↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

გრიგალი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2023-08-133 წთ საკითხავი95276 ნახვა

—
ჰაერი სერავს სერებს ფერებით,გრიალებს ქარი.ფშნებში ჩამპალი ჩალის ღერებითგრიალებს ქარი.მდინარის პირად ჩინარი გახმა,გრიალებს ქარი.შარაზე, წყალზე, გამოღმა-გაღმაგრიალებს ქარი.უდაბურია ადგილი ნავის,გრიალებს ქარი.გრიალებს ქარი და ქარი ბღავის,გრიალებს ქარი.შუა კერასთან ცეცხლი იალებს,გრიალებს ქარი.სახურავებზე ქარი გრიალებს,გრიალებს ქარი.საქართველოა ეს მთა და ბარითუ ის არ არი?სინამდვილეა ეს თუ ზღაპარი?გრიალებს ქარი.გრიალებს ქარი ველად და ბარადგრიალებს ქარი.სიცოცხლე არ ღირს უშენოდ არად...გრიალებს ქარი.უცებ ზღვის ღელვა ქაფა-რეულიმიმზერს მზისაგან,იგი მეძახის სიზმარეულისიცოცხლისაკენ.თავისუფალი, ლაღი, ძლიერიბედისთვის ომი!ცეცხლის ნავები და კადნიერიოცნების ნდომა.ასე ხმაურობს პოეზიადა ეპოქები,იქ ჯოჯოხეთზე უტკბოესიააბობოქრება.აგერ ხომალდი - ჰორიზონტისფრთით დალურჯული.იქ, ქარიშხალთან უნდა ჰქონდესგრიგალს ჩურჩული.მე მაგონდება გზა ცხოვრების,ბედის მშვილდები...დროის წერათა ამთოვრებასრომ ასცილდები;იქ ქარის გზაა, უცნობ მხარესრომ მიუწია.ესაა მძაფრი და მშფოთარერევოლუცია -ადამიანურ ძლიერებისაღიარება.ესაა თამამ ქვეყნიერებისგულში ტარება.ოკეანესთან დამეგობრებაზღვებმა დამარხეს -ზღვა კვლავ უბრუნებს ჩემს ცხოვრებასაზრს, სიამაყეს.ისევე გულის სიახლით მდნობმიწიდან, ციდან,დაუსრულებელ მორევებს ვგრძნობყოველი მხრიდან.ყოფნა ასეთი... ო, არ კმარა...ყოფნისთვის თასიმზე ზღვაზე ჩადის: ეს ანკარადეკადანსია.მე ველოდები:ცას ხანძარი გადანთებიაოქროს ზოდებიმიმდინარე ტბებად დგებიან.აქ მნიშვნელობა არის ბასრიფერთა ავსების,მკვეთრი, ახალი, მტკიცე აზრიდისსონანსების.და უბოლოოდ მშვიდი ცის გრძნობა,გრძნობა ფერებით,ო, ეს მშვიდობაშორით ნთებულიადამიანურ ძლიერებითმოპოებული.ზღვა და მზის ჩასვლა.რევოლუცია და მშვიდობა.სიცოცხლის გაცვლა,უამიდობა.ქარით ხარხარებს ქუხილი მუქი,გრიალებს ქარი.კიდეებს ცვივა ფერადი ქაფი,გრიალებს ქარი.აღვიძებს დევებს დემონის დაფი,გრიალებს ქარი.ცას სისხლისფერი მოედო ლუქი,გრიალებს ქარი.ზღვას ალმაცერად დაენდო შუქი,გრიალებს ქარი.დაწეწილია აფრათა ძაფი,გრიალებს ქარი.მეცხრე ტალღაა, მეათე ლაფი,გრიალებს ქარი.მეასე გრგვინვა, ელვა და ბუქი,გრიალებს ქარი.მე დავინახე მცურავი სული.მე მისი წელი მეგონა თლილივენერას წელი.ვიგრძენი გულის მისისა ვნებითავადმყოფობა.ო, მისი თმები... სურნელოვანი ობობას ქსელი,საიდანაც სწოვს ბაგეებს ბაგე,როგორც ობობა...თვალები ფეთქდა, ვით სავსე თასიღელვიდან, სადაც მეფობს ეკსტაზი.მას იტაცებდა ელვათა რკალიდა სული იგი იყო გრიგალი.ქალნი ზღვის პირად იფენდენ კდემებს -ზღვას გასცქეროდენ.ზღვას გასცქეროდენ, ელოდენ გემებსდა თან მღეროდენ:მზევ ჩამავალო, რიდეებს ჰშვენი -ნაზი დობილი...გიყვარდეს მარად ოცნება ჩვენიგულგაპობილი.კარგია ბედის ეს მღვრიე ტბორი,გრიალებს ქარი.კარგია გემთა რონინი შორი,გრიალებს ქარი.ძლიერი სივრცის გრიალებს გორა,გრიალებს ქარი.ნისლს გაერია ჰაერი მლაშე,გრიალებს ქარი.ნაპირს მოადგა გემები: ვაშა!გრიალებს ქარი.და მზეც ჩავიდა ღრუბლებში: აორა!გრიალებს ქარი.
1923
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი