პოეზია · ლირიკა
მე მხოლოდ ხმა ვარ
/ივნისის ეპისტოლე/
ისევ აქაა შენი ადგილი,რადგან უშენოდ ვერ იარსებებს,ის განცდა,სუნთქვას რომ მიადვილებსდა შეუძლია გულის ავსება.
ვწრუპავ შავ ღვინოს,წავიღიღინებ,ხასიათს შავი ღვინო შეფერავს,როცა ოთახში მოვლენ ჩრდილებიდა გამართავენ ღამის პერფორმანსს...ჩემი სუნთქვაა, მოგელამუნა,წაჩურჩულებით რომ მოგეფერა...
ღამის ქსოვილი გადაგვაფარეს _ცა ვარსკვლავებით ამონაძენძი,შენ ხომ ისედაც გულში ცხოვრობდი,არ მეყოლები სხვაგან საძებნი.
შეხედე მიწას _ მოფენილიანაბიჯებით და ყველა ნაკვალევსთითქოს ინახავს,ჩამქრალ თვალებსაცცა ჩააწვეთებს სხივის აკვარელს,ერთხელაც, ვერსად რომ ვერ გიპოვნი,გულში დაგიწყებ ძებნას _საყვარელს.
შენ შიშობ,ღამის ფორიაქი არ მოგეშვება,მიზეზთა გამო,ანდა, იქნებ, სულ უმიზეზოდ,მე მხოლოდ ხმა ვარწაცდენილი სანუგეშებლადდა მენატრება შენს მზერაში წამოვიზეზოდა შენს გულისთქმას ხმა ავაყოლო,რომ მოგეფერო,შუბლზე შეგახო_ეს ხელისგული _ გრილი აყალო.
01. 06. 2010 წ.