პოეზია · ლირიკა
* * * ცხელ სახურავებზე
ცხელ სახურავებზეწვანან ანგელოზები და მზეს ეფიცხებიან.ნებიერად გაშლილიმათი თეთრი ფრთებისულშებერილ ბაბუწვერასავით იბუმბლება...
სახურავის ქვეშვზივარ თითებით დასიმბოლოებულ კლავიშებზე ფიქსირებული,მონიტორიდან გადაგვარებული წინადადებები მიტევენ.
აქედან ძლიერ შორს არის შენი გუგების გალაქტიკა, ჰერმინე...