↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

თბილისი და წაღვერი

თევზაძე ანდრო

2026-07-181 წთ საკითხავი387 ნახვა

—
ამ ლექსის მუსიკის ავტორს და პირველ შემსრულებელს _ მარეხ გოძიაშვილს
გრძნობა როგორ დაგიამო,ან რა ლექსი გიმღერო?ქალო, ალვისტანიანო,ვარდისა და მზის ფერო!
ნუთუ აღარ გაგახსენდი,რაც აქედან წახველი?ო, ნეტავი ერთად იყოსთბილისი და წაღვერი...
თვალს გავახელ, წიგნს გადავშლითუ მიდამოს გავცქერი,მომანათებს შენი სახედა თვალების ჩანჩქერი.
შენზე ფიქრებს გადავურჩე,თუ თბილისის მზეწვიას?..ვერ მოვუსწარ მატარებელს,ეს რომ გამომეძია.
ბევრი კოცნა დაგადევნე,ერთიც ვერ მოგეწია!..
აგერ თითქმის სამი თვეა,რაც დატოვე ეს მხარედა წერილიც არ მომწერე,ერთხელ არ გამახარე!
შენ ნაძვნარში დასეირნობ,მე კი მადნობს ივლისი,ო, ნეტავი ერთად იყოსწაღვერი და თბილისი!..
იქნებ სხვაზე გადამცვალე,სხვას აენთე კელაპტრად?!არ გიყვარვარ? ჩემი ლექსიაბა, რად მოგენატრს?!
თუ გიყვარვარ, რად გამირბი,რატომ თავაზიანობ?თუ ჩემი ხარ, რატომ გინდაეჭვით დამაზიანო?ჩემო ვარსკვლავთვალიანო,მთვარის თანაზიარო!.
ჩემი გრძნობა წმინდა არის,ვით ანკარა მთის წყარო,და მგოსანზე უკეთესმაქვეყნად ვინ შეგიყვაროს?!პოეზიის სურნელებამსურს, რომ გადმოგიღვარო,სიხარულის დღეებია,მოდი, ჩვენც გავიხაროთ!..

თევზაძე ანდრო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი