↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ოცდაშვიდი

მაისურაძე ანი

2006-09-121 წთ საკითხავი522 ნახვა

—
სიყვარული ჩამოთოვა დეკემბერმა...ღმერთის ნებას მე ვერაფერს დავუშლიდი.ეს დღე იყო... იყო...ჰოდა თეთრმა მტვერმაშენთან ერთად მომახარა ოცდაშვიდი.არ ვიცოდი,ვერაფრით რომ ვერ წაგშლიდი.დამიფარე, არ ჩამიქრო ფანტაზია,არ წამართვა შენი წლები – ოცდაშვიდი,შენთან ერთად ტირილიც კი ლამაზია.შენთან ერთად... დღეს რომ იქცა,იქცა ერთ წლად...ის წუთები ვერ მტოვებენ. რა თბილიაშენი გული,ცა რომ აყრის მიწას ვერცხლად...მიწაზე კი ყველა წამი დათვლილია.როგორ შევძლო დავიწყება, რომ გონებასარ ვუთმობდე სიზმრის ღამესდა მისს-ჰასეს?!... სილამაზეს ვერ წაართმევ მოგონებას,მოგონებას უფრო მეტად – სილამაზეს.სიყვარული დამითოვა დეკემბერმა...პირველია წელს ეს თოვლი ასე მშვიდი.შენი თავი მომანატრა ყველაფერმა.დამიღამდა. გაქრა... გაქრა ოცდაშვიდი.

მაისურაძე ანი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი