↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ცირცელო

მოდებაძე კობა

2025-08-121 წთ საკითხავი492 ნახვა

—
ნეტავ გვიანი გრძნობის ცირცელო,მზეს შემახედა შენი თვალებით,გამაგებინა, მაგ შენს კენწეროსრით ვერ აშინებს ცივი ქარები?ანდა დროებამ რით ვერ მოღალაყოფა ტკბილ-მწარე, როგორც იელი?რომ განერიდოს ფერთა მუქარასშემოპარება გადამთიელის.დროა გვიანი-გრძნობა ცირცელის,ფოფინა რტოთა ვუმზერ განთიადს,აღარ გაკლია ფერი წითელი,აღარც ღიმილი აღარ გაკლია.ნეტავ გვიანი გრძნობის ცირცელო,მზეს მომახვია შენი მკლავებით,აგერ ნიავი ისე პირფერობსვით კაცისმკვლელი ხელთათმანებით.ვიცი, ამ ყინვას გაუძლებ დიდხანს,მიტომაც მცირე ვარ შებრალებით,რომ პეპლებივით დღემოკლე ფიფქვასდარჩები მარად მიუკარები.ნაგვიანებო ჩემო ცირცელორით ვერ გაშინებს ღია კარები?შენ იცი ალბათ, რა უძირძველოჟინით გვეძებენ ცივი ქარები.

მოდებაძე კობა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი