შიდა ქართლის ტერიტორიის ნაწილი საოკუპაციო ჯარებმა დატოვეს
დღეს ცენტრალური მაგისტრალი გაიხსნება,– ამ ინფორმაციას საქართველოში მყოფი რუსი გენერალი ნიკოლაი ბორისოვი ავრცელებს.
რამდენადაც ცნობილია, რუსმა ოკუპანტებმა ხაშური უკვე დატოვეს, მათ უკვე გააუქმეს დროებითი საგუშაგო, რომელიც ქალაქში, ცენტრალურ მაგისტრალზე ჰქონდათ განთავსებული.
3 ერთეული ჯავშანტექნიკა და რამდენიმე ერთეული "ურალის" ტიპის მანქანა ხაშურიდან აღმოსავლეთისკენ გავიდა.
ერთი "ბე–ემ–პეს" ტიპის ჯავშანტრანსპორტიორი სურამის მხრიდანაც გამოვიდა და აღმოსავლეთისკენ გადაადგილდა. ასევე ცნობილი ხდება, რომ გომთან, საჩხერის გადასახვევთან 40-მდე ერთეული ჯავშანტექნიკაა განთავსებული, სავარაუდოდ, რუსი ჯარისკაცები რეგიონის დასატოვებლად ემზადებიან.
რუსეთის გენშტაბში აცხადებენ, რომ საქართველოს ტერიტორიიდან რუსული ჯარის გაყვანის ბოლო ეტაპი დაიწყო.
თბილისის დროით, სავარაუდოდ 20:00 საათისთვის ცენტრალური მაგისტრალი და შიდა ქართლის ქალაქები რუსი სამხედროებისგან უკვე თავისუფალი იქნება, - ეს განცხადება უშიშროებოს საბჭოს მდივანმა კახა ლომაიამ გორში გააკეთა.
წყარო : gpb.ge