პოეზია · ლირიკა
ვაზის ძირი დაილოცოს
ვაზის ძირი დაილოცოსმისი მადლი წინაპრულიდა მტევანი ფოთლის ჩრდილშიხოხობივით მინაბული.
ცერისტოლა, ხარისთვალა,ნატვრისთვალი დასადარი,ძველებურად მზისკენ იწევს,ისევ-ისე ლაღად არი.
ძველი ეშხი არ აკლდება,ისევ ისე ბადაგდება,აჭარისწლის ნაპირებზესამუდამოდ ბანაკდება.
სამასი წლის შემდეგ მოსულსდაჰკარგვია განა კდემა?ქართულ სახლში ლხინად შედის,სახლი უფრო გალაღდება.
იცის, ასე რად ზრუნავენ,იცის, ასე რად უვლიან _ეს მიწა და ეს ჰაერიმშობლიური ქართულია.
ჭიგოები ჭრიალებენ,ვაზებს უჭირთ ფეხზე დგომა,სამასი წლის ქვევრს აღვიძებსმადლიანი შემოდგომა;
თავმოხდილი გოლიათიმიწაშიაც ვეღარ დგება,დიდი ხნიდან მოწყურებულსღვინის ალი ეკიდება.
სუფრას უზის ბერიკაცი _გამრჯეა და ჯანმაგარი,მოყვრისათვის არასოდესდაუხშია სახლის კარი.
არც ყანაში არის მარტო,არც სუფრაზე არის კენტი,ულვაშებში შერჩენიამოციმციმე ლალის წვეთი.
ტკბილქართულით ილოცებავაზის ფესვის გახარებას:გაიხარონ დაბლარებმა,გაიხარონ მაღლარებმა.
რომ მოხატოს ჩვენი მიწაუთვალავი ვაზის ბაღმა,სარფამდე და სარფს იქითაც,ჭოროხთან და ჭოროხს გაღმაც