↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

გოტიეს

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2023-08-131 წთ საკითხავი95276 ნახვა

—
თქვენს მშობლიურ სავანეს დაარქვით პიმოდანი.იგი მარად ფერობდა დელაროშის ფერებით.ჩვენ ნათელი გველოდა არამცირეოდენი,არამცირეოდენი დაფნით და დაფერებით.ბედნიერი იგი დრო, ეხლა უფრო ანკარა!თვითეულში ელავდა ბრიუმელი ან ლოზენი.ნეტავი სად არიან ყველა ეს უანგაროპოეტები, მხატვრები, ქალნი მომიმოზენი?ირგვლივ მოგონებების თეთრი ნაკადებია,ირგვლივ ნაკადებია მსუბუქი და ფარული.მყუდრო ბინა ბრწყინავდა, როგორც აკადემია,გამოთქმებით ცხოვრება იყო ლეგენდარული.ჩვენ ვეძებდით რამე ღრმას, გვსურდა რამე ქართული,რითმა - ნიუანსები, რიტმიული ლანდები.სად არიან ყველა ამ მორევებში ჩართულიმენადები - გედები და ფრთები - ინფანტები?ეხლა კი გზა ეკლებზე უფრო უეკლესია,არავისთვის არ არის სული უფრო სათელი.ეხლა მარტოდ მარტო ვარ, როგორც მთის ეკლესიადა საკვდავად მიღიმის ჩამავალი ნათელი.
1920
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი