22 აგვისტო, რუსები გადიან - ვიდეო დაიჯესტი,
სააგენტო 'როიტერმა' ცხინვალში რუსული ტანკების შესვლის კადრები გაავრცელა, ეს ის მძიმე ტექნიკაა ,რომელიც რუსეთის საზღვრისკენ შიდა ქართლიდან დღეს შუადღისას დაიძრა.
შიდა ქართლის ტერიტორიის ნაწილი რუსულმა სამხედრო ძალამ და სამხედრო ტექნიკამ უკვე დატოვა.
გაუქმებულია რამდენიმე ბლოკ-საგუშაგო,რომელიც რუსმა აგრესორებმა უკანონოდ გახსნეს იგოეთიდან გორამდე, რამდენიმე რაიონში რუსი აგრესორები ჯერ კიდევ რჩებიან.
