↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ჩემი მიწა

სალუქვაძე გიორგი

2026-07-181 წთ საკითხავი433 ნახვა

—
მომივლია ჩემი მიწა,ცხრაჯერ ვიყავ ცხრა მთაში,გაგანია სიცხეში დაქარბუქიან ზამთარში.
ნაღვერდლები არ ჩამქრალაჩემი კერის ღადარში,შენ, კვამლივით ლურჯო ვაზო,ათას გრიგალს გადარჩი.
შენს ქართველურ საგალობელსვგალობ სხალთის ტაძარშიდა ადგილის უკვდავ დედასთავს ჩავუდებ კალთაში.
საწნახელო, ძველთაძველო,ქვაში გამოკვეთილომასვი შენი სადღეგრძელო,მასპინძელო, კეთილო!
ჰეი, დროო ავდრიანო,კაი რომ არ დაგცალდა!ძველო ქვევრო, მადლიანო,დამარხულო ტაძართან.
შენს ძველ ღვინოს ვეწაფებიცეცხლისფერად შენაფერს,დრომ ვერ გიყო ვერაფერი,ვერც დაგაკლებს ვერაფერს.
სხალთის ახლოს ვენახს გავსხლავ,_ ვაზი აყვავილდება,გამოისხამს ვაზი ვარსკვლავს_ მტევნად დაეკიდება.
მომივლია ჩემი მიწა,ცხრაჯერ ვიყავ ცხრა მთაში,გაგანია სიცხეში დაქარბუქიან ავდარში.
ნაღვერდლები არ ჩამქრალაჩემი კერის ღადარში,შენ, ტაძარო სხალთიანო,გამოგარჩევ ათასში.და ადგილის უკვდავ დედასთავს ჩავუდებ კალთაში.

სალუქვაძე გიორგი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი