პოეზია · ლირიკა
ჭმუნვის მახვილი
ჭმუნვის მახვილი გულსა მსომია;მიკვირს, თუ სული რად არ მხდომია!ნაცვლად იმედთა მათ ჩემთა, მზეო,ჭოგრითით ჭვრეტა შეღამრჩომია.
განვშორებულვარ შენთანა შვებას,თუმცა გონება შენთან ხომია;კმა-ყოფის გზათა ვხედავ ხლართულად,სურვილი უქმად გულს შემჭრომია;
განმხეცებია, ვაჰ, სიყვარული,და გულსა მიხოკს, ვითა ლომია!აქაით გეაჯ, მიბრუნო სული,ვის ტრფიალებით ფერი მკრთომია.
არ გესმის ოხრვა, ოხრვის მიზეზო,სასმენთა კარნი ჩემთვის გხშომია!თუ აწ ვერ გპოვო შენ ჩემს მკურნალად,ვჰსცნობ რომე ბედი სრულად მწყრომია;
რისხვამან შენმან სიცოცხლის ძაფიშეჰსწყვიტოს, რადგან შესაწყდომია!