რუსულმა სამხედრო ტექნიკამ სოფელ ნადარბაზევის ბლოკ-პოსტი უკვე დატოვა
რუსულ ჯავშანტექნიკასთან და ტანკებთან ერთად ნადარბაზევის ბლოკ-პოსტი სატვირთო ავტომობილებმაც დატოვეს, სადაც შეიარაღებული რუსი ჯარისკაცები იყვნენ. რუსი სამხედროები ქართველების მიმართ ხშირ შემთხვევაში უცენზურო სიტყვებსაც ამბობდნენ და რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, ისინი უცხოელი ჟურნალისტების პირდაპირ ეთერში მუშაობას ვიდე-კამერებით და მობილური ტელეფონებითაც იღებდნენ.
სავარაუდოდ, როდესაც სრულად დატოვებს რუსული ჯავშანტექნიკა და ტანკები ნადარბაზევის ბლოკ-პოსტს, რუსები აღნიშნულ პოსტს გააუქმებენ და ჟურნალისტებს უკვე საშუალება მიეცემათ გორისკენ გადანაცვლების.
წყარო:http://www.interpressnews.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=100&info_id=237190
