პოეზია · ლირიკა
* * * უცნაურია - მივეჩვიე თანდათან წერა
უცნაურია - მივეჩვიე თანდათან წერას -როგორ ვეხები მწვანე ფეხით მძინარე ქუჩებს...მოლურჯო ტანზე დამაწერენ: ,,ეძებე თოვლი”...შენს გადაძაბულ შუბლს ვიხსენებ ხელისგულებით.
ადგეს და ყველამ თვითონ იცნოს თავისი სახლი,თმის ბოლოებით მე ვეხები რქებივით ღრუბლებს.მოლურჯო ტანზე მომახვევენ ნაირმალ ქათიბს...და შენს საძებრად გამაგდებენ სახლიდან უძღებს...