პოეზია · ლირიკა
კოორდინატთა სისტემა
შენ ღერძი ხარ აბსცისთადა გინათებს ცა მზისგან,მე კი ფეხქვეშ მდებარეათვლის წერტილს ვემთვარე,აჩრდილში მოგექეციდა ნულს გამოვექეცი,იდუმალი იქსის ხაზსვუკვალავდი შენს წინ გზას.მოგიზიდე იგრეკი,წრფეთა ქედს რომ გიდრეკდი.სანამ სუნთქვა გავკმინდე,მოდი, ხელი ჩამკიდე,ჩაიხატოს მზის მკერდმაგულში სხივთა სისტემა,ჩვენი კოორდინატთაგადამკვეთი ცისკართა.