ოკუპანტები ხაშურში დაბანაკდნენ
ტრანსპორტი ხაშურიდან დასავლეთის მიმართულებით არ მოძრაობს. როგორც გაირკვა, დასავლეთ საქართველოში ჩასვლა მატარებლით შეიძლება, რომელიც მოგვიანებით შეასრულებს რეისს.
ადგილობრივი მოსახლეობის გადაუმოწმებელი მონაცემებით, გუშინ ღამე რუსეთის ჯარის 50 ტანკი დასავლეთის მიმართულებით გადაადგილდებოდა. ასევე, რუსული ტანკები დგანან ჩუმათელთან და რიკოთთან. ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციის გადამოწმება სამწუხაროდ ჯერ ვერ ხერხდება.
პრესა.გე-ს კორესპონდენტი გაესაუბრა ერთ-ერთ რუს ჯარიკაცს: ”ჩვენ გვიბრძანეს აქ ყოფნა. არანაირი ბრძანება ბრძანება ჯერ არ მიგვიღია. აქ დარჩენა გვიბრძანეს”.
- ”ეს ჯარიკაცები რუს ჯარიკაცებს არ გვანან. საკმაოდ შავგვრემანები არიან. შეიძლება ესენი ე.წ. ”ვოსტოკის” ჯარისკაცებიც კი არიან”, - გვაყობინებს კორესპონდენტი ხაშურიდან.
ხაშურში დაბანაკებული ოკუპანტების ერთი ჯარიკსაცი კი გატეხილი ქართულით საუბრობდა. ის საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი რუსული ბაზის მოსამსახურე იყო, შემდეგ კი ის ჩეჩნეთში გადაიყვანეს:
- ”ეხლა ქალაქში (ხაშურში) აბანოს ვეძებთ. ერთი კვირაა არ გვიბანავია. ადგილობრივ მოსახლეობას ჩვენთვის პური და საჭმელი მოაქვს”.
როგორც გაირკვა, ოკუპაციური ჯარის დილოკაციის ადგილზე პურის და საკვების მიტანის განკარგულება გამგეობამ გასცა, რათა ოკუპანტების მხრიდან ”მარადორობის პრევენციის ფაქტები აღკვეთოს”.
უკვე რამოდენიმე დღეა, რაც ადგილობრივმა ხელისუფლებამ გასცა ბრძანება დევნილთა უზრუნველყოფისთვის პურის დამატებითი რაოდენების ცხობაზე.
სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილი მოუწოდებს საქართველოს მოსახლეობას, არანაირ კონტაქტში არ შევიდნენ რუსეთის სამხედრო შენაერთების წარმომადგენლებთან.
იაკობაშვილის თქმით, მოსახლეობამ მაქსიმალურად უნდა შეიკავოს თავი რუს სამხედროებთან კონტაქტში შესვლისგან, რადგან ისინი ცდილობენ მათ პროვოცირებასა და ვითარების დაძაბვას.
სახელმწიფო მინისტრმა განაცხადა, რომ ბოლო ინფორმაციით რუსმა სამხედროებმა კასპთან ააფეთქეს რკინიგზის ხიდი და ეს უკვე ნიშნავს, რომ ისინი სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურებაზე გადავიდნენ.
http://presa.ge/index.php?text=news&i=3470