მოროდიოერები თავს დაესხნენ მოძღვარს
იმავე დღეს, ჰუმანიტარული მისიით თბილისში მომავალ მამა მიქაელ ბრეგვაძეს სოფელ შავშვევთან ორმა შეიარაღებულმა პირმა მანქანის გაჩერება და დატოვება მოსთხოვა. მამა მიქაელთან ერთად მანქანაში გორიდან მომავალი ორი ქალბატონიც იმყოფებოდა.
მოთხოვნის მიუხედავად მძღოლმა ივაჟკაცა და მანქანის ადგილიდან დაძვრა მოასწრო. სანდო პირის ცნობით მანქანას ოთხი შეიარაღებული პირი გამოეკიდა თუმცა მძღოლმა მაინც შეძლო მგზავრების მიყვანა იგოეთის ბლოკპოსტამდე, სადაც ქართველი პოლიციელები დახვდნენ.
http://presa.ge/index.php?text=news&i=3492