ამერიკელი სენატორების განცხადებით, აშშ საქართველოს ტანკსაწინააღმდეგო და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვითი
სენატორი ლინსი გრემი მიიჩნევს, რომ საქართველოს ახალგაზრდა ლიდერთა თაობას რეგიონის შეცვლა შეუძლია. მისი თქმით, რუსეთი დიდი ქვეყანაა, მაგრამ მოსკოვს უნდა ესმოდეს, რომ არც ისეთი ძლიერია, რომ სხვა ქვეყნის დემოკრატია გაანადგუროს.
კონგრესმენმა კრისტოფერ სმიტმა ასევე განუცხადა ქართველ ერს თანადგომა. „ჩვენ ძალიან შეშფოთებული ვართ დევნილი ადამიანების უკიდურესად მძიმე მდგომარეობით და დღეს ასევე აუცილებელია გაიხსნას კონფლიქტის ზონაში ჰუმანიტარული დერეფანი", - განაცხადა კონგრესმენმა.
მისი შეფასებით, წლების მანძილზე რუსეთის ქმედებებზე დასავლეთი ბოლომდე ადეკვატურად არ რეაგირებდა და ამ არასწორი სიგნალის შედეგია სწორედ ის, რომ დღეს ასეთი მძიმე ვითარებაა საქართველოში. კონგრესმენმა ასევე ხაზი გაუსვა რუსეთის პოზიციას პოლონეთში ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების განთავსებასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ეს სისტემები არა თავდასხმის, არამედ თავდაცვისთვის არის განკუთვნილი.
http://www.interpressnews.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=100&info_id=236874
