ოკუპანტები ოსიაურის სამხედრო ბაზის განადგურების პროცესს ”ვერ ელევიან”
“პრესა.გე”-ს საკუთარი კორესპონდენტი ამჟამად ბორჯომის ხეობის ერთ-ერთ სოფელში, ხაშურიდან რამდენიმე კილომატრის დაშორებით იმყოფება და იტყობინება, რომ დღევანდელი აფეთქებები იმდენად ძლიერი იყო, რომ ბორჯომის ხეობისა და ხაშურის შემოგარენის სოფლების მოსახლეობას სახლებში მინები ჩაიმსხვრა.
აფეთქების შედაგად ცაში სოკოსმაგვარი ღრუბელი გამოჩნდა, რომელიც ქართული სამხედრო ბაზის ტერიტორიიდან ჩანდა.
როგორც ადგილობრივი მოსახლეობა აცხადებს, აფეთქებამდე ორი დღით ადრე, ხაშურში დისლოცირებული საოკუპაციო ჯარის ქვედანაყოფის ჯარისკაცებმა ნასვამ მდგომარეობაში ადგილობრივ მოსახეობას პრივატულ საუბარში გაუმხილეს, რომ მათ მიღებული აქვთ ბრძანება ქართული სამხედრო ბაზის განადგურების შესახებ.
დღეს კი შინაგან საქმეთა სამინიტროს ინფორმაციისა და ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვალემა შოთა უტიაშვილმა ოსიაურის ბაზის განადგურების შესახებ ინფორმაციის არსებობა დაადასტურა.
http://presa.ge/index.php?text=news&i=3564