პოეზია · ლირიკა
დახატული ბავშვი
წუხელ გეცვა სხვანაირი კაბა,წუხელ იყავ არნახულად მშვიდი,ნამთვრალევი სათნოების ბანგითმიზანს მოხვდა მოჭიმული მშვილდი.არ იტანჯო, დარდიანი შენზეთუ სიგარეტს გავაბოლებ ქარში,არც არა თქვა, გევედრები მე ვარ,სიყვარულის სანეტარო ცდაში.მე რომ გკარგავ,სხვა რომ გეძებს ამ დროს,სულ სხვა ვიღაც, სულ სხვარიგად გიძენს,ვერც მოასწრებს ამოსუნთქვას ისე,ზღაპარივით დროს და სივრცეს მიგცემს.ცხოვრებისგან დახატული ბავშვი,თუ მხატვარმაც შეგახატა ტილოს,წამიერად მოიხედე უკან,და შეხედავ შენს ნათებას ჩრდილო.წუხელ გეცვა ზეციური კაბა,და ცეკვავდი რომანტიულ ჰანგზე,ბილიკებზე დამეკარგე სადღაცმე კი გთხოვდი დაუბრუნდი ამ გზებს.თუ არწივმა გადიქროლა თავზე,მე ძველ კაბას ჩაგაცმევდი მაშინ,თუკი ძლიერ მომენატრე კარგო,ნუ გამაგდებ, ნუ გამაგდებ კარში...................წუხელ გეცვა სხვანაირი კაბა...