მამუკა არეშიძე: ”რუსული ჯარი გორს უფრო ადვილად დატოვებს, ვიდრე სამეგრელოს”
- ”ეჭვი მეპარება, რუსეთის საოკუპაციო ჯარები დასავლეთ საქართველოდან ასე მალე გავიდნენ; გორს ალბათ. დატოვებენ, რადგან ეს სტრატეგიული მნიშვნელობის ქალაქი არ არის. ფოთისა და სენაკის დაკავებით კი ისინი როგორც სარკინიგზო, ასევე სატრანსპორტო ტრანსკავკასიურ მაგისტრალს კეტავენ”, - განუმარტა ”პირველს” არეშიძემ.
მისივე თქმით, ამ ვარაუდის საფუძველს ის გარემოებაც იძლევა, რომ საოკუპაციო ჯარები იქ სანგრებს თხრიან და ბლოკპოსტებს აკეთებენ. ”ვფიქრობ, რუსული ჯარის სამეგრელოდან გასვლა ძალიან გაჭირდება. ასეთ ვითარებაში კი ჩვენ ორი გამოსავალი გვაქვს: ან საომარი მოქმედებები უნდა დავიწყოთ, ან ოკუპაციას უნდა შევურიდგეთ”, - აღნიშნა ექსპერტმა.
შეგახსენებთ, რომ მიუხედავად მიღწეული შეთანხმებისა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის მრავალი დაპირებისა, რუსეთის საოკუპაციო ჯარები საქართველოს ტერიტორიაზე ამ დრომდე რჩებიან.
http://presa.ge/index.php?text=news&i=3575