხელითა,დიაღაც, ვინატრებთ -დისათვის ყმაწვილნიორმუნრეკ ძლიერზეაღვდგეთ შურისგებად!
6. მოიღეთ აბჯარნიჰუნთა მათ კონუნგთა!მახვილთა თინგისკენლტოლვად შთაგვაგონე!’
7. სიცილით შევიდასაწყობში გუდრუნი,მოიღო ზუჩნი დაჯავშანნი კონუნთა,აისხეს ძეთა მათაბჯარნი საომრად,სასწრაფოდ მოახტნენდარხატულ ცხენებსა.
8. მაშინ თქვა ჰამდირმა,მხნემ, სულით მაღალმა:”დედის სანახავადვერღა უკუიქცნენგმირნი, დაცემულნიგოთებთან ბრძოლაში,მაშინ აღასრულეშვილთათვის აღაპი -ასული შენისადა შენთა ძეთათვის”.
9. გაბრუნდა გუდრუნიგიუკის ასულიცრემლის ღვრით, ქვითინითდაჯდა ალაყაფთან;სიმწრისა ძველისაიწყო მოგონება,ნამყო, გაფრენილი,დაუდგა თვალწინა:
10. სამსა ცეცხლს ვიცნობდი -სამსა მას კერიას,სამ ქმარს - სამ მეუღლესსამჯერ განათხოვი;ქმართაგან სიგურდიჰმეტობდა სხვებზედა,ძმებმა მომიკვდინესმეუღლე უბადლო!
11. სევდა უმძიმესიაროდეს მეწვნია,გარნა უარესიბედმა გამიმზადა -ატლის მიმათხოვესავსა მას კონუნგსა!
12. მოვუხმე ყმაწვილთავითომც სასაუბროდ;ესღა დამრჩენოდაბედკრულს შურისგებად:სიცოცხლე მოვუსპენიფლუნგთა მოდგმასა.
13. მიველ ზღვის ნაპირას,ნორნებზე გამწყრალი,ნორნების რისხვისა,დია, მომლოდინე,ზღვამ პირი სეიკრა,წყალმა არ ჩამძირა,ზვირთთა გამიტაცეს,დავრჩი კვლავ ცოცხალი.
14. უცხოსა მხარეშივპოვე სარეცელი,ქმარს გავყევ მესამეს,მძებნელი ბედისა;ვამრავლე ვაჟებიმოდგმა იონკარის,მძლეთა მძლე კონუნგისძენი ღირსეულნი.
15. სვანჰილდს გარს ეხვიაგუნდი მოახლეთა,ძეთა უმეტესადმიყვარდა ასული;დარბაზს მინათებდამისი მშუქარება -მსგავსად მზის სხივისაბრწყინავდა სვანჰილდი.
16. ვამკობდი სამოსით,ოქროს სამკაულით;გოთების მხარეშიქმარს შევრთე ძლიერსა,მომხვდა შემზარავიტანჯვა ბედდამწვარსა:ცხენებს ათელვინესლაფში და ტალახშისვანჰილდის ლამაზიქერა კულულები.
17. სიკვდილი სიგურდისყოველთა აღემატა -ლოგინში მომიკლესიგი, ომს ჩვეული;ხვედრი გუნარისაიყო უმწარესი -გველთა მათ მბზინავთადაგესლეს კონუნგი;გული ამოგლიჯესმკერდიდან ჰოგნისა -კონუნგს შემზარავიარგუნეს სიკვდილი.
18. მახსოვს მე მრავალიდარდი და ტკივილი;სიგურდო, შეკაზმეშავრა ქედფიცხელი,ჩქარა მოაჭენეჩემსკენ ბედაური!მარტო ვარ, არა მყავსრძალი, არც ასული,გუდრუნს რომ ძვირფასიუძღვნან საჩუქრები!
19. ხომ გახსოვს, სიგურდო,ჩვენი საუბარი,ოდეს სარეცელზევისხედით მარტონი?აღმითქვი ჰელიდანჩემთნ დაბრუნება,დაგპირდი, რომ შენთვისდავთმობდი სიცოცხლეს.
20. აწ, ღირსნო თავადნო.მუხისა შეშისგანაღაგზნეთ გმირისთვისკოცონი მაღალი:დე, ცეცხლმა დაფერფლოსგული სევდიანი -დარდი და ვარამიდაადნოს გულისა!”
21. ასცდეთ მომავალშიქმრებსა და ცოლებსამსგავსნი განსაცდელნი,ექმნათ მოგონებად!დასრულდეს ამბავიესე სევდიანი!
სიტყვანი ჰამდირისა
(Hamdismâl)
1. იქ ბნელი ამბები,ბნელი საქმეებიხდებოდა ჟამსა მასნაღვლიან დილითა;დილით ღვივდებიანშავბნელი ფიქრები,ფრთებსა შლის დარდი დავარამი გულისა!
2. არცა დღეს მომხდარა,არც გუშინ დილითა,ძველი ამბავია, -უძველეს დროისა;უხმობდა გუდრუნი,გიუკის ასულითვისთა ვაჟიშვილთა,ყმაწვილთ გულმამაცთაასულის თვისისამკვლელზე შურისგებად:
3.”სვანჰილდი - სახელიდისა მის თქვენისა,ვინაც ორმუნრეკმაცხენებს ათელვინა -თეთრონს და შავრასა;ომისა გზებზედამიუგდო ფლოქვებქვეშ,ნახედნსა, გოთურსანაცრისფერ ულაყებს!
4.კონუნგთა მოდგმიდანჩემი ჯილაგისაყველა დამეღუპა,თქვენღა დამრჩენიხართ!
5.მე მარტოდმარტო ვარ,ვით ვერხვი ჭალაში,ვით ნაძვი ლიტონი,უძმო, უთვისტომო;მოვაკლდი სიხარულს,ვით ფოთლებს - მცენარე,როს მაღნარს ხორშაკმაქარმა დაუქროლა!”
6. მაშინ თქვა ჰამდირმა,მხნემ, სულით მაღალმა.”ვეჭვ, რომ შეაქებდიჰოგნის ვაჟკაცობას,ოდეს მათ სიგურდსაძილი დაურღვიეს, -შენ იჯექ ლოგინზე, -მკვლელნი ხითხითებდნენ;
7. ოდეს თავსაბურნი,თეთრნი და ცისფერნი,მეუღლის სისხლითაწითლად შეგიღებეს:მოგიკლეს სიგურდი,შენ იჯექ ცხედართანდარდით დასეტყვილი -ეს გიყო გუნარმა!
8. ფიქრობდი, დახოცავერპსა და ეიტილს,დასწვავ, გულს მოუკლავ,დასეტყვავ ატლისა,დახოცე შვილები -ჭირი გაიმრავლე,მახვილით დასჭერიგული საკუთარი!”
9. სორლიმ თქვა სიტყვანი,ჭაბუკმა ჭკვიანმა:”არა მსურს კამათიშევკადრო დედასა,გარნა თქვენ არც ერთმაარა სთქვით ერთი რამ:რა გინდა, რას გოდებ,რას ელი, გუდრუნო?
10. დასტირი დაღუპულძმებსა და შვილებსადა ომში დაცემულთვისტომ-ნათესავთა!მალე ჩვენც გვიგლოვებ,გუდრუნო, ორთავს -მხარეს მას შორეულსმიგვიხმობს სიკვდილი!”11. გავიდნენ შინიდანრისხვით აღგზნებულნი,მოახტნენ ჰუნურსაჭიხვინა ქურანებს,ნამიან მთებზედაგაფრინდნენ ყმაწვილნი.
12. გზად შემოეყარათგერი ძმა, ცბიერი:
ჰ ა მ დ ი რ მ ა თ ქ ვ ა:”ჯუჯავ, შავგვრემანო,ვით დაგვეხმარები?’
13. ერპმა უპასუხაძმამ შავგვრემანმა:”ვით ერთსა სხეულზე,ერთად ამოზრდილნი -ფეხი ფეხს, ხელი ხელსუწევს დახმარებას”.
ჰ ა მ დ ი რ მ ა თ ქ ვ ა:”ვით შეუძლიაერთ ფეხსა მეორის,ან ხელსა მეორეხელის დახმარება?”
14. და ერპმა სიტყვანითქვა ესევითარნი -ის ცხენზე იჯდა დატოკავდა ქურანი -”ვითარ შემიძლიამხდალებს გზა ვუჩვენო!”თქვეს: ”რაებს გვიბედავსესე ნაბუშარი!”
15. იშიშვლეს ქარქაშითქარქაშთა რკინები,მრისხანედ აღმართესმახვილი ძმაზედა,ძალ-ღონის თვისისამოსრნეს მესამედი, -სიკვდილი არგუნესყრმასა გულფიცხელსა.
16.დაბერტყეს, მოისხესმხრებზე ლაბადები,ჩააგეს მახვილნიღვთივდაბადებულთა.
17. გაჰყვნენ სახიფათოგზებსა ძნელსავალსა,იხილეს დისწულიდასჯილთა ხეზედა -ქარში მოქანავენახეს ჩამომხრჩვალი,ციხისა სამხრეთით,სად სევდა სუფევდა.
18. ისხდნენ შინ მხედარნი,სვამდნენ და ღრეობდნენ,არ ესმათ ფეხის ხმა,ცხენთა თქარათქური,ვიდრემდის გუშაგთაარ ამცნეს ბუკითა.
19. ჰკადრეს, მოახსენესორმუნრეკს ამბავი,რომ მცელთა იხილესკაცნი ჩაჩქნოსანნი:”აღსდექით თავდაცვად!მოვიდნენ ძლიერნი,ცხენთ რომ ვათელვინეთდაი მათი - სვანჰილდი!”
20. მაშინ გაიცინაორმუნრეკ ძლიერმა,დინჯად გადაისვახელი ულვაშებზე,მახვილს არ შეეხო,ოდენ ფარს შეხედა,ხელთ ეპყრა ფიალაღვინისგან შემთვრალსა.
ო რ მ უ ნ რ ე კ მ ა თ ქ ვ ა:21. ”ბედნიერ ვიქნები,თუ ჩემსა დარბაზშივიხილავ ორთავეს -სორლის და ჰამდირსა:გავთოკავ გიუკისამაყ შვილიშვილებს,მარყუჟს გადავაცვამ,გავკიდებ ძელზედა!”
22. ”მეფინგრ!” - თქვა ჰროდგლოდმამდგომმა შორიახლო,და უთხრა ვაჟიშვილს:”ძლივს დგახართ ფეხზედა!ვით ძალუძთ ორთა მათამ დიდ დარბაზებშიათასსა გუთთანაშებმა-გამკლავება?”
23. ატყდა ღრიანცელი,ცვიოდნენ თასებიდა გოთების სისხლშიცურავდნენ გმირები.
24. მაშინ თქვა ჰამდირმა -მხნემ, სულით მაღალმა:”შენ დიდხანს გველოდი,ორმუნრეკ ძლიერო,შენს ციხე-დარბაზშიჩევნ ორთა - ღვიძლ ძმათა.ხედავ შენს ფეხებსა? –ხელნიც ორთავე -ჩვენ ცეცხლში ჩავყარეთ,ალს შევრთეთ ძლიერსა!”
25. დაჭრილი დათვივითშეჰღმუვლა კონუნგმა,ღვთივ დაბადებულმაგმირმა აბჯროსანმა:”ქვები დაუშინეთ! –არა ჭრის მახვილი,არც სხვა იარაღი -იონაკრის მოდგმასა!”
ს ო რ ლ ი მ თ ქ ვ ა:26. ”ძმაო, რად მოხსენითავი მაგ გუდასა, -სიტყვებს სახიფათოსისვირს ის ხშირ-ხშირად!
27. სიფრთხილე გაკლიაბრძოლაში, ჰამდირო!გაუფრთხილებლობაღუპავთ გულმამაცთა!’
ჰ ა მ დ ი რ მ ა თ ქ ვ ა:28. ”თავსაც მოვკვეთავდითორმუნრეკს ძლიერსა,რომ ერპი, ცოცხალი,აქ თანა გვხლებოდა,მოვკალით ძმა იგი,ვაჟკაცი გულადი,დისთა შთაგვაგონესგანზრახვა უგნური.
29. აწ ერთურთს მგლებივითნუ ავუხირდებით,ნორნების მშიერთაძაღლთა ნუ მივბაძავთ -უღრანში გაზრდილებსურთიერთმტრობითა!
30. ვიბრძოდით გოთებისგვამებზე შემდგარნი,გვშვენოდა მახვილი,ვით ფრენა არწივსა!დე, მოვკვდეთ დღეს თუ ხვალ,სახელით, დიდებით -ნორნების განაჩენსვერ ასცდეს ვერავინ!”
31. სორლი დაიღუპატორზისა კედელთან,სახლს უკან გმირულადდაეცა ჰამდირი.
ამას ეწოდება ”ძველნი სიტყვანი ჰამდირისა”.
III. დამატებითი სიმღერები
სიმღერა მგზავრზე ანუბალდრის სიზმრები
(Vegtâmskvidha eda Baldrs Draumar)
1. თინგზე თავყრილობაგამართეს ასებმა,ბჭობდა შეიკრიბნენღმერთნი და ქალღმერთნი:ბჭობდნენ და მსჯელობდნენმსაჯულნი ძლიერნი -რად ესიზმრებიანბალდრს ავი სიზმრები?
2.წამოდგა ოდინიდა ძველმა გაუტმასლეპნირს უნაგირიშეადგა ზურგზედა,დაღმა გაემგზავრაბნელსა მას ნიფლჰელსა,ჰელის შესავალთანდაუხვდა ქოფაკი.
3.ძაღლს წითლად შესვროდასისხლისგან გულ-მკერდიდა დიდხანს უყეფდაჯადოთა მამასა;მან კი გზა განაგრძო,მიწა ზანზარებდა,ჰელს, დარბაზს მაღალსა,
4.მაშრიყის ჭიშკრიდანგავიდა ყორღანზე,სად ვოლვას საფლავიმას ეგულებოდე;შელოცვა უმღერა,ძლივს გამოაღვიძა,წამოდგა ცხედარი,იწყო საუბარი:
5. ”ვინ არის უცნობიმამაცი მხედარი,ვინ მიხმობს მგზავრობადგზასა ძნელსავალსა?აქ თოვლი მათოვდა,წვიმა მასხურებდა,ნამი მეფრქვეოდა, -მკვდარი ვარ დიდი ხნის”.
ო დ ი ნ მ ა თ ქ ვ ა:6. ”სახელმდევს ვეგტამი,ვაჟი ვარ ვალტამის;მიამბე ქვესკნელზე,გიამბობ ზესკნელზე;მერხებზე ბეჭდებიაქ ვისთვის აწყვია,ან ოქრო, მბრწყინავი,რად ფარავს იატაკს?”
ვ ო ლ ვ ა მ თ ქ ვ ა:7. ”აქა დგას ბალდრისთვისთაფლი ნადუღარი,შუშხუნა სასმელი,ფარით დახურული;შფოთავენ ასებისასოწარკვეთილნი.აწ ვდუმვარ, მეტს ჩემგანვერა სცნობ ვერარას”.
ო დ ი ნ მ ა თ ქ ვ ა:8. ”ვოლვა, არ დადუმდე!ვინძლო მიპასუხო,შენგან მსურს შევიტყოდა ვცნა ყოველივე:ბედი ვის არგუნებსბალდრის მოკვდინებას -ძისა ოდინისამკვლელი ვინ იქნება?
ვ ო ლ ვ ა მ თ ქ ვ ა:9. ”ჰოდრი ჩამოაგდებსქვესკნელს დიდების ხეს,ბედი მას არგუნებსბალდრის მოკვდინებას,ძისა ოდინისამკვლელი ის იქნება.აწ ვდუმვარ, მეტს ჩემგანვერა სცნობ ვერარას”.
ო დ ი ნ მ ა თ ქ ვ ა:10. ”ვოლვა არ დადუმდე,ვინძლო მიპასუხო,შენგან მსურს შევიტყოდა ვცნა ყოველივე:მითხარ, ვინ აღსდგებაჰოდრზე შურისგებად,მკვლელსა მას კოცონზე,მარქვი, ვინ გაგზავნის?”
ვ ო ლ ვ ა მ თ ქ ვ ა:11. ”რინდი ოდინისგანვაჟსა შობს - ვალისა,ვინაც ერთი ღამისჩაების ბრძოლაში,ხელებს არ დაიბანს,თმას არ დაივარცხნის,ვიდრემდის ბალდრის მკვლელსარ მოკლავს მამაცი”.
ო დ ი ნ მ ა თ ქ ვ ა:12.”ვოლვა, არ დადუმდე,ვინძლო მიპასუხო,შენგან მსურს შევიტყოდა ვცნა ყოველივე:სთქვი, ვისი ასულნიასტეხენ ქვითინსათეთრთა მათ ლეჩაქთაზეცამდე ფრიალით?”
ვ ო ლ ვ ა მ თ ქ ვ ა:13.”შენა ხარ ვეგტამი,დია, თუმც მეგონე,დასტურ ხარ ოდინი -ძველი შემოქმედი!”
ო დ ი ნ მ ა თ ქ ვ ა:14. ”არც შენ ხარ ვოლვი -წინასწარმეტყველი, -დასტურ, შენ დედა ხარსამთა გოლიათთა!”
ვ ო ლ ვ ა მ თ ქ ვ ა:15. ”ოდინ, შინ დაბრუნდი!ძალგიძს იამაყო!დღეიდან აქ, ჩემთან,ვერ მოვა ვერავინ,ვიდრემდის არ დაგლეჯსლოკი არტახებსა -ღმერთთა აღსასრულივიდრე არ დადგება”.
სიმღერა რიგრზე
(Rigsmâl)ძველ საგებში მოთხრობილია, რომ ერთი ასებთაგანი, რომელსაც ჰაიმდალი* ერქვა, ერთხელ თავისი გზით ზღვის სანაპიროს მიჰყვებოდა; რომელიღაც ეზოს მიადგა და განაცხადა - რიგრი მქვიანო. ამის შესახებ გვიამბობს ეს სიმღერა.
1. ძველ დროში, ოდესღაცღმერთი დიდებული,ასებში მამაცი,ძველი ბრძენთაბრძენირიგრი მძლე - ვიდოდაგზასა მას მწვანესა.
2.მისდევდა შუაგზასდა მიაბიჯებდა;მიჰხვდა საცხოვრისსა,სახლსა მას კარღიას;შევიდა: შინ ცეცხლიღვიოდა კერაზე;იქ ორი მოხუციცეცხლს უჯდა ცოლ-ქმარი,პაპა და დიდედა,ძველმანით მოსილი.
3.რიგრმა მათ მოხუცთაიწყო შეგონება,შემდეგ შუაგულშიდაჯდა ფიცარნაგზე,მარჯვნიდან, მარცხნიდანმიუჯდა ცოლ-ქმარი.
4.მოართვა დიდედამსადილად პური რამ-მაგარი, სქელქერქა,ზამპი, ბზენარევი;სინით წინ დაუდგაკერძი რამ წვნიანი -სუფრას შეუმატაუგემრიელესიხბოს ხორცი, ძვირფასი,საზრდო სანატრელი.
5. რიგრიგი მათ მოხუცთაკვლავ შეაგონებდა;შემდეგ კი მათ შუადაწვა სარეცელზე,მარცხნიდან, მარჯვნიდანმიუწვა ცოლ-ქმარი.
6.დაჰყო მან სახლსა მასმუნ სამი დღე-ღამე,შემდეგ კი წავიდა,კვლავ გაჰყვა შუაგზას;გარდახდა დრო-ჟამი,ცხრა თვემ გაიარა.
7. დიდედამ ძე შობა,ბავშვი წყლით ასხურეს,იყო შავგვრემანიდა თრელი დაარქვეს.
8. იწყო ზრდა, მოწიფვა,მატება ძალ-ღონის,ჰქონდა მას ხელებიდანაოჭებელი,სახსრები - კვანძებად,თითები - კოტიტა.და ტერფნი - მოგრძონი,ზურგი - კუზიანიდა სახე - მახინჯი.
9. მომძლავრდა, ისწავლაგამოცდა ძალ-ღონის,დაგრეხა ხრალისა,შეკვრა გუდურების,შინ ტყიდან მთელი დღეფიჩხს ეზიდებოდა.
10. ეახლათ მათ ერთხელგოგო მრუდფეხება,ტერფებდაშაშრული,მზით ხელებდამწვარი;იყო ცხვირპაჭუა,თირად სახელდებდნენ.
11. დაჯდა ფიცარნაგზედა მოიკალათა,გვერდს ვაჟი მიუჯდა -ძეი მასპინძისა,ტკბილად საუბრობდნენ,ლოგინში წვებოდნენ,თირი და თრელი სულერთად იძინებდნენ.
12. შვილები დაბადეს,ცხოვრობდნენ სვიანად;ძეთა მათ სახელნი;ჰრაიმერ და ფოსნირი,კლური და კლეგი,კეფსირ და ფულნირ,დიგრალდი, დრუმბრი,დროტრი და ჰოსვირ,ლეგალდი, ლუტრი.ველს ანოყივრებდნენ,მესრებს აგებდნენ,უვლიდნენ თხებსა დაღორებს აშენებდნენ;ტორფს მოაგროვებდნენ.
13. სახელნი ასულთა:დრუმბა და კუმბა,ოკვინკალფა,არნეფია,ისია, ამბატ,აიკინტიასნა,ტოტრუნგჰიპია,ტრონუბაინა-და მათგან წარმოსდგამოდგმა მონებისა.
14. რიგრი კვლავ ვიდოდაგზითა პირდაპირით,მიჰხვდა საცხოვრისსა,სახლსა მას კარღიას,შევიდა, შინ ცეცხლიღვიოდა კერაზე,შრომაში გართულიიჯდა იქ ცოლ-ქმარი.
15. კაცი ღერძს რანდავდა,ლილვას საქსოვისას,ქოჩორა შუბლი დაწვერი - დავარცხნილი,ვიწრო ტანსაცმელი,კუთხეში - ზანდუკი.
16. ქალი სელს ართავდა,ჯარსა აბრუნებდა,ნართსა მოსაქსოვადიგი ამზადებდა,კაბა - უმკლავებო,შუბლს ბაფთა უმკობდა,გულმკერდს - ხელსახოცი,მხრებსა - აბზინდები.და ფლობდნენ სახლსა მასპაპა და დიდედა.
17. რიგრმა მოახერხამათი შეგონება,ადგა მაგიდიდანმალე დასაწოლად,ჩაწვა ლოგინისაიგი შუაგულში,მარცხნიდან, მარჯვნიდანმიუწვა ცოლ-ქმარი.
18. დაჰყო მან სახლსა მასმუნ სამი დღე-ღამე,შემდეგ კი წავიდა,კვლავ გაჰყვა შუაგზას;ცხრა თვემ გაიარა.ქალმა ძე დაბადა,ბავშვი წყლით ასხურესკარლოსი დაარქვეს;ჩვრებში შეახვიეს,იყო თეთრყირმიზა,ცქვიტი, მკვირცხლთვალება.
19. იწყო ზრდა, მოწიფვა,მატება ძალ-ღონის,გაწვრთნა ხარებისა,გამართვა გუთნისა;სახლებს აშენებდა,აგებდა ბოსლებსა,ფორნებს აკეთბდა,და ხნავდა მიწასა.
20. მალე მოიყვანესშინ დიასახლისი -საცოლე კარლოსის:კაბა - თხის ბეწვისა,ქამარზე - კლიტენი;სნორად სახელდებდნენ,ბეჭდები გაცვალეს,შეუღლდნენ, შეერთდნენ.სარეცელს იყოფდნენ,ოჯახზე ზრუნავდნენ.
21. შვილნი შვეს, ცხოვრობდნენსავსედ და სვიანად,სახელნი ძეთა მათ:ჰალი და დრენგი,ჰლოდ, თენგი, სმიდი,ბრეიდბონდი, ბოდი,ბოი, ბუნდისკეგი,ბრატსკეგი, სეგი.
22. სახელნი ასულთა:სნოტი და ბრუდი,სვანი და სვარი,სპარკი და ფლოდი.სპრუნდი და ვიფი,ფეიმა, რისტილ;და მათგან წარმოსდგამოდგმა გლეხებისა.
23. რიგრი კვლავ ვიდოდაგზითა პირდაპირით;მიჰხვდა დარბაზებსასამხრეთის შესავლით:კარები - ღია დაკარებზე - ბეჭედი.
24. შევიდა სახლსა მას,ძირს ჩალა ეფინა,სხდნენ ორნი პირისპირ,შესცქერდნენ ერთმანეთს -მამაი, დედაითითების თამაშით.
25. მამა ისრებისათლით იყო გართული,ლარს გრეხდა მშვილდისთვის,მშვილდზე აზომებდა;დედა მორთულობასთვისას ამოწმებდა -სამოსს ისწორებდა,კაბის სახელოებს.
26. იჯდა თავმორთული,ყელსა - მანიაკი,კაბა - კოჭებამდე,პერანგი - ცისფერი,წარბები - ელვარე,გულმკერდი - უნათლეს,ყელ-ყური - უთეთრეს,სპეტაკი თოვლისა.
27. რიგრმა შეგონებაიწყო მის ცოლ-ქმრისა;შემდეგ ფიცარნაგზედაჯდა ის შუაში,მარჯვნიდან, მარცხნიდანმიუჯდა ცოლ-ქმარი.
28. დედამ გადმოიღო,გახსნა და გაშალაქსოვილი სელისასუფრა მოქარგული;მერმე მაგიდაზედააწყო პურები -თეთრი და თხელ-თხელინამცხვარი ხორბლისა.
29. ლანგრები, ნაჭედიდა მოზარნიშული,დადგა მაგიდაზეხორაგით ავსილიფრინველი შემწვარი,ქონი და მჭლე ხორცი,დოქი ღვინიანი,თასები ძვირფასიდა დაღამებამდესვამდნენ, საუბრობდნენ.
30. რიგრი ზეწამოდგა,ლოგინი გაშალა . . .დაჰყო მან სახსა მასმუ სამი დღე-ღამე,შემდეგ კვლავ წავიდადა გაჰყვა შუაგზის;გარდახდა დრო-ჟამი,ცხრა თვემ გაიარა.
31. დედამ ძე დაბადა,ატლასში შეახვიეს,ბავშვი წყლით ასხურს,იარლი უწოდეს,სახით თეთრყირმიზსადა ნათელთმიანსამზერა უხამსისაჰქონდა საშიშარი.
32. იარლმა დარბაზშიიწყო ზრდა, მოწიფვა;ისწავლა ფარისარხევა - მომარჯვება,გრეხა ლარებისა,მოდრეკა მშვილდების, ,ისრების გამოთლა,მოქნევა მახვილის,ცხენდაცხენ ჯირითი,მისევა ძაღლების,ხმარება შუბისა,გაცურვა ტალრების.
33. ტყეთა წიაღებიდანრიგრი მოევლინა,რიგრიგი მოევლინა,რუნებს ასწავლიდა;შვილად ჰხმობ, თავისიუწოდა სახელიდა სამემკვიდრეოუბოძა მიწები,უბოძა მიწებიდა ძველი სოფლები.
34. წავიდა იქიდან,ბნელი ტყით იარათოვლიან ზეგნებზე -დიდ დარბაზებამდე;მახვილს გასტყორცნიდა,ფარსა იფარებდა,ცხენით ჯირითობდა,შუბს მაღლა იჭერდა;ბრძოლებს ასტეხავდა,მინდვრებს აწითლებდა,მტერთა შემუსრავდადა მიწებს იხვეჭდა.
35. ეპყრა სამფლობელომას კომლი თვრამეტი,გასცემდა საუნჯეს,ხალხს ასაჩუქრებდაფეხმარდი ცხენებით,ძვირფას სამკაულით;ბეჭდებს არიგებდასჭრიდა სამაჯურებს.
36. შათირნი გაუდგნენგზებსა სველსავლელსა,იარეს, მიადგნენჰერსირის დარბაზებს;ასულსა ჰერსირის,ჭკვიანს, თეთრყირმიზასდა თლილთითებიანსერნას უწოდებდნენ.
37. დანიშნეს ასული,მორთეს საქორწილოდ,წამოჰყვათ და ცოლადმისთხოვდა იარლსა;ცხოვრობდა ცოლ-ქმარიუხვად და მოლხენით;იყვნენ ბედნიერნი,მოდგმა გაამრავლეს.
38. უფროსი - ბური,მომდევნო - ბარნი,არფი და მოგრი,ნიდი და ნიდუნგ,სონ, სვეინ, კუნდი -კოჭებს თამაშობდნენ,სწავლობდნენ ცურვასა;ძმასა უმრწემესსაკონად სახელდებდნენ.
39. ასე იზრდებოდნენიარლის ვაჟები,ფარებს ამზადებდნენდა თლიდნენ ისრებსა,ხედნიდნენ ცხენებს დაშუბებს აელვებდნენ.
40. კონი უმრწემესიფლობდა ჯადოსნურარუნებს სამკურნალოს,რუნებს ყოვლისშემძლეს;შეეძლო ბრძოლის ჟამსდაცვა მეომართა,შუბთა დაბლაგვება,ზღვათა დაოკება.
41. ჩიტთ ენა იცოდადა ხანძრის ჩაქრობა,სულის დამშვიდებადა სევდის გაფანტვა;ძალ-ღონით ბადალიიყო რვა კაცისა.
42. რიგრს ეჯიბრებოდარუნების ცოდნაში,იარლ რიგრს - მამასა -სჯობდა მოხერხებით;მიიღო უფლებარიგრად წოდებისა,იქნა გამგებელიყოვლისმძლე რუნების.
43. ერთხელ ის ვიდოდატყითა და ჭაობით,მშვილდს ეზიდებოდა,ფრინველთ იტყუებდა.
44. ტოტიდან ანაზდადდასჩხავლა ყორანმა:”კონო, უმრწემსო,ფრინველთ რად იტყუებ?შენ უფრო შეგფერის,ცხენით ჯირითობდე. . . და მტრებს ამარცხებდე.
45. დანისა, დანპისადიდი დარბაზებისჯობს შენსას, მიწებიცმათ აქეთ უკეთესი;დია, ეხერხებათმართვა ნავებისა,მახვილით ჭრილობისმარჯვედ მიყენება”.
სიმღერა ჰილდლაზე
(Hundluliödh)
ფ რ ე ი ა მ თ ქ ვ ა:1. ჰინდავ, გაიღვიძე!ადექი, დობილო,ქალწულთა ქალწულო,ქვაბთა ბინადარო!ღამეა უკუნი -ჟამი ვალჰალისაწმინდა დარბაზთაკენჩვენი გამგზავრების!
2.წყალობას მოგვაგებსმამა ომებისა -ვინც მხედრებს გულუხვადურიგებს ოქროებს;ჰერმოდს მან ზუჩი დააბჯარი უბოძა,სიგმუნდის მტრის განმგმირიშუბი ჩააბარა.
3.ზოგს ოქროს ანიჭებს,ზოგსა - გამარჯვებას,ზოგს - მახვილ სიტყვასადა ჭკუა-გონებას;მცურავთ - ქარკეთილსა,სკალდებს - სიმღერებსა,მეომრებს - ბრძოლაშისიმხნე-სიმამაცეს.
4. თორისთვის სამსხვერპლოსმე თვით მოვამზადებ,რომ მანაც წყალობამოიღოს შენდამი,თუმცა ის არ სწყალობსოტუნთა ცოლებსა
5.გააღე ახორი,მგელი გამოუშვი,შენ - მგელზე, მე - ტახზეშევჯდეთ და გავსწიოთ.
ჰ ი ნ დ ლ ა მ თ ქ ვ ა:
არ ვარგა ეგ ტახიღმერთების გზებზედა,არც მე მსურს ვაწვალოჩემი ბედაური.
6. ფრეიავ, ცბიერო,გინდა, რომ მაცდუნო,მთხოვენ დახმარებასმე შენი თვალები;შენ სატრფო თან გახლავსაქ ჰელის გზაზედა -ჭაბუკი ოტარი,ზეი ინსტეინის.
ფ რ ე ი ა მ თ ქ ვ ა:7. ჰინდლავ, შენ გაბოდებს,ალბათ, სიზმარში ხარ:სად ხედავ ჩემ სატრფოსაქ ჰელის გზაზედა;ეს ჩემი ტახია,ჩემი ჰილდისვინიოქროსჯაგრიანი,რომელიც ოდესღაცშექმნეს მათ ჯუჯათა -ნაბიმ და დაინმა.
8. აწ უნაგირთაგანჩამოვხტეთ ორნივე,დავსდეთ აქ დარბაზში,ვიწყოთ საუბარიღმერთთა შთამომავალგმირების შესახებ.
9. ჭაბუკმან ოტარმანკელტების ოქროზეანგანთირ ძლიერთანდადო სანაძლეო;მე მინდა მწედ ვექმნათგმირსა მას ჭაბუკსა,წინაპართ ქონებისრომ გახდეს მემკვიდრედ.
10. მან მე ამიშენაქვის საკურთხეველი,ძლიერი ცეცხლისგანქვა მინად ქცეულა,სამსხვერპლო სისხლითაწითლად რომ უღებავს:მარადის ერთგულიიყო ის ღმერთქალთა.
11. ძველთა ნათესავთაშესახებ გვიამბე,ყოველთა მათ მოდგმათგვითხარ გვარტომობა!ვინ სკოლდუნგისაგან,ვინ სკილფინგისაგან,ვინ ოდლინგისაგან,ვინ ილფინგისაგანარის წარმომდგარი, -ვინ არის მდაბიო,ვინ - კეთილშობილიმიდგარდს მას ქვეყანას?
ჰ ი ნ დ ლ ა მ თ ქ ვ ა:12. შენ ინსტეინისაძეი ხარ, ოტარო ,ინსტეინ ძე იყომოხუცი ალფისა,ალფი - ძე უფლისა,ულფი - სეფარისა,მწითური სვანისაძე იყო სეფარი,
13. დედაი მამაისაშენისა - ჰლედისი,ოქროს სამოსელითმორთული მისანი;ფროდი - მამამისიდა დედა - ფრიანტი,გმირობით განთქმულთამოდგმა დიდებული.
14. ცხოვრობდა ოდესღაცალი, მძლე ყოველთა.ადრე კი - ჰალფდანისკოლდუნგის ტომისა,ომებში ნაებივაჟკაცი ძლიერი,მხედარი, განთქმულიცის კიდით კიდემდე.
15. მამაცსა ეიმუნდსის დაუმეგობრდა,მან ცივი მახვილითგანგმირა სიგტრიგი;მან ქალთა მშვენებაალმვეიგ შეირთოდა მისგან თვრამეტივაჟი შეეძინა.
16. მათგან წარმოიშვაგვარტომი სკოლდუნგთა,სკილფინგთა, ოდლინგთა,ალფინგთა, ჰერსირთა,ჰოლდთა დიდებულთამოდგმანი ძლიერნი, -გვარნი უბადლონიმიდგარდს მას ქვეყანას;შენ მათი მოდგმა ხარ,ოტარ, უგუნურო!
17. დედა ფრიუნდისაიყო ჰილდიუნგი,ასული სვაფასიდა ზღვათა მეფისა;შენ მათი მოდგმა ხარ!ოტარ, უგუნურო!ხამს ესე უწყოდე;ყურთ იღებ თუ არა?
18. თორამ - დაგის ცოლმადაბადა გმირები,საქვეყნოდ განთქმულიმამაცი მხედრები:ფრადმარი, გირდრი დაფრენკნი ორივენი,ოსურმარ, ამრი დაუფროსი ალფი;ხამს ესე უწყოდე;ყურთ იღებ, თუ არა?
19. კეტილს მეგობრობდნენ,მემკვიდრეს კლიპისას,გმირსა - დადაშენისდიდედის მამასა;კარიზე პირველადფროდი დაიბადა,ალფი ორთავეზეიყო უხუცესი.
20. ნანას მოვიგონებმე, ნოკვის ასულსა,ვისი ძეც ცოლისძმაიყო მამაშენის;ძველსა მას მოდგმასაკვლავად გავიხსენებ;ბროდსა და ჰორვისა -ვცნობდი მე ორთავეს.შენ მათი მოდგმა ხარ,ოტარ, უგუნურო!
21. ისოლფი, ასოლფი,ძენი ოლმოდისადა სკურჰილდენისა -სკეკილის ასულის,რიცხვთა ნათესავთაშენთა მიათვალე;შენ მათი მოდგმა ხაროტარ, უგუნურო!
22. ნაწრთობი გრიმრი დაკედელი გუნარი,ულფი - ხარბი მგელი,თორირ - ფაროსანიბუი და ბრამი,ბარი და რაფნირ,თირფინგრი, თინდრიდა ორნივ ჰადინგნი;შენ მათი მოდგმა ხარ,ოტარ, უგუნურო!
23. შემდგომ ეიფურამშვა ანგრიმისაგანგრიგალი ბერსერკთა -გმირნი საოცარნი;ჰქროდნენ კიდით კიდე,ზღვებზე და ხმელეთზე,ხანძარს აღვივებდნენ;თესავდნენ სიკვდილსა;შენ მათი მოდგმა ხაროტარ, უგუნურო!
24. ვცნობდი მე ორთავეს -ბროდსა და ჰორვისა,უფროსი ჰროლისამამაც მოლაშქრეებსძეთა ორმუნრეკის,ვინაც ნათესავიიყო სიგურდისა -გეტყვი, დაიხსომე! –ფაფნირის მკვლელისა.
25. ვოლსუნგთა მოდგმიდანიყო ეს თავადი,მოდგმამ ჰრაუდუნგისჰორდისი დაბადა,ოდლინგთა გვარისაიყო ეილიმი.
26. ჰოგნი და გუნარი,ძენი გიუკისა,ორთა ამა ძმათადა იყო გუდრუნი;გიუკის გვარისაარ იყო გუთრომი,თუმც ძმად ეკუთვნოდაჰოგნის და გუნარსა;შენ მათი მოდგმა ხაროტარ, უგუნურო!
27. ჰარლად - ბრძოლის ეშვი,ძეი ჰრორეკისა,ბეჭედთა მფლანგავის,პირმშო აუდისა;აუდ - უბრძენესიასული ივარის;რადბარდი - მხედარი,მამა რანდვერისა,ვაჟკაცნი, ღმერთთადმიმსხვერპლად შეწირულნი;შენ მათი მოდგმა ხაროტარ, უგუნურო!
28. ასებში თერთმეტირჩებოდა ცოცხალი,ბორცვთან სიკვდილისაბალდრი რომ დაეცა;ვალიმ აღასრულამკვლელზე შურისგება -მოჰკლა მან მამაცმანძმისმკვლელი ბოროტი;შენ მათი მოდგმა, ხარ,ოტარ, უგუნურო!
29. მამაი ბალდრისა -მემკვიდრე ბურისა
. . . . . . . .
ფრეირმა შეირთოგიმირის ასული;ცოლი გიმირისაიყო აურბოდა,და იყო თიასიმათი ნათსავი,განძთა მოყვარული,მამაი სკადისა.
30. ბევრი რამ გიამბე,გეტყვი კვლავ უფრო მეტს,ხამს ესე უწყოდე;ყურთ იღებ, თუ არა?
31. ჰვედნას ვაჟებიდანძმებს ჰაკი სჯობნიდა,ჰოვარდი - სახელიჰვედნაის მამისა.ჰეიდრ და ჰროსთოფრი -მოდგმა ჰრიმნირისა.
32. ვოლვები ვიდოლფისმოდგმიდან არიან,მისანნი გრძნეულნი -მოდგა ვილმეიდის,ყველა ჯადოქარისვართჰოფდის ჯიშია,ყველა გოლიათიმოდგმაა იმირის.
33. მე ბევრი გიამბე,გეტყვი კვლავ უფრო მეტს;ხამს ესე უწყოდე;ყურთ იღებ, თუ არა?
34. ჟამსა მას უხსოვარსიშვა უძლეველიგმირი ძალოვანი,მოდგმა ღმერთებისა,ცხრათა მათ ასულთაშვეს იგი ჭაბუკიხმელეთის კიდესთან.
35. შვა იგი გიალპმა,შვა იგი გრეიპმა,შვა იგი ეისტლამ;შვეს ეირგიაფმადა ანგეიამა,ატლამ და ვოლფრუნმა,იმდრმა, იარსაქსამ -შვეს გმირი უბადლო.
36. ზრდიდნენ მას ჭაბუკსაძალნი მიწისანი,ძალნი ცივთა ზღათადა სისხლი ტახისა.მე ბევრი გიამბე,გეტყვი კვლავ უფრო მეტს,ხამს ესე უწყოდე;ყურთ იღებ, თუ არა?
37. ლოკიმ ანგრობდასგანფენრირი დაბადა,სვადილფარისაგანშობა მან სლეპნირი;ურჩხული უმსგავსოდა უბოროტესიძმამ ბილეიფთრისამწარმოშვა ამქვეყნად.
38. ლოკიმ ქალის გული,ნახევრად დამწვარი,კოცონზე მდებარენახა და შეჭამა;ლოფთრი დაორსულდაბოროტ ქალისაგან -ასე წარმოიშვამოდგმა კუდიანთა.
39. ქარი ზღვის ტალღებსაზეცად ეზიდება,სტყორცნის ხმელეთისკენ,ბნელდება ცის თაღი,ქარბუქი მძვინვარებს,ავდება გრიგალი -მაცნე მათ ძლიერთაღმერთთა აღსასრულის.
40. იშვა ქვეყანაზემძლე ყოვლის მძლეველთამისცა მას მიწამანძალა უძლეველი;იყო, ვით მსმენია,ის ხელისუფალი,კაცისა ყოვლისადიდი ნათესავი.
41. მაგრამ სხვა ძლიერი,მასზე უძლეველი,მოვა ქვეყანაზე,მის სახელს ვერ ვიტყვი.მცირედნი განსჭვრეტენ,რაიც თან მოჰყვებამგლისა და ოდინისურთერთშერკინებას.
ფ რ ე ი ა მ თ ქ ვ ა:42. სასმელი ხსოვნისამიეცი ჩემს ტახსა,რომ სიტყვა ყოველიშენი გაიხსენოს,ოდეს მესამე დღესოტარ და ანგანთირთვისთა ნათესავთამოთვლას მოჰყვებიან.
ჰ ი ნ დ ლ ა მ თ ქ ვ ა:43. გასწი, გამეცალე,ჟამია ძილისა,აწ ჩემგან სასურველსშენ ვერას შეიტყობ;ავხორცო, შენ ისედარბიხარ ღამ-ღამე,ვითარცა თხებს შორისდარბის ჰეიდრუნი.
44. შენ ოდთან მრუშობდი,ვნებით აღგზნებულიდა ხშირად კალთისქვეშსხვებიც გიძვრებოდნენ.ავხორცო, შენ ისედარბიხარ ღამ-ღამე,ვითარცა თხებს შორისდარბის ჰეიდრუნი.
ფ რ ე ი ა მ თ ქ ვ ა:45. ცეცხლსა შემოვარტყამქალსა გოლიათსა,აქედან უვნებლადაწ ვერსად წამიხვალ.
ჰ ი ნ დ ლ ა მ თ ქ ვ ა:46. ვხედავ ალს მძვინვარეს,ირგვლივ მოგიზგიზეს;სიცოცხლეს საკუთარსვინ არ უფრთხილდება:მაშ, ლუდი ხსოვნისაოტარს მიაწოდე,შხამად შეერგებამას იგი სასმელი.
ფ რ ე ი ა მ თ ქ ვ ა:47. არ გაჭრის ეგ სიტყვა,ავი, გესლიანი,ოტუნთა ასულო,ამაოდ მრისხანებ:დაე, უებარიშესვას მან სასმელი,ღმერთთა შევავედრებ -მწედ ეყონ ოტარსა.