რუსული საოკუპაციო ჯარები ამ წუთებში ისევ გორში ბრუნდებიან
რუსული საოკუპაციო ჯარები ამ წუთებში კვლავ გორში ბრუნდებიან.
როგორც "ინტერპრესნიუსს" შიდა ქართლში საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებულის პრესსამსახურიდან აცნობეს, რუსეთის ჯარმა გორის ყველა შესასვლელი ჩაკეტა და ქალაქში სამხედრო ტექნიკა შეჰყავს.
მათივე ინფორმაციით, რუსები გორში მდებარე სამ საგუშაგოზე ისევ განლაგდნენ.
რუსული საოკუპაციო ჯარების ნაწილი დღეს გორიდან გავიდა, თუმცა ამ წუთებში ისევ უკან ბრუნდებიან.
