↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

შავი ხელთათმანები

მოდებაძე კობა

2025-08-121 წთ საკითხავი493 ნახვა

—
მაგიდაზე ელაგა შავი ხელთათმანები,მაგ ხელების ხალთაში განშორება ელაგა,მედებოდა ხავერდი ნაზი, როგორც ალერსიდა თეთრ ფარდას ნიავი შლიდა ღამის პერანგად.ატბორებდნენ გულშიგან ცრემლებს ხელთათმანებიდა მიზეზი ბზარების არავინ არ იცოდა.მანდილის ქვეშ ტაძარში თვალი განაპარებიმოგონების მორევში უსასრულოდ იწვოდა.საჭიროა ჰქონოდა ოცნებასაც საზღვარი,_არაქაურ ფანტაზმით სივრცეებში გართობას,სალოცავად გვქონოდა მხოლოდ ერთი ტაძარიდა სამოთხის დღეების მიტევებით დანდობა.ჩვენ გვეწადა მოძღვარი და ხატების ნათელი,სულში უფლის ღიმილის ათინათი გვეწადა,გაჰკიოდა იმ ღამეს ალმაცერი ფანტელითქარი და შენს ნაკვალევს უთავბოლოდ წეწავდა.მაგიდაზე ელაგა უნაზესი ხავერდი,მაგ ხელების ხალთაში განშორება ელაგა,არ არსებობს კირთება სევდის სხვა უარესიდა არსებობს მგლოველი მრწამსი ბედისწერათა.მიცოცავენ კუს ბიჯით ბედნიერი წამები,თვალ-ხელს შუა ქრებიან, წამად მეორდებიან,ბედნიერი წამების ხსოვნად გარდაცვალებისწერილები, ნივთები, სურათები რჩებიან.უსრულ თოვდა იმ ღამეს ალმაცერი ფანტელით,შენს კვალს გადააქსოვა ღამემ ლურჯი ბარდანი,მაგიდაზე საფრთხილოდ ძირძველ ფოლიანტივითჩანდნენ სათითეები ალკიაფა შანდალით.გრძნობა მიცვალებული და ფარდების ლანდები,ირწეოდნენ დაღალულ სულში წვალებ-წვალებითდა ბედნიერ წამების დაღად გარდაცვალებისმაგიდაზე ელაგა შავი ხელთათმანები.

მოდებაძე კობა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი