პოეზია · ლირიკა
ლექსი ვეფხვისა და მოყმისა
მოყმემ თქვა, პირშიშველამა,შიბნ გავიარე კლდისანი,მოვინადირენ, დავლახენ,ბილიკნი ჭიუხისანი.შამამხვდეს კლდისა თავზედახორონი ჯიხვებისანი,ჯიხვსა თოფ დავკარ ბერხენსა,ჭალას ჯახნ იქნენ რქისანი.შავვარდი ვეფხვსა ნაწოლსა,დრონ იყვნეს შუაღამისანი,ვეფხვი რომ წამამიფრინდა,თვლანი მარისხნა ხთისანი.
შაიბნეს ვეფხვი, მოყმეი,მაშინ დაიძრნეს მიწანი,კლდეები ჩამაინგრივნეს,შტონ დაილეწნეს ტყისანი,დრო არარ დარჩა მოყმესა,ხანი რო ჰქონდეს ცდისანი.ფარსა უფარებს, ვერ ჰფარავს,ვეფხვი ჩქარია კლდისანი,გაზით გაართვნა კალთანი,ჯაჭვისა ჯავშანისანი.მოყმემაც ხელში იყარნავადანი თავის ხმლისანი.მაშინ გაუჭრა ფრანგულმა,დრონ იყვნეს წაქცევისანი.ვეფხვი კლდით გადმაეკიდა,ჩამააწითნა ქვიშანი.თაოდ კლდის თავზე შამაწვამოყმე სულამამდინარი,ქვიშას მაჰღებავს წითლადა,სისხლი ზედ ჩამამდინარი.ვინ ეტყვის მაგის დედასა,კარს უსხედს ქადაგ-მკითხავნი.უერთოდ კი არ იხარჯნესჩვენ მონადირის ისარნი.
იარებოდა დედაიტირილით თვალცრემლიანი,ჩემს შვილს გზად ვეფხვი შაჰყრიაგაჯავრეული, ტიალი,ჩემს შვილს - ხმლით, იმას - ტოტითადღე დაუღამდათ მზიანი.არც ვეფხვი იყო ჯაბანი,არც ჩემ შვილ შახვდა ჭკვიანი,მათ დაუხოცავ ერთურთი,არ დარჩენ სირცხვილიანნი.ტირლით წყლულებს უხვევდავეფხვის კლანჭებით დაჭრილსა,შვილო, არ მახკვდი, შენ გძინავ,დაქანცული ხარ ჯაფითა,ეგ შენი კაბის კალთებიტიალმა როგორ დაფლითა?შენც იმის საფერ ჰყოფილხარ,ხმალი ქნვაში გაგიცვდა.არც იმან მოგცა მეტი დრო,აღარც შენ დააცალია,ვეღარც შენ დაიფარიეშენ ხელთ ნაჭერი ფარია,ვეღარცა ვეფხვმა ტოტები,ხმალმა დაკუწა ძვალია.მაგის მეტს აღარ გიტირებ,შენ არ ხარ სატირალია.ლაშქარში, მეგობარშიაარ იყავ საწუნარია.მშვიდობით, ჯვარი გეწეროს,ეგეც სამარის კარია,ერთ შვილ ხო მაინც გაგზარდე,ვეფხვებთან მეომარია.
ხან ვეფხვი, ხან თავის შვილიელანდებოდა მძინარსა,ხან ვეფხვი ვითომ იმის შვილსტანზეით აყრის რკინასა,ხან კიდენ იმისი შვილივეფხვს გადაავლევს ყირასა.აი, ამ სიზმრებს ხედავდის,გამაეღვიძის მტირალსა.ხან იფიქრებდა, უდედოდგაზრდა ვინა თქვა შვილისა,იქნება ვეფხვის დედაიჩემზე მწარედა სტირისა.წავიდე, მეც იქ მივიდე,სამძიმარ უთხრა ჭირისა,ისიც მიამბობს ამბავსა,მეც უთხრა ჩემი შვილისა,იმასაც ბრალი ექნებისუწყალოდ ხმლით დაჭრილისა!