პოეზია · ლირიკა
ცხოვრების მატარებელი
ჩაიქროლა დღემ.მიაბრუნე თავი,მზერა გააყოლე:ხელს გიქნევს ადამიანი უთვალავი.
ჩაიქროლა თვემ.თავი მიაბრუნე,გააყოლე მზერა:ბოლო ვაგონის ფანჯრებიდანრამდენიმეღა ფრიალებს ცხვირსახოცი.
ჩაიქროლა წელიწადმა.მიაბრუნე თავი ერთხელაც,მზერა გააყოლე:ბოლო ფანჯრიდანგულმწარედ მოგყვირის ვიღაც...
ჩაიქროლა ცხოვრებამ.მიაბრუნე თავი ბოლოჯერ,გააყოლე მზერა:აღარავინ გემშვიდობება.