↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

გოტიეს რომანიდან

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2011-09-131 წთ საკითხავი95277 ნახვა

—
ჩვენ ვიგონებდით გოტიეს გმირ ქალს,ქალიშვილს ლამაზს, მადლენ დე მოპენს,რომლის წკრიალა და უდარდელ ხმასრომანტიული ჟღერა მიმოფენს.
იცით ეს ქალი? მან ერთხელ მხოლოდდა ერთი კოცნა გასწირა ღამით,ამით წააგო მან საბოლოოდ,საბედისწეროდ წააგო ამით!
არვისთვის ამ ქალს, რაც მისმა ხვითომსამარადისო დასტოვა ხსოვნა,არ უკოცნია, არა იმიტომ,რომ ალერსი არ ესიამოვნა -
არამედ მისთვის, რომ შეუშინდაგანმეორებულ კოცნათ მოწყენას;იმ ერთ სიყვარულს დაარქვა წმინდა,შეუდგა მართალს და გმირულ თმენას.
მან თავის გულში კოშკი ააგოდა თავგანწირვას იტანს ქალურად.რა მოიპოვა ან რა წააგო,ასე დიდად და ასე მალულად?
მადლენას უყვარს ჭიქა ციმციმა,ცეცხლთან იმის ბროლს უცქერის ლამაზს -სანამ გულწრფელად არ გაუღიმაოქროს ღვინოში ნაპერწკლის თამაშს.
ეჰ, ნუ ვიგონებთ გოტიეს გმირ ქალს,ქალიშვილს ლამაზს, მადლენ დე მოპენს,რომლის წკრიალა და უდარდელ ხმასრომანტიული ჟღერა მიმოფენს.
1940
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი